ორალური ვექტორი – სახეობრივი როლი

ორალური ვექტორი ქმნის განსაკუთრებულ გემოს, აქცენტს აკეთებს უბრალო ადამიანურ სიამოვნებებზე: კვება, გართობა, სიცილი, სექსი, ურთიერთობა. ეს ყველაფერი ექცევა მისი ბუნებრივი დავალების ჩარჩოებში და ემსახურება გაერთიანებას, ხალხთა მჭიდროდ დაკავშირებას ჯგუფში. კაცობრიობის ფსიქიკურმა ევოლუციამ გაზარდა ადამიანთა მოთხოვნილებები, გაართულა მათი სურვილები, მაგრამ ცხოველური ბუნება (მოთხოვნილებები) არ შეცვლილა.

პირველყოფილ ჯოგში ორალური ვექტორის როლი იყო – ,,ჯოგის მყვირალა”. ადამიანთა ჯოგი ისედაც გრძნობდა თავს ერთ მთლიანობად, რომლისგანაც ინდივიდი მხოლოდ სხეულის გარსითაა გამოყოფილი. ამ ჯოგის გადასარჩენად, მოულოდნელი საფრთხის დროს, საჭირო იყო თვითგადარჩენის ინსტიქტის გამოღვიძება, რომ ამოძრავებულიყვნენ გადარჩენისთვის. ორალური ადამიანის ყვირილი ერთმნიშვნელოვნად უღვიძებდა საჭირო პირველყოფილ ინსტიქტებს ყოველ ადამიანს. ორალური ზომის პირველყოფილ ფუნქციას წარმოადგენდა დეგუსტაცია, ახალი საკვები რესურსების ათვისება – ჯოგის გაერთიანება საერთო გემოვნებითი მისწრაფებებით.

კაცობრიობის განვითარების შემდეგი ფაზა კავშირშია რწმენის განვითარებასთან, სახელმწიფოს შექმნასთნ და ოჯახურ ურთიერთობებთან. ორალური ვექტორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი იდეები, მთლიანადაა დამოკიდებული ეპოქალურ ფასეულობებზე. ორალური ზომის განვითარება ხდება ხელოვნების ზემოქმედებით და ჰუმანისტური იდეალებით. ორალური ვექტორი პოულობს განვითარებას ორატორულ ხელოვნებაში, ქადაგებაში, ის ეხმარება ტრადიციების შექმნას და დამკვიდრებას.

დღეს ორალური ზომა აერთიანებს კაცობრიობას ინფორმაციული ტექნოლოგიების დახმარებით, სამომხმარებლო სურვილებით და პოლიტიკით, პროპაგანდას უწევს კანის და ყნოსვის ფასეულობებს. ორალური ვექტორის რეალიზაცია შეიძლება ვნახოთ რადიოსა და ტელევიზიაში, კინოში, სახელმწიფო სტრუქტურებში, ვაჭრობაში და ა.შ. ორალური ვექტორის გარეშე ძნელია წარმოიდგინო დღეს წარმატებული მენეჯერი, პოლიტიკოსი, შოუმენი, და ზოგიერთ მკვეთრად წარმოჩენილ ორალს შეუძლია საკუთარ თავში შერწყას ყველა ეს რეალიზაცია.