ორალური ვექტორი – ურთიერთობა

ორალური ვექტორი გარესამყაროსთან ურთიერთობს როგორც ყველაზე მკაფიო ექსტრავერტი: თავის თავში არსებული ყველა შინაგანი შეგრძნება გამოაქვს გარეთ. ორალური ინტელექტის არც თუ ისე მაღალი განვითარება ვლინდება როგორც უხეში პირდაპირობა: განუვითარებელი ორალის ვექტორიანი ცდილობს თავისი შეგრძნებები მთელ ჯგუფს მოახვიოს თავზე, ებრძვის მაღალკულტურული ადამიანების სურვილებს და აქვეითებს ჯგუფის კულტურულ მოწყობას. მხოლოდ ძალზე განვითარებული ორალის ვექტორიანი ემორჩილება და ახმოვანებს სმენის და ვიზუალური ვექტორების ფასეულობებს.

მსმენელთა უკურეაქცია აუცილებელია ორალის ვექტორიანისთვის: ორალური ვექტორის სწორი მოქცევა – ესაა ჯგუფის გაერთიანებისკენ მოწოდება, ამით შეასრულებს ბუნებრივ როლს. ყურადღების მისაპყრობად ორალის ვექტორიანი იყენებს ნებისმიერ ინსტრუმენტს: ხუმრობას, ჭორებს, გაზვიადებას, სინამდვილის დამახინჯებას, ტყუილს. სიტყვებით მანიპულაციის მიზანი ერთია – მიიპყროს ყურადღება, ჩართოს თანამოსაუბრე შეგრძნებათა ერთიან ველში. ორალისთვის ურთიერთობაში პირველადი შეგრძნებებია, მათი (შეგრძნებების) გადმოცემის სიზუსტე, ამიტომ ტყუილი და დამახინჯება – ეს მხოლოდ ინსტრუმენტებია საჭირო მიზნის მისაღწევად. ორალური ვექტორი არ განასხვავებს ტყუილს და სიმართლეს.

ის რაც ორალის ვექტორიანს რეალურად აინტერესებს – ესაა მიიპყროს რაც შეიძლება ფართე აუდიტორიის ყურადღება. ორალის ვექტორიანი ადამიანი უფრო დიდ ყურადრებას უთმობს საკუთარი საუბრის მანერას, ვიდრე საუბრის საგანს. რაც უფრო განვითარებულია ორალური ვექტორი ადამიანში, მით უფრო ზუსტად და უშეცდომოდ შეუძლია შეარჩიოს სიტყვები მდგომარეობის და სხვა ადამიანების მისწრაფებების აღსაწერად.

ენერგიის მეოთხედი – ესაა კაცობრიობის მამოძრავებელი ძალა, ამიტომ ორალის ვექტორიანებს ყოველთვის აქვთ ჭარბი სასიცოცხლო ენერგია. ეს ჩანს ორალის ვექტორიანების დიდ ლიბიდოშიც. სექსი როგორც წყვილში გაერთიანების შესაძლებლობა ცხოველურ დონეზე, აქტიურად გამოიყენება და პროპაგანდირდება ორალის ვექტორიანი ადამიანების მიერ. საუბრები და ხუმრობები სექსუალურ თემებზე, მოწოდება სექსუალური თავისუფლებისკენ – ორალური ურთიერთობის მაგალითებია. ორალურო ვექტორის ფასეულობები განვითარების დაბალ დონეზე (მცენარეულ დონეზე) – ესაა ორგიისა და ჯგუფური სექსის ორგანიზატორი და მონაწილე.