ორალური ზომა კაცობრიობის ისტორიაში (2)

დაფიქრებულხართ ოდესმე სიტყვის მნიშვნელობაზე? რას ატარებენ თავის თავში სიტყვები და რამდენად ზუსტად გადმოსცემენ აზრს, რომელსაც მათში დებთ? ნუთუ შეიძლება ერთი სიტყვით გადმოიცეს ახლობელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტანჯვა, ან სიყვარულისგან მიღებული სიამოვნება? მოდი, ვიფილოსოფოსოთ და გავარჩიოთ, როგორ გვეხმარება ორალური ვექტორი ამ საკითხებთან დაკავშირებით.

ორალური ზომა

როგორ აისახა ორალური ვექტორის მატარებელი ანალურ ისტორიებში? მიუხედავად მთელი თავისი ცხოველურობისა და უბრალოებისა, იგი უკიდურესად მძლავრ ძალას წარმოადგენს გლობალურ ცვლილებებსა და ტრენდებში.

სიტყვის ძალა

გახსოვთ, რომელ ენაზეა დაწერილი პირველი წმინდა წერილები, რომლებიც მაქსიმალურ ჭეშმარიტებას შეიცავენ? (პირველი ბიბლია, კაბალა)? ძველ-არამეულზე. მაშ ასე, ძველარამეულიდან „ადამიანი“ ითარგმნება, როგორც „მოლაპარაკე“. ეს იმიტომ, რომ ყველა დონეს შორის — არაცოცხალის, მცენარეულის, ცხოველურის და ადამიანურის — ეს უკანასკნელია ერთადერთი, რომელმაც ბუნებისგან ლაპარაკის უნარი მიიღო და ამისთვის ცალკე ორგანო გააჩნია. ცხოველებს, ფრინველებს, მცენარეებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ორალურ ზომას მიეკუთვნებოდნენ. სხვა სიტყვებით, მათ არ გააჩნიათ მეტყველების უნარი.

არსებობენ რთული სიტყვები, დავარქვათ მათ კანური და სმენური: ბიფურკაციის წერტილი, ელიტური თეორია, ფინანსური კრიზისი. ეს გაუგებარი, მოგონილი სიტყვებია. ყველაზე მარტივი პირველი სიტყვები გაჩნდნენ ყოველდღიური და გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი მოქმედებების აღსანიშნად: მომეცი, საჭმელი, ნადირობა. ყველას ცხოვრება იწყება ცხოველური ყვირილით, რომელიც მეტყველებს ახალშობილის დაბადებაზე და მის სურვილებზე (ჭამოს და ისუნთქოს). სწორედ ასეთი ბგერებიდან, და არა ჩახლართული კონსტრუქციებიდან, აიწყო პირველი სიტყვები. პირველყოფილ ჯოგში არ იყო მიღებული სასიყვარულო თემებზე, ან სხვა ისეთ თემებზე საუბარი, რაც თვითგადარჩენას არ ეხებოდა.

მეტყველება — ესაა გამოცდილების გაცვლა, რომელიც გადარჩენის უნარს ზრდის, და ამის საშუალება ორალურმა ზომმ მოგვცა. ვიღაც ავად გახდა, შემთხვევით რაღაც მიქსტურა დალია და გამოჯანმრთელდა. ეს გამოცდილება მან სხვა ადამიანებს გაუზიარა, და მათაც ამ მიქსტურის წამლად გმოყენება დაიწყეს.

ადამიანის აზროვნება კანურ ფაზაში სიტყვებზეა აწყობილი. სანამ არ იცით „ვექტორისა“ და მისი სახესხვაობების კატეგორია, თქვენ ვერ იფიქრებთ ამ ცნებებით. იმ ფაქტორების ყურადღებაში მიღება, რომლებიც სიტყვებით არაა აღნიშნული, შეუძებელია. ნებისმიერი აზრი, საგანი და მოქმედება სიტყვებით აისახება. გარდა სხვა რამეებისა, ეს აჩვენებს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, რომ ბავშვობიდანვე განავითაროს მეტყველების უნარი. რაც უფრო მეტი სიტყვა იცი, მით უფრო მეტია ხედვის არეალი, რადგანაც მეტ რამეზე შეგიძლია ფიქრი. თქვენ ვერ იფიქრებთ ვექტორზე, სანამ ამ სიტყვას არ ექნება განსაზღვრება და იგი აზრით არ აღივსება თქვენს გონებაში. დღეისათვის სიტყვები – ესაა კუბიკები, რომლებითაც ჩვენი გონება თამაშობს. მაგრამ არსებობს სიტყვათა ერთგვარი განსაკუთრებულობა. სახელდობრ, როდესაც ღობეს ხედავთ, მაშინვე ახდენთ მის იდენტიფიკაციას ამ როლთან, მაგრამ სინამდვილეში ღობე ცალკე არ არსებობს. რადგანაც იგი ღობეს წარმოადგენს მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეულ ადამიანთა გარკვეულ ტეროტორიას შემოღობავს გარკვეული ქმედებებისგან. ერთი პირობაც თუ არაა, თავად „ღობის“ ცნებაც ვერ იარსებებს. ასეა მოწყობილი ჩვენი სამყაროც — არ არსებობს არცერთი ცალკე აღებული და დამოუკიდებლად არსებული მოვლენა. მათ შორის ადამიანის სხეულიც, მასში დროის ყოველ მონაკვეთში ხდება მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ვითარებათა, ადამიანთა, მოვლენათა და ა.შ. უამრავ რაოდენობასთან. რა არის კალამი, თუკი ვერაფერზე დავწერთ, და თუკი არ იარსებებს დაზგა, რომელმაც ის შექმნა? ნებისმიერი საგანი, ყოველთვის სამყაროს ნაწილია, რომელიც უსასრულო კავშირშია სხვა მოვლენებთან და საგნებთან.
მეტყველების უნარი

ზოგიერთ რელიგიაში ღმერთის სახელის წარმოთქმა აკრძალულია. ეს სწორედ იმასთანაა დაკავშირებული, რომ ცალკე აღებული სიტყვა, ეს უბრალოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი რეალობის ნაგლეჯია. თუ ამბობთ სიტყვას „ღმერთი“, თქვენ ამახინჯებთ მის მნიშვნელობას, და შესაბამისად — „კლავთ“. წარმოიდგინეთ, სიტყვების რამხელა რაოდენობაა საჭირო, რომ ცალკეული ვექტორის მნიშვნელობა აიხსნას. და ყველაფერი ეს იმისთვისაა, რომ იგი აზრით აღვავსოთ, სიცოცხლე შთავბეროთ მას. რათა, როდესაც წარმოთქვამთ სიტყვათა წყობას — „ორალური ვექტორი“, თქვენს გონებაში წარმოიქმნას მთელი სურათი და სისტემა. მხოლოდ ორი სიტყვა!

ამგვარად, თავისთავად ცალკე აღებული სიტყვა — ეს ტყუილია. სიმართლეს მხოლოდ შეგრძნება წარმოადგენს. თუ 100 ადამიანს უჩქმეტთ, ყველას ეტკინება, მაგრამ ეტკინება სხვადასხვანაირად. ასობით ადამიანის სრულიად განსხვავებულ შეგრძნებებს ვერ ვუწოდებთ ერთ სიტყვას — „ტკივილს, რადგანაც იგი ვერ გადმოსცემს ზუსტად და დეტალურად შეგრძნებათა მთელ სპექტრს. გარდა ამისა, ყოველი ადამიანი (და ვექტორთა ყოველი ჯგუფიც) სამყაროს სხვადასხვაგვარად ხედავს. ეს კიდევ უფრო აღრმავებს სიტუაციას,, რადგანაც ვინც რასაც ხედავს, იმაზე ლაპარაკობს. საბოლოოდ ისედაც სუბიექტური ინფორმაცია იკარგება, იცვლება, მახინჯდება. ხშირად კი მას გაცნობიერებულად ცვლიან 100%-ით.

ამ დროს, ჩვენს ცხოვრებაში ორალური ვექტორის წვლილი იყო და რჩება ნამდვილად მართალი სიტყვები. ორალური ზომა არ მოგცემთ მოტყუების საშუალებას. თუ ორალურმა პეტრემ შეამჩნია, როგორ მოქაჩა ვასიამ დაშა ნაწნავზე და სულელი უწოდა მას, იგი მაშინვე ხმამაღლა გააჟღერებს: „ვასიას მოწონს დაშა! და თქმის ეშინია!“ ორალური ვექტორი ხედავს ცხოველურ არსს და ამ ურთიერთობათა მთელ სიმართლეს, გრძნობს თამაშებს, რომლებიც არასწორი სიტყვებითაა შეფუთული, და აუცილებლად გამოთქვამს ამას.

ან სხვა მაგალითი, მელოტი ხელმძღვანელი. მთელი კოლექტივი კორექტულად იკავებს თავს და არ საუბრობს ამაზე. და მხოლოდ ორალი მისცემს თავს უფლებას, რომ იკითხოს: „მისმინე, ეს ტლოპანა არის უფროსი?“ და ბუნებრივია, ყველა ერთხმათ გადაიხარხარებს, რადგან ყველამ იცის, მაგრამ თქმის ეშინია. ორალს ზედაპირზე ამოაქვს ადამიანთა აზრები, რადგანაც სიმართლის შეგრძნების ნიჭი აქვს, სახელდობრ კი ადამიანთა ცხოველური გამოვლინების. თავისი აზრები მას არ გააჩნია, იგი მხოლოდ იმას ამბობს, როგორც ადამიანს გრძნობს. ვიზუალებს შეუძლიათ რამდენიც უნდათ იმდენი ილაპარაკონ სიყვარულსა და თანაგრძნობაზე, მაგრამ თუ საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდება, ყველა თავისი ბავშის გადარჩენას ეცდება. სწორედ ესაა ორალური სიმართლე: არაა საჭირო საკუთარი თავის ღვთაებრივ ბაბუაწვერებად მოჩვენება. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. სასტიკი სიმართლე ყველას გვეხება.

© Laboratory 8

მთარგმნელი: მამუკა გურული

წყარო: http://training8.ru/library/oralnaya-mera