ორმხრივი ანტიპათია

ბუნებრივი ანტიპათია როგორც წესი წარმოიშობა იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც აქვთ ერთნაირი ვექტორები, განვითარების სხვადასხვა დონეზე.

გოგონა განვითარებული ვიზუალური ვექტორით, რომელიც აფასებს ადამიანის შინაგან სილამაზეს, სულიერებას, კულტურას, განიცდის საკმაოდ ძლიერ ზიზღს იმ ნაკლებად განვითარებული ვიზუალის ვექტორიანი გოგონასადმი, რომელიც აფასებს მხოლოდ გარეგნულ სილამაზეს და ბრწყინვალებას, და ცდილობს ყველას თვალში მოახვედროს თავისი ინდივიდუალურობა გამომწვევი ჩაცმულობით. თავის მხრივ გოგონა, განუვითარებელი ვიზუალური ვექტორით განიცდის აუტანელ სიძულვილს განვითარებული ვიზუალი გოგონას მიმართ – მას ჩათვლის ადამიანად რომელსაც თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, მაგრამ არაფერს წარმოადგენს (ეს ასე მუშაობს ნებისმიერ ვექტორთან – მთარგმნელის შენიშვნა).
მსგავსი სისტემით ეწყობა ადამიანის ცხოვრებაში ერთერთი უმნიშვნელოვანესი სფერო – ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, რაც ერთი მხრივ ძალზე რთული ჩანს, მაგრამ სისტემური ხედვის ცოდნის შემთხვევაში ძალზე უბრალოა.