ოჰ, ეს საოცრად განსხვავებული სიყვარული

 

ოჰ, ეს საოცრად განსხვავებული სიყვარული. ვიზუალური ვექტორის განვითარების ოთხი დონე

ადამიანის ფსიქიკა საოცრად მრავალწახნაგოვანია. თითოეული ვექტორი აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად ავლენს თავს, მაგალითად ვიზუალი, რამდენადაც უდიდესია ვიზუალური გრძნობების ემოციური ამპლიტუდა, იმდენად განსხვავებულია (განვითარების დონის მიხედვით) ვიზუალის უნარები და მდგომარეობა. ვიზუალის ფუძისეული ემოცია არის შიში, ყველაზე სუსტი და დაუცველი არსების შიში ველური ბუნების მიმართ. ბრჭყალები არ აქვთ… ეშვები არ აქვთ… ფიზიკური ძალა ასევე არ არის. ნებისმიერს შეუძლია დაჩაგროს, მოკლას და სიცოცხლეც შეწყდება. არადა რა ტკბილია სიცოცხლე, აუცილებლად უნდა მოიძებნოს რაღაც ფუნქცია, საყრდენი, საკმაოდ მტკიცე იმისთვის, რომ სიცოცხლე გაგრძელდეს რაც შეიძლება დიდხანს.

რეალიზაცია საჭიროა. საჭიროა ღვაწლის გაღება საერთო საქმისთვის, თანაც ისეთი ღვაწლის, რომელიც მუდამ დასჭირდებათ და რომლისთვისაც დაგაფასებენ, ესე იგი დაგიცავენ კიდეც და აი, ფუნქციაც მოიძებნა – ჯოგის თვითშენარჩუნებაში მონაწილეობა. როგორ? მახვილი მხედველობის მეშვეობით, ვიზუალს ხომ ის ასჯერ უფრო ძლიერი ჰქონდა, ვიდრე ნებისმიერ სხვას. ვიზუალის  მხედველობა და გრძნობები ჯოგში მის დამცველად და თვითშენარჩუნების იარაღად იქცა. ყველაზე ემოციური და მახვილი მხედველობის მქონე ვიზუალი ჯოგის დღის გუშაგი გახდა, ის მიჰყვებოდა მამაკაცებს ომში და ნადირობისას, უთვალთვალებდა საფრთხეს და შიშით ატაცებული აფრთხილებდა ჯოგს. ისინიც შეშინებულები დროულად შველოდნენ თავს. ემოციებმა სხვა სახითაც ჰპოვეს გამოყენება – გრძნობის სახით. მამაკაცთან ემოციური კავშირების დამყარებისას ვიზუალი მდედრი შიშის განცდას კარგავდა, მას ენაცვლებოდა გრძნობა სხვა ადამიანის მიმართ. იბადებოდა თანაგრძნობა, სხვა ადამიანზე დარდი, რომელიც ვიზუალ ქალს არიდებდა შიშის ბასრ კლანჭებს. თანაგრძნობა მის მეორე  მოწოდებად იქცა. ეს გრძნობა უკვე ყველაზე, ნებისმიერ ტანჯულზე ვრცელდებოდა, გაჩნდა სიყვარული სიცოცხლის ნებისმიერი გამოვლინებისადმი. სწორედ ამ სიყვარულმა აიყვანა სიცოცხლე უმაღლესი ფასეულობამდე. დღესაც ემპათია ვიზუალური ვექტორის უმაღლესი გამოვლინებაა.    ნებისმიერი მაღალი საფეხური თავის თავში მოიცავს ყველა სხვა დაბალ საფეხურს, ვიზუალური ვექტორიც თანამედროვე ადამიანში შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერი მდგომარეობით იმისდა მიხედვით, რა დონეზე განუვითარდა ის ადამიანს ზრდის პროცესში.

პირველი საფეხური. განვითარების არაცოცხალი დონე

ჩვილობის დროს ვიზუალი განუყოფელია შიშის პირველადი მდგომარეობისგან, ბუნებისგან ჩადებული ამ საფუძვლიდან (შიშისგან) ვიზუალი ადამიანი უნდა გაიზარდოს უმაღლეს ემპათიურ მდგომარეობამდე.  ეს გაზრდა აუცილებელია, თუმცა გარანტირებული სულაც არ არის. ამიტომ ყველა ვიზუალს, თუ შესაბამისად არ განვითარდა, სულაც არ აქვს თანაგრძნობის უნარი, თუმცა ნებისმიერი მათგანი გრძნობს შიშს. მშობლების მხრიდან სიყვარული და ზრუნვა, დაცულობის და უსაფრთხოების გარანტირებული შეგრძნება ვიზუალისთვის განვითარების გზაზე დასაყრდენ წერტილად უნდა იქცეს. დაცულობის შეგრძნება და ბავშვური ემოციებისთვის სწორი მიმართულების მიცემა შიშიდან გამოსვლაში უნდა დაეხმაროს ვიზუალს. თუ ეს პირობები არაა უზრუნველყოფილი, მაშინ პირველყოფილი შიში, რომელიც ღრმად დევს ფსიქიკაში, შეიძლება უკვე გაზრდილ ადამიანშიც კი ერთადერთ მდგომარეობად ჩამოყალიბდეს. სიკვდილის შიში დიდი სიყვარულის განცდის შესაძლებლობას არ აძლევს ვიზუალს. სიყვარული გულისხმობს ყურადღების და საერთოდ ყველა გრძნობის გადატანას საკუთარი თავიდან სხვა ადამიანზე, არადა ვიზუალმა განვითარების არაცოცხალ დონეზე ეს არ იცის, ის მხოლოდ თავის თავს ამჩნევს,  შედეგად ვიღებთ ვიზუალის უგრძნობლობას სხვა ადამიანების მიმართ, ასეთი ვიზუალისთვის სულერთია სხვისი ტკივილი, ადამიანთა თანაგრძნობა კი ფაქტიურად არ შეუძლია.

შიშისგან განთავისუფლება ვიზუალს მხოლოდ საკუთარი თავის რეალიზაციით შეუძლია და თუ რეალიზაცია არ არის, მას ისღა დარჩენია შიშის დამთრგუნველ გრძნობას დაემალოს გარშემო ათასი საფრთხობელობის მოწყობით – საშინელებათა ფილმებით, მის ტანსაცმელში, ფრჩხილებზე და თმებზე სიკვდილის შავი ფერი დომინირებს, შესაბამისი ატრიბუტებით ისინი ქმნიან გარემოს, რომლისაც ისე უნდა ეშინოდეთ, რომ იმაზე მეტად საშიშად აღარაფერი მოეჩვენოთ.

ვიზუალი ნებისმიერ მდგომარეობაში ძალიან ემოციურია, მას აუცილებლად სჭირდება თავისი ემოციების დახარჯვა ადამიანებთან, მაგრამ თუ გულში მხოლოდ შიში და საკუთარ თავზე ფიქრებია, ურთიერთობაც შესაბამისი გამოვა – წუწუნით და ისტერიკებით სავსე. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ისტერიულობა ყოველთვის განუვითარებულობას არ ნიშნავს. რეალიზაციის უქუნლობაც ზუსტად ასე გამოიხატება – ვიზუალი ამ დროს ისტერიულად ითხოვს ადამიანებისგან (განსაკუთრებით საყვარელი ადამიანისგან) სიყვარულის დამტკიცებას და ეს მან შეიძლება სრულიად უსაფუძვლო სკანდალის და ისტერიკების  მოწყობითაც გააკეთოს.

ვიზუალის გარემოსადმი დამოკიდებულება, განვითარების პირველი საფეხურზე, ვერ სცილდება გარესამყაროში არსებული საგნებით აღფრთოვანებას, ლამაზი ნივთები, მაკიაჟი და ვარცხნილობა, ფეხსაცმელები და კაბები მისთვის უმაღლეს ფასეულობაა, სულ ეს არის, რისი მიღებაც მას სურს ამ სამყაროში. გარეთ ხომ საერთოდ ვერ გავა, სახე მეომარივით თუ არ მოიხატა. ზუსტად ასე, გარეგნული ფორმით აფასებს ადამიანებსაც – მაკიაჟით, ტანსაცმელით და სილამაზის სხვა ატრიბუტებით, მისთვის ადამიანების შინაგანი სამყარო არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს.

შიში ვიქტიმურობას ბადებს. ვექტორული ფსიქოლოგიის ენაზე ვიქტიმურობა საფრთხის და უბედურების ქვეცნობიერი ძიებაა და მათ ცხოვრებაშიც ყველა ეს კოშმარი მართლაც თავზესაყრელადაა ხოლმე. მაგალითად ასეთი ქალები მუდმივად გაუპატიურების ან  ყაჩაღების თავდასხმის მსხვერპლნი ხდებიან. ასევე ხშირად წყვილდებიან ფრუსტრირებულ ანალ პარტნიორებთან, რომლებიც მათ სიცოცხლეს საფრთხესაც კი უქმნიან.

არცთუ ისე განვითარებული ვიზუალისთვის დამახასიათებელია ეკზიბიციონიზმიც.  ვიზუალები ექსტრავერტები არიან და მათთვის ჰაერივით აუცილებელია ურთიერთობა, განუვითარებლობის შემთხვევაში, ვიზუალის ურთიერთობის მთელი სპექტრი ყურადღების მიქცევით ამოიწურება. მაგრამ სულიერი სილამაზის დემონსტრირების ნაცვლად, მათ საჩვენებლად სხეული გამოაქვთ. ეპატაჟური გამოხტომები და ეკსტრემალური გარეგნობაც ამ კატეგორიას მიეკუთვნება.

მეორე საფეხური. ვიზუალის განვითარების მცენარეული დონე

გარემოში პირველი, ვის მიმართაც ვიზუალ ბავშვს უჩნდება თანაგრძნობა, არიან ცხოველები, ხეები და ყვავილები, რომელთა მოწყვეტაც არ შეიძლება, რადგან – „მათაც ხომ სტკივათ“. ბავშვი მის გარშემო არსებული ცოცხალი სამყაროს თანაგრძნობას სწავლობს, ამ დონეზე დარჩენის შემთხვევაში უკვე ზრდასრულ ადამიანს გააჩნია უნარი ემოციური კავშირის დამყარებისა ადამიანებთანაც, თუმცა ეს ჯერ კიდევ შესაფერისი საფეხური არ არის საამისოდ. ამიტომაც მათ სიცოცხლეს მართავს მუდმივი სიყვარულის განცდა, რომლის დროსაც ადამიანი პეპელასავით დაფრინავს ყვავილიდან ყვავილზე. მასში ეძებს ის ავსებას, რეალიზაციას.  მაგრამ ეს რეალიზაცია მაინც ადამიანის შიგნით მიმდინარეობს – შეიყვარე, იფლირტავე, გაიპრანჭე, გაიფურჩქნე მთელი შენი ვიზუალობით და გაფრინდი ახალი სიმპათიისკენ ახალი ენდორფინების საძებნად.

ურთიერთობაში ცუდი გამოცდილება, ძვირფასი ადამიანის დაკარგვის შიში, აისახება იმით, რომ ვიზუალი ადამიანთა სიყვარულს, ცხოველების სიყვარულით ანაცვლებს. ცხოველები ვიზუალისთვის, განვითარების ამ დონეზე, ადამიანებს ცვლიან. ასეთი ვიზუალი გულგრილად არ ჩაუვლის უპატრონო ცხოველს, თუმცა იოლად ეტყვის უარს გაჭირვებულ ადამიანს დახმარებაზე, რადგანაც გაჭირვებული ადამიანი მასში ემოციებს ვერ იწვევს, მასში ადამიანების მიმართ თანაგრძნობა ჯერ არ განვითარებულა. ტანჯული ცხოველი კი ასეთი ვიზუალის სულს ტკივილით ავსებს და დახმარების სურვილიც ჩნდება, მათთვის ეს თავშესაფარია მარტოობისგან თავის გადასარჩენად  და ვერც კი ხვდება რაოდენ მიზერულია ასეთი ავსება.

მესამე საფეხური. განვითარების ცხოველური დონე

ამ საფეხურზე გადასვლა ნიშნავს ემოციების გადატანას ცხოველებიდან ადამიანებზე. ეს არის შეყვარებულობის და სიყვარულის უნარი, რომელიც გაცილებით სავსეა, ვიდრე წინა საფეხურზე, იბადება ადამიანთა ემოციური მდგომარეობის შეგრძნება და მათ მიმართ თანაგრძნობის უნარი. თუ დაბალი განვითარების ვიზუალი მხოლოდ თქვენი პომადის, ან ვარცხნილობის ცვლილებას შენიშნავს ისე, რომ არც კი მიაქცევს ყურადღებას თქვენს ცრემლიან თვალებს, ცხოველურ დონეზე განვითარებული ვიზუალი იგრძნობს თქვენს განცდებს და თქვენი დამშვიდების და დახმარების სურვილიც გაუჩნდება. რა თქმა უნდა ამ დონეზე ჩვენი პატარა მოძმეების სიყვარულიც შენარჩუნებული იქნება, ყოველი ზედა დონე ხომ თავის თავში ქვედასაც მოიცავს.

ასეთი ქალის სიყვარული მამაკაცისადმი უფრო მეტია, ვიდრე მისგან სიყვარულის მიღების მოთხოვნა. მას მთელი თავისი გარემოცვა უყვარს – სამსახური, მეგობრები, ახლობლები. ამ დონეზე უფრო ადვილია  გრძნობების სიმაღლეზე თავის შენარჩუნება ემოციური კავშირების გაწყვეტის შემთხვევაში, რადგანაც ასეთი სიყვარულის დროს ყურადღება კონცენტრირდება  არა მხოლოდ სიყვარულის ობიექტზე, არამედ ყველაფერზე, რაც სიყვარულის ობიექტთანაა  დაკავშირებული

მეოთხე საფეხური. განვითარების ადამიანური დონე

ვიზუალის განვითარების უმაღლესი საფეხური – ადამიანის დონემდე განვითარებაა. ემპათია ახლობლების მიმართ – აი ეს გრძნობაა მიღწეული ამ მდგომარეობაში. ამ დროს სხვისი სიცოცხლე საკუთარზე უფრო მეტად ფასობს, ეს უბიძგებს ასეთ ვიზუალს მოახდინოს თავის რეალიზება გაჭირვებულ ადამიანთა შორის, არა ფულისთვის ან აღიარებისთვის, არამედ სხვისი ტკივილის და ტანჯვის შემცირების მიზნით, იმდენად, რამდენაც ეს შესაძლებელია. სწორედ ამ მდგომარეობაში ხდება შეუძლებელი  ტანჯული ადამიანის გვერდით გულგრილად ჩავლა, დაუფიქრებლადაც კი შეიძლება საკუთარი სიცოცხლის გაღება სხვა ადამაინის გადარჩენისთვის, სხვისი ადამიანის ტკივილი ხომ ადამიანურ დონეზე განვითარებული ვიზუალისთვის, საკუთარი ტკივილია. ამ ტკივილისგან თავის დაღწევა მხოლოდ გაჭირვებული ადამიანის დახმარებითაა შესაძლებელი. ასეთი ვიზუალის მაგალითია ბევრისთვის უცნობი დაწყებითი კლასების მასწავლებელი ქალი ვიქტორია სოტო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა 16 მოსწავლე შეშლილი სმენის – ადამ ლენცის თავასხმისას.

კან–ვიზუალი მამაკაცი. სრულიად სხვა ისტორია

ზემოთაღწერილი ვიზუალის განვითარების ოთხი საფეხური ძირითადად კან–ვიზუალ ქალბატონებს ეხებოდა. სამწუხაროდ კან–ვიზუალ მამაკაცს ნაკლებად გაუმართლა. პირველყოფილ ხანაში არავინ არ ახდენდა ადამიანთა შესაძლებლობების დიფერენცირებას. მართალი რომ გითხრათ ეხლაც კი საკმაოდ რთულია ამის დიფერენცირება სვფ–ს გარეშე, მაგრამ ეხლა ყოველშემთხვევაში  კანონები და შემწყნარებლობა მაინც გვაქვს, რომლებიც საშუალებას არ მოგვცემს გავანადგუროთ, მოვკლათ სუსტები და დაუცველები. აი კან–ვიზუალი მამაკაცები სწორედ ასეთნი არიან.

ისევე, როგორც სხვა ძლიერი მამაკაცისაგან, მისგანაც მოითხოვდნენ რაღაც მამაკაცური უნარების გამოვლინებას, მაგრამ ვიზუალური შიშის გრძნობა ასეთ მამაკაცს ძალიან ასუსტებდა და რა თქმა უნდა განაჩენიც გამოტანილი იყო – სიკვდილი. ვინც არ მუშაობს, არც ჭამს, სამაგიეროდ თავად მას ჭამენ. კან–ვიზუალ მამაკაცს არ აძლევდნენ ჯოგის გუშაგობის როლს და მას მართლა მიირთმევდნენ მსხვერპლშეწირვის დროს, ისე, რომ მას განვითარების არანაირი შანსი არ ეძლეოდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანიბალიზმი მიუღებელი გახდა, კან-ვიზუალ მამაკაცს განვითარების შესაძლებლობა მიეცა და აი. კან–ვიზუალი მამაკაცი იქცა ქალების სათაყვანებელ მომღერლად, მსახიობად..

მაგრამ თუ მშობლები, პირვეყოფილი წყობილების მსგავსად, ზედმეტად მამაკაცურ შტრიხებს ითხოვენ მისგან და ზედაც არ უყურებენ მის მგრძნობიარე ბუნებას, რა თქმა უნდა მისი ვიზუალიც შიშში ჩარჩება, ამ შიშისგან დამალვა კი შესაძლებელი ხდება მხოლოდ იმით, რომ ის დიდი ალბათობით სხვა, თავისი აზრით „ნამდვილი მამაკაცის“ მკლავებში აღმოჩნდება, მასთან ექნება კან-ვიზუალს „დაცულობის“ შეგრძნება და გარანტიაც, რომ მას არავინ არ შეჭამს. მამაკაცში ვიზუალთან ერთად სხვა ვექტორების (მაგ. ანალი, ურეთრა, სმენა) არსებობისას უკვე განსხვავებული სურათია, თუმცა განვითარების საწყის ეტაპზე მაინც ვლინდება შიშების ან  ნაკლებად მგრძნობიარობის სახით. ამიტომ ვიზუალური ვექტორის მქონე მამაკაცი შეიძლება სულაც არ იყოს ისეთი თანამგრძნობი ან  ფაქიზი ადამიანთა განცდების მიმართ, როგორც ამას ელიან მისგან ვიზუალი  ქალები. პრინციპში ის არცაა ამაში დამნაშავე, პრობლემა მხოლოდ განვითარების დონეებშია.

ერთი მდგომარეობიდან, მეორე მდგომარეობაში

ვექტორების თვისებები ძირითადად, უმრავლეს შემთხვევაში სქესობრივ მომწიფებამდე ვითარდება. ამის შემდეგ შეგვიძლია მხოლოდ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის, რაც უკვე განვითარდა. და თუ ვიზუალი არაცოცხალ დონეზე მხოლოდ ლამაზი ნივთებით ცხოვრობს, ბედნიერებას ის მხოლოდ ამაში ხედავს და ბედნიერებისთვის მეტი არც არაფერი დასჭირდება. რაც უფრო მაღალია განვითარების დონე, მით უფრო სიღმეებშია რეალიზაცია საჭირო. ამას ვერ ხვდებიან ადამანები და პროფესიასაც კი ისეთს ირჩევენ, რომელიც მათ ბუნებრივ თვისებებს არ აკმაყოფილებს. მაგალითად უფრო მაღალი განვითარების ვიზუალის შინაგანი მძაფრი მოთხოვნილებაა  ადამიანებთან მუდმივი კონტაქტი, ემოციების დამთრგუნველ სამსახურში მუშაობა კი ყველასთვის გაუგებარ ისტერიკებს და შიშებს წარმოშობს მასში, საკმარისია ძალისხმევა სწორად მივმართოთ, რომ სიტუაცია მაშინვე გამოსწორდება. თქვენი მდგომარეობის შეცვლა ყოველთვის შესაძლებელია, ისევე, როგორც ყოველთვის შეიძლება სწორედ ამ სიტუაციის გამოსწორებიდან მიღებული სიამოვნებით და ცხოვრების გაუმჯობესებით ტკბობა, ასე დაემართა მაგალითად ანჯელინა ჯოლის, მისი როლების უმრავლესობა სიკვდილთან თამაშს ჰგავდა, ექსტრემალური გართობები, ეპატაჟური გამოხტომები, რომელიც შოკში აგდებდა მაყურებელს. ასეთი ქცევა ძალიან შორსაა ვიზუალირი თანაგრძნობისგნ ამის მიზეზი კი მის ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. და მხოლოდ დიდების და წარმატების პიკზე მყოფი ანჯელინა, კამბოჯაში ბავშვთა სახლში მოხვედრისას, მთელი თავისი სიმძაფრით ჩაიძირა ბავშვების თანაგრძნობაში, რომლებიც მართლაც გაუსაძლის სიტუაციაში ცხოვრობდნენ. იგრძნო რა ადამიანის ძალისთვის ზე აღმატებული შეგრძნება მათ მიმართ და პირველად აივსო რა თავისი ვიზუალის ვექტორი ბოლომდე, მან უკვე ვეღარ შეძლო დარჩენილიყო ძველებურ ანჯელინად, ის შეიცვალა შინაგანადაც, გარეგნულადაც და კარდინალურად გადახედა თავის ცხოვრებისეულ ფასეულობებს.

ცხოვრების ერთადერთი კანონი არის ტკბობის პრინციპი, ტკბობა კი დამოკიდებულია ჩვენს მიერ დახარჯულ ძალისხმევვაზე. მოახდინეთ თქვენი თავის რეალიზება რა დონეზეც არ უნდა იყოს თქვენი განვითარება. თავი დააღწიეთ შიშის კლანჭებს და მთელი სისავსით გამოიყენეთ ის, რაც ბუნებამ გიბოძათ. ვიზუალური ვექტორის შესაძლებლობები ერთ– ერთი უდიადესია. არარსებობს სხვა არავინ, ვისაც შეეძლოს ისევე მთლიანად და აღფრთოვანებით დატკბეს სიცოცხლით, როგორც ვიზუალს.

წყარო

მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი