პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე 2

 

რა გავლენას ახდენს ალკოჰოლი ვექტორულ გამოვლინებაზე? მაგალითად თუ ადამიანს კან-ანალი აქვს (ან ზედა ვექტორებიც), რა ხდება ალკოჰოლის მიღების შემდეგ? შეიძლება თუ არა ამ დროს საყრდენი ვექტორი შეიცვალოს?

აქ საჭიროა გაიმიჯნოს ალკოჰოლთან ვექტორების დამოკიდებულება და საყრდენი ვექტორის ცვლის მიზეზები. საყრდენი ვექტორის ცვლაზე ალკოჰოლური თრობის დროს გავლენას ახდენს მენტალიტეტი, ანუ მენტალური დაშენება. საქართველოს შემთხვევაში (საქართველო ანალური მეტალიტეტია), ადამიანების აღზრდა ბავშვობიდანვე ხდება ანალური ფასეულობებით, ამიტომ საზოგადოების თვალში მთავარი წონა ანალურ ფასეულობებს აქვს. მთვრალი ადამიანი, თუ მას ანალური ვექტორი აქვს, ცდილობს მასში სწორედ ამ ფასეულობათა არსებობას გაუსვას ხაზი, ამიტომაცაა რომ საქართველოში სიმთვრალის დროს წინ ანალური ფასეულობები გამოდის. თანაც კანურ ეპოქაში ანალური ვექტორი სტრესშია, ანუ ანალის ვექტორიანები მასობრივად არიან სტრესში რადგან გრძნობენ რომ მათი ეპოქა წარსულს ჩაბარდა, ეს სტრესები კი რა თქმა უნდა თავის როლს თმაშობს. რაც შეეხება ამა თუ იმ ვექტორის ალკოჰოლთან დამოკიდებულებას, ეს ძალიან დიდი თემაა და მასზე ცალკე ლექციაა გამოყოფილი, თუმცა ორი სიტყვით გეტყვიღ, რომ ანალის ვექტორიანებისთვის სმა ჩვევის ამბავია, ანუ როგორც მიეჩვევიან ისე ცხოვრობენ, კუნთის ვექტორიანები იქცევიან ისე, როგორც ასწავლიან, თუ ლოთობას ასწავლიან, კიდეც ლოთობენ. ყველაზე ბოლომოღებული ლოთები კანის ვექტორიანები ხდებიან, ოღონდ ეს მაშინ ხდება თუ სტრესებს ერთვის პიროვნული არარეალიზებულობა, ამ დროს კანის ვექტორიანი შეიძლება ღობის ძირას მიგდებულ ლოთად იქცეს. ურეთრალებს რაც შეეხება, ისინი თუ გალოთდნენ მაშინ რაღაც საშინლად ლოთობენ, სვამენ ყველაზე მაგარ სასმელებს, ერთი მოყუდებით ცლიან ვისკით სავსე ბოთლს, ითიშებიან, ჩხუბობენ, მკლედ ასე მანამ გრძელდება სანამ ვინმეს თავს არ შეაკლავენ. კიდევ ერთი პატარა დეტალი, თუ ურეთრალი გალოთდა, მაშინ მისი გამოსწორება აბსოლუტურად შეუძლებელია, დანარჩენი სამი ქვედა ვექტორი ძალიან რთულად, მაგრამ შეიძლება გამოსწორდეს, აი გალოთებული ურეთრალის გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელია. P.S რაც შეეხება ზედა ვექტორების ალკოჰოლთნ დამოკიდებულებას, აქ საქმე ცოტა რთულადაა და ამის ახსნა კიდევ უფრო რთულია.

რა ფაქტორები განაპირობებს ერში ამა თუ იმ მენტალიტეტის არსებობას და შეიძლება თუ არა საქართველოში არსებული ანალური მენტალიტეტის შეცვლა?

ნაციის მენტალიტეტს უამრავი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატური პირობები. მაგალითად: როდესაც ჯგუფები სახლდებოდნენ ახალ ტერიტორიებზე, ლანდშაფტის ტიპი, გარკვეულ ზეგავლენას ახდენდა მათ კოლექტიურ ცნობიერებაზე, ეს კი გამოვლინდა იმაში, რასაც ჩვენ დღეს ვუწოდებთ მენტალიტეტს. ეს იყო ის ეპოქა, როდესაც პირველად გამოვლინდა მენტალური მოწყობა. რომელიღაც ტომი დროთა განმავლობაში აღმოჩნდა კუნძულზე, ყველასგან იზოლირებული, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე. რას შეეჯახნენ ისინი? ისინი აღმოჩნდნენ შეზღუდულ სივრცეში, თვიდან ათსამდე ადამიანი იყო და ამას კიდევ არ უშავდა, მაგრამ დროში ისინი გამრავლდნენ, მათი რიცხვი გასამმაგდა. ის ტერიტორია, რომელიც სრულიად აკმაყოფილებდა ათას ადამიანს – სამი ათასისთვის უკვე ძალიან პატარა იყო. რაც უფრო მრავლდებოდა კუნძულის მოსახლეობა, მით უფრო რთულდებოდა სასიცოცხლო რესურსების მოძიება. ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ, გაეზომათ საკუთარი სივრცე და ეცადათ ამ სივრცის მაქსიმალური ეფექტურობით ათვისება. ასე გამოვლინდა ამ ადამიანებში კანური მოწყობა. აქ უკვე აღარ იყო მნიშვნელოვანი ვიღაც ანალის ვექტორიანი იყო, კანის, თუ ურეთრალის, ისინი აღმოჩნდენენ შეზღუდულ სივრცეში, გააჩნდათ მწირი რესურსები, ამიტომ იძულებულნი იყვნენ ყველაფერი დაეთვალათ და გაეთვალათ, ამიტომ ასეთ დასახლებებში ძირითადად გამოვლინდა კანური მენტალიტეტი, ამისკენ მათ ცხოვრების პირობებმა უბიძგა. ამიტომ მაშინაც კი თუ ვინმე ანალის ვექტორიანი იყო, ის რა თქმა უნდა ვექტორს ვერ სეიცვლიდა, მაგრამ იძულებული იყო, რომ ესწავლა გარკვეული გათვლა, იძულებული იყო გაეგო, რომ მათი რესურსები შეზღუდულია და მეტის მიღების საშუალება უბრალოდ არ არსებობდა. ასე გამოვლინდა მაგალითად ორი ცნობილი კანური მენტალიტეტი: ინგლისი და იაპონია. იაპონია: კან-სმენის მენტალიტეტი და ინგლისი: კან-ანალ-ყნოსვის მენტალიტეტი. როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში კანური კომპონენტები ძალზე მკაფიო და არსებითია.

რა თქმა უნდა ყველა კუნძულზე არ მოხვედრილა. ვიღაც, მაგალითად ამერიკელი ინდიელები, აღმოჩნდნენ უსასრულო პრერიაში, საითაც არ უნდა გახედათ, მხოლოდ უსასრულო სივრცე იშლებოდა. ხედვის არე, არსაით არ იყო შეზღუდული.
სივრცე იმდენად უსასრულო და შემოუსაზღვრავი იყო, რომ ამან ჩამოაყალიბა სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესი. ცხოვრების წესი, რომელშიც შეიძლებოდა მუდამ მოძრაობაში ყოფნა. რესურსები იმდენი იყო, რომ საჭირო არ ხდებოდა მომავალზე ზედმეტი ფიქრით თავის გაცხელება. შესაძლებელი იყო მუდმივი წინსვლა მომავლისკენ. არ იყო არანაირი საზღვრები არც სივრცეში და არც გონებაში. არ იყო აუცილებლობა, რომ ადამიანთა ჯგუფი ერთ პატარა საცხოვრებელ ადგილს მიჯაჭვოდა. იმიტომ, რომ თუ საარსებო რესურსები ერთ ადგილზე ამოიწურებოდა, ჯგუფი უბრალოდ ადგილს შეიცვლიდა. ეს ასე იყო ამერიკელი ინდიელების უდიდეს ნაწილთან და კიდევ ასე იყო მონღოლეთში. ეს არის ჩვენთვის ცნობილი ორი ის ძირითადი კერა, სადაც მოხდა ურეტრალური მენტალიტეტის ჩასახვა.

სხვები აღმოჩნდნენ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც გარემო არ იძლეოდა დიდი მოძრაობის საშუალებას, ხორცილდებოდა ზეწოლა ლანდშაფტისგან, გარშემო იყო მდიდარი ბუნება, მაგრამ სივრცე შემოსაზღვრული იყო მაღალი, უმოძრაო, მასიური მთებით და ქედებით. აქ ჩამოყალიბდა შესაბამისი მენტალიტეტი, მძიმე მასიური და უმოძრაო, ანალური მენტალიტეტი. წარმოიდგინეთ, ვიღაც დგას მთაზე, საითაც არ უნდა გაიხედოს ყველგან მთებია, სხვა არაფერი ჩანს, ჰორიზონტი უფრო მაღალი მთებით და მწვერვალებითაა ჩაკეტილი.

ამიტომ იქ მცხოვრებ ადამიანთა საარსებო გარემო მოქცეულია ჩაკეტილ სივრცეში. თუ გახსოვთ ჩვენ ვამბობდით, რომ ანალური ვექტორი ურთიერთობაა, ის ურთიერთობს მათთან, ვინც მის ირგვლივაა, სხვა არავისთან. ანალის ვექტორიანების აზროვნებაც ასევეა მოწყობილი, ვარ მე, ჩემი მშობლიური გარემო და არის ყველა დანარჩენი, რაც უფრო შორს ცხოვრობს ვიღაც მათი საცხოვრებელი სივრცისაგან, მით უფრო უცხოა მათთვის ის ადამიანი, ან ხალხი. ასეთივეა ანალური მენტალიტეტიც. ეს მცენარეული დონეა, ისეა როგორც მცენარე, სადაც გაიზარდა, იქაა მისი სივრცე. მცენარის სივრცე ხომ მთლიანად იმ ტერიტორიით შემოიფარგლება სადაც დაიბადა და გაიზარდა. ამიტომაც მას მხოლოდ უახლოეს გარემოცვასთან აქვს ურთიერთობა. სწორედ ასევეა მთის მენტალიტეტიც. იქ თვით გარემო განაწყობს ადამიანებს უმოქმედობისთვის. სწორედ ამიტომაც ფორმირდება მთიან ადგილებში ანალური მენტალიტეტი (ევროპის ძირითადი ნაწილი, კავკასია).

რაღაც ნაწილი დარჩა აფრიკის ცენტრალურ ნაწილში, სადაც სხეულებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ ჭირდა, არც დიდი მოქმედება იყო საჭირო. ეკვატორის სიახლოვეს, რა თქმა უნდა გამყინვარება ისე ძლიერ არ მოქმედებდა როგორც სხვაგან, ამიტომ იქ არ ციოდა. ამიტომ ის ვინც იქ დარჩა, ადგილობრივ ტყეებსა და ჯუნგლებში, მათში პირველყოფილმა, ხელშეუხებელმა ლანდშაფტმა დააფორმირა კუნთური მენტალიტეტი.

ქვეყნის მენტალიტეტის ცვლა ძალიან იშვიათდ ხდება და ამას მთელი რიგი გლობალური ძვრები ჭირდება. მაგალითდ ამერიკელ ინდიელებს ურეთრალური მენტალიტეტი ჰქონდა, დღევანდელ აშშ-ში კი კანური მენტალიტეტია, მაგრამ ამ მენტალურმა ცვლილებამ აბორიგენი მოსახლეობის 95% შეიწირა. საქართველოს შემთხვევაში კიდევ უფრო რთულადაა საქმე, რადგან ანალური მენტალიტეტის დაკარგვა ცოტა ძნელად წარმოსადგენია, თანაც საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობის გამო მოსახლეობა მთლიანადაც რომ შეცვალო და საერთოდ სხვები ჩამოასახლო 2-3 თაობის შემდეგ მათც ანალური მენტალიტეტი დაუფორმირდებათ. თუმცა საქმე უიმედო სულაც არაა, რადგან განვითარება არსებული მენტალიტეტის პირობებშიცაა შესაძლებელი, უბრალოდ სწორი აქცენტები უნდა დაისვას.

როგორ უყურებს სვფ აუტიზმს? ეს გონებრივი ჩამორჩენილობაა თუ სხვა სახის დარღვევა?

აუტიზმს საერთო არაფერი აქვს გონებრივ ჩამორჩენილობასთან. აუტიზმი ესაა სმენის ვექტორიანის გაუცხოება სამყაროსადმი. ესაა ჩანასახოვანი დარღვევა, რომელიც ჯერ კიდევ ჩანასახს უვითარდება. სამწუხაროდ ფორმირების ზუსტი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

რა არის ანალური მენტალიტეტის ფასეულობა?

ანალური ვექტორის მთავარი ფასეულობა წარსულია. შესაბამისად ანალური მენტალიტეტის ფასეულობაა წინაპრების კულტი ტრადიციები, ის რაც წარსულთანაა კავშირში. საკაცობრიო მასშტაბიტ ანალური მენტალიტეტის ფუნქციაა: შემოუნახოს კაცობრიობას ძველი ცოდნები, მიღწეული სასარგებლო გამოცდილება, ისტორია.

სტატიის ავტორი: სერგო ღამბაშიძე