პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

 

კითხვა: რატომ ითვლება ზოგიერთ ძველ სწავლებაში ინტუიცია ინტელექტის უმაღლეს გამოვლინებად?

პასუხი: ინტუიცია ეს ყნოსვის ვექტორია. ყნოსვის ვექტორი ძალაუფლებაა. სად იყო ძალაუფლება კუნთურ და ანალურ ფაზებში? სად რეალიზდებოდნან ყნოსვები? კუნთურ ფაზაში და ანალური ფაზის ბოლოს ისინი იყვნენ შამანები და უმაღლესი სასულიერო პირები. თანაც ამ ეპოქაში სმენის ვექტორს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოკრეფილი ძალები. კი, იყვნენ ერთეული სმენის ვექტორიანები, რომლებიც ქმნიდნენ იდეებს, სწავლებებს, ფილოსოფიებს. მაგრამ სმენის ვექტორი როგორც ასეთი წინა პლანზე ჯერ კიდევ არ იდგა (ეს მოხდა მოგვიანებით, ანალური ფაზის შუაში). შესაბამისად ყველა წამყვან რელიგიურ, თუ შამანურ პოსტს ყნოსვის ვექტორიანები იკავებდნენ. როგორც ცნობილია ყნოსვის ვექტორიანები ინტუიციურად გრძნობენ სხვის ეგოს, სხვების სურვილებს, მათ გვერდით მოხვედრილ ადამიანებს ეჩვენებოდათ, რომ ყნოსვის ვექტორიანმა შამანმა მათზე ყველაფერი იცოდა, მათ სურვილებს გრძნობდა. ამას ემატება ისიც, რომ სამყაროს ყველა ვექტორი საკუტარი ტავიდან გამომდინარე ხედავს და საკუტარ ფასეულობებს ავრცელებს. ვინაიდან ძალაუფლება ყნოსვების ხელში იყო, მათ ინტუიცია უმაღლეს ინტელექტად გამოაცხადეს. შემდეგ კი სმენის ვექტორიანებმა, რომლებიც მაშინ ყნოსვის ძალაუფლების ქვეშ ქმნიდნენ იდეებს, წარმოიდგინეს, რომ ინტუიცია სულიერი მიღწევის დონეა. და ეს იდეად აქციეს.

 

კითხვა: ვლინდება თუ არა ვექტორები არაცოცხალ, მცენარეულ და ცხოველურ დონეებზე?

პასუხი: დიახ ვლინდება, მაგრამ სამივეში სხვადასხვანაირად, ცხოველებში ეს თითოეულ ცხოველზე მუშაობს, ოღონდ ცხოველებს ფსიქიკაში ადამიანებისგან განსხვავებით არ აქვთ განვითარების დონე. მაგალითად: შეიძლება ყნოსვის ვექტორიანი მგელი, სხვა მგლებზე ფრთხილი იყოს, მაგრამ სხვა მგლების რანჟირება რა თქმა უნდა არ შეეძლება. მცენარეებში ვექტორი ვლინდება არა ცალკეულ მცენარეებზე, არამედ მთელ სახეობაზე, პირობითად: თუ ხავსები და მღიერები კუნთის ვექტორის გამოვლენაა მცენარეულ დონეში, მაშინ სოკო, რომელსაც გააჩნია ცხოველური თვისებებიც, ანუ გარდამავალია შემდეგ დონეზე, იქნება სმენის ვექტორის მცენარეული გამოვლინება. არაცოცხალ დონეში ეს უკვე მთელი ელემენტებია. ანუ: თუ ცალკეული ქიმიური ელემენტი იქნება კუნთის ვექტორი, პირობითად ქვა იქნება ანალური ვექტორის პროექცია არაცოცხალ დონეში, ქვიშა კი უკვე მოძრავია და შესაბამისად იქნება კანის ვექტორის არაცოცხალი დონის პროექცია, წყალი კი რომელიც ფორმაცვალებადია და აქვს ინფორმაციის შენახვის უნარი (აქ საუბარია პრიმიტიულ ინფორმაციაზე), წყალი უკვე არაცოცხალი ბუნების გამაცოცხლებელია და შესაბამისად სმენის ვექტორის გამოვლენაა არაცოცხალ დონეზე.

 

კითხვა: ურეთრა რაღაც ძალიან სკანდალური ვექტორი აღმოჩნდა ამ სისტემაში, გასანკუთრებით თუ სექსთან მიმართებაში განიხილება. რატომ?

პასუხი: იმიტომ რომ ურეთრალური ვექტორი ერთადერთია ქვედა ვექტორებს შორის რომელიც არაფრით არაა შეზღუდული, მას არ აქვს ფსიქიკური საზღვრები და ჩარჩოები. თანაც აზროვნებს არა ინდივიდუალური არამედ ჯგუფური კატეგორიებით. ის თავს ჯგუფის მეთაურად აღიქვამს, ამიტომ ყველაფერი ჯგუფისთვის სურს მათთვის არავერი ენანება. რაც შეეხება ურეთრალის სექსუალობას ეს დიდი თემაა. თუ ვექტორების სექსუალობას ცეცხლს შევადარებთ, ანალური ნექტორი იქნება მარადიული ცეცხლი, ოღონც ზომიერად შენთებული, კანის ვექტორი ასანთის ერთი აალება და სწრაფად გაქრობა, ხოლო ურეთრალი მოგიზგიზე ხანძარი, ირგვლივ ყველაფერს რომ გადაბუგავს. ეს განსაკუთრებული სექსუალობაც მისი ფუნქციიდან მოდის. ძველ ჯოგში მისი მოვალეობა მშვიდობიან პერიოდში იყო უზრუნველეყო ჯოგი ახალი სხეულებით, ანუ გაემრავლებინა. ამისთვის კი საჭირო იყო ჯოგში არცერთი მდედრი (არც მამრი) არ დარჩენილიყო ხარისხიანი სპერმის (ან კვრცხუჯრედის)გარეშე.

 

კითხვა: აქვს თუ არა მნიშვნელობა სქესს ურეთრალურ ვექტორში სექსუალურობის კუთხით და ორივეში ვლინდება თუ არა შეუზღუდავი ფსიქიკა? იქნებ მაინც არის რამე განსხვავება?

პასუხი: სექსუალობის კუთხით ურეთრალურ ვექტორში არ არის განსაკუთრებული სხვაობა სქესთა შორის. ურეთრალის ვექტორიანები საწინააღმდეგო სქესის ყოველ ობიექტს პოტენციურ პარტნიორად აღიქვამენ. მუდამ მზად არიან პარტნიორს სექსით გაუმასპინძლდნენ, გაუნაწილონ მას საკუთარი ვნება, საკუთარი სხეული და საკუთარი ეაკულატი (სპერმა, კვერცხუჯრედი). მზად არიან დააკმაყოფილონ საწინააღმდეგო სქესის ნებისმიერი წარმომადგენელი, მზად არიან დააკმაყოფილონ ნებისმიერი მსურველი. აქ არ არის ისე, რომ ერთის დაკმაყოფილებისას მეორეს მოაკლოს, ესაა ყველას მიმართ ერთნაირი ვნება. ეს ისაა რასაც ანალის ვექტორიანები ვერასოდეს გაიგებენ და ვერასოდეს შეეგუებიან. წარმოიდგინეთ ანალი მამრისთვის ურეთრალის ვექტორიანი მდედრი ერთადერთია, ურეთრალი მდედრისთვის კი ის ერთერთია მრავალთა შორის. ის მხოლოდ ერთს კი არ წყალობს, არამედ ყველას. უბრალოდ ურეთრალის ვექტორიანი (მამრიც და მდედრიც) იბადება ისეთი, რომ ყველას წყალობს, ეს გარყვნილება არ გეგონოთ, უბრალოდ ურეთრალის მხრიდან ყველას პოტენციურ პარტნიორად აღქმა მისი ფსიქიკიდან გამომდინარეობს. რატომ მუშაობს ეს ასე? იმიტომ რომ ურეთრალის აზროვნება არ გამოყოფს ცალკეულ ელემენტებს, მის ფსიქიკაში არ არის განმაცალკევებელი ფილტრი. ურეთრალი ყველას მთლიანობაში აღიქვამს.

 

კითხვა: რა ხდება მაშინ როცა ურეთრალური ფსიქოტიპის სექსუალური აწყვეტილობა და მისი ქცევა ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ნორმებს, ის ხომ განსაკუთრებული თავისუფლებით გამოირჩევა, ჩარჩოებში არ ჯდება?

პასუხი: ეს ცოტა რთული საკითხია. როდესაც ურეთრალის ვექტორიანი იბადება ისეთ ქვეყანაში სადაც ანალური მენტალიტეტია, გასაგებია რომ მშობლები მას ზრდიან ანალური ფასეულობებით (ტრადიციების სიყვარული, პატიოსნება, ქალწულობა და ა.შ.), მის ფსიქიკაში ხდება ერთგვარი დაშენება, ანუ შესაძლებელია არც ჰქონდეს ანალური ვექტორი, მაგრამ ფსიქიკის მოცულობის დონეზე ხდება გარკვეული გადახრა და ის იღებს მთელ რიგ ანალურ ქცევებს. თუმცა ურეთრალური თავისუფლება არსად არ მიდის, ის მუდამ თავისას ითხოვს, ითხოვს დომინირებას, ითხოვს ჩარჩოებისა და თავს მოხვეული მენტალური ბორკილების გაგლეჯას. ამიტომ მისი გარეგნული გამოხატვა შეიძლება იყოს ორგვარი, 1. ის შეიძლება გადაეშვას თავაშვებულ აღვირახსნილობასა და აწყვეტილ, მოუთუკავ ლოთობაში. 2. თუ მას ერთვის სმენის ვექტორი, მისი ფსიქიკური მოუთოკავობა გამოვლინდეს არა სხეულებრივი თავაშვებულობით, არამედ ფსიქიკურით. თუ ამ ყველაფერთან ერადთად მას აქვს ორალური ვექტორიც, მაშინ ის თავისუფლად საუბრობს ტაბუირებულ თემებზე, ღიად განიხილავს სხვადასხვა სექსუალურ პოზებს, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთდ შეიძლება ამას არც კი არეალიზებდეს. ურეთრალის ვექტორიანი რამეს დაემორჩილოს, ეს არარეალურია, უბრალოდ შეიძლება ცოტახნით შენელდეს მისი გამოვლენის სიმკვეთრე და რა თქმა უნდა ამ დროს მასში სერიოზული სტრესებია.

 

კითხვა: ერთერთ ლექციაში თქვენ წერთ: “თუ ურეთრალ-სმენას სმენის ვექტორი სტრესში აქვს, მაშინ ეს ადამიანი მუდამ გაორებულია ხორციელ ტკბობასა და სულიერ შემეცნებას შორის, შეიძლება მივიღოთ მანიაკალურ დეპრესიული ფსიქოზი, თითმკვლელობის ძლიერი სურვილი. გალაქტიონივით ფანჯრიდან გადახტომა, ჰემინგუეისავით თავში ტყვიის დახლა, ან რაიმე მსგავსი.” როგორ უნდა მოეხსნას სტრესი სმენის ვექტორს? ან რა უნდა გაკეთდეს სტრესის პროფილაქტიკისათვის?

პასუხი: აქ ძალიან მნიშვნელოვანია თუ რომელი ქვედა ვექტორი ერთვის სმენის ვექტორს, რადგან გამოსწორების მეთოდები სხვადასხვა ვექტორთან სხვადასხვაა, ასევე მნიშვნელოვანია ასაკიც. საერთოდ სმენის ვექტორს აქვს თვითჩაღრმავების სურვილი რაც ნებისმიერი სტრესის დროს ხშირად გადადის დეპრესიაში, ხშირად კი სუიციდურ სურვილებში, მაგრამ მნიშვნელოვანია დართული ვექტორის როლიც. მაგალითად: კან-სმენამ დეპრესია შეიძლება მოიხსნას სხვადასხვა სახის ასკეზებით, თვითშემოსაზღვრით, მედიტაციით და სხვადასხვა სახის სულიერი პრაქტიკებით, ანალ-სმენას ცოტა უჭირს დეპრესიის მოხსნა, რადგან ანალური ვექტორი ისეც უმოქმედოა და როდესაც სმენის ვექტორის დეპრესია ემატება ეს შეიძლება წლობით გაგრძელდეს, დეპრესიიდან გამოსვლაც ასევე რთული და ხანგრძლივი პროცესია ანალ-სმენისთვის, ეს შეიძლება გაკეთდეს თანდათანობით, საქმეზე (მოცემულ შემთხვევაში რაღაც იდეაზე მუშაობით, ან რაიმე სახის მეცნიერული საქმიანობით) ყურადღების გადატანით. ურეთრალ-სმენასთნ ყველაფერი გაცილებით უფრო რთულადაა, რადგან მას ერთდროულად უნდა დატკბეს სიცოცხლის ყოველი წამით, და ამასთანავე სურს გაეცალოს ამ წყეულ სამყაროს და მოიგლიჯოს მატერიის ბორკილები. ამას ემატება ისიც, რომ სმენაც და ურეთრაც დომინანტი ვექტორებია. ეს კი სერიოზულ შინაგან წინააღმდეგობას ქმნის მასში, განსაკუთრებით სტრესის დროს. ამიტომ მსუბუქი სტრესების გამოსწორება შეიძლება მოახდინოს, მაგრამ თუ ურეთრალ-სმენა მანიაკალურ დეპრესიულ ფსიქოზამდე მივიდა, ამის გამოსწორება სამწუხაროდ პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ურეთრალ-სმენის კომბინაცია საკმაოდ იშვიათია, და კიდევ უფრო იშვიათია ურეთრალ-სმენის ასეთი ცუდი სცენარი.

კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ სმენის ვექტორმა ჩაანაცვლოს ნებისმიერი სხვა ვექტორი? ან სმენის ვექტორიანმა განავითაროს თავის თავში ის ვექტორი, რომელიც მას არ აქვს?
პასუხი: არა. არსებობს რვა ვექტორი და რვა ფუნქცია. სმენის ვექტორი ძალზე რთული ვექტორია, ის არსობრივად მთლიანობაა და ერთადერთია რვიდან, რომელიც ცდება მატერიას. დანარჩნი შვიდი ცხოვრობს მატერიაში. სმენის ვექტორიანს კი შეუძლია გაარღვიოს მატერიის ჩარჩოები და განვითარდეს სულიერ დონემდე. ამიტომ მას შეუძლია შეასრულოს ნებისმიერი ვექტორის მოვალეობა, მაგრამ თუ ვექტორი არ აქვს, სმენს ვექტორიანი მას ვერ განივითარებს. თუმცა სმენას შეუძლია შეიმეცნოს ნებისმიერი ვექტორის არსი, არსობრივად აკრიფოს რვავე ვექტორის მახასიათებლები და რაღაც დროით შეასრულოს სხვა ვექტორის მოვალეობა, მაგრამ არარსებულ ვექტორს ვერ განავითარებს.
კითხვა: შეიძლება ვიზუალს უყვარდეს ნებისმიერი ადამიანი?
პასუხი: რა თქმა უნდა შეიძლება. არათუ ადამიანი ვიზუალს შეიძლება შეუყვარდეს ფოთოლი, ქვა, ნახატი, ან სულაც პერსონაჟი. მაგალითად ვიზუალს შეიძლება ისე უყვარდეს ,,ჯეკ ბეღურა“, რომ არც კი ახსოვდეს, თუ მის როლს ჯონი დეპი თამაშობს.
კითხვა: როდესაც ერთი ერი იპყრობს მეორეს და ის დიდი ხნის განმავლობაში ყავს დაპყრობილი. ახდენს თუ არა ამ დროს გავლენას დამპყრობელი ერის მენტალიტეტი, დაპყრობილი ერის მენტალიტეტზე?
პასუხი: უპირობოდ დიახ. გავლენის ხარისხი დამოკიდებულია დაპყრობის მასშტაბებზე. ერთია როცა დამპყრობლის ჩარევა პასიურია, მაგალითად მხოლოდ ხარკს იღებს და შიდა მმართველობაში არ ერევა, ამ დროს გავლენა მინიმალურია. მაგრამ თუ ეს დაპყრობა მასშტაბურია და ეხება მმართველობის ყველა სფეროს, კულტურას, რელიგიას, ტრადიციებს და ა.შ. მაშინ გავლენა იმდენად დიდია, რომ შეიძლება მენტალიტეტის ცვლაც გამოიწვიოს. მაგალითად: როდესაც კუნთური მენტალიტეტის რუსეთი დაიპყრეს ურეთრალური მენტალიტეტის მონღოლებმა, ურეთრალური მენტალიტეტი დააშენდათ ჯერ კაზაკებს, შემდეგ კი მთელი რუსეთი ურეთრალური მენტალიტეტის ნაციად იქცა. საერთოდ მენტალიტეტის ცვლა ყველაზე იშვიათად ანალურ მენტალიტეტში ხდება.
კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ ნაციის ანალური მენტალიტეტი იქცეს მუხრუჭად ისეთი ფსიქიკისთვის, როგორიც აქვს ურეთრალის ვექტორიანს?
პასუხი: სისტემური ფასეულობების დონეზე დიახ, მაგრამ არა ფსიქიკის დონეზე. თუ ურეთრალი გაიზარდა ანალურ მენტალიტეტში, მას რა თქმა უნდა ექნება ანალური ფასეულობების დაშენება, მაგრამ ურეთრალი მაინც ყველგან ურეთრალად რჩება.
კითხვა: აქვს თუ არა სმენის ვექტორს სხვა ცუდი მდგომარეობები დეპრესიისა და შიზოფრენიის გარდა?
პასუხი: დეპრესია და შიზოფრენია, ეს ყველაზე ძირითადი მდგომარეობებია. მას შეიძლება ჰქონდეს შაკიკი, თავის ტკივილები, დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ყურებან. ასევე შეიძლება ჰქონდეს „დამალული“ დეპრესია, როცა გარედან ყველაფერი რიგზე ჩანს, მას კი რაღაც არ ყოფნის. ეს იმის მანიშნებელია, რომ საკუთარი „მე“ ვერ იპოვა.
სტატიის ავტორი: სერგო ღამბაშიძე