პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (5)

 

კითხვა: როგორ გავიგო საკუთარი ვექტორული წყობა

პასუხი: ფსიქოტიპი: გაეცანით მასალებს თითოეული ფსიქოტიპის შესახებ 🙂 შემდეგ კი არის ორი გზა: 1. თვითდიაგნოსტიკა. 2. კონსულტაცია სპეციალისტთან.

თვითდიაგნოსტირების შემთხვევაში გაითვალისწინეთ რამოდენიმე შტრიხი:

  1. თითოეულ ფსიქოტიპს აქვს საკუთარი ქცევითი მოდელი, საკუთარი მახასიათებლები.
  2. ვექტორულ კომბინაციებში (ერთდროულად რამოდენიმე ვექტორის არსებობის შემთხვევაში) ფსიქოტიპის მუშაობის მოდელი მნიშვნელოვნად იცვლება (გაეცანით ლექციებს ვექტორული კომბინაციების შესახებ).
  3.  დღეს ადამიანთა უმეტესობას აქვს ერთდროულად რამოდენიმე ვექტორი (საშუალოდ 4-6)
  4.  ნებისმიერ ადამიანს აქვს მინიმუმ ერთი ქვედა ვექტორი.
  5.  ვექტორული კომბინაციის გარდა ადამიანის ფსიქოტიპზე გავლენას ახდენს სხვა პარამეტრებიც: ტემპერამენტი, სქესი, არქეტიპი, ასაკი, ნაციონალური მენტალიტეტი, ოჯახური თუ სოციალური დაშენებები, სტრესები, დაზიანებები და ა.შ.
  6. ერთდროულად რამოდენიმე ვექტორის არსებობის შემთხვევაში, მნისვნელოვანია განისაზღვროს სცენარი (წამყვანი ვექტორული კომბინაცია).

 

კითხვა: არსებობს ვექტორული წყობის განსაზღვრისთვის რაიმე ტესტი?

პასუხი: ტესტი არსებობს, მაგრამ ზუსტ პასუხებს არ იძლევა, რადგან პასუხების გაცემისას დიდია სუბიექტური ფაქტორის გავლენა. ადამიანების უმეტესობა პასუხებში რელურის ნაცვლად (გაცნობიერებულად, ან გაუცნობიერებლად) სასურველ ვარიანტს პასუხობს: არა იმას, რაც არის, არამედ იმას, რაც უნდა რომ იყოს. გარდა ამისა ხშირია თვისებების არევის შემთხვევებიც: მაგალითად ლიდერის და ბელადის. ინტუიციურობის და სენსორული მგრძნობელობის და ა.შ. რაც პრაქტიკულად გამოუსადეგარს ხდის ყოველგვარ ტესტს. არის კიდევ ერთი ფაქტორიც: ტესტებში პასუხების ვარიანტები წინასწარაა განსაზღვრული, რაც ადამიანს აიძულებს ერთერთი აირჩიოს, მაშინაც კი, თუ ტესტებში გათვალისწინებული არაა, პასუხის მისთვის სასურველი ვერსია, ან რამოდენიმე პასუხი ერთდროულად შეესაბამება.

 

კითხვა: ხშირად ამბობთ, რომ ჯგუფს ჰყავს 2 ლიდერი – ბელადი ურეთრელი, რომელიც ჯგუფს მიუძღვება მომავლისკენ და კანი, რომელიც არის ლიდერი აწმყოში, შესაბამისი ფუნქციებით. სმენა არ არის ლიდერი?

პასუხი: სმენა – ესაა იდეური ბელადი, ოღონდ პოტენციალში. განსხვავებით ურეთრალური ბელადისგან, რომელიც დაბადებიდან ცხოველური ალტრუიზმით იბადება, სმენური ალტრუიზმი გამოსამუშავებელია. თავიდან სმენა ყველაზე მეტად ეგოცენტრულია და მიდრეკილება აქვს – თავის თავში ჩაიკეტოს. სწორედ განვიტარება აძლევს მას საშუალებას, რომ იდეური წინამძღოლი გახდეს, ან პირიქითაც, იდეური წინამძღოლობა აძლევს მეტ მოტივაციას განვითარებისთვის.

 

კითხვა: ვექტორი ორივე სქესში ერთნაირად ვლინდება?

პასუხი: თავად ვექტორს სქესი არ აქვს, მაგრამ არქეტიპიდან გამომდინარე, ზოგიერთ ვექტორში მოხდა მდედრის და მამრის განსხვავებული სარეალიზაციო მოდელების ფორმირება (განსაკუთრებით ვიზუალურ და ანალურ ვექტორებში).

 

კითხვა: ქალში როგორ ვლინდება კუნთის ვექტორი?

პასუხი: თითქმის ისევე როგორც მამაკაცებში, იმ განსხვავებით, რომ კუნთის ვექტორიანი ქალების არქეტიპულ ფუნქციაში ომი არ შედიოდა.

 

კითხვა: ვისაც კუნთი არ აქვს ფიზიკურად ავადმყოფი და ძალიან სუსტია?

პასუხი: ფიზიკურად ავადმყოფი და ძალიან სუსტი შეიძლება იყოს ყნოსვის, ან სმენის ვექტორიანიც (მათ შორის კუნთთან ერთად). ვისაც კუნთის ვექტორი არ აქვს, უფრო რაღაცნაირად დაშლილია. არა უკუნთო, არამედ თითქოს საერთოდ დაშლილი აქვს კუნთური ქსოვილიო.

 

კითხვა: რატომ უყვარს კანური ფსიქოტიპის ადამიანს თითქმის ყოველთვის ჭამის დროს ბოლო ლუკმის დატოვება?

პასუხი: კანის ერთ-ერთი არქეტიპული როლი იყო რესურსების შემნახველ-გამანაწილებელი. რესურსების მომარაგებით კი აქცენტი იმაზეა, რომ ბევრი ჰქონდეს, მეტი დარჩეს. ქვეცნობიერად ესეც აწმყოა. სარგებელი აწმყოში. შეიძლება თავად ფიქრობდეს რომ ამას მომავლისთვის აკეთებს, მაგრამ რეალურად ეს აწმყოში სარგებელია. არის მეორე მომენტიც. კანს არ უყვარს ზედმეტად დანაყრება. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოს სიმსუბუქე სხეულის და ფსიქიკის. ამიტომ ბოლო ლუკმის დატოვებით ქვეცნობიერად ერთი მხრივ თვლის რომ რაღაც დაზოგა, მეორე მხრივ კი ბოლომდე არ შეჭამა, ანუ შეინარჩუნა სხეულის და ფსიქიკის სიმსუბუქე.

 

კითხვა: ვექტორის დაშენება ყოველთვის ცუდია?

პასუხი: დაშენება არის მდგომარეობა, როდესაც გარემოს ზეგავლენით, ხდება ამა თუ იმ ფსიქოტიპის (ვექტორის) ქცევით მოდელის კოპირება. დაშენებისას არ ხდება დაშენებული ვექტორის რეალური გაცნობიერება, არც მისი თვისებების შეძენა. ხდება მხოლოდ დაშენებული ვექტორის ქცევითი მოდელის კოპირება და საკუთარ ბუნებრივი მოდელის ხელოვნურად, ძალადობრივად განდევნა. რაც იწვევს იმას, რომ ინდივიდი ვერ ვითარდება ვერც ბუნებრივ მოდელში, და მთელი სიცოცხლე ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით. ამიტომ დიახ, დაშენება ყოველთვის ნეგატიური მდგომარეობაა.

 

კითხვა: რატომაა მნიშვნელოვანი ისეთი პარამეტრის ცოდნა, როგორიცაა ტემპერამენტი

პასუხი: 1. ტემპერამენტის განსაზღვრით დაადგენთ რამდენად რეალურად აღიქვამთ თქვენს შესაძლებლობებს (თუ ადამიანი თავს აღიქვამს თავის ტემპერამენტზე დაბლა ან მაღლა, ეს წარმოქმნის ორ ნეგატიურ სცენარს, მაგალითად კანის ვექტორიანი: თუ თავს ბუნებრივ ტემპერამენტზე მაღლა აღიქვამს, ვიღებთ თავხედის სცენარს, ხოლო თუ დაბლა – უიღბლოს სცენარს)…
2. თუ თქვენ გყავთ ბავშვი, რა დონეზე უნდა გავრცელოთ თქვენი კონტროლი, რომ ზედმეტად არ დასტრესოთ, ან პირიქით, არ გაათამამოთ.

 

კითხვა: ჭირდება თუ არა განვითარებულ ვიზუალს თვითდემონსტრირება?

პასუხი: ვიზუალს უპირობოდ ჭირდება უკუკავშირი მის ქმედებებზე, ამიტომ ის განვითარების ყველა დონეზე ადემონსტრირებს რაღაცას. უბრალოდ განვითარების დონიდან გამომდინარე განსხვავდება სადემონსტრაციო ფასეულობა და დემონსტრაციის ფორმა…

 

კითხვა: რა შემთხვევაში ხდება განვითარების დონის ცვლილება?

პასუხი: როდესაც განვთარების დონეებს და მათ ცვლილებას ეხება საქმე, საჭირო ხდება ფუნდამენტური ცვლილებები. თუმცა რიგ შემთხვევებში შესაძლოა ბუნებრივადაც მოხდეს: გარემოცვის შეცვლისას (პროგრესი, ან რეგრესი), ძლიერი სტრესის დროს (რეგრესი), უფრო განვითარებულ ინდივიდებთან ურთიერთობისას (პროგრესი) და ა.შ.

 

კითხვა: რომ ვეცადოთ სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა ვექტორის თვისებებით მოქმედებას ეს დაგვეხმარება განვითარებაში?

პასუხი:  ჩვენი უმეტესობა ძირითადად თავს ავლენს სცენარული ვექტორებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ვექტორები სადღაც ქრება. შესაბამისად, კარგი განვითარების პირობებში, საჭიროების შემთხვევაში ისეც საჭირო ვექტორებით ვმოქმედებთ.