პატარა სმენების ზრდა-განვითარება.

სასკოლო პროგრამა ნორჩი გენიოსების წინააღმდეგ.

 

სვფ გვეუბნება რომ არსებობს ადამიანების სააზროვნო უნარების განმსაზღვრელი თვისებების, სურვილებს და უნარების 8 თანდაყოლილი (განსხვავებული) ნაკრები. ხოლო ამ თანდაყოლილი ფსიქიკური თავისებურებების სახესხვაობებს სვფ ვექტორებს ეძახის. მათგან 4 ქვედა ვექტორია – კანის, კუნთის, ანალური და ურეთრლური და 4 ზედა – ორალი, ვიზუალი, სმენა და ყნოსვა. ამ სტატიაში სმენის ვექტორიანი ბავშვების სწავლებაზე გავამახვილებთ ყურადღებას.

პატარა სმენა სკოლაში გარკვეულ სიძნელეებს აწყდება. ის ხშირად გაურბის კლასელებთან კონტაქტს, არ სურს არათანაბარი გონებრივი განვითარების თანატოლებთან ურთიერთობა, რასაც მასწავლებლები შემთხვევით მორცხვობას მიაწერენ. თუ ასეთი ბავშვი მოცემული მასალის ათვისებაში განსაკუთრებულ ნიჭს ამჟღავნებს მის განდგომილობაზე თვალს ხუჭავენ ხოლმე. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასწავლებლები დაჟინებით ურეჩევენ მშობელს ფსიქოლოგს მიმართონ. იშვიათია, რომ სკოლაში პატარა სმენას, გენიოსის ან ჩამორჩენილის იარლიყი არ ჰქონდეს.

მისი კონტაქტურობის განვითარება ძალიან იოლია: წაიყვანეთ იქ სადაც თავისნაირ სმენებს შეხვდება – მუსიკალურ სკოლაში, ლიტერატურულ წრეებზე ანდა სხვა საბავშვო წრეებზე რომლებიც სმენების მიდრეკილებებს პასუხობენ. იქ უფრო გაუადვილდება თანატოლებთან კონტაქტი და საერთო ინეტერესებზე საუბარი.

 

საშინაო განათლება – ინკლუზიური განათლება თუ სოციალური დეპრივაცია?

ხშირად როცა მშობლები პატარა სმენების განსაკუთრებულ გონებრივ შესაძლებლობებს ამჩნევენ ცდილობენ მათ განვითარებაში “დაეხმარონ”. პირველ რიგში მის მთელ თავისუფალ დროს აკავებენ “ბავშვს ქუჩის მანვე ზეგავლენისგან” და “მის დონემდე განუვითარებელ თანატოლებთან ურთიერთობისგან იცავენ”. ეს ყველაფერი იქმდე მიდის რომ სკოლაში სწავლას ექსტერნატი ცვლის და 18 წლამდე სწავლების დაჩქარებულ პროცესს გადის… მარტოობაში. სმენისთვის ასეთი მიდგომა სახიფათოა რადგან შესაძლოა მისი საზოგადოებასთან ადაპტაციის აუცილებელი უნარები გამოგვეპაროს. ისედაც საკუთარ თავში ჩაკეტილ სმენას თანდაყოლილი ეგოცენტრიზმიც ერთვის და გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარებაში უშლის ხელს. შედეგად ბავშვი საუთარი გენიალობის ყალბი შეგრძნებით მარტო რჩება. რაც მოზარდში დეპრესიის მიზეზი ხდება.

 

სკოლა და პატარა სმენა. უპირატესობები და თავისებურებები.

სვფ გვაფრთხილებს, რომ ბავშვისთვის თანდაყოლილი თვისებების განვითარებაში დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება თუ ის თანატოლთა შორის სოცილაიზაციის უნარებს დროულად შეიძენს. როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს მას თავის ხმაურიან კლასელებთან, სკოლაში მაინც უნდა იაროს, არც პროგრამას უნდა ჩამორჩეს, რომ მისი თანდაყოლილი თვისებები განვითარდეს. პატარა სმენები ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუცნობიერებლად გრძნობენ, რომ მხოლოდ მშობლიურ ენაში არ დევს ის მნიშვნელობა, რომელსაც მისი ფსიქიკა ეძებს. ამიტომ აზრის ძიებას უცხო ენებში განაგრძობს და ხშირად შეიძლება რამოდენიმე ერთად ისწავლოს. სმენა სხვა და სხვა ენების სიტყვებში მთელი კაცობრიობის საერთო მნიშვნელობებს ეძებს.

 

სმენის ვექტორიანი ბავშვებისთვის დახვეწილი მეცნიერებების სწავლება.

კანებისთვის ასე სასარგებლო ლოგიკური თამაშები, ძალიან მალე ბეზრდება სმენას. მათ შეუძლიათ გონებაში წინასწარ გათვალონ რადმენიმე სვლა წინასწარ და ძალიან ადვილად მივიდნენ პასუხამდე, ამის მერე კი ყველაფერი ბეზრდებათ. მათი სიგნალები სწორად უნდა გაიგოთ, რა თქმა უნდა თანატოლებთან არ გამოტყდებიან მაგრამ მათ გონებას გაცილებით მეტი შეუძლია და ამისთვის შესაფერისი დატვირთაც სჭირდება.

სმენა არითმეტიკას განიხილავს არა მხოლოდ ანგარიშის კუთხით სადაც ყოველი ციფრი “ვაშლების” რაღაც რაოდენობას ნიშნავს, არამედ როგორც თავისებურ შიფრს. მხოლოდ პატარა სმენები ხსნიან სკოლაში რთულ რიცხვებიან ამოცანებს სადაც რიცხვის უარყოფითი მნიშვნელობცაა გათვალისწინებული და დადებითიც. სმენის ინტელექტი სამყაროს მის ყველა გარდაქმნასა და სახესხვაობასთან ერთად აბსტრაქტულად აღიქვამს. უფრო უკეთ რომ ვთქვათ სმენისთვის სულ ერთია რომელი რიცხვებით აპერირებს (ერთნიშნა თუ ხუთნიშნა), მთავარი მისთვის მოქმედებებია – გამრავლება , გაყოფა და ა.შ. ეს ბავშვები სწრაფად ამრავლებენ გონებაში დიდ რიცხვებს და გარშემომყოფებს აოცებენ. თავად სმენისთვის, ეს სულაც არ წარმოადგენს პრობლემას და სწორი განვითარების პირობებში ის სწრაფად ითვისებს ყველა მათემატიკურ მოქმედებას.

პატარა სმენა ყველაზე უკეთ გადადის რაოდენიბრივი ხატებიდან სპეციალურ აღნიშვნებზე, აბსტრაქტული კატეგორიების გარდაქმნების სწრაფად ათვისების უნარი ბავშვს კლასის ,,გენიოს მათემატიკოსად” აქცევს და სჯობს რომ განათლება ფიზიკა-მათემატიკურ კლასში ან ლიცეუმში გააგრძელოს.

 

მათემატიკა, ფიზიკა და პროგრამირება.

ალბათობის თეორია პატარა სმენისთვის სკოლის პროგრამის პიკია. მათ გარდა არც არავის ესმის და ვერც ვერავინ ერკვევა. აბსტრაქტული ინტელექტი საშუალებას აძლევს ფარდობითობისა და ალბათობის საკითხებს სხვაგვარად მიუდგნენ, რაც თავის თავში პირველმიზეზის იგივე რეალობის მრავალვარიანტულობას გულისხმობს. ალბათობა მათემატიკაში და ფარდობითობა ფიზიკაში სმენურ გონებას ხშირად იტაცებს. ალბათობის თეორიისადმი სმენური ინტელექტის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში დარწმუნება ძნელი არაა – მიეცით ბავშვს აინშტაინის საბავშვო ამოცანა. უამრავი სავარაუდო ვარიანტის არსებობის ალბათობის პირველ უნარებს ბავშვი ჯერ კიდევ სკოლამდე ამჟღავნებს მაგალითად ჭადრაკის თამაშით.

ფიზიკა პატარა სმენის თანდაყოლილი შესაძლებლობების გამოჟღავნებისა და განვითარების პირდაპირი ინიციატივაა. გარე სამყაროს ყველაზე უფრო ელემენტარულ დონეზე გაცნობიერება საშუალებას აძლევს ბავშვს ცოდნის სხვა აბსტრაქტული მხარეებიც აითვისოს. დღეს დღებით პატარა სმენები ფიზიკიდან თითქმის მაშინვე ვირტუალურ, პროგრამირების სამყაროში “ხტებიან”. და თუ წინა თაობა ამას პუბერტატის გავლის შემდეგ აკეთებდა ახლანდელი ბავშვები პროგრამირების ენის შესწავლას ფიზიკაზე ადრე იწყებენ.

 

გარდამავალი ასაკის პრობლემები.

თუ სიჩუმესა და მრტოობაში ყოფნის საშუალება არ აქვს, პატარა სმენა სკოლის პროგრამას ჩამორჩება ხოლმე. გამუდმებული ხმაური, ყვირილი და უარეს შემთხვევაში ბავშვის შეურაცხყოფა, იმით მთავრდება, რომ ის გარე სამყაროს წყდება და საკუთარ თავში იკეტება. ეს კი ინფორმაციის აღქმის უნარზე დამღუპველად მოქმედებს, არც თუ ისე ხშირად ვირტუალურ სამყაროს მიმართავს. თუმცა 16 წლამდე სიტუაციის გამოსწორება შეიძლება. სიჩუმე სახლში მაშინვე შუმსუბუქებს ბავშვს მდგომარეობას. როცა სმენის ფსიქიკური თავისებურებები გეცოდინებათ შეგიძლიათ ყურადღების კონცენტრაციისკენაც უბიძგოთ.

ყოველი ვექტორის თვისებებში მოიძებნება ისეთები რომლებთან არასწორი მიდგომისასაც ადამიანის განვითარება ფერხდება. სმენისთვის ამგვარი “აქილევსის ქუსლი” – ეგოცენტრიზმია. საკუთარი გონების განსაკუთრებულობის შინაგან განცდას ის გაცნობიერებულად ბერავს წარმოუდგენელ ზომებამდე. თავს გენიოსად წარმოიდგენს და სწავლის გაგრძელებაზე უარს აცხადებს, ის ხომ ისედაც უკვე ყველაზე მაღლა დგას.  ასეთ ბავშვს რომ ყურადღების მოკრება ვაიძულოთ სწორედ ეგოცენტრიზმს უნდა მივმართოთ. როცა გარკვეულ საკითხში საკმაოდ კომპეტენტური არ აღმოჩნდება ეს უბიძგებს უფრო ჩუღრმავდეს და უკეთ შეისწავლოს ეს საგანი. ასეთი აღმოჩენები მცირედით უნდა დაიწყოს რადგან ეს სმენურ ეჭვებს დისკომფორტს უქმნის. მნიშვნელოვანია ისიც რომ ეს დისკომფორტი ბავშვისთვის “გაუსაძლისი” გახდეს.

სმენის ვექტორზე დართული ქვედა ვექტორების მდგომარეობაც მოქმედებს – ისინი ხომ ჩვენს მოძრაობის უნარს განსაზღვრავენ. ასე მაგალითად ანალური წყენების ან კანის არასაკმარისი განვითარების გამო ადამიანი ვერ ახერხებს სმენური ინტელექტის სრულად რეალიზებას. ამ შემთხვევაში ჯობს ქვედა ვექტორების განვითარებაზე ვიზრუნოთ რადგამ წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ბიძგი გონებრივ სამუშაოზე შეიძლება საკუთარ თავში ჩაკეტვითა და დეპრესიით დამთავრდეს.

 

ბავშვთა განათლება, როგორ განვავითაროთ აბსტრაქტული ინტელექტი?

თანამედროვე სასკოლო პროგრამას არ შეუძლია პატარა სმენის აბსრტაქტული ინტელექტის მთელი პოტენციალი გახსნას. დაშვებებზე დაფუძნებული დისციპლინათა კურსები რომლებიც შემგდომში ირღვევა სმენების განვითარებას აფერხებს. დანარჩენი 7 ვექტორისთვის შემოტანილი გამარტივებები მასალას უფრო მისაწვდომს ხდის, თუმცა ეს სმენას არ ეხება. მაგალიტად კანები უფრო ადვილად მიყვებიან ლოგიკას, ანალები უკვე მითითებულ მოქმედებათა რიგს, მაგრამ სმენურ ბავშვებს ზღუდავს საგანმანათლებლო კიბის ამგვარი საფეხურები. დატოტილი ხის მსგავსად, რომელიც ერთ ფესვს ეყრდნობა და უამრავ განშტოებას ზრდის, სმენის აბსტრაქტულ ინეტელექტსაც დასახულ ამოცანაზე ამოხსნის რამდენიმე შესაძლო ვარიანტის შეთავაზება შეუძლია. რაც უფრო განვითარებულია ბავშვის კონცენტრაციის უნარი, მით მეტ ასეთ ვარინტს განიხილავს. ხოლო როცა განსაზღვრულ შეზღუდვებს უწესებენ, ამ ვარიანტების რაოდენობაც მკვეთრად მცირდება. ამასთანაა დაკავშირებული სკოლის მასწავლებლების პროლემები რომლებსაც პატარა სმენები, რომლებმაც უკვე გაასწრეს პროგრამას არც ისე ჭკვიანებად თვლიან.

 

განათლება. ინფორმაციის სწორი მიწოდება – წარმატების საწინდარია.

 

სმენისთვის ინფორმაციის მიწოდების ყველაზე კარგი გზა სწორედ ისაა, რომელიც სკოლაში არაპედაგოგიურად ითვლება – დაწერეთ დაფაზე დავალება და დატოვეთ ის მარტო რომ ამ დავალებაზე იფიქროს. შეგიძლიათ უფრო იოლი მსგავსი ამოცანის ამოხსნის ხერხიც უკარნხოთ, მაგრამ ზუსტად ანალოგიური არა (ასე დავალების შესრულება ძალიან ადვილი იქნება). ხშირად სმენური პროფესორები მიმართავენ ასეთ ხერხს აუდიტორიებში. მათემატიკურ სკოლებში აბსტრაქტულად აცნობენ ამა თუ იმ ფუნქციის თვისებებს და მერე პირდაპირ მაგალითებზე გადადიან. მსგავსი პრინციპით შეიძლება სხვა დისპლინებსაც მივიდგეთ, სახლშიც კი – არ არის საჭირო მარტივი ჭეშმარიტეტები “დაღეჭილი” მივაწოდოთ მათი ზოგადი და ძირითადი მნიშვნელობაც საკმარისი იქნება.

სმენური აზროვნება ამა თუ იმ მოვლენას შორის კავშირების უამრავ ვარიანტს წვდება, ამაში კი დიდი ენერგია მიდის და ყურადღების დაძაბვასაც საჭიროებს. ხოდა ნუ გაგიკვირდებათ როცა თავის ფიქრებზე ორიენტირებულს დაავიწყდება ჭამა, თასმების შეკვრა, შუქნიშანზე წითელ შუუქსაც მაშინვე ვერ შეამჩნევენ. მაგრამ სწორედ ან ინტელექტის წყალობით სმენები გლობალურ ეკონომიკურ მოდელებს ქმნიან   და კვანტური ფიზიკის სპეციალისტები ხდებიან. კვანტური ფიზიკა და გენური ინჟინერია მეცნიერების ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი განშტოებებია და ძალიან იზიდავენ სმენურ გონებას, მაგრამ დიდი ხნით არა.

 

ვირტუალური რეალობა. როგორ გავექცეთ დამოკიდებულებებს.

სმენის განვითარებისას ძალიან ბევრი საფრთხე იჩენს თავს განსაკუთრებით თანამედროვე სამყაროში. მხოლოდ პატარა სმენას შეუძლია მთელი ცხოვრება კომიუტერულ თამაშებს მიუძღვნას. გეიმერი მთლინად ვირტუალურ სამაყაროში გადადის და სრულიად ივიწყებს რეალურს. ხმაურის მაღალი დონე, დედისგან და სხვა ახლობლებისგან წამოსუი ნეგატიური ემოცია აიძულებს პატარა სმენას გასაქცევი მოძებნოს, სხვა ცხოვრება – სადაც ნაკლებ ტკივილს იგრძნობს. სმენა გაუცნობიერებლად ხვდება, რომ ერთი ბგერითი ტალღის ჩახშობა მხოლოდ მეორეთი შეიძლება და მტკივნეულ ხმაურს ყურსასმენების მუსიკით ცვლის. და რაც უფრო მტკივნეულია მისთვის სიტყვები, მით უფრო ინტენსიური და ხმამაღალი ხდება მუსიკა. იგივენაირად იცვლება რეალობაც და ბავშვი ყელამდე ეფლობა კომპიუტერულ თამაშებში. ასეთი გაქცევების საფრთხე კი ისაა, რომ ვირტუალურ სამყაროში არ არსებობს არანაირი შეძღუდვა და შედგომში მას მსგავსი მიდგომა რეალურ სამყაროში გადმოაქვს. ხალხს ვირტუალურ თოჯინებად აღიქვამს და მათი მოცილებაც, როგორც ეს “სროლებშია” არაფრად უღირს.

სმენის ასეთი მდგომარეობიდან გამოყვანა რთულია მაგრამ შეუძლებელი არ არის. მიეცით მას სმენური კომფორტი – სიჩუმე და თანაგრძნობა, განსაზღვრეთ დღის განრიგი, სხვა ვირტუალური შესაძლებლობებისკენ უბიძგეთ. რა თქმა უნდა მშობლებს უნდათ, შვილი ერთი ხელის მოსმით შეეშვას დღეში 8-10 საათი კომპიუტერთან ჯდომას, მაგრამ ასეთი ჩვევა სწრაფად არ ქრება. როცა “აქ” განვითარებისთვის საჭირო პირობებს შექმნით მერე “იქ” ეცადეთ შემცვლელი მოუძებნოთ. ბიჭებს “სროლები” და გოგონებს “ოჯახური ცხოვრების სიმულაცია” შეგიძლიათ ისტორიული და დეტექტიური თამაშებით შეუცვალოთ სადაც არანაკლებ კარგი გრაფიკაა და რაც მთავარია არანაირი ძალადობა.

 

პატარა სმენა. ბავშვობისა და მოზარდობის განათლების პრობლემების პროფილაქტიკა.

სასკოლო პროგრამა ბავშვს მისი ასაკისთვის ბევრ მნიშვნელოვან უნრას უვითარებს და აუცილებელ ცოდნას აძლევს. აქ აღზრდა და განათლება ხელიხელ ჩაკიდულნი მიდიან, მაგრამ მხოლოდ სკოლის ცოდნა სმენების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. ეს ბავშვი დიდური გამოხედვითა და კითხვებით, უკვე 4-5 წლისა გაუცნობიერებლად მიყვება სურვილს – გაიგოს ცხოვრების აზრი. ეს სურვილი მეცნიერებისკენ უბიძგებს, მაგრამ იქაც კი შეიძლება ვერც იპოვოს ის რასაც ეძებს. უღრმავდება საკუთარ თავს, აკვირდება სხვების ცხოვრებას და თავისდაუნებურად ბავშვი კითხვების დასმას იწყებს – ადამინებზე, მის ფიქრებზე, ამა თუ იმ მოვლენების ან საქციელის მიზეზებზე. ხშირად კი უპასუხოდ დატოვებული კითხვების გამო სმენას ნაადრევად უჩნდება საკუთარი არსებობის უაზრობის და გაწირულობის შეგრძნება. ხოლო მის სამყაროს ცოდნის დეფიციტს ვერც სკოლაში უვსებენ და ვერ უნივერსიტეტში. კითხვებს სმენა შორს მიჰყავს, ხან ისე შორს რომ მშობლებს უჭირთ ის ადექვატურ რეალობაში დააბრუნონ. ეს რომ არ მოხდეს მან უნდა გაიგოს საიდან მოდიან ადამიანური სურვილები, რატომ იქცევიან ადამინები სხვადა სხვა ნაირად და როდის რა ამოძრავებთ.

ახლობლებს კი ეჭვია არ უნდა შეეპაროღ რომ სმენა პოტენციური გენიოსია, ასეთად შექმნა ის ბუნებამ,  მაგრამ გახდება თუ არა ასეთი  და შეძლებს თუ არა თავისი თანდაყოლილი თვისებების რეალიზაციასა და განვითარებას, ეს მთლიანად მშობლებზეა დამოკიდებული.

 

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო: http://www.yburlan.ru/biblioteka/obuchenie-detej-so-zvukovym-vektorom-shkolnaja-programma-protiv-junyh-geniev