პოკერი ბედთან 2

განვიხილოთ ყნოსვის ვექტორიანების ზოგიერთი მაგალითი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე. ჰერცოგი ალბა (1507-1582 წწ.), რკინის ჰერცოგად წოდებული. იყო ესპანეთის ყველა დროის ყველაზე სახელგანთქმული მთავარსარდალი და გარდა ამისა უზარმაზარი გავლენა ჰქონდა მეფე ფილიპე II-ზე, რომლის კარზეც პოლიტიკური მრჩეველს წარმოადგენდა. სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობის დროს გადმოვიდნენ იტალიური სახელმწიფოები ესპანური პოლიტიკური სისტემის ორბიტაზე. საფრანგეთში ელჩის სტატუსით ჰერცოგმა ურჩია ეკატერინე მედიჩის, რომ შემტევი პოლიტიკა განეხორციელებინა ჰუგენოტებზე (ფრანგ პროტესტანტებზე) ესპანურ ძალასთან კოალიციაში, რაც საშუალებას მისცემდა, რომ გაემყარებინა მადრიდის პოზიციები შინაგანი აჯანყებებით დასუსტებულ ქვეყანაში. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამ რჩევებმა მიიყვანეს მოგვიანებით ბართლომეს ღამეებამდე, როცა პარიზში 1572 წლის 24 აგვისტოს კათოლიკებმა დაახლოებით 30 ათასი პროტესტანტი-ჰუგენოტი გაანადგურეს. დიდი ძალისხმევა ჩადო ალბამ ნიდერლანდების დამორჩილებაშიც. მეფემ კიდევ ერთხელ მოუსმინა მის რჩევას და რჩეული ჯარი გაგზავნა სასტიკი ჰერცოგის მეთაურობით იმისთვის, რომ ჩაეხშო ამ პროვინციაში განმანთავისუფლებელი მოძრაობები. მთავარსარდალი ზიზღით უყურებდა აჯანყებულებს, რასაც გამოხატავს მისი ფრაზა: «მე რკინის ადამიანები დამიმორჩილებია, რად მიღირს ამ კარაქისმკეთებლების დამორჩილება?». როდესაც გაიგეს, რომ სამშვიდობო ჯარის უფროსად ნიდერლანდებში თავად რკინის ჰერცოგი დაინიშნა, დაახლოებით 100 ათასმა ჰოლანდიელმა დატოვა თავისი ქვეყნის ტერიტორია. როგორც კი ჩავიდა, ალბამ ყნოსვითი კონტროლი დააწესა: მთელი სახელმწიფო ეშაფოტებით და სახრჩობელებით აივსო, გააქტიურდა ინკვიზიციის მუშაობა, რომელიც ძებნიდა და ანადგურებდა მოჯანყეებს. ჰერცოგმა შექმნა «საბჭო აჯანყების საქმეთა შესახებ», რომელიც დაკავებული იყო ნიდერლანდების სამეფო კარის საქმეები მათი ესპანეთისადმი ლოიალობის საკითხებთან მიმართებაში. დადგენილ იქნა «ალკაბალას» მკაცრი გადასახადი პროვინციის ეკონომიკის გასაკონტროლებლად. ჰერცოგმა აბსოლუტურად ყველა ბრძოლა მოიგო ნიდერლანდელი არისტოკრატების წინააღმდეგ, რომლებმაც გერმანელ დაქირავებულ ჯარს და ფრანგ ჰუგენოტებს უხმეს საშველად, მაგრამ 1573 წელს უკან იქნა გაწვეული ფილიპე II-ს მიერ იმ სისასტიკეების, რაც პროვინციაში დაატრიალა, და ასევე ზღვაზე სიტუაციის გამწვავების გამო. გადაყენების შემდეგაც, მან მაინც შეძლო მნიშვნელოანი წარმატება მოეტანა თავისი ქვეყნისთვის — მოკლე ვადებში დაიპყრო მეზობელი პორტუგალია. როგორც ვხედავთ, ალბამ შეძლო გავლენა მოეხდინა პოლიტიკურ სიტუაციაზე ევროპულ სახელმწიფოებში თავისი ძლიერი პოზიციებით ესპანეთის მეფის კარზე და საკუთარი უნარების მეშვეობით.

 

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks