პოკერი ბედთან

ყნოსვის ვექტორში განსხვავებით სხვა ვექტორებისგან, განვითარება ხდება ზემოდან ქვემოთ. განვითარების ყველაზე დაბალი დონეა — ცხოველური დონე, უფრო მაღალი — მცენარეული, შემდეგ მოდის არაცოცხალი დონის და ყველაზე განვითარებული ყნოსვა.
ყნოსვითი ინტელექტი —ესაა აზროვნება პოტენციური საფრთხეებით. ყნოსვის ვექტორიან ადამიანს გონებაში უდევს რუკა საფრთხეებით. რუკას სხვადასხვა აღნიშვნები აქვს: ყველა შესაძლო რისკები, რომლებიც გამომდოინარეობენ ბუნებრივი, სოციალურ-ეკონომიკური მოვლენებიდან ან ცალკეული ადამიანების ეგოიზმიდან. თავისი განვითარების შესაბამისად ყნოსვა ახდენს რისკების რანჟირებას საკუთარ თავთან, ქვეყანასთან (ჯგუფთან), ან მთელ კაცობრიობასთან მიმართებაში.
განვიხილოთ ყნოსვის ვექტორიანების ზოგიერთი მაგალითი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე.
ჯონ ედგარ გუვერი, (1895-1972) ადამიანი, რომელსაც დაახლოებით 50 წელი ეკავა ფედერალური ბიუროს დირექტორის პოსტი, და რომელიც ბევრის აზრით ყველაზე ძლევამოსილ პერსონას წარმოადგენდა აშშ-ში. მოხვდა რა 29 წლის ასაკში საკმაოდ სუსტი ორგანიზაციის სათავეში, მან რამდენიმე წელში აქცია იგი მძლავრ მანქანად, რომელიც წარმატებით აკონტროლებდა ქვეყნის შინაგან მდგომარეობას. 30-იან წლებში გუვერის საგამომძიებლო ბიურომ ბოლო მოუღო განგსტერების საქმიანობას, რომელთა დანაშაულებებიც მთელს ამერიკას აზანზარებდა: ალ კაპონე, ჯონ დილინჯერი, პატარა ნელსონი და ა.შ. მეორე მსოფლიო ომის დროს მან შექმნა ეფექტური კონტრდაზვერვა, რომელიც ამჟღავნებდა გერმანელ ჯაშუშებს. 50-იან წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა რასისტული ორგანიზაციის — კუ-კლუქს-კლანის აქტივობა — ესაა ფსბ-ს მიღწევების მცირე ჩამონათვალი გუვერის პერიოდში. ფედერალური ბიუროს არქივში შეგროვილ იქნა დოსიე 25 მილიონ ამერიკელზე. გამონაკლისს არ წარმოადგენდნენ არც აშშ-ს პრეზიდენტები, მათი ნათესავები, ასევე სენატორები და კონგრესმენები. ყურადღების აქცენტი კეთდებოდა გამაშავებელ ისტორიებზე: ცოლ-ქმრულ ღალატებზე, სკანდალურ კავშირებზე და სხვა საიდუმლოებებზე გავლენიანი ადამიანების ცხოვრებებიდან. სწორედ ეს ინფორმაცია, ასევე კავშირები მრავალ პოლიტიკოსთან ეხმარებოდა მას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ყოფილიყო ფედერალური ბიუროს მმართველი. ფედერალური ბიუროს დირექტორმა ბრწყინვალე იმიჯი შეუქმნა თავის ორგანიზაციას: საჯარო გამოსვლებში იგი ხშირად აბუქებდა აშშ-ში დანაშაულობის პრობლემებს და ამით ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ მხოლოდ ბიუროს თანამშრომლებს შეეძლოთ სახელმწიფოს მტრებთან გამკლავება. ხალხს უყვარდა, და ამავდროულად ცოტათი ეშინოდა ფსბ-სი, რადგანაც გუვერის დროს იგი ისე იყო მოწყობილი, რომ ვერც სენატი, ვერც წარმომადგენლების პალატა და ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვერ ჩაერეოდა. ამის გამო არაერთხელ მოინდომეს გუვერის დირექტორის პოსტიდან გადაყენება: ტრუმენის, კენედის და ნიქსონის პრეზიდენტობის პერიოდში, მაგრამ ყველაფერი იმით მთავრდებოდა, რომ განზრახვა ვერ სრულდებოდა ყოვლისშემძლე ედგარისადმი შიშის მიზეზით. «ის, ვინც არაფერი იცის» — აი, როგორ უწოდებდნენ ფედერალური ბიუროს მთავარ ადმინისტრატორს ჟურნალისტები. სიკვდილამდე, 1972 წლამდე, გუვერი მეთაურობდა ფედერალური ბიუროს და სიცოცხლე რომ გაეგრძელებინა, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ასე.
ფედერალური ბიუროს შეფის მაგალითზე ჩვენ დავინახეთ ყნოსვითი ადამიანის ერთ-ერთი შესაძლო რეალიზაცია — კონტროლი ქვეყანაზე საიდუმლო ორგანიზაციის მეშვეობით. ცხოველურ დონეზე მყოფი ასეთი ყნოსვები ასევე აღწევენ სახელმწიფოს მართვის ასეთ მასშტაბებამდე, მაგრამ მხოლოდ მცენარეულ და უფრო მაღალ დონეებზე მყოფთ შეუძლიათ, რომ სარგებლობა მოუტანონ ხალხს.
წყარო: http://training8.ru/
სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/