პოლიგამია ურეთრალურ ვექტორში

ახლა როცა როგორც იქნა მივაღწიეთ მდედრის და მამრის ურთიერთობათა განხილვამდე, ლიბიდოური დამოკიდებულებების მიხედვით, საჭიროა თავიდან განვიხილოთ რაღაც საკითხები. კონკრეტულად კი ის ცნება, რომელსაც პირველად მხოლოდ ურეთრალურ ვექტორში ვხვდებით. ცნება რომელზეც ბევრი საუბრობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი რეალური არსი. ჩვენ ახლა მხედველობაში გვაქვს პოლიგამია. პოლიგამია ის არ არის როდესაც ქალებს ხშირად იცვლით, არც კანის ვექტორიანივით იმის თვლა, თუ რამდენი პარტნიორი ყავდა. ფართე აზრით პოლიგამია ესაა მრავალგანზომილებიანობა. გავიხსენოთ ჩვენი მოდელი, კაცობრიობა მოძრაობს დროის ღერძზე წარსულიდან მომავლისკენ, საკაცობრიო ჯგუფის სათავეში დგას ურეთრალის ვექტორიანი მეთაური. რა არის პოლიგამია და მრავალგანზომილებიანობა? თქვენ ალბათ იცით, რომ დროის ნებისმიერ მონაკვეთში არსებობს შესაძლებლობების უამრავი ვარიანტი ყველა გზა გახსნილია.

ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით რაღაც წერტილში. დროის ნებისმიერ მონაკვეთში ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღიწეროს განსაზღვრული პარამეტრებით. ის არის რაღაც ასაკის, აქვს რაღაც გამოცდილება, ყავს ოჯახი, ან არ ყავს, სადღაც მუშაობს, რაღაცას აკეთებს, მოკლედ აქვს რაღაც პარამეტრები. ეს ყველაფერი განპირობებულია მის მიერ არჩეული გზით. ანუ, არსებული მდგომარეობა არის მთელი წარსული მდგომარეობების რეზულტატი. რომ არ ყოფილიყო კონკრეტული წარსული, ჩვენ არ ვიქნებოდით ისეთები, როგორიც ვართ, თითოეულ ჩვენგანს მხოლოდ ერთი წარსული შეიძლება ჰქონდეს, ამ წარსულზეა ორიენტირებული ანალური ზომა, სწორედ ამიტომ ის მონოგამურია, ერთგანზომილებიანია ყველა აზრით. სწორედ ამიტომაც წარსული თავისი არსით ერთგანზომილებიანია, მონოგამურია, წარსულში არ არსებობს ალტერნატივები. რაღაც რომ სხვანაირად ყოფილიყო, მაშინ რეზულტატი განსხვავებული იქნებოდა და რეალობაც სხვანაირი იქნებოდა, მაგრამ ვინაიდან მოხდა ის რაც მოხდა, არის შესაბამისი რეზულტატიც. აი მომავალში კი ყველაფერი პირიქითაა, მაგრამ არა სარკისებურად, არა ისე რომ არსებობს ერთი გზა უკან და მეორე წინ, სულაც არა, საწინააღმდეგოდ იმ აზრით რომ მომავალში ყველა გზა გახსნილია, არსებობს მომავლის უსასრულო შესაძლებლობები. გასაგებია რომ ჩვენ ყველა გზით ერთდროულად ვერ წავალთ და მოგვიწევს ავირჩიოთ რომელიმე ერთი, მაგრამ სანამ ავირჩევთ, შესაძლებლობების რაოდენობა უსასრულოა. სწორედ ამიტომ პოლიგამია მრავალგანზომილებიანობაა ყველა აზრით. ეს განსაკუთრებული აზროვნებაა, აზროვნება პრინციპით: ,,მე და ყველა დანარჩენი“. აზროვნება რომელიც მოიცავს არა მხოლოდ საკუთარ ეგოს, არა ერთ ინდივიდს, არამედ მთელ ჯგუფს. ეს განსაკუთრებული ურთიერთობებია, ურთიერთობები ჯგუფისთვის. ესაა შესაძლებლობა, მოძებნოს გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან. ესაა შესაძლებლობა გააგრძელოს საკუთარი მოდგმა რამოდენიმე მიმართულებით, რამოდენიმე პარტნიორთან ერთდროულად. ესაა მრავალგანზომილებიანობა თვით ურეთრალი მდედრის მამრებთან ურთიერთობაშიც, რადგან ნებისმიერი მამრი ურეთრალ მდედრს უბრუნებს უკუკავშირს. ეს დაქვემდებარებაა, მაგრამ არა კანური აზრით, არამედ ურეთრალი მდედრის დომინაციის აღიარებით. უბრალოდ თუ ვიტყვით, რომელ სფეროსაც არ უნდა შევეხოთ, ურეთრალის ვექტორიანი ადამიანისთვის ყველა გზა გახსნილია. პრინციპში სწორედ ესაა პოლიგამია ფართე გაგებით. ხოლო თუ ვისაუბრებთ პოლიგამიის ვიწრო გაგებაზე, სექსუალური კუთხით, მაშინ ესაა სესაძლებლობა დაამყაროს სრულფასოვანი ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის ნებისმიერ წარმომადგენელთან. მეტიც ურეთრალს შეუძლია სრულფასოვანი ურთიერთობების დამყარება ერთდროულად რამოდენიმე პარტნიორთან.

ზუსტად ამის საპირისპიროდ შეიძლება შევხედოთ საწინააღმდეგო მხარეს არსებულ ანალურ მონოგამიას. თუ თქვენ სწორად შეიგრძენით ლოგიკა ამ მსჯელობის პრინციპი, მაშინ თქვენთვის უფრო გასაგები გახდება ანალური ეროგენული ზონის ტაბუირების არსი. ჩვენ წინა ლექციებში ვამბობდით, რომ ანალური ეროგენული ზონის ტაბუირების არსი მდგომარეობს იმაში, რომ არ შეიძლება წარსულით ცხოვრება. დღეს უკვე წარმოდგენა გაქვთ ურეთრალურ ვექტორზეც, ამიტომ შეიძლება ამ თემის უფრო სიღრმისეულად გაშლა. ანალური ეროგენული ზონის ტაბუირების არსი იმაშია, რომ არ შეიძლება იარო ერთი მიმართულებით, მათ შორის წარსული მდგომარეობისკენ. არ შეიძლება ყველაფრის ერთი საზომით გაზომვა, არ შეიძლება მუდამ უკან ყურება და ა.შ. ასევე არ შეიძლება დამყარდეს წყვილის ურთიერთობა იმაზე, რომ მიმართო შენი მისწრაფება მხოლოდ ერთ ხარისხზე, მხოლოდ სისუფთავის დამთხვევაზე, რასაც ანალი მიყავს პედოფილიამდე. არ შეიძლება ერთნაირი ხარისხის და სქესის წყვილში ურთიერთობა რაც მიდის ჰომოსექსუალიზმამდე, და ა.შ.

პოლიგამია და მონოგამია არის მრავალგანზომილებიანობა და ცალმხრივობა. ახლა ჩვენ გვაქვს იმის საშუალება რომ ამას უფრო ღრმად შევხედოთ. ჩვენ ვამბობდით, რომ კანის ვექტორიანებს ბევრი პარტნიორი ყავთ. მაგრამ ეს პოლიგამია არ არის, რატომ? იმიტომ რომ აქ სხვა ფუნქციაა, კანური ურთიერთობები მომავლისთვის, ან ჯოგის გამრავლებისთვის კი არ მყარდება, არამედ სულ სხვა რამის გამო. კანის ვექტორი დამოკიდებულია ლანდშაფტზე, ვინაიდან ლანდშაფტი მას აძლევს მოცემულ სიტუაციაში, მოცემულ სტატუსს, მას სურს ყავდეს ამ სტატყსის შესაფერისი პატნიორი, თუ სტატუსი იცვლება, ახალ სტატუსს უკვე ახალი პარტნიორი შეესაბამება. როდესაც კანის ვექტორიანი იცვლის მდგომარეობას, მას უნდება ქალის (თუ ქალია – კაცის შეცვლა) შეცვლაც, თუ ძველი ტელეფონი ჰქონდა ახლის ყიდვა, ეს პრინციპში მისთვის ერთი და იგივეა. კანის ვექტორში ეს მუშაობს ,,სიახლის ფაქტორიდან“ გამომდინარე. და რაც მთავარია ეს არაა მრავალგანზომილებიანობა.

ურეთრალის ვექტორიანს ყოველ ქალთან, რომელთანაც არის, აქვს სრულფასოვანი, ვნებიანი ურთიერთობა. თუ კანის ვექტორიანს რამდინიმე ქალი ყავს, ის თავის ფსიქიკით ყველას ერთდროულად არ მოიცავს, ის დროის მოცემულ მონაკვეთში ფიქრობს მხოლოდ იმ კონკრეტულ ქალზე, რომელთანაც იმ დროს იმყოფება. კანის ვექტორიანი ახალი ქალით სტატუსს იმაღლებს. კანის ვექტორიანისთვის ბევრი ქალის ყოლა მხოლოდ საკუთარი ,,მაგარი ტიპობის“ ჩვენებაა, მეტი არაფერი. ის სხვა ქალებს მხოლოდ რესურსების შეგროვების პრინციპით ,,არეზერვებს“, რა იცი რა დროს დასჭირდეს. სწორედ ამიტომ ეს პოლიგამია არ არის. ეს ერთი მხრივ არის ,,აწყობილი ცხოვრება“, ის აძლევს თავის პარტნიორს მატერიალურ უზრუნველყოფას (კანის ვექტორიანებისთვის ,,აწყობილი ცხოვრება“ ესაა ფული). მეორე მხრივ კი ესაა კანური იდეის გახატვა, რამდენი ფულიც გაქვს, სწორედ იმდენ რესურსს უწევ კონტროლს. თუ ფული გაქვს ქალებიც გეკუთვნის, თუ არ გაქვს – მაშინ უყურე პორნოფილმებს და გამოიყენე მარჯვენა ხელი. თუ შევხედავთ კანურ სექსუალობას, ის სიტუაციურია და მუშაობს სიახლის ფაქტორით, ამას კი საერთო არაფერი აქვს ურეთრალურ პოლიგამიასთან და ჯოგის გამრავლებასთან. კანის ვექტორშიც არსებობს გამრავლების სურვილი, მაგრამ ეს ჯგუფური ინტერესებიდან კი არა, არამედ საკუთარი ეგოდან გამომდინარეობს. კანური სექსუალობა განპირობებულია ლანდშაფტის მიერ შექმნილი სიტუაციით, ამიტომ ეს არც ანალური მონოგამიაა და არც ურეთრალური პოლიგამია. კანის ვექტორიანს შეიძლება ყავდეს ერთი პარტნიორი, ან ასერთი, როგორც სიტუაცია მოითხოვს.

ანალურ ვექტორში სხვა სიტუაციაა, ანალების ყოველი ნაბიჯი განსაზღვრულია, იმიტომ რომ ისინი ცალმხრივები არიან, მათ მხოლოდ ერთი გზა აქვთ. ისინი ეყრდნობიან წარსულს, ძირითადად საკუთარს. ისინი ცდილობენ იპოვონ ერთადერთი შესაძლო გზა. შესაბამისად ამ ცხოვრებაში მათ უნდათ იპოვონ ის ერთადერთი ადამიანი, ვისაც ენდობიან და ვინც მთელი ცხოვრება მათ გვერდით იდგება. რაც უფრო წინ ანალები, მით უფრო იზრდება მათი პირადი წარსული, მაგრამ ამასთნ ერთად მათი ყოველი მომდევნო ნაბიჯი მეტადაა განპირობებული ამ პირადი წარსულით. უკვე საკმაოდ დიდი წარსული აქვთ და შესაბამისად ბევრი მდგომარეობა გაიარეს, ეს კი მათთვის გამოცდილებაა. ყოველი მომდევნო ნაბიჯისას მას ნაკლები მდგომარეობა ხვდება ისეთი, როგორიც მანამდე არ უნახავს. მაგალითად: თუ ანალის ვექტორიანს დედასთან სტუმრობისას დედა ერთნაირ კანფეტს ახვედრებს, ერთ დღს კი ურეკავს და თხოვს თუ შეგიძლია კანფეტი მიყიდეო, ანალის ვექტორიანი უყიდის ზუსტად ისეთ კანფეტს, როგორსაც დედა ახვედრებდა ხოლმე. ეს პირადი გამოცდილების რეზულტატია. დროთ განმავლობაში ანალის ვექტორიანი იგროვებს ისეთ გამოცდილებას, როცა თვლის, რომ მისთის ყველაფერი ნაცნობია, ამიტომ მისი ქცევები გადადის ჩვევაში, ის მუდამ ერთი და იმავე სამსახურში დადის, მარშუტსაც კი არ ცვლის და რაღაცით გავს რელსებზე მოსიარულე მატარებელს, რომელიც ერთი და იგივე დროს ერთი და იმავე რელსებზე დადის. სწორედ ასეთივეა მისი სექსუალობაც, მონოგამია. რაც იყო გუშინ, ის უნდა იყოს ხვალაც, ყველანაირი აზრით.

ურეთრალური ვექტორის სექსუალობასთან კი ყველაფერი სხვანაირადაა. მისთვის ყველა გზა ხსნილია, აქედან მოდის მისი პოლიგამიაც. ერთის მხრივ ესაა ლიბიდო, რომელიც მუშაობს ჯოგის ინტერესებიდან გამომდინარე, ჯოგის გაგრძელებაზე დროში. მეორე მხრივ ესაა შესაძლებლობა გააგრძელოს თავისი მოდგმა უსასრულო რაოდენობამდე. ნებისმიერ მდედრთან, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიური კუთვნილებისა, პოლიტიკური ოროენტაციისა, თუ  ნაციონალური კუთვნილებისა. ყველაფერი რაც ურეთრალს ამოძრავებს ესაა: ჯგუფის ინტერესები და ლტოლვა. მითუმეტეს თანამედროვე, კანურ ეპოქაში რა აზრი აქვს წარმომავლობას. აი ჯერ კიდევ 500 წლის წინ, ანალურ ეპოქაში, მდედრი რომელიც არ იყო მათნაირი ხარისხის სისხლი მქონე ანალური ფასეულობებით უცხო, დაბალხარისხიან სისხლად ითვლებოდა. მაგრამ მაშინაც კი სწორედ ურეთრალის ვექტორიანები იყვნენ ისინი, ვინც არღვევდა ამ ტრადიციებს. იულიუს კეისარს საყვარლად უცხოტომელი კლეოპატრა ჰყავდა. ალექსანდრე მაკედონელმა დარიოსის დამარცხების შემდეგ ცოლად სპარსელი პრინცესა შეირთო. ეს მაგალითი იყო მისი მეომრებისთვის, მისმა 10000-მა თანამებრძოლმა ასევე სპარსი ქალი შეირთო ცოლად. სწორედ ესაა ურეთრალის ვექტორიანის ერთ-ერთი ფუნქცია, საზღვრების მოშლა. მოცემულ შემთხვევაში ბერძნების სისხლი შეერია სპარსელებისას, ეს არის ორი სხვადასხვა წარმოსობის ხალხთა გაერთიანების მცდელობა, სხვადასხვა კულტურის შერწყმა, რითაც კაცობრიობა ახალ დონეზე გადადის. ეს კანური გათვლაზე დაფუძნებული ქორწინება კი არ არის, არც ყნოსვის ვექტორის გათვლილი პოლიტიკურად მომგებიანი ქორწინება. ურეთრალს უბრალოდ ყველაზე ბუნებრივი ლტოლვა აქვს, ეგვიპტელზეც, სპარსელზეც და ჩინელზეც. ლტოლვა აქვს გლეხზეც და დედოფალზეც, მოკლედ ყვლაზე. ურეთრალური პოლიგამია ამასთან ერთად არის გიჟური, აწყვეტილი, უკონტროლო, ვნებიანი, ნარკოტიკივით დამოკიდებულება სექსუალურ  პარტნიორზე.

ორმხრივი დამოკიდებულება, ანუ როგორც ის ხდება პარტნიორზე დამოკიდებული, ზუსტად ისევე პარტნიორი ხდება დამოკიდებული მასზე. საერთოდ ურეთრალები ბევრ რამეზე ხდებიან დამოკიდებულნი, იქნება ეს საკუთარი ჯგუფი, თუ სექსუალური პარტნიორი. ეს არ აგერიოთ სხვა ვექტორებში, კანის ვექტორიანისთის ყოველი ახალი პარტნიორი, კიდევ ერთი ვარსკვლავია სამხრეებზე, რანგის ამაღლებაა, აქ დამოკიდებულება საერთოდ არ არის, ლიბიდო კი ძალიან პატარაა. ანალებს უზარმაზარი ლიბიდო აქვთ და აქ დამოკიდებულება კი არა მიჯაჭვულობაა, ისეთი რომ პარტნიორი გვერდზე თუ გაიხედავს, მზად არიან საკუთრი ხელიდ დაახჩონ, შემდეგ კი მთელი ცხოვრება იჯდება ციხეში იმის განცდით რომ მოღალატეზე შური იძია, დანაშაულის გრძნობაც კი არ ექნება, რადგან ჩათვლის რომ თავისი კაცური ღირსება დაიცვა. ურეთრალის ვექტორიანი კი (როგორც ურეთღალი მდედრი, ისე, ურეთრალი მამრი) თავისი პარტნიორისგან არაფერს არ მოითხოვს, მას არ აქვს არაფრის ფლობის მოთხოვნილება, პარტნიორისაც კი. და კიდევ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომლის გარეშეც ვერ ვისაუბრებთ ურეთრალურ სექსუალობასა და პოლიგამიაზე. ესაა სუბლიმაცია, უფრო სწორად არა სუბლიმაცია, ურეთრალური ლიბიდო, ერთადერთი ლიბიდოა რომელიც არ სუბლიმირდება (არ ტრანსფორმირდება, არ იცვლის მიმართულებას). მოდით შევხედოთ რა მოვლენაა ეს. როდესაც ჩვენ განვიხილავდით კანის ვექტორს, ვისაუბრეთ იმ სარგებელზე რაც კანის ვექტორს მოაქვს კაცობრიობისთვის. კერძოდ: კანის ვექტორი ყველაფერს აძლევს ფორმას. ქვედა ოთხი ვექტორი ეს სექსუალობაა, ლიბიდოზე დამყარებული ურთიერთობებია. ოთხიდან სამი: კუნთი, ანალი და კანი, ეს ის ვექტორებია რომლებიც თავისი ბუნებით ემორჩილებიან კანურ ზომას, უფრო სწორად კანურ კანონს. ამიტომ კანური ზომა გარკვეულწილად კონტროლს უწევს მათ ლიბიდოსაც. კანური კანონი კონტროლს უწევს სექსუალურ ენერგიასაც, ამიტომ როდესაც ვთქვათ ანალურ ბუღას მდედრი უარს ეუბნება, ის ცდილობს მოჭარბებული სექსუალური ენერგია საქმეზე გადაიტანოს. თუ გინახავთ ფილმი: ,,ჭირვეულის მორჯულება“ ჩელენტანოს მონაწილეობით, ამ ფილმში მთავარი პერსონაჟი 40 წლის ვაჟიშვილი, სექსუალური სურვილების შემოტევის დროს შეშის ჩეხვას იწყებს, რაღაც ამდაგვარს აკეთებს ანალის ვექტორიანიც როდესაც მას სექსუალური სურვილები აწვება და გვერდით კი პარტნიორი არ ჰყავს. სწორედ ლიბიდოს საქმეზე მიმართვის წყალობით ქმნიან შედევრებს ანალის ვექტორიანები. როდესაც ანალის ვექტორიანი თავის შექმნილ შედევრს გაყიდის და ხელში უკვე ფული აქვს, კანის ვექტორიანი მდედრები მზად არიან მას ,,მისცენ“ ის რაც უნდოდა, მაგრამ მას ეს უკვე აღარ ჭირდება რადგან სექსუალური ენერგია სხვაგან დახარჯა. ამ სურვილის ხელახლა გასაღვიძებლად კი მას რაღაც დრო ჭირდება. ურეთრალის გარდა ნებისმიერ ქვედა ვექტორს შეუძლია სექსუალური ენერგიის სუბლიმირება, შეუძლია სექსუალური ენერგიის მიმართულების შეცვლა და ამ დროს მათთვის უსექსობა მეტ-ნაკლებად ასატანი ხდება. შეიძლება ნორმალური სიტუაცია არ არის, მაგრამ ასე თუ ისე ასატანია. აი ურეთრალური ვექტორისთვის კი არა. ნებისმიერ ვექტორს შეუძლია თავის შიგნით არსებული სექსუალურ ენერგია მოჭარბებული მხეცი მოთოკოს, ისინი ცდილობენ თავისი ლიბიდო სამუშაოზე მიმართონ. მაგრამ ურეთრალში ეს ასე არ მუშაობს, რატომ? იმიტომ რომ ურეთრალურ ბუნებას არ აქვს საზღვრები და ბარიერები. ვერაფერი შეზღუდავს იმ ადამიანის ლიბიდოს რომელიც მომავალზეა პასუხისმგებელი. თქვენ უკვე იცით, რომ ურეთრალური პოლიგამია ნიშნავს ყველა გზის გახსნილობას.