პოლიმორფობა (მრავალვექტორიანობა). პრობლემები, კითხვები, დავალებები.

შევარიგოთ კონტრარული (ურთიერთსაპირისპირო) სურვილები.
ვთქვათ მიმდინარეობს ლექცია. რა ვქნათ – ვუსმინოთ ლექტორს თუ ვიჭორაოთ გვერდით მჯდომთან? ან იქნებ ყველაფერი დავივიწყოთ, ფანჯარაში ვიყუროთ და ვიოცნებოთ? (გარკვეული ვექტორები კონტრარულია, აქვთ საპირისპირო სურვილები, მაგალითად ადამიანი ორალით და სმენით. მას სურს მუდამ ილაპარაკოს ორალურად, ამასთან სმენურად სურს სიჩუმე და თვითჩაღრმავება – მთარგმნელის შენიშვნა). ბავშვები გააჩინოს, თუ კარიერა გაიკეთოს? – ეს ანალ-კანი მდედრების ტიპიური დილემაა.
ჩვენ ვხედავთ, რომ განვითარების ყოველ მომდევნო დონეზე შინაგანი წინააღმდეგობრიობა უფრო მკაფიო ხდება, ზოგჯერ კი იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შესაძლოა ამ წინააღმდეგობრიობის შედეგმა გავლენა იქონიოს მთელი ჯგუფის, ან იქნებ კაცობრიობის ბედზეც (მაგ მაღალტემპერამენტიანი სმენა ყნოსვით, რომელსაც ერთი მხრივ სურს თავი დააღწიოს მატერიის მარწუხებს და უნდა მთელი კაცობრიობა თავისივე შექმნილი ატომური ბომბით მოსპოს, მეორე მხრივ კი მის ყნოსვას სურს რადაც არ უნდა დაუჯდეს შეინარჩუნოს მატერია და საკუთარი სიცოცხლე – მთარგმნელის შენიშვნა).
განვითარებულ პოლიმორფს მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს: რეალიზდეს ისეთ სფეროში, რომელშიც დაჭირდება თავისი ყველა ვექტორის თვისებათა გამოყენება. მაგალითად რეჟისორობას როგორც მინიმუმ, შეუძლია დააკმაყოფილოს სამი ზედა და ორი ქვედა ვექტორის სურვილები, ფსიქოლოგიას რაღაც კუთხით შეუძლია რვავე ვექტორის სურვილთა ავსება და ა.შ.

გავუგოთ სხვებს
მეტი ვექტორი რაღაც კუთხით ნიშნავს გარშემომყოფთა სურვილების მეტად გაგების უნარს. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ხშირად ვახდენთ საკუთარი თვისებების და წარმოდგენების სხვებისთვის მორგებას. ამის გამო ზოგჯერ ერთვექტორიანი ადამიანისაგან ვითხოვდეთ შეასრულოს სამვექტორიანის სამუშაო.