რაზეა დამოკიდებული ვექტორის განვითარება?

განვითარება ერთი მხრივ დამოკიდებულია სურვილის თანდაყოლილ ძალაზე — ტემპერამენტზე, იმაზე, თუ რა ზეწოლას ახდენს ლანდშაფტი, და როგორ ვუმკლავდებით მას. ლანდშაფტი ამ შემთხვევაში ჩვენი გარემოცვაა ბავშვობაში, და პირველ რიგში — ჩვენი მშობლები, ეზო და სკოლა. მაგალითად, დედა ასწავლის კანურ ბავშვს დისციპლინას, ან ანალურს წესრიგს — ეს დადებითად მოქმედებს მათი თვისებების განვითარებაზე და საშუალებას აძლევს კანს, რომ მომავალში კომპანიის ხელმძღვანელი გახდეს, ანალს კი — სპეციალისტი ანალიზსა და მონაცემთა დამუშავებაში, საუკეთესო საუკეთესოთა შორის. მეორე მხრივ, სრულიად სხვა საქმეა, როდესაც დედა, მაგალითად, წამოაგდებს ანალ ბავშვს ქოთნიდან, რაც შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში არღვევს ღრმა ანალიზისა და სისტემატიზაციის მის უნარს, მისთვის რთული ხდება თავისი სამუშაოს ბოლომდე მიყვანა და სრულყოფილებამდე მისი დახვეწა, და ასეთ შემთხვევაში იგი განუვითარებელი, ან განვითარების დაბალ დონეზე რჩება.

როდესაც პუბერტატის პერიოდი გაივლის, ჩვენ უკვე ვსაუბრობთ რეალიზაციაზე, ანუ ჩვენი თვისებების ლანდშაფტზე გამოყენებაზე. საკუთარი თავის რეალიზებით სიამოვნებას ვიღებთ ცხოვრებისგან. თუ ადამიანი ვერ განვითარდა და არქეტიპში დარჩა, მას ძალიან მცირე სიამოვნება რჩება. მე, არქეტიპული კანი, ყველა ნაგავსაყრელიდან ყველანაირ ხარახურას სახლში მივაქანებ, ფეხით დავდივარ, რომ ეკონომია გავაკეთო და ა.შ. მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ, როგორ გავხადო საკუთარი თავი უკეთესი, როგორ დავაგროვო მეტი ფული.

თუ ადამიანი განვითარდა, მაშინ მას შეუძლია სულ სხვა დონის სიამოვნება მიიღოს ცხოვრებისგან. აი, მე, განვითარებული კანი, ინჟინერი, გამომგონებელი. ჩემი წყალობით ადამიანებს შეუძლიათ აღარ იარონ ფეხით მეოცე სართულზე და აღარ ზიდონ წყალი ჭიდან. მე პირდაპირ ჩემთვის კი არ ვაკეთებ, არამედ ადამიანებს ვეხმარები ძალისა და რესურსების ეკონომიაში, ჩემი გამოგონებები მოთხოვნადია, და ამის მეშვეობით უზარმაზარ სიამოვნებას ვიღებ ცხოვრებისგან.

ამასთან რეალიზაცია — ეს პროცესია. მე არ შემიძლია ერთხელ გამოვიგონო რამე და მერე მთელი ცხოვრება მხარ-თეძოზე წამოვწვე. გამუდმებით ძალისხმევაში უნდა ვიყო, გამუდმებით ვიმუშაო, რომ ჩემი სიამოვნება მივიღო ცხოვრებისგან.

შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ ყოველ ადამიანს მოცემული აქვს გარკვეული თვისებები და სურვილები, და ამ სურვილთა რეალიზაციის ძალა. მოცემული აქვს, მაგრამ არა უზრუნველყოფილი. ყველასთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საუკეთესო სახით გაიაროს განვითარების პერიოდი ბავშვობაში და მთელი ძალისხმევა ჩადოს რეალიზაციისთვის — ზრდასრულ ასაკში.

 

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks