რანჟირების სისტემა

  ყნოსვის ვექტორი, საერთო ენერგიის მეოთხედის ნაწილია, ის უზრუნველყოფს კაცობრიობის მოძრაობას საჭირო მიმართულებით. ვექტორის ძირითადი ფუნქცია რანჟირებაა, ანუ იერარქიული მოწყობა. ზემგრძნობიარე ეროგენული ზონის მეშვეობით  ყნოსვის ვექტორს აქვს უნარი იგრძნოს სხვებისათვის შეუმჩნეველი სუნი. ეს თავისებურება ანიჭებს მას შესაძლებლობას „დაშალოს და იბატონოს“.

                                 ეროგენული ზონის თავისებურებები.

ყნოსვის ვექტორიანის ეროგენული ზონა არის ცხვირი, და ყნოსვით-სასუნთქი სისტემა. საერთოდ ცხვირს ახასიათებს უცნაური თავისებურება – მას არასოდეს სძინავს.  ორალური პირი ძილისას დუმს, თვალები დახუჭულია, ყურებს არაფერი ესმით,  ხოლო ცხვირი განაგრძობს მუშაობას. ის ნებისმიერ ვითარებაში განაგრძობს მუშაობას, როგორც თავად ყნოსვის ვექტორიანი, რომელსაც რეალურად ხელთ უპყრია ძალაუფლების  სადავეები და ერთი წამით არ ადუნებს ყურადღებას. სიფხიზლის, მოდუნების, მუშაობისა თუ დასვენების დროს – არასოდეს!  ყნოსვის ვექტორიანი სისტემის რანჟირებას ახერხებს მათრახის და თაფლაკვერის მეშვეობით, ორივე მუდმივად ხელში აქვს. ეროგენული ზონის მეშვეობით ყველა ვაგროვრბთ ინფორმაციას, ყნოსვა კი აკეთებს ამას მაშინაც კი როცა სხვებს ღრმად სძინავთ.

ყნოსვის საზომი მუშაობს სუნებზე, მაგრამ არა ცხოვრებისეულ არომატებსა თუ სიმყრალეებზე, რასაც ყველა გრძნობს. ყნოსვის ადამიანი სულ სხვა სუნებს შეიგრძნობს. ყნოსვა, როგორც იარაღი, ენერგიის მეოთხედს წარმოადგენს. ესაა ჩვენი მამოძრავებელი სურვილები. ყნოსვით ზომას შეუძლია სუნის მეშვეობით აღიქვას ადამიანთა მდგომარეობა, მათი ფარული სურვილები და შეგრძნებები.

სიმშვიდის მოსაპოვებლად ადამიანმა უნდა მოახდინოს  თავისი სურვილების რეალიზება. ჩვენი სურვილების სუნს კი მკაფიოდ შეიგრძნობს ყნოსვის ადამიანი. ლაპარაკია არა ფიზიკურ, არამედ ეგოიზმის სუნზე. რაღაც დოზით ეს ბუნების კანონების სუნია, სწორედ ის გვკარნახობს ჩვენ სურვილებს.  მამაკაცის ეგო ქალის სურვილის სუნის მატარებელია, ქალის ეგო – მამაკაცის სურვილის.  სწორედ ამიტომ, ყნოსვამ ზუსტად იცის რომელ სიმებზე ჩამოკვრით გვაკეთებინოს ის, რაც სურს თავად.