რატომაა რთული სისტემური აზროვნების შემოწმება არასისტემური ადამიანისთვის (2)

პერიოდულად, ამ ბოლოს კი უფრო და უფრო ხშირად მომდის წინადადებები იმის შესახებ, რომ რაიმე სახით გავაკეთო ტესტირება, თუ როგორ მუშაობს სისტემური აზროვნება. დავტესტო ვინმეს დიაგნოსტირების ჩემი შესაძლებლობები, ვაჩვენო სხვაობა ჩემსა და რომელიმე ფსიქოლოგს შორის და ა.შ. ამასთან დაკავშირებით, მე გადავწყვიტე დავწერო მცირე განმარტება სისტემურ აზროვნებაზე. მინდა მოგიყვეთ იმაზე, თუ რა არის მოცულობა, და ამ განმარტებით მოვახდინო იმის ილუსტრაცია, რომ ასეთი ტესტები და შემოწმებები არამიზანშეწონილია.
ჩემი გზავნილის არსი ასეთია; თუკი დავჯდებით და გავარჩევთ ისეთ მოვლენას, როგორიცაა ცხოვრება, ცალკეული ადამიანის, ან ჯგუფის, ეს ძალზე მრავალწახნაგოვანი მოვლენაა, ძალიან ბევრმა მოკიდა ამას ხელი, მაგრამ სისტემური აზროვნების გაჩენამდე ამაში წარმატებისთვის არავის მიუღწევია. ამის მიზეზი ისაა, რომ თავად მოვლენა ძალზე მრავალწახნაგოვანია. და ადამიანს, ვინც მის აღწერას ცდილობს, როგორც წესი სამყაროს განსაზღვრული სურათი აქვს, თავისი საკუთარი, რომელიც თავის მხრივ მოცემულია ამ ადამიანის ვექტორული ნაკრებით, ხოლო გარედან შეზღუდულია ინფორმაციათა წყაროს იმ რაოდენობით, რომლებთან გაცნობაც მან მოასწრო, რომელთანაც საქმე ჰქონდა მთელი ცხოვრების განმავლობაში.
თუკი მოვიყვანთ ანალოგიას, მოდი აიღოთ მაგალითისთვის ფუტკარი. მისი სამყარო მარტივ კატეგორიებად იყოფა; მისნაირი ფუტკრები, ყვავილები და მტერი-ფრინველები — ესაა სამყარო, რომლშიც ფუტკარი ცხოვრობს. გარესამყაროს აღქმის მისი უნარები შეზღუდულია მისი თვისებებით, საკუთრივ ფუტკრის, ამიტომ მას წარმოდგენა არ აქვს სექსზე, ინტერნეტზე, მობილურ ტელეფონებზე, უფროსის პატივისცემაზე, ან იმაზე, თუ რით შეიძება სურდოსგან განკურნება. ყვავილები, ფრინველები და სხვა ფუტკრები — ამ ჩარჩოებს იგი ვერ გასცდება. მაგრამ ესეც არაა ყველაფერი. ეს ის შინაგანი შეზღუდვებია, რაც მას ბუნებისგან გააჩნია, და რაც განპირობებულია მისი მწერებისადმი, კონკრეტულად ფუტკრებისადმი კუთვნილებით. თუმცა გარდა ამისა ფუტკარი შეზღუდულია ასევე გარედანაც. მას სკა რომელიღაც კონკრეტულ ადგილას აქვს, სადაც სხვა შრომისმოყვარე ფუტკრებიც დაფრინავენ და თაფლს აგროვებენ, მაგალითად სამ უახლოეს მინდორში, ან შესაძლოა ერთშიც. მას წარმოდგენაც არ აქვს, რომ არიან სხვა ფუტკრებიც რომელიღაც სხვა ქვეყანაში, და რომლებიც სრულიად სხვა ყვავილებისგან აგროვებენ თაფლს. ანუ გარემო ჩვენს ფუტკარს სრულიად კონკრეტულ მდგომარეობებს, სრულიად კონკრეტულ ლანდშაფტს აძლევს. შეუძლებელია, ფუტკრებს ავუხსნათ რაიმე მაიმუნების ან ლეოპარდების, ან მითუმეტეს ადამიანების ცხოვრების შესახებ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა აბსურდამდე დამყავს სიტუაცია, რადგანაც თუკი შევადარებთ, სიცოცხლის ძალიან დაბალი დონის მაგალითზე მომყავს ილუსტრაცია, მაგრამ მოვლენის არსი აბსოლუტურად იგივეა: ნებისმიერი ცოცხალი არსება შეზღუდულია სამყაროს აღქმაში თავისი ბუნებრივი თვისებებით. ეს ყველასთვის სამართლიანია, ჭიანჭველებიდან შიმპანზემდე.
მაგრამ ადამიანთან მიმართებაში სრულიად სხვა ისტორიაა. ესაა ცოცხალი ნივთიერების შემდეგი, ბოლო დონე, მისი განვითარების აპოგეა. ადამიანს გააჩნია განვითარების თვისება, ამიტომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავცდეთ ჩვენი შეგრძნებების ჩარჩოებს, იმ მოდელის ჩარჩოებს, რომელიც ბუნებრივად დევს ჩვენში. ბუნებრივია, ყოველი ჩვენგანისთვის ეს შესაძლებლობა განსხვავებულია, რადგანაც ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ, მაგრამ იგი აბსოლუტურად ყველას გააჩნია. უბრალო, ერთვექტორიან კუნთურ ადამიანსაც კი შეგვიძლია ვასწავლოთ აღქმა და უმარტივეს დონეზე სხვა ვექტორების გარჩევა, რაც საშუალებას მისცემს მას, რომ რაღაც ელემენტარულ დონეზე იგრძნოს მოცულობა ბუნებაში, იგრძნოს, რომ მისი თვისებები უნიკალურია, მაგრამ არა ერთადერთი, რომ არიან სხვა ადამიანებიც, და ისინი სხვა აზრებით ცხოვრობენ. ამასთან, თქვენს ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ ეს შესაძლებლობა სრული ძალით მხოლოდ დღეს გაგვიჩნდა, რამდენიმე წლის წინ, სისტემური აზროვნების წყალობით, იმის წყალობით, რომ ვიქტორ ტოლკაჩოვმა აღმოაჩინა რვა ეროგენული ზონა. მანამდე კი ჩვენში მოქმედებდა ფუტკრის მოდელი: ყვავილები, მტაცებლები, სკა.
საბოლოო ჯამში ჩვენ ის გვაქვს, რაც გვაქვს. 40 ათასი წელი კაცობრიობა არსებობს, მაგრამ გაგება, თუ ვინ ვართ, სად და რატომ, დღემდე არ არსებობს. რამდენი წიგნიც არ უნდა წავიკითხოთ, რამდენი თვალსაზრისიც არ უნდა გავიგოთ, ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, ესაა ცხოვრების ბრტყელი ხედვა, დაშლილი არასისტემური თვალთახედვების ნაკრები, რომლებიც არსად არაა შეკრული სისტემურ სურათად, რადგანაც ეს ღერძი, რომელიც ერთიან აწყობილ და გასაგებ მოვლენად აკავშირებს მათ, ეს ძაფი, რომელზეცაა ასხმული ყველა ეს თვალთახედვა, იმდენად ღრმაა, რომ არავის ძალუძს მასთან შეხება.