რატომაა ხშირი შეცდომები დიაგნოსტიკის საწყის ეტაპზე

როდესაც სვფ-ს სწავლას იწყებენ ხშირია, როდესაც ხდება ზოგი ვექტორის არსის არასწორი გაგება. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ვექტორებს, რომლებიც სხვებზე იშვიათია რაოდენობრივად, ან პირიქით, ვექტორს რომელიც თითქმის ყველას აქვს.
ხშირად კუნთური სიმარტივე ერევათ გონებაჩლუნგობაში და კუნთის ვექტორიანი ასეთად მიაჩნიათ, ეს კი სწორი არ არის. კუნთურ სიმარტივეში უზარმაზარი სიღრმეა. კუნთის ვექტორი ვლინდება ცოცხალი ნივთიერების საყრდენ ბაზად და არსში ძალიან ჰგავს სმენის ვექტორს, უფრო ზუსტად მის ,,შეკუმშულ”, გამოუვლენელ მდგომარეობას. არსში კუნთიც და სმენაც ორივე არის აბსოლუტური ,,ჩვენ” ოღონდ სხვაობა ისაა, რომ კუნთს ,,მე” ჯერ კიდევ არ აქვს, სმენას კი უმაღლეს განვითარებაში ,,მე” აღარ აქვს, მას ყველა თავის თავში შეაქვს. კუნთიც და სმენაც თავს გრძნობენ ჯგუფის ნაწილად, მაგრამ კუნთი იმიტომ, რომ ჯერ არ გამოცალკევებია ჯგუფს, სმენა კი იმიტომ, რომ ის არსით კაცობრიობას აერთიანებს (სამყაროსაც). კუნთიც და სმენაც ესწრაფვიან არსთან შერწყმასპირველსაწყისთან დაბრუნებას, მაგრამ კუნთისთვის ეს პირველსაწყისი მისი გამოუვლენელი მდგომარეობაა, სმენისთვის კი სამყაროს არსთან შეცნობით მისვლა.
მეორე ვექტორი, რომლის თვისებებიც არ ესმით არის ურეთრალური ვექტორი. არ ესმით რას ნიშნავს თანდაყოლილი ბელადი და მომავლის მომყვანი. ზოგი თვლის, რომ ეს ნიშნავს ბელადობის ძალით მოპოვებას სხვების ,,დაჩმორების” გზით, სინამდვილეში კი მოძალადე ანალური ვექტორია, ურეთრა არ ძალადობს ანალებივით, არც კანებივით ცდილობს მაღლა აძვრეს, ის ბუნებრივადაა ბელადი და ბუნებრივად აღმოჩნდება ხოლმე ჯგუფის სათავეში. მას აქვს ბუნებრივი ქარიზმა და ადამიანები მისი ბელადობის ქვეშ თავს დაცულად გრძნობენ. ურეთრალის გაიგივება ხდება ასევე ბელადის ,,საბჭოთა გაგებასთან”, ანუ ბელადთან, რომელიც მართავ იდეოლოგიით და თამაშობს სხვების სიცოცხლით. ურეთრალი კი ასე არ იქცევა, ის აზროვნებს ჯგუფური კატეგორიებით და ხედავს თითოეული წევრის პოტენციურ სარგებლიანობას ჯგუფისთვის, ამიტომ ის არ იშორებს ჯგუფის წევრებს. ურეთრალური ვექტორი, ეს ჯგუფის ბელადია ფიზიკურ დონეზე. ის არის ყველა გარღვევის მოთავე, ოღონდ ეს კანურ ნოვატორობაში ნუ აგერევათ. ურეთრალები არიანისინი, ვინც იპყრობს სივრცეს, სხვადასხვა მასშტაბებზე. ურეთარლი იყო ადამიანი, ვინც პირველმა გადაცურა ატლანტის ოკეანე (კოლუმბი) და ურეთრალი იყო ისიც, ვინც პირველმა გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს (ლინდბერგი). ურეთრალი იყო, ის, ვინც პირველმა შემოუარა დედამიწას გემით (მაგელანი) და ურეთრალი იყო ისიც ვინც შემოუფრინა დედამიწას (ჰოვარდ ჰიუზი). ურეთრალი იყო პირველი ავიატორი ქალიც (ამელია ერჰარდი) და პირველი კოსმონავტიც (გაგარინი). ასე რომ ურეთრალები არიან გამრღვევები და კაცობრიობის წინამძღოლები სხვადასხვა რევოლუციურ ნახტომებში. მაგრამ არა ისინი, ვინც ვინმეზე ძალადობს, ან კარიერულ სკამზე მიძვრება.
მესამე ვექტორი, რომლის არასწორი გააზრებაც ხდება არის ყნოსვა. საერთოდ ყნოსვის ვექტორიანები თვითდაფარული ხალხია და ეს მათ კიდევ უფრო ხვევს საიდუმლოების ბურუსში. პირველი, რაშიც ყნოსვა ერევათ ხოლმე არის ვიზუალური ვექტორი. რატომ? იმიტომ რომ ვიზუალები ძალზე კარგად გრძნობენ ადამიანებს და მათ ემოციებს და ამას ინტუიციას უწოდებენ, ამიტომ როდესაც იგებენ, რომ ყნოსვის ვექტორს ინტუიცია ახასიათებს, მაშინვე მიიწერენ ხოლმე ამ ვექტორს. სინამდვილეში კი ყნოსვით ინტუიციას, არანაირი საერთო არ აქვს ვიზუალების ემოციურ შეგრძნებებთან. ყნოსვები არ არიან ვიზუალებივით კეთილშობილები და არ ქადაგებენ საყოველთაო სიყვარულს (ეს თემა არც აინტერესებთ). შემდეგ უკვე ხდება ყნოსვის ვექტორის დემონიზაცია, რაც ასევე არსწორია. მართალია ყნოსვებს ახასიათებთ ირიბი მმართველობა, მაგრამ ეს მათი ფუნქციიდან მოდის: მატერიის შენარჩუნება და ადამიანთა რანჟირება. რაც არსში ერთი და იგივეა. ყნოსვის ვექტორი აცილებს საფრთხეებს მატერიას, ადამიანურ დონეზე კი ეს არის ჯგუფიდან მავნე ელემენტების მოცილება. მაგრამ ამის გაკეთება პირადად არ შეუძლია, რადგან ყნოსვას არ აქვს ისეთი სიმძლავრე, რომ ეს თვითონ შეძლოს, მას შეუძლია ამოიცნოს დაზიანებული და საფრთხის შემცველი მდგომარეობა, მაგრამ მისი მოცილება არ შეუძლია, ამისთვის ჭირდება ირიბი ძალაუფლება, ანუ მმართველობა ,,სხვისი ხელით”. ანუ ყნოსვა მართავს მათ, ვისაც აქვს ძალა და შეუძლია რეალურად მართვა, მათზე გავლით კი ყნოსვა არანჟირებს ჯგუფს და იცავს მატერიას.