რატომ არის ზოგი ადამიანის დიაგნოსტიკა უფრო რთული?

რატომ არის ზოგი ადამიანი ძალიან ადვილად დიაგნოსტირებადი, მაშინვე მიხვდები ვინ არის და რა მდგომარეობაში, ზოგის დიაგნოსტირება კი ძალიან ძნელია?

პირველ რიგში ამაზე გავლენას ახდენს ვექტორული წყობა. არიან მკაფიოდ გამოხატული ვექტორები, რომლებიც გარეგნობაში ძალიან მკაფიოდ ვლინდება (მაგ: ანალში სიმელოტე, ნაწყენი სახე, კანში გვერდიდან შემელოტებული თმები თხელი თითები, ფიზიკური მოქნილობა), მაგრამ არიან ვექტორები, რომლებთანაც გარეგნული იერსახე მეორადია და დამოკიდებულია ვექტორულ წყობაზე (მაგ: სმენა, ყნოსვა, ურეთრა, კუნთი). მეორე რაც გავლენას ახდენს, არის განვითარების დონე. როგორც წესი განუვითარებლობისას ვექტორი მიდის არქეტიპში და თავს ავლენს პირველყოფილი ავსებით, რაც გამოიხატება ძალზე ადვილად შესამჩნევად, განუვითარებელი ურეთრა ყაჩაღი, ან მარტოხელა მგელია, განუვითარებელი, ან ნაწყენი ანალი ასევე ადვილი საცნობია ჩამოშვებული ტუჩის კუთხეებით, დახრილი თვალებით, წინ გადმოვარდნილი ქვედა ტუჩით, დაბღვერილი სახით და ა.შ. ასეა ყველა ვექტორთან. ხოლო განვითარებულში კი იმდენად კარგადაა ვექტორები ერთმანეთს შერეული, რომ მათი სიმბიოზი სრულიად განსხვავებულ ფსიქოტიპს იძლევა და ის უკვე აღარაა ცალკე აღებული ვექტორების ჯამი, შესაბამისად ვექტორები ფორმაშეცვლილნი არიან. არის მესამე საკითხიც, ვექტორების კონტრარულობა და კომპლიმენტარულობა. ზოგი ვექტორი იმდენად ურთიერთთავსებადია, რომ ერთმანეთის შევსებით ერთგვარად ცვლიან ერთურთის თვისებებს. ხოლო ზოგი ვექტორი ხშირად იმალება სხვა ვექტორის გავლენით, მაგ: როცა ერთ ადამიანს აქვს ორალიც და ვიზუალიც, საკმაოდ ხშირია შემთხვევა როცა ამ ორიდან ერტერთი დამალულია და რთულად სადიაგნოსტიკო. და ბოლოს არსებობს დარღვევა ფსიქიკური სხეულის მოცულობის დონეზ, როცა ვექტორი ვერ ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიკაციას. ამ დროს ვექტორი რა თქმა უნდა რჩება, მაგრამ არაა ღიად გამოვლენილი, შესაბამისად რთულად დიაგნოსტირებადია.

რა განაპირობებს სხვაობას ერთნაირი ვექტორული წყობის ადამიანებს შორის?

ძირითადად ამაზე გავლენას ახდენს ორი ფაქტორი ტემპერამენტი და განვითარები დონე. პირობითად რომ ავიღოთ 5 ერთვექტორიანი კანი. ხუთივე კანის ვექტორიანია მაგრამ სხვადასხვა ტემპერამენტის გამო აქვთ სხვადასხვა რეაქციის სისწრაფე, სხვადასხვა ადაპტაციის უნარი. თუ მათ ტემპერამენტს აღმავალი თანმიმდევრობით დავალაგებთ ერთიდან ხუთამდე, და მაგალითად შევაჯიბრებთ სირბილში, მაშინ კანის ვექტორიანი ტემპერამენტით ერთი იქნება ყველაზე ნელი კანის ვექტორიანი, კანის ვექტორიანი ტემპერამენტით ხუთი ყველაზე სწრაფი. ანუ ტემპერამენტი ესაა ვექტორის სურვილის ძალა, რაც გამოხატულია საკუთარი ვექტორული თვისებების გამოხატვის უნარში და მასშტაბებში. მეორე ფაქტორია განვითარების დონე. თუ ავიღებთ ორი ერთნაირი ვექტორული წყობის მქონე ადმიანს, რომლებსაც აქვთ ასევე ერთნაირი ტემპერამენტით, ისინი შეიძლება მაინც განსხვავდებოდნენ განვითარების დონით. მაგალითად ორი ერთვექტორიანი კანი, ერთნაირი ტემპერამენტით. ერთს მშობლები ნორმალურად ზრდიდნენ, ასე თუ ისე ბალანსი დაცული იყო, ამიტომ კარგად განვითარდა და რეალიზებაც ეადვილება. მეორეს ანალი მამა უვარგისს ეძახდა და სცემდა, დედა ეუბნებოდა რომ უიღბლო და უმაქნისია. შესაბამისად ეს მს სცენარად ექცა, თვითონაც ფიქრობს რომ უიღბლოა, თავს რელურ ტემპერამენტზე დაბლა აღიქვამს და რეალიზებაც მეტად უჭირს.