რატომ აქვთ ანალის ვექტორიანებს მიუღებლობა ახალი სწავლებებისადმი?

სისტემური ფსიქოანალიზის და ზოგადად ახალი სწავლებების ათვისებისას ანალის ვექტორიანებს აქვთ შინაგანი კონფლიქტი, თვით სიტყვა ,,სისტემური“ მოწონთ, ეს იმას ნიშნავს რომ ქაოსი არ არის და რაღაც მოწესრიგებულთან აქვთ საქმე, მაგრამ 8 ზომისგან შედგენილი სისტემური ფსიქოანალიზი, მათთვის როგორღაც გაუგებარია. ამას კიდევ არა უშავს, მაგრამ ნებისმიერი ანალის ვექტორიანის ქვეცნობიერში დევს აზრი, რომ ვერანაირი ახალი სწავლება კარგი ვერ იქნება, პირდაპირ იტყვიან: როგორ, თუ ასეთი გენიალური იყო ძველმა ხალხმა რატომ არ იცოდა, თქვენ რა, ყველაზე ჭკვიანები ხართ?

ანალის ვექტორიანების ტვინი ასე მუშაობს, რაც უფრო ადრე ცხოვრობდა ესა თუ ის მოაზროვნე, მით უფრო ბრძენი და ავტორიტეტულია მათთვის, ანალებისთვის მთავარი მტკიცებულება გამოცდილებაა. ანალის ვექტორიანებისთვის აინშტაინი უფრო ბრძენია ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე სწავლული, გალილეი და ლეონარდო და-ვინჩი აინშტაინზე ბრძენები იყვნენ, იმიტომ რომ ისინი უფრო ადრე ცხოვრობდნენ, არისტოტელე და სოკრატე კიდევ უფრო ძველ დროში დხოვრობდნენ და საერთოდ უბრძენესი ადამიანები იყვნენ, ხოლო თუ მათზე ადრე ვიღაცამ რაღაც თქვა და ამან ჩვენს დრომდე მოაღწია, ეს უკვე ანალის ვექტორიანებისთვის უბრალოდ ცოდნა კი არა, დოგმაა. რამდენიც არ უნდა უმტკიცოთ ანალის ვექტორიანს, რომ ის ცდება, როგორი ლოგიკაც არ უნდა მოიშველიოთ (სხვათა შორის ანალებს ლოგიკა საერთოდ არ აქვთ, ეს კანური თვისებაა), როგორც არ უნდა ეცადოთ იმის ახსნას რომ კაცობრიობა ვითარდება და დღეს ნებისმიერმა ნორმალურმა სკოლის მოწაფემ მეტი იცის, ვიდრე ყველაზე ბრძენმა იცოდა უძველს ეპოქაში, ეს უბრალოდ უსარგებლო იქნება. ანალის ვექტორიანები წარსული დროის ადამიანები არიან, რაც უფრო ძველია რაღაც, მით უფრო მით უფრო მყარი არგუმენტია ეს მათთვის. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ანალის ვექტორიანების გონებაში უკვე ,,ჩატვირთულია“ გარკვეული ინფორმაცია, მათ წაიკითხეს წიგნები, მიიღეს განათლება, ვინაიდან მათ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება ერთხელ და სამუდამოდ, რაც არ უნდა გენიალური სიახლე მიაწოდოთ, ისინი ამას უბრალოდ ვეღარ მიიღებენ, რადგან სხვა ინფორმაცია მათთან პირველი მივიდა, ანუ ძველად მიაღწია მათ გონებამდე და ეს მათ ტვინში მთელი სიცოცხლე დარჩება, რადგან ერთვექტორიანი ანალის ვექტორიანები აზრს ძალიან ძნელად და იშვიათად იცვლიან.

ანალის ვექტორიანები ერთმანეთთან კამათისას ხშირად ეკითხებიან რჩევას მღვდლებს, მღვდელი ხომ მამაოა, თუ მღვდელი, ანუ სულიერი მამა რომელიმეს მოსაზრებას ბიბლიიდან მოყვანილი ციტატით დაადასტურებს, ეს ნებისმიერი ანალისთვის ბედნიერებაა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ვიღაც უძველეს დროში მათსავით ფიქრობდა. რაც უფრო ძველ ციტატას მოიყვანენ ანალები კამათისას, მით უფრო მყარი არგუმენტია ეს მათთვის, ხოლო ბიბლია ეს საერთოდ უძველესი წიგნია (ყოველ შემთხვევაში ისინი ასე თვლიან), ამიტომ ციტატა ბიბლიიდან ეს ნებისმიერი ანალის ვექტორიანისთვის ეჭვშეუტანელი არგუმენტია. ანალებისთვის არსებობს წონადი და უაზრო არგუმენტები, რაც უფრო ძველია არგუმენტი უფრო წონადია. წარმოიდგინეთ ორი ანალის კამათი, ორივე ძალზე ნაკითხია, ზიან, საათობით კამათობენ, მოყავთ ციტატები სხვადასხვა ავტორთა წიგნებიდან (თან საკუთარ ერუდირებულობას უსვამენ ხაზს) და კამათის ბოლოს ორივე მაინც საკუთარ აზრზე რჩება.

ჩვენ უკვე არაერთხელ გითხარით, რომ კაცობრიობა მოძრაობს დროის ღერძზე წარსულიდან მომავლისკენ, ანალის ვექტორიანებისთვის ეს ადამიანთა ,,დადებილების“ ღერძია, მათი აზრით უძველესი ადამიანი ყველაზე ბრძენი იყო, შემდეგ კი კაცობრიობას ნელ-ნელა დაავიწყდა ,,უძველესი სიბრძნე“ და დეგრადირდა, ამიტომ ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია. ანალის ვექტორიანები თვლიან, რომ რაც დრო გადის კაცობრიობა უფრო და უფრო ,,ჩლუნგდება“. ამიტომაც რაც უფრო ადრე ცხოვრობდა ადამიანი უფრო ბრძენი იყო, შესაბამისად მისი მოსაზრებები უფრო ავტორიტეტულია და ვინაიდან ვიღაც ავტორიტეტია, მის შესახებ უნდა იცოდნენ რაც შეიძლება მეტი. ამიტომ ანალის ვექტორიანები გულდასმით სწავლობენ უძველეს მწერლებს თუ ფილოსოფოსებს, რათა შემდეგ ნებისმიერი კამათისას მათი ციტატა მოიყვანონ ბედნიერი სახით და ჯეროდეთ რომ ვთქვათ სოკრატეს აზრი უმყარესი არგუმენტია. მოიყვანებენ რომელიმე ძველი ავტორის ციტატას და მერე წიგნს აგაფარებენ თვალებზე, აი თუ არ გჯერა თვითონ წაიკითხეო. ასე ფიქრობენ ის ადამიანები, რომელთა ფუძეც წარსულია. ჩვენ არ ვამბობთ რომ მათი მოსაზრება მცდარია, ან მართალია, ცუდია თუ კარგი, უბრალოდ ვცდილობთ ამ განსაკუთრებული აზროვნების მექანიზმის ახსნას, აზროვნების რომელიც პასუხისმგებელია ძველი გამოცდილების შენახვასა და მისი მომავალი თაობისთვის გადაცემაზე.