რატომ ითვლება ზოგიერთ ძველ სწავლებაში ინტუიცია ინტელექტის უმაღლეს გამოვლინებად?

კითხვა: რატომ ითვლება ზოგიერთ ძველ სწავლებაში ინტუიცია ინტელექტის უმაღლეს გამოვლინებად?
პასუხი: ინტუიცია ეს ყნოსვის ვექტორია. ყნოსვის ფექტორი ძალაუფლებაა. სად იყო ძალაუფლება კუნთურ და ანალურ ფაზებში? სად რეალიზდებოდნან ყნოსვები? კუნთურ ფაზაში და ანალური ფაზის ბოლოს ისინი იყვნენ შამანები და უმაღლესი სასულიერო პირები. თანაც ამ ეპოქაში სმენის ვექტორს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოკრეფილი ძალები. კი, იყვნენ ერთეული სმენის ვექტორიანები, რომლებიც ქმნიდნენ იდეებს, სწავლებებს, ფილოსოფიებს. მაგრამ სმენის ვექტორი როგორც ასეთი წინა პლანზე ჯერ კიდევ არ იდგა (ეს მოხდა მოგვიანებით, ანალური ფაზის შუაში). შესაბამისად ყველა წამყვან რელიგიურ, თუ შამანურ პოსტს ყნოსვის ვექტორიანები იკავებდნენ. როგორც ცნობილია ყნოსვის ვექტორიანები ინტუიციურად გრძნობენ სხვის ეგოს, სხვების სურვილებს, მათ გვერდით მოხვედრილ ადამიანებს ეჩვენებოდათ, რომ ყნოსვის ვექტორიანმა შამანმა მათზე ყველაფერი იცოდა, მათ სურვილებს გრძნობდა. ამას ემატება ისიც, რომ სამყაროს ყველა ვექტორი საკუტარი ტავიდან გამომდინარე ხედავს და საკუტარ ფასეულობებს ავრცელებს. ვინაიდან ძალაუფლება ყნოსვების ხელში იყო, მათ ინტუიცია უმაღლეს ინტელექტად გამოაცხადეს. შემდეგ კი სმენის ვექტორიანებმა, რომლებიც მაშინ ყნოსვის ძალაუფლების ქვეშ ქმნიდნენ იდეებს, წარმოიდგინეს, რომ ინტუიცია სულიერი მიღწევის დონეა. და ეს იდეად აქციეს.