რატომ იკვნეტს ბავშვი ფრჩხილებს.

 

ბავშვი უკვე დიდი ხანია, რაც ფრჩხილებს იკვნეტს. ხანდახან პირიდან ხელს საერთოდ ვერ აშორებინებთ. ამ ბოლოს ისეთ უკიდურესობამდე მივიდა საქმე, ლამისაა, ფეხის ფრჩხილებს დასწვდეს. გახდა ნერვიული და გაღიზიანებული. თქვენ კი უკვე თითქმის აღარ გაქვთ ამ ჩვევასთან ბრძოლის ენერგია. საინტერესოა, განვიხილოთ, თუ რატომ იკვნეტენ ბავშვები ფრჩხილებს და რა მოვუხერხოთ ამას.

ონიქოფაგიის მკურნალობა ფსიქოლოგის მიერ

როცა გამოსცადეთ ინტერნეტში ამოკითხული უამრავი საშუალება – შეაზილეთ პატარას თითებზე ყველა შესაძლებელი და შეუძლებელი ნივთიერება, წიწაკა, მდოგვი… ჭიებზეც კი უმკურნალეთ, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეთ, გამოსავლად პედიატრი დარჩა. მან ფსიქოლოგთან გაგიშვათ, ამ უკანასკნელის რჩევა კი იყო, ბავშვის ყურადღება სხვა რაიმეზე გადაგეტანათ, პლუს, გესაუბრათ ჭიების, მიკრობების შესახებ და იმაზე, რომ ფრჩხილების კვნეტა მავნებელია.

ისიც ივარაუდა, რომ ბავშვი გაიზრდება და ყველაფერი თავისით გაივლის. და რომ შეიძლება სცადოთ სპეციალური ლაქი პატარებისათვის, რომლებიც ფრჩხილებს იკვნეტენ. თუმცა ბავშვისთვის არც ეს უკანასკნელი ქცეულა დაბრკოლებად – მისმა ეფექტმა ორიოდე საათს გასტანა. რატომ არაა ეფექტური ეს მეთოდები?

ვისთვისაა დამახასიათებელი ეს მავნე ჩვევა

იმისათვის, რომ ბავშვს დავეხმაროთ, ჯერ უნდა გავერკვეთ, რატომ იწყებენ ისინი ფრჩხილების კვნეტას. სვფ-ს მიხედვით, ეს ახასიათებთ კანის ვექტორიან ბავშვებს.

კანის ვექტორიანი პატარა ცოცხალი და აქტიურია, თითქოს ენერგიის ულევი წყარო აქვს, ხელებს არასდროს აჩერებს, ყველგან მიძვრება, ყველაფერს ეხება, ხელში იღებს. ხშირად რამდენიმე რამეს ერთად აკეთებს. მალ-მალე ბეზრდება ყველაფერი, სულ ახალ და ახალ გასართობს ეძებს.

სწორედ კან პატარას შეუძლია, იკვნიტოს ფრჩხილები, ძირამდე შეჭამოს, არ აცალოს გაზრდა, დაიზიანოს კანი ფრჩხილის გარშემო. ამ ჩვევის შედეგები სულაც არა სახარბიელო: ფრჩხილები იმტვრევა, კანი ზიანდება, შეიძლება განვითარდეს ანთება.  გარდა ამისა, ბავშვი შეიძლება მუდმივად იქექებოდეს – იფხანდეს თავს, ან კანს სხეულზე.

ახლობლები ხშირად კითხულობენ ან გირჩევენ, რომ ბავშვს დაუშალოთ, აუკრძალოთ, ან თქვენი უკვირთ, რომ არ ებრძვით ამ ჩვევას, არ იღებთ ზომებს – გვერდიდან ყველაფერი უფრო ადვილად გამოიყურება. თუმცა, პატარა ამას ვერ აკონტროლებს. მისი დასჯა დაუშვებელია. ეს მისი ბრალი არაა.

რატომ იკვნეტს ბავშვი ფრჩხილებს?

თუ ბავშვს ეს მავნე ჩვევა ჩამოუყალიბდა, ე.ი. მას დისკომფორტი აქვს, რაღაც აკლია, რაღაც არ ყოფნის. ეს ჩვევა დროთა განმავლობაში თავისით არ გაქრება. სტრესის მდგომარეობაში მყოფი ზრდასრული ადამიანებიც იჭამენ ფრჩხილებს და არაფერი უშველის ამას. გარდა მიზეზის პოვნისა.

ყველა ბავშვი მშობლისგან უნდა იღებს დაცულობისა და  უსაფრთხოების შეგრძნებას – ეს არის ნორმალური განვითარებისათვის საჭირო აუცილებელი პირობა. როცა მშობელი თავად ვერ გრძნობს თავს კარგად, ვერ მოახერხებს ბავშვისათვის ამ გრძნობების უზრუნველყოფას. ასევე, თუ პატარას უყვირიან, ან ურტყამენ – იგივე შედეგი დგება. ბავშვის მგრძნობიარე კანი, რომელსაც ნაზი შეხება და მოფერება სჭირდება, სულ მცირე ტკივილის მიმართაც კი მეტისმეტად მგრძნობიარეა. თუ კანის ვექტორიან პატარას მუდმივარ სჯიან ფიზიკურად, ის ეჩვევა ტკივილს და იწყებს მისგან სიამოვნების მიღებას.

თუ ბავშვს შევაშინებთ, დასჯით დავემუქრებით, ხელებში ჩავარტყამთ, დამრიგებლური ტონით „წავუკითხავთ ლექციას“ – ის, იმ ვარაუდით, რომ მაინც დასჯიან, არ შეწყვეტს ფრჩხილების კვნეტას. რატომ? იმიტომ, რომ ამისგან ქვეცნობიერად იღებს სიამოვნებას. დაძაბულობას იხსნის.

კანის ვექტორიან პატარას სჭირდება ჩახუტება, მოფერება, მასაჟი. მისთვის აუცილებელია მოძრაობა.  გამოდგება მოძრავი თამაშები, სპორტული შეჯიბრებები, კონსტრუქტორები, მოდელირება. მოძრაობის შეზღუდვა მას ძაბავს, ანერვიულებს. ასევე მოქმედებს მოწყენილობა და იძულებით უმოძრაობა. მან უნდა ხარჯოს ენერგია.

რით ჩავანაცვლოთ მავნე ჩვევა?

როცა ბავშვი ვერ ავითარებს კანის ვექტორს, ვერ ავსებს მის მოთხოვნილებებს, ხელები პოულობენ „ალტერნატიულ“ საქმიანობას. გარდა ფრჩხილების კვნეტისა, პატარამ შეიძლება განუწყვეტლივ აქნიოს ფეხები, იაროს აქეთ-იქით, აიგლიჯოს ან დაიკაწროს კანი სიხლის წამოსვლამდე – მიზეზი ყოველთვის ერთია, ბავშვი სტრესშია და ასე იხსნის დაძაბულობას.

სწორი მიდგომისა და აღზრდის შემთხვევაში მავნე ჩვევა გაივლის. მას ჩაანაცვლებენ სხვა, უფრო მეტი კმაყოფილების მომტანი საქმიანობები. უბრალოდ, აღარ იქნება ფრჩხილების კვნეტის აუცილებლობა.

კანის ვექტორიანი ბავშვის სწორად განვითარებისათვის საჭიროა:

  • დღის რეჟიმი, გრაფიკი, რომელსაც დაემორჩილება;
  • ცხოვრების აქტიური წესი, ის ყოველთვის დაკავებული უნდა იყოს – შესაბამისად, არ მოიწყენს და არც ხელები გაექცევა პირისკენ;
  • არ მოსთხოვოთ იმის კეთება, რაც არ გამოუვიდა, ჯობია, აქცენტი იმაზე გაკეთდეს, რაც გამოდის და შეეფერება.

კანი ბავშვები, სწორი განვითარების შემთხვევაში, გამოდიან კარგი ინჟინერები, იურისტები, ხელმძღვანელი პირები.

შეიძლება, ბავშვის ფრჩხილების კვნეტის მიზეზი მშობელი იყოს?

შევხედოთ ამ მოსაზრებას სვფ-ს გადმოსახედიდან. ბავშვი სამი წლის ასაკამდე მთლიანად მშობელზეა დამოკიდებული,  ექვს წლამდე – შედარებით ნაკლებად. სამ წლამდე ბავშვებში მავნე ჩვევის მიზეზი თავად ბავშვი არასდროსაა. ამიტომ სამკურნალოა მშობელი.

თუ თქვენ დაძაბული ხართ, დაიწყეთ თქვენი თავით. სტრესი გადაედება ბავშვსაც – თქვენი ნერვიულობა, ბავშვზე პირდაპირ აისახება.

კანის ვექტორიანი ბავშვის ფსიქიკა ძალიან მოქნილია და აქვს მიდრეკილება შეზღუდვებისაკენ. ცოტაოდენი დახმარება საკმარისია, რომ ადვილად გადააგდოს მავნე ჩვევები. მთავარი მისი გაგება, მისი საჭიროებების გააზრება და სწორი მიდგომებია. იპოვეთ, რატომაა ბავშვი სტრესში, აღმოფხვერით მიზეზი და ონიქოფაგია გაივლის.

წყარო

მთარგმნელი: ნუცა ნიკოლიშვილი