რატომ მიდიან სმენა მდედრები კან-ვიზუალის სცენარში?

კითხვა: რატომაა, რომ სმენის ვექტორიანი ქალები საქართველოში თითქმის ვერ ახერხებენ სმენურად რეალიზებას და მასობრივად მიდიან კან-ვიზუალის სცენარში?

  პასუხი: ძირითადი მიზეზი ორია:

1. არქეტიპი. ანალურ ფაზაში (ანალურ დამოკიდებულებათა გავლენის გამო) ქალებს ნაკლებად ეძლეოდათ ჯგუფში რეალიზაციის საშუალება, განსაკუთრებით ეს ეხება სმენის ვექტორიან მდედრებს, მათ (იშვიათი გამონაკლისის გარდა) არ ეძლეოდათ ჯგუფში სრულფასოვნად რეალიზების საშუალება, ამიტომ ვერ ფორმირდა სმენური მდედრის რეალიზაციის სრულფასოვანი არქეტიპი, რაც დღეს იწვევს იმას, რომ სმენა მდედრებს ხშირ შემთხვევაში უწევთ რეალიზდნენ არა სმენური, არამედ რომელიმე სხვა ვექტორის ფასეულობებით და ვინაიდან სმენურ ფასეულობებთან ყველაზე ახლოს მყოფი ვექტორი ვიზუალია, ამიტომ უფრო უადვილდებათ ვიზუალის სცენარით რეალიზება.

2. სმენაც და ვიზუალიც ინფორმაციული მეოთხედის ვექტორებია ამასთან ორივე მათგანი მიმართულია გაუმჯობესებისაკენ (ვიზუალი როგორც არსებულის მორალურ-ეთიკურ-ესთეტიური გაუმჯობესება და სმენა როგორც მომდევნო მდგომარეობა), მაგრამ სმენური რეალიზაცია თანამედროვე სოციუმში უფრო რთულია, მისი არ ესმით და მისი განსხვავებულობა აწუხებთ თვით მისი ოჯახის წევრებსაც კი, ამიტომ მისი აბსტრაქტული აზროვნება ოჯახის წევრებს ხშირად არა თუ არ ესმით, არამედ აშინებთ კიდეც. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენთან, ანალურ მენტალიტეტში, მდედრისადმის ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ანალური დამოკიდებულება (რომელიც მდედრს მეორე ხარისხოვან არსებად აღიქვამს, მითუმეტეს სრულ უმეტესობას ვერ წარმოუდგენია შემეცნების მაძიებელი, ან სულიერი მასწავლებელი ქალი). შესაბამისად სმენის ვექტორიან მდედრზე ოჯახშივე მოდის უზარმაზარი ზეწოლა, იმდენად დიდი, რომ სმენის ვექტორი ვერ იღებს სმენური განვითარებისთვის საჭირო თვისებებს და მისი სმენურობა გადადის ფასეულობით ყველაზე ახლო მდგომ ვექტორში – უმეტესად ვიზუალში.