რა არის გასხივოსნება?

ბოლო პერიოდში სხვადასხვა ეზოთერულ ფორუმებზე ბევრს საუბრობენ გასხივოსნების შესახებ. რა არის საერთოდ გასხივოსნება და რომელი ვექტორის იდეაა ის?

თუ სისტემურად შევხედავთ, გვაქვს ორი ძირითადი პარამეტრი, რომლითაც ადამიანი ცხოვრობს. ესენია: შეგრძნებები (აქ ვგულისხმობთ სხეულებრივ შეგრძნებებს) და ცნობიერება. შეგრძნებები აწმყოა, ნებისმიერი სხეულებრივი შეგრძნება განიცდება აქ და ახლა. თუ ჩვენ დავხურავთ გარედან შემომავალი ინფორმაციის აღმქმელ ორგანოებს და ვკონცენტრირდებით შიგნით, ჩვენ დაგვრჩება მხოლოდ შეგრძნებები (ისინი, რაც გაგვაჩნია მოცემული მდგომარეობით). ეს იქნება გახსნა სივრცეში. ამის ერთერთი გზაა მედიტაცია.
თუ ყურადღებით ეცნობოდით ჩვენს ლექციებს, გეხსომებათ, რომ ყნოსვის ვექტორიანი ერთგვარად უკუღმა გზით ვითარდება. იცით ისიც, რომ ყნოსვის ვექტორს არ გააჩნია განვითარების ადამიანური დონე. ის ჯერ ცხოველურ შეგრძნებებს უღრმავდება, შემდეგ მცენარეულს, შემდეგ არაცოცხალს, ბოლოს კი ჩადის ისეთ სიღრმეში, სადაც მას წვდომა აქვს ადამიანის ნამდვილ ეგოსთან. ყნოსვის ვექტორის ეს მდგომარეობა შეზღუდული აღარაა ფორმით, სივრცით, დროით და ენერგიით. ასეთ მდგომარეობამდე განვითარებული ყნოსვა მთლიანად ახდენს საკუთარ თვისებათა გახსნას ქმნილების არსში. ამ მდგომარეობა განვითარება ყნოსვის ვექტორიანს შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ მას ყნოსვასთან ერთად აქვს სმენაც (მხოლოდ ყნოსვას სმენის გარეშე აქვს განვითარების მხოლოდ სამი დონე: ცხოველური, მცენარეული და არაცოცხალი. ხოლო სმენა ყნოსვის გარეშე ამ გზით რეალურ განვითარებას ვერ აღწევს). ასეთ დროს ყნოსვას უკვე აღარ ამძიმებს ადამიანების ფიზიკური ეგოს სიმყრალე, მათი საცოდავი უკმარისობის შეგრძნებები. ასეთ მდგომარეობამდე განვითარებული ყნოსვა ახდენს სრულ გახსნას (თვითგათქვეფას) მთლიან ქმნილებაში. ის ამ გზით ხდება მთლიანობა, ამიტომ ის აღარ კონკურირებს კონკრეტულ ადამიანებთან, რადგან ის სრული ქმნილების ნაწილი ხდება. ყნოსვა ,,მტრებს“ ეძებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი განვითარება არაა საკმარისი იმის გაგებისათვის, რომ ის ჯგუფზეა დამოკიდებული. როდესაც ყნოსვა ამ დონემდე ვითარდება, ის ხვდება, რომ მთელი ქმნილება ერთიანია, თვითონ კი ამ ერთიანობის ნაწილია, ამიტომ ის იწყებს ბრძოლას მატერიის შენარჩუნების, მისი დაცვისა და გადარჩენისათვის. თუ შეხედავთ მათ, ვინც გასხივოსნების შესახებ გააზრებულად და ცნობიერებიდან საუბრობდა, ყოველ მათგანს ჰქონდა ყნოსვისა და სმენის კომბინაცია (მაჰავირა, პრაბჰუპადა, ოშო). ეს მათთვის საკმაოდ ახლობელი შეგრძნება იყო და მათთვის ამ გზით სიარული იყო ბუნებრივი არჩევანი. ყნოსვის განვითარება სწორედ ქვეცნობიერის სიღრმეებში ჩასვლაზე გადის. ის თავისი ყურადღების ფოკუსს მიმართავს ქმნილების ერთი ბუნებისაგან მეორე ბუნებაზე, მანამ სანამ არ რჩება ქმნილების გაშიშვლებული არსი.