რა არის სვფ

რა არის სისტემურ ვექტორული აზროვნება? რას გვაძლევს ის და რა საჭიროა საერთოდ მისი შესწავლა? რატომ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა სვპ-ს სხვა სწავლებებთან შედარებით?
ეს არის სწავლება რომელიც გარანტირებულად აუხსნის ადამიანებს ვინ არიან ისინი, აჩვენებს მათ ფუნქციას და ადგილს საზოგადოებაში. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში სადაც გავრცელებულია ტერორიზმი, ნარკომანია, ძალადობა ქალებსა და ბავშვებზე, სადიზმი, გახშირებულია პედოფილია და სხვა. დღემდე არავის შემოუთავაზებია ამ ყველაფრის საფუძვლების ამოცნობის და მათი დაძლევის მზა რეცეპტი.
თუ თქვენ პირველად ეცნობით ამ სწავლებას მისი გაგება ცოტა რთულია. ვეცდებით მოგიყვანოთ მაგალითი: ადამიანთა უმრავლესობამ შეიძლება გაიხსენოს როდის გაიგონა პირველად სიტყვა ინტერნეტი. პირველად ეს სიტყვა თქვენთვის არაფრისმიმცემი იქნებოდა რადგან არ იცოდით მისი მნიშვნელობა, მის სასწავლად საჭიროა დრო რადგან ინტერნეტში არის უზარმაზარი ინფორმაცია და როგორც მინიმუმ საჭიროა ისწავლოთ თუ როგორ შეძლოთ ამ ინფორმაციის მოძიება. როდესაც არ არსებობდა ინტერნეტი ჩვენს ცხოვრებაში თითქოს უმისობა არც გვაწუხებდა, მაგრამ დღეს ინტერნეტის გათიშვა ჩვენთვის იგივეა რაც პირველყოფილი ადამიანისთვის ცეცხლის და საკვების დაკარგვა.
სისტემა ვექტორული ფსიქოლოგიის პრინციპი თავისი არსით თითქმის იგივეა, ეს აბსოლუტურად ახალი ცოდნაა, ეს არის სიღრმისეულად და ნაბიჯ-ნაბიჯ საკუთარი თავის და სამყაროს შესწავლა. სვფ ესაა სამყაროს და ადამიანის ფსიქიკის აღქმის მოდელი, ის შეიძლება გამოდგეს კომპანიის, ჯგუფის ან ნებისმიერი სხვა სისტემის მუშაობის მოდელად.
თუკი ჩვენ ავიღებთ ადამიანის ორგანიზმს, სხეული შედგება სხვადასხვა ორგანოებისგან რომლებიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული. სიტყვა სისტემა ჩვენთვის ნიშნავს ცნების მთლიანობაში აღქმას. ესაა როდესაც ვხედავთ ორგანიზმის ცალკეულ ნაწილებს და მათი ურთიერთკავშირით აღქმულ მთლიანობას. როდესაც ვხედავთ თითოეულ დეტალს და ვიცით თუ როგორ ცვლილებას ახდენს ერთი მათგანის ცვლილება დანარჩენებში. სისტემური აზროვნება ესაა რეალობის ახლებური, მრავალმხრივი გააზრება, რომელიც ლაგდება მარტივ, გასაგებ სურათად. თუკი განვიხილავთ კაცობრიობას ის შედგება განსხვავებული ადამიანებისგან, განსხვავებული ერებისგან და ა.შ. რომელთაგან თითოეული არის ერთიანი საკაცობრიო სხეულის ორგანო და ისინი ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან. დღემდე სრულფასოვნად არავის აუხსნია საკაცობრიო ორგანიზმის მუშაობის მოდელი.
მაშ ასე, რას გავაძლევს სვფ? ის ჩვენ გვაძლევს ხარისხობრივად ახალ შესაძლებლობას, ფუნქციურად დავინახოთ მსოფლიო. დავინახოთ დღემდე შეუმჩნეველი წესრიგი, ბუნების სრულყოფილი ჰარმონია, ბუნების კანონები იქ სადაც დღემდე ისინი შეუმჩნეველი იყო.