რა არის ტემპერამენტი?

ბუნება თანდაყოლილი თვისებებით, სურვილებითა და ტემპერამენტით გვაჯილდოვებს, მაგრამ მათ განვითარებასა და რეალიზაციაში სულ არ გვიწყობს ხელს. შეიძლება ვიზუალის ვექტორითა და მაღალი ტემპერამენტით დაიბადო და მაინც ვერ ისწავლო სამხატვრო სკოლაში, არც ხატვა ისწავლო და მთელი ცხოვრეა იწვალო დაუკმაყოფილებლობის გრძნობით რომ რაღაც ისე არაა.

მივეჩვიათ სიტყვებით თამაშს; ის ისეთი ტემპერამენტიანი მსახიობია, ეს ტემპერამენტიანი მამაკაცია, მე ისეთი გამოხატული ტემპერამენი მაქვს. სინამდვილეში რაზე ვსაუბრობთ? რას ნიშნავს ტემპერამენტულობა და ვინაა ტემპერამენტიანი ადამიანი?

ამ სტატიაში ტემპერამენტის ფსიქოლოგიაში მიღებულ განსაზღვრებასა და მის კლასიფიკაციაზე ვისაუბრებთ. რას ნიშნავს ეს სიტყვა? განმარტებით ლექსიკონში სიტყვა ტემპერამენტი ასეა ახსნილი – “ადამიანის ფსიქიკს ინდივიდუალურ მახასიათებელთა ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს მისი აღგზნების დონეს და მჟღავნდება მის ურთიერთობებში გარშემომყოფებთან, გარემოსთან, მის საქციელში და გრძნობების სიძლიერეში“. აგრეთვე ტემპერამენტია სასიცოცხლო ენერგია რომელიც შინაგანი აღმაფრენისკენ გვიბიძგებს.

სვფ ტემპერამენტს უფრო განსხვავებულ განმარტებას აძლევს – ვექტორების თვისებების გამომჟღავნების დონე, მათი გამოვლენის ინტენსივობა. უკეთ რომ ვთქვათ ჩვენი თანდაყოლილი ვექტორი განსაზღვრავს ჩვენს სურვილებს, ხოლო ტემპერამენტი ამ სურვილების სიძლიერეს.

როგორ გავზომოთ ტემპერამენტი, ამისთვის როგორც ვიცით ხელსაწყოები არ არსებობს. თუმცა სვფ-ს წყალობით შეგვიძლია ტემპერამენტი 1-დან 10 -მდე პირობითი შკალით გავზომოთ.

მაშ ასე – პირობითად მე ანალ-ვიზუალი ბიჭი ვარ. უხსოვარი დროიდან დღემდე – მხატვარი. ხატვისადმი უბრალო ლტოლვას განვითარებისთვის ხელშემწყობ პირობებში და მაღალ ტემპერამენტთან ერთად ნამდვილი ხელოვნების სედევრების შექმნა შეუძლია.

 

ტემპერამენტი 1 – მე ხატვა ბავშვობიდან მიყვარს, მაგრამ ახლა აღარ ვხატავ, მიყვარს მოგზაურობა და ნახატების თვალიერება.

ტემპერამენტი 2 – ბავშვობასი კარგად ვხატავდი, სკოლაშიც,ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ მხატვარი უნდა გავმხდარიყავი, მაგრამ ადვოკატი გავხდი.

ტემპერამენტი 3-  ბავშვობაში ისე კარგად ვხატავდი რომ დედამ სამხატვრო სკოლაში მიმიყვანა, დავამთავრე სამხატვრო სკოლა მაგარამ ხატვა აღარ გამიგრძელებია დიზაინერი გავხდი.

ტემპერამენტი 4 – სკოლაში ძალიან კარგად ვხატავდი, მერე სამხატვრო სკოლა დავამთავრე და მხატვარი გავხდი. არასოდეს გამომიფენია ჩემი ნახატები, არც გამიყიდია. ყველა ჩემმა ნათესავმა და მეგობარმა იცის რომ ნიჭიერი მაგრამ უიღბლო მხატვარი ვარ – რომელიც ბევრს ხატავს თუმცა ვერ ყიდის და ვერც გამოფენებს აწყობს.

ტემპერამენტი 5 – ბავშვობასი ძლიან კარგად ვხატავდი, მერე სამხატვრო სკოლა დავამთავრე და მხატვარი გავხდი. ძალიან ვეცადე წარმატებისთვის მიმეღწია მაგრამ არ გამოვიდა, თუმცა ორი სამი გამოფენა გავაკეთე. მართალია არავის არაფერი უყიდია ჩემი მეგობრების გარდა.

ტემპერამენტი 6 – პერიოდულად ვიღებ მონაწილეობას გამოფენებში და ზოგიერთ ნამუშევარს ვყიდი.

ტემპერამენტი 7 – თითქმის ყოველთვის ვიღებ მონაწილეობას გამოფენებში და ვყიდი ჩემს ნახატებს.

ტემპერამენტი 8 – მე გენიალური მხატვარი ვარ, ყველა ჩემზე ლაპარაკობს. ჩემს ნამუშევრებზე დიდი მოთხოვნაა.

 

და ასე 10 -მდე.

ტემპერამენტი თანდაყოლილი თვისებაა და ის ცხოვრების განმავლობაში არ იცვლება. დღეს ერთვექტორიანს იშვიათად შევდები ჩვენს უმრავლესობას 3-4 ვეტქორი აქვს და ყველა ამ ვექტორისთვის, სურვილებისთვის და თვისებებისთვის ტემპერამენტი ერთნაირია. ძნელი სათქმელია რომ მაგალითად ამ ადამიანს მაღალი ტემპერამენტი აქვს ვიზუალში და დაბალი ანალში. ეს რეალობას არ რეესაბამება. ტემპერამენტი ერთნაირია მაგრამ აი თავად ერთ ადამიანში თავმოყრილი  ვექტორები  შესაძლოა სხვა და სხვა ნაირად იყონ განვითარებული  და რეალიზებული.

ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ბუნება  თანდაყოლილი თვისებებითა და სურვილებით გვაჯილდოებს მაგრამ განვითარებასა და რეალიზებაში არ გვეხმარება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ შეიძლება ვიზუალის ვექტორითა და 5 ტემპერამენტით დაიბადო მაგრამ არც ხატვა დაიწყო და არც სამხატვრო სკოლაში ჩააბარო და მთელი ცხოვრება გტანჯავდეს სურვილი რომ სულს რაღარც უნდოდა, რაღაც სხვა. თანდაყოლილი ტემპერამენტი კი ხელშეუხებელი დარჩება.

 

მთარგმნელი; ეკატერინე სამხარაძე

წყარო; http://www.yburlan.ru/biblioteka/chto-takoe-temperament