რა დამოკიდებულება აქვს სვფ-ს ნლპ-სთან?

 რუსულ ფორუმზე დაგვისვეს კითხვა: დღეს ძალზე პოპულარულია ნეირო ლინგვისტურ პროგრამირება (ნლპ), ინტერნეტში ხშირია რეკლამა, რომელიც ამბობს, რომ ნლპ-ს დახმარებით შეგიძლიათ გახდეთ ვინც გნებავთ და მიაღწიოთ რასაც გინდათ. ასეა თუ არა ეს და რა დამოკიდებულება აქვს ვექტორულ ფსიქოლოგიას ნლპ-სთან?

ნლპ ესაა ძალზე სერიოზული ფსიქოლოგია, რომელიც გულისხმობს მანიპულირების მეთოდიკას. თუ თქვენ მიეკუთვნებით ისეთ ფსიქოტიპს, რომელსაც მანიპულაცია მოსწონს და გამოსდის (მაგალითად თუ თქვენ ხართ კანის, ან ყნოსვის ვექტორიანი), მაშინ ნლპ ნამდვილად ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ. ნლპ ეს სწორედ კან-ყნოსვური იდეაა. როდესაც შენ ტრილალებ საზოგადოებაში, ამ საზოგადოების ყოველი წევრი ხასიათდება რაღაც ჟესტებით, გამოსცემს რაღაც იმპულსებს, აქვს რაღც ქცევები. როდესაც იცით ნლპ, თქვენ კითხულობთ სხვა ადამიანის მიერ გამოცემულ სიგნალებს და განსაზღვრული ალგორითმის მეშვეობით, იცით როგორ მიიტანოთ ამ ადამიანამდე თქვენი აზრები და კონცეფციები ისე, რომ მაქსიმალურად შეძლოთ მას ეს გააგებინოთ და თუ აუცილებელია მასზე ზეგავლენა მოახდინოთ. შეიძლება თუ არა რომ ნლპ-ს დახმარებით მიაღწიოთ ყველაფერს რაც გსურთ? თუ მთელ თქვენს ცხოვრებას მიუძღვნით ნლპ-ს შესწავლას და მის პრაქტიკაში გამოყენებას, მაშინ თეორიულად ეს შესაძლებელია. საერთოდ ნებისმიერი მოქმედების შესასრულებლად არსებობს რამოდენიმე ვარიანტი. მაგალითად ავიღოთ საკუთარი დანიშნულების ძიება. დავუშვათ გვინდა ვიპოვოთ სმენის ვექტორის არსი, აქ საჭიროა საკუთარი თავის არსობრივი დიაგნოსტიკა, ვექტორული წყობის, განვითარების დონის და სხვა მახასიათებლების გათვალისწინება და თანდათან მიხვალთ იმ არსამდე, რასაც იკვლევთ. ამის მიღწევა შესაძლებელია როგორც სმენური გაცნობიერების (თანდათან გააზრების, სამყაროს აკრეფის), ისე ყნოსვური შეგძნების გზით (თვისებათა ანულირების) გზით (ის რასაც ეზოთერიკაში უწოდებენ მარცხენა და მარჯვენა ხელის გზებს). შეგრძნებების, თვისებათა ანულირების გზა, ეს ყნოსვის ვექტორის გზაა. შეიძლება თუ არა ამ გზით რეალიზაციის მიღწევა? დიახ, შეიძლება, მაგრამ ეს დღს კანურ ფაზაში უფრო რთულია, ვიდრე იყო ანალურ ფაზაში. ამჟამად მთავარია გავიგოთ, რომ თვითშემეცნებისა და საკუთარი გზის პოვნისთვის არსებობს უამრავი გზა. არის თუ არა ნლპ მათ შორის ერთერთი? დიახ, არის. იმიტომ, რომ ნლპ-ს დახმარებით შეიძლება მოახდინოთ თქვენი აღქმის ,,გადარესტარტება“ და ამ გზით თქვენი მდგომარეობის შეცვლა. შესაბამისად შესაძლებელია ამ მეთოდიკაში საკუთარ თავის პოვნაც.

იქნება თუ არა ეს მეთოდი ეფექტური და იმუშავებს თუ არა ყველასთვის? ადამიანთა უმრავლესობისთვის არა. პირველ რიგში იმიტომ, რომ მანიპულაციის მეთოდიკა ყველასთვის არ არის. მაგალითად კუნთის, ან ანალის ვექტორიანი ვერასოდეს შეძლებენ ვინმეთი იმანიპულირონ, ურეთრალი ამას არც დაიწყებს, ორალს და ვიზუალს ეს მხოლოდ განსაზღვრულ დონემდე გამოუვათ. ხოლო იმათგან ვისაც მანიპულირება შეუძლია (კანი და ყნოსვა), ყველა ვერ ახერხებს წავიდეს ისეთ სიღრმეში, რომ ნლპ-ს რეალურად გამოყენება შეძლოს, თუმცა კანის და ყნოსვის ვექტორიანებს ეს მაინც ყველა დანარჩენზე უკეთესად გამოსდით. სმენის ვექტორიანებს კი მანიპულირებაზე მეტად სიღრმეებში სიარული და არსის ძიება მოსწონთ, ამიტომ ნლპ რეალურად მათთვისაც არ არის. არა იმიტომ რომ სმენის ვექტორიანს არ შეუძლია ნლპ-ს ღრმდ შესწავლა, ან პრაქტიკულად გამოყენება, არამედ იმიტომ, რომ სმენების უმრავლესობას ეს არ აკმაყოფილებს.