რა იგულისხმება ტერმინში ,,სისტემური აზროვნება”.

კითხვა: რას გულისხმობთ ტერმინ ,,სისტემურ აზროვნებაში“, რა სისტემაზეა საუბარი?
პასუხი: როგორც წესი სამყარო შეიძლება გაგებულ იქნას სხვადასხვანაირად. ყოველ ადამიანს გააჩნია განსაზღვრული ხედვა და საკუთარი მსოფლმხედველობა. ყოველი ჩვენგანი ყველაფერს ხედვის საკუთარი პრიზმიდან განმარტავს. ჩვენი სწავლება ცდილობს აიღოს ხედვის ყოველი მოდელი და აღწეროს ისინი ბუნების კანონზომიერებებიდან გამომდინარე. ჩვენ ნებისმიერ მოვლენას განვიხილავთ რვაგანზომილებიანი პრიზმით (რვა ვექტორის, რვა ელემენტის ხედვის არეალიდან). მაგალითად, ჩვენ ვამბობთ, რომ ჯგუფის არსებობისათვის საჭიროა ადამიანთა რვა ტიპი. იმისთვის, რომ შესრულდეს რვა ძირითადი ფუნქცია. ნებისმიერი ჯგუფი, კომპანია, თუ ერი, ასეთივე პრინციპზეა დაფუძნებული, რადგან ნებისმიერი ერთობა გარკვეულწილად დაფუძნებულია ბუნების კანონზომიერებებზე. შესაბამისად აქაც აუცილებლად ვხვდებით რვა ძირითად დავალებას (ფუნქციას). თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ შექმნათ ბიზნესკორპორაცია და ყველა ვაკანსიაზე ზუსტად თქვენივე მსგავს ტიპაჟებს აიყვანთ, თქვენი კომპანია დიდხანს ვერ იარსებებს. იმიტომ, რომ ბუნება ვითარდება მრავალმხრივობის ხარჯზე. ასევე რვა ვექტორის პრიზმით ვუყურებთ ცალკეულ ადამიანებსაც. მას აქვს რვა ძირითადი ეროგენული ზონა, განვითარების რვა ძირითადი ფაზა. სისტემური აზროვნების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვსწავლობთ ბუნების ძირითად კანონს, რომელიც მდგომარეობს მის რვაგანზომილებიანობაში. შემდეგ ამ კანონს განვიხილავთ სხვადასხვა ჭრილში და ვუყურებთ მის მუშაობას ნებისმიერ სიტუაციაში. ანუ ვსწავლობთ ერთ მთავარ კანონს და მის გამოხატულებებს სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ისტორია, მეცნიერება, მედიცინა, ეზოთერიკა, ბიოლოგია თუ სხვა რამ. სამყარო ფრაქტალურია და მის ნებისმიერ დონეში ერთი და იგივე კანონები ვრცელდება, უბრალოდ განსხვავდება ამ კანონზომიერებათა გამოვლინების ხარისხი. სწორედ ამაში მდგომარეობს ხედვის სისტემურობის აზრი. ვსწავლობთ ძირითად კანონზომიერებებს და მათი მუშაობის გამოხატულებებს, ეს კი იძლევა სამყაროს გაზრების კოლოსალურ შესაძლებლობას. რასაც არ უნდა შეხედოთ, იქნება ეს ადამიანი, ჯგუფი, კაცობრიობა, სამყარო, თუ უმცირესი უჯრედები, მათი მუშაობის ძირითადი პრინციპი ერთნაირია.