რა შედეგები მოაქვს მშობლებზე წყენის მდგომარეობას?

ტომა, საყვარელი გოგონა. ბავშვობიდან იყო დამჯერი, კარგად სწავლობდა, დამოუკიდებლად ჩააბარა პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში, დაეუფლა შემოსავლიან პროფესიას. დაიწყო მუშაობა და წარმატებულ კარიერას იქმნის. ერთი სიტყვით თანატოლებისთვის შესაშური მდგომარეობა აქვს, მაგრამ, არის ერთი „მაგრამ“: ვერ აწყობს ურთიერთობას მამაკაცებთან. „ყველას რაღაც პრობლემა აქვს“.  პრობლემის არსი კი ისაა, რომ ტომას აზრით სიყვარული უნდა დაიმსახურო, მამა ხომ  კარგი საქციელისთვის აქებდა მას, ტომაც ფიქრობდა – რაც უფრო კარგად მოვიქცევი, მით მეტად ვეყვარები მშობლებს. ახლა კი ფიქრობს კარგი საქციელით მოაწონოს თავი სხვა მამაკაცებსაც და რეალურად ხდება მათი მხრიდან დაცინვის ობიექტი.

ეს მაგალითი ნათლად გვიჩვენებს როგორ აისახება ბავშვობის წყენა ზრდასრულ ასაკზე: ჩვენი გმირი დიდი ხანია აღარ ცხოვრობს მშობლებთან, მაგრამ კომპლექსები დარჩა და ხელს უშლის ცხოვრების აწყობაში. ყველამ, ვინც გულში ატარებს წყენას მშობლებზე, მასწავლებლებზე, თანატოლებზე, უნდა გაიგოს: ტყუილად ღეჭავთ გონებაში გასულ დროში მომხდარ მოვლენებს, ამაში გადის დრო და ვეღარაფერს ასწრებთ. წარმოიდგინეთ, რომ სკოლაში ახალი მასალის შესწავლის ნაცვლად გამუდმებით იმეორებდეთ გამრავლების ტაბულას. შედეგან განიცდით სტაგნაციას (შეკუმშვა) რეგრესს (უკუსვლა). იგივე ხდება წყენისას: იმის მაგივრად მოიწყოთ ახალი, უკეთესი ცხოვრება – მეხსიერებაში ატრიალებთ უსიამოვნო მოვლენებს. ეს იწვევს ახალ წარუმატებლობას და ასე დაუსრულებლად. ვერ ივიწყებ წარსულ წყენას-ვერ თავისუფლდები კომპლექსებისგან – ვერ ვითარდები – არ გეწყობა კარიერა ან პირადი ცხოვრება.