რა ხდება თუ ვინმე ცდილობს ურეთრალთან კონკურენციას?

ურეთრალს თავის გარშემო არ ჰყავს კონკურენტები. კანის ვექტორიანს ბევრი კონკურენტი ჰყავს და ისინი ურთიერთდაქვემდებარებით ურთიერთობენ. ანალის ვექტორიანსაც ბევრი კონკურენტი ჰყავს და ისინი ერთმანეთს ეტოლებიან ავთორიტეტით. ურეთრალი კი – ამ კუთხით – ერთია. თუ ჯგუფში ორი ურეთრალია, ეს ნიშნავს, რომ ან ჯგუფი გაიყოფა, ან ერთერთი მათგანი ბრძოლაში დაიღუპება, ან მათ ექნებათ განსხვავებული ტემპერამენტი და მაშინ მათ შორის არავითარი შეჯიბრი არ იარსებებს, უბრალოდ ერთი ავტომატურად აღმოჩნდება მეორის ქვემოთ, ანუ დიდი ჯგუფის, რომელიმე ქვეჯგუფის ბელადად. აქ მთავარია გავიგოთ, რომ ჯგუფში არის ერთი ურეთრალი (როგორც მაკედონელი იტყოდა: არ შეიძლება ერთ ცაზე ორი მზე ანათებდეს). ამიტომ ურთიერთობისას ურეთრალი არ კონკურირებს, მას აქვს ყველა დანარჩენთან ერთდროული ურთიერთობა. თუ კანის ვექტორიანი იქვემდებარებს, ხოლო ანალის ვექტორიანი ზეწოლას ახორციელებს, მაშინ ურეთრალი ხიბლავს და აღანთებს. ანუ თუ ბუნებრივი კუთხით ვისაუბრებთ, ურეთრალი მიმართავს სრულიად განსხვავებულ ქმედებას. რატომ განსხვავებულს? იმიტომ რომ ურეთრალი ხალხს იყოლიებს არა მათრახის გზით (კანური დაქვემდებარება – მათრახის გზა, იძულებითია. ასევე იძულებითია ანალური ზეწოლის გზაც, ის აიძულებს დაემორჩილონ), არამედ ნამცხვრის გზით. განსხვავება ისაა, რომ ურეთრალი არავის აიძულებს, არავის ემუქრება, ურეთრალთან ყველას თავად უჩნდება მისი გაყოლის სურვილი. არის მთელი ნიუანსები იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ეს ასე. როდესაც კუნთის ვექტორიანი მეომრები ხედავენ თავის წინ ბელადს, ისინი ერთიან სხეულად იკვრებიან, ერთად დუღაბდებიან. კუნთის ვექტორში პრაქტიკულად არ არის ,,მე”, ამიტომ ერთი უზარმაზარი ურეთრალური ,,მე”, ცვლის მათ პატარა ,,მეს”. ამიტომაც როდესაც კუნთის ვექტორიანების ჯარი ურეთრალის ვექტორიანს მიყვება, ისინი დაუმარცხებელნი ხდებიან. არსობრივად ამ დროს მათი გაერთიანებული ,,მე”, ერწყმის ურეთრალის ,,მეს” და ხდება მისი ერთგვარი გაგრძელება. ეს უზრუნველყოფილია ბუნებრივი მექანიზმით. ვინაიდან კუნთის ვექტორში თითქმის არ არსებობს ,,მე”, ამიტომ ისინი არ ეწინააღმდეგენიან იმას, რასაც ბელადი აკეთებინებს. კუნთის ვექტორიანებს სიტუაციის დამოუკიდებლად შეფასება არ შეუძლიათ, ამიტომ თუ ბელადი ამბობს მომყევითო, ისინი უსიტყვოდ მიყვებიან. ანალის და კანის ვექტორიანებს ,,მე” აქვთ, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მათ კრიტიკული აზროვნება აქვთ. ორივე მათგანს აქვს შინაგანი შეფასების უნარი, შეუძლიათ დაფიქრდნენ, ჭირდებათ თუ არა ის, რასაც ბელადი ამბობს. თუ კუნთის ვექტორიანს შეგიძლიათ უთხრათ: ასე გაგეთე! გასაგებია? და ისიც უბრალოდ იტყვის: გავიგე, გავაკეთებო. ანალის ვექტორიანი ასეთ დროს დაფიქრდება, აწონ-დაწონის, ამიტომ მასთან სხვაგვარი მოპყრობაა საჭირო. ანალის ვექტორიანს დამაჯერებლად უნდა აუხსნათ რა საჭიროა იმის გაკეთება, რასაც ეუბნებით. იმისთვის რომ მკაფიო და გასაგები იყოს ახლა ამ პროცესის ახსნას შეგნებულად ვართულებთ, ბუნებაში ყველაფერი გაცილებით მარტივად ხდება. ბუნებაში ურეთრალს ყველა უსიტყვოდ მიყვება, რადგამ მის გარდა მომავალს ვერავინ შეიგრძნობს. ურეთრალი ჯგუფს პირდება იმას, რისი მიცემაც მის გარდა არავის შეუძლია. ფსიქიკის შიგნით კი ეს პროცესები ცოტა რთულად მუშაობს, რადგან ანალსაც და კანსაც აქვთ ერთგვარი შინაგანი წინაღმდეგობა. ზოგჯერ ეს წინააღმდეგობა პიკს აღწევს. მაგალითად ურეთრალი კოლუმბის გემზე, მოხდა მეზღვაურთა აჯანყება. ანალის ვექტორიანები ბუზღუნებდნენ, ისეთ ადგილზე მივყავართ სადაც არცერთი ჩვენი წინაპარი არ ყოფილა და არავინ იცის იქ რა არისო. მაგრამ ურეთრალი მათრახის გზას ასეთ დროსაც კი არ მიმართავს. მიიყვანო ბელადი იქამდე, რომ მან მათრახი გამოიყენოს, ამისთვის ძალიან უნდა ,,მოინდომოთ”. ეს ძირითადად მაშინ ხდება ხოლმე, როდესაც რომელიმე თავხედი კანის ვექტორიანი ბელადის რანგს წაეპოტინება. ასეთ დროს უკვე საქმე სახუმაროდ არ არის. მსგავსი სიუჟეტი ნაჩვენებია მელ გიბსონის მიერ გადაღებულ მხატვრულ ფილმ ,,აპოკალიფსში”, აქ კარგად ჩანს როგორ ხდებოდა რანჟირება ურეთრალ ბელადსა და კანის ვექტორიან მეთაურს შორის.იქ არის სიუჟეტი, როდესაც კანის ვექტორიანი მეთაური ერთერთ ტყვეს კლდიდან აგდებს, როდესაც ამას ურეთრალი (იმ ჯგუფის მეთაური) იგებს, კან მეთაურს ეკითხება ჩემი ნადავლი სად წავიდაო, და როდესაც თავხედურ პასუხს ისმენს, წყნარად იღებს დანას, შიშით აკანკალებული კანის ვექტორიანისკენ იშვერს და ეუბნება სხვები აღარ გადაყაროო. შემდეგ კი წყნარად აგრძელებს გზას. ეს სიუჟეტი ამ ორ ვექტორს შორის ურთიერთობის კარგი მაგალითია, ოღონდ ადიაგნოტირეთ არა მსახიბები, არამედ პერსონაჟები. აქ დაინახავთ ნამდვილ ბუნებრივ რანჟირებას მოქმედებაში.