რეალიზაცია IT ტექნოლოგიების სფეროში

IT ტექნოლოგიები პროფესიების და საქმიანობის ფართო სპექტრს მოიცავს. მრავალი პროფესია ვერ ეტევა შეზღუდულ ჩარჩოებში და პირობითია მათი აღნიშვნა. ცალკე აღებული IT-პროექტის ჯგუფი შემდეგნაირად გამოიყურება: პირამიდის სათავეში მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელია პროექტის წარმატებით რეალიზებაზე,ორგანიზებას უწევს სამუშაო პროეტს და ხელმძღვანელობს ჯგუფს. არის სისტემური და ბიზნესანალიტიკოსტა მცირე ჯგუფი, მათი დანიშნულებაა დასახული მიზნის დეტალიზაცია და ანალიზი.  ეს მოიცავს სისტემის არქიტექტურულ დაგეგმარებას და ქვესისტემებად დანაწილებას.

შემდეგ მოდიან შემმუშავებელი პროგრამისტები – ჯგუფის ყველაზე მრავალრიცხოვანი ნაწილი, მათ უშუალო რეალიზებაში მოყავთ დავალება, ანუ ანალიტიკოსების მიერ დამუშავებული მონაცემები.  განვიხილოთ ეს პირამიდა საფუძვლიანად.

პროგრამისტი-ესაა ადამიანი, რომელსაც რეალიზებაში მოყავს კონკრეტული პროექტის ფარგლებში არსებული საერთო მიზანი/დავალების ნაწილი, იყენებს ანალიტიკოსების მიერ შერჩეულ ტექნოლოგიებს და ეყრდნობა მათივე შექმნილ სისტემის არქიტექტურას და ავლენს მის ჩონჩხს კოდში. პროგრამისტი – უფრო სწორად შემმუშავებელი – პროფესიული რეალიზაციისთვის უნდა იყოს ანალური და ერთი ინფორმაციული მეოთხედის ვექტორის (სმენა ან ვიზუალი) მატარებელი. ანალური ვექტორი უზრუნველყოფს პროგრამისტისთვის კონცენტრირდეს ერთ სამუშაოზე, რომელიც დაუწესა კანის ვექტორიანმა მენეჯერმა,  თავის მხრივ ანალი პროგრამისტი ზედმიწევნით აკურატულად ასრულებს მას. არცერთ სხვა ვექტორს არ შესწევს ძალა და ნებისყოფა 8 საათის განმავლობაში იჯდეს და აკეთოს ერთფეროვანი სამუშაო. ასევე ანალი უზრუნველყოფს ცოდნის დაგროვებას და გამოცდილების ფორმირებას. აერთიანებს და სისტემატიზაციას უკეთებს ამოცანის გადაჭრის ვარიანტებს.  კონკრეტულად-ესაა თვისება, რომელიც ეხმარება პროგრამისტს პროფესიულ ზრდასა და თავის სფეროში რანჟირებაში.

ვიზუალური ვექტორი – ესაა შესაძლებლობა სწრაფად აითვისოს და ეფექტურად აღიქვას ინფორმაცია, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია პროგრამისტის საქმიანობაში.  მზარდ კომპანიებში თანამშრომლებს უწევთ დასახული მიზნის მიღწევისთვის გაწეული მიშაობის პროცესში, ყოველდღიურად დაეუფლონ ახალ ცოდნას. როგორც უკვე ვთქვით IT დინამიურად განვითარებადი სფეროა. ტექნოლოგიები გამუდმებით იცვლება და ვითარდება, იკვეტება ახალი მეთოდები და მიდგომენი. ამიტომ კანის ვექტორი საუკეთესო დანამატია ანალისთვის. კანს აქვს შესაძლებლობა ლავირებდეს სწრაფად ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად. პროგრამისტი კანის ვექტორის გარეშე უპირატესობას მიანიჭებს კომპანიას, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ერთ რომელიმე პროდუქტზე ან ტექნოლოგიაზე სპეციალიზირდება, რადგან დინამიურ კომპანიაში მას გაუჭირდება არ ჩამორჩეს რიტმს.

იმისათვის, რომ პროგრამისტი შედგეს პროფესიონალად, მას აუცილებლად სჭირდება სმენის ვექტორი, რადგან სწორედ სმენაა პასუხისმგებელი აბსტრაქტულ აზროვნებაზე. როგორც წესი პროგრამისტების უმრავლესობას აქვს სმენის ვექტორი. თავისთავად პროგრამისტის პროფესია მოსაბაზრებელია სმენის ვექტორისთის-ზის კომპიუტერთან ნაუშნიკებით მოწყვეტილი გარესამყაროს. სმენა იძლევა შესაძლებლობას განვიხილოთ სისტემა აბსტრაქტულად, მისი ლოგიკური მოდელისგან განყენებულად.  ესაა შესაძლებლობა წარმატებული დიაგნოსტიკისთვის, ვიპოვოთ გაუმართაობის მიზეზი ქცევაზე დაყრდნობით, რომელიც არაა პირდაპირ კავშირში არსთან. ამას სმენა აღწევს სისტემის ან მისი ცალკეული ნაწილების აბსტრაქტული კავშირების გამოვლენით და მათი დაკავშირებით პრობლემის არსთან.

IT სპეციალისტის განვითარების შემდეგ ეტაპად მოიაზრება სისტემური ანალიტიკა იმდენად რამდენადაც ანალიზს უკეთებს სამუშაოს ფარგლებში მოცემულ საკითხთა ფართო სპექტრს: მოთხოვნის ანალიზი, მიღებულ გადაწყვეტილებათა კვლევა, ტექნოლოგიების და მიდგომების არჩევანი, დავალების ფორმალიზაცია, ალგორითმების და სტრუქტურის შემუშავება, სისტემის არქიტექტურის დოკუმენტაცია.  ანალიზის უნარი თავიდანვე ჩადებულია ანალურ ვექტორში.

წარსულში IT დაგეგმარების მოდელი მკაცრად განსაზღვრულ ქმედებების ჯაჭვს წარმოადგენდა (ანალიზი>დაპროექტება>რეალიზაცია>ტესტირება>გაშვება) დამკვეთი მხოლოდ საწყის ეტაპზე მონაწილეობდა პროექტში.  ამმხრივ ანალური ვექორი რეალიზაციისთვის საკმარისი საყრდენი იყო. დღეს კი პროცესები დინამიურად მიმდინარეობს. დამკვეტი უშუალოდ მონაწილეობს მუშაობის პროცესში, შეაქვს კორექტივები ყველა ეტაპზე და ამიტომ კანის ვექტოეის შესაძლებლობები აუცილებელია, რათ ოპერატიულად მოხდეს ადაპტაცია ახალ მოთხოვნებთან. მის გარეშე ანალური ვექტორი იქნება „მოუქნელი“ , პროექტი მნიშვნელოვნად გაიწელება დროში და ხარისხიც დაიკლებს. ასევე რთულია ამ სფეროში საქმიანობა სმენის ვექტორისთვის დამახასიათებელი თვისებების (ახალი იდეების გენერატორი) გარეშე. ის ასრულებს სისტემურ კვლევებსა და ანალიზს უშუალოდ პროცესის მსვლელობისას, განსაზღვრავს მოთხოვნებს და აანალიზებს გადაწყვეტილებათა ეფექტურობას.

ბიზნეს ანალიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია საკითხის არა მხოლოდ ბიზნესის კუთხით დანახვა, არამედ მომხმარებლის/დამკვეთის სურვილის გაგებაც, შესაბამისად საჭიროა კარგი კომუნიკაციური უნარები-ეს კი ვიზუალური ვექტორის თვისებაა. მენეჯერი რომელიც მართავს ჯგუფს და უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოს ხარისხს-რესურსების სწრად განკარგვით, აუცილებელი არაა ფლობდეს ზედა ვექტორების ნაკრებს, მაგრამ აუცილებლად უნდა ქონდეს კარგად განვითარებული, ორგანიზატორული შესაძლებლობების მქონე კანის ვექტორი. ანალური ვექტორი მენეჯერს აძლევს შესაძლებლობას არამარტო წარმატებით გამოიყენოს გამოცდილება, არამედ ღრმად  გააანალიზოს მოცემულობა/დავალება. ვიზუალურ ვექტორთან კავშირით მენეჯერი უკვე პროექტის „წყალქვეშაკენჭებსაც“ ხედავს და შეაქვს აუცილებელი ცვლილებები უკეთესი რეზულტატისტვის.

სმენის ვექტორის თვისებები აუცილებელი არაა მენეჯერისთვის , თუმცა მათი არსებობა საშუალებას აძლევს მენეჯერს ჯგუფის მუშაობა საერთო საქმის კონტექსტში განიხილოს, კომპანიის მიზანი იდეის დონეზე განავითაროს.

მაშ ასე , შევაჯამოთ შედეგები. რა თვისებებია საჭირო ინტერნეტ ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული რეალიზებისთვის: უპირველეს ყოვლისა კარგად განვითარებული ანალური ვექტორი. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ზედაპირულად შესრულებულ, არასაკმარისად სრულყოფილ რეზულტატს. ეს კი მხოლოდ დაბალ ხარისხ კი არა ზედმეტად დახარჯულ ძვირფას დროს უდრის. ასევე აუცილებელია კანის ვექტორი, შემუშავებული სისტემის ლოგიკურად გააზრებისთვის. აუცილებლობის შემთხვევაში კანი მომენტალურად ადაპტირდება ახალი მოთხოვნების შესაბამის პირობებში. ვიზუალური ვექტორი უზრუნველყოფს ცოდნის მიღების პროცესის გაადვილებას,რაც თავისმხრივ ქვედა ვექტორევის მუშაობას პროფესიული განვითარების და წინსვლის პირობას უქმნის. ასევე ვიზუალი უზრუნველყოფს ემოციური კავშირების დამყარებას როგორც თანამშრომლებს შორის ასევე კლიენტებთან, ეს ფაქტორი უმნიშვნელოვანესია პროექტის ეფექტურობისთვის. ხოლო თუ ყველა ზემოთჩამოთვლილს ერთვის სმენის ვექტორი, თქვენ პოტენციურად ფლობთ შეუზღუდავ შესაძლებლობებს ამ სფეროში საქმიანობისთვის. ცნობილია  რომ იდეები, განხორციელებული ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მილიონობით ადამიანსთვის ყოველდღიური ცხოვრების შეუცვლელ და განუყოფელ ნაწილად იქცა.  IT – სმენის ვექტორის რეალიზაციისთვის უკიდეგანო სივრცეა-რასაც ყველა განვითარებული სმენის ვექტორის მატარებელი გაცნობიერებულად ესწრაფვის.

წყარო: http://training8.ru/library/realizaciya-v-sfere-it-vzglyad-iznutri

მთარგმნელი: Ekoterine Sagittarius