რთულად მარტივის შესახებ

მოდით, განვიხილოთ ადამიანი, როგორც უნივერსალური სისტემა, სამყაროს ხატად და მსგავსად მოწყობილი. სახიერება და მსგავსება – ჩვენი სამყაროს ნებისმიერი რეალობის სისტემური ორგანიზაციის პირველი ძირითადი პრინციპია. მეორე პრინციპია – ნებისმიერი რეალობის გაორება ურთიერთ-საწინააღმდეგოებად. ორი საყრდენი ერთზე საიმედოა.

დავსვათ ბავშვური კითხვა: ნუთუ სამყაროში ყველაფერს გააჩნია თავისი საწინააღმდეგო მხარე? ნუთუ ყველაფერი გაორებულია? მარჯვენა და მარცხენა, ზემოთ და ქვემოთ, შინაგანი და გარეგანი, წარსული და მომავალი, წესრიგი და ქაოსი, გრავიტაცია და ლევიტაცია, ნივთიერება და ანტინივთიერება, ველი და ანტი-ველი… და ბოლოს, სამყარო და ანტისამყარო? ყველაფერი! ამის შემდეგ გინდა იყვირო: „ღმერთო! გააკეთე ისე, რომ სამყარო მაინც იყოს ერთი!“ და ყველაფერი დანარჩენი დაე გაორდეს, თუ სხვაგვარად არ შეუძლია, და გაორებულმა იბრძოლოს, ან თანაიარსებოს, როგორც მოესურვება. და აქვე ჩნდება საწინააღმდეგო აზრი: „ღმერთი ამაში ვერ დაგვეხმარება; მას თავისი პრობლემებიც ეყოფა!“…

ნუთუ ყველაფერი გაორებულია? მაგრამ მაშინ გაორებული თავის მხრივ კიდევ უნდა გაორდეს! და თავად ადამიანიც? შესაძლებელია თუ არა, რომ ორგანზომილებიანობის, ოთხგანზომილებიანობის და რვაგანზომილებიანობის ინსტრუმენტი ადამიანზეც გამოვიყენოთ? პასუხი ერთმნიშვნელოვანია: არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ ასეთი მიდგომა ფრიად ეფექტურია, განსაკუთრებით მაშინ, თუკი განვიხილავთ ადამიანს, როგორც ცოცხალ დინამიურ სისტემას. მაშინ აღმოვაჩენთ, რომ ოთხგანზომილებიანი არა მხოლო სამყარო, არამედ ადამიანიც, ამასთან გვაოცებს მათი საოცარი მსგავსება და სისტემური მოწყობა. ადამიანი არა მხოლოდ მუზეუმია სამყაროს ევოლუციისა, არამედ მისი „მეტრიკაც“, განზომილებაც; სამყაროს ჰოლოგრაფიული ფრაგმენტი. ადამიანის სტრუქტურათა და კონსტრუქციული თავისებურებების ანალოგიურობა ვლინდება ადამიანის აგებულების გენეტიკურ, ფიზიოლოგიურ, ბიოქიმიურ, სომატურ დონეებზე. ასევე ფსიქიკაში, აზროვნებაში, საზოგადოებრივ ყოფასა და ენაში, მის კულტურასა და სულიერებაში.

უფრო რთულად მარტივის შესახებ

ვცადოთ, გავშალოთ ეს თეზისი. თესლი, რომელიც მიწაში ხვდება, ორდება ფესვად და ღეროდ. ღერო ორდება ორ, ერთმანეთის ძალიან მსგავს ფოთლად. ხოლო ფესვი იტოტება. ფოთლების პირველი წყვილის შემდეგ ფორმირდება მათი მორე წყვილი, რომელიც უკვე აღარ ჰგვანან ერთმანეთს და მორფოლოგიურად განსხვავდება პირველი წყვილისგან. ტოტალური გაორების მოდელი სახეზეა. თუკი წარმოვიდგენთ, როგორ ხვდება ზიგოტამდე განვითარებული განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოში, როგორ იდგამს „სისხლძარღვების ფესვებს“ მის კედლებში, როგორ უჩნდება ჭიპლარი, წყვილი „ფოთლები“ და შემდეგ აგრძელებს განვითარებას, სახეზეა ამ პროცესების ანალოგიურობა.

განვიხილოთ ადამიანი, როგორც ცოცხალი ნივთიერების გაორებული კაფსულა. იგი შედგება ორი ქვე-კაფსულისგან – თავისგან და სხეულისგან. ქვედა კაფსულა შეიცავს ყველაფერს, რაც ოდესღაც საკვები გარემო ან ნიადაგი იყო მცენარისთვის, ხოლო ზედა კაფსულა უფრო წააგავს ნაყოფს, სადაც ტვინი, როგორც კაკლის შიგთავსი, თავის ქალითაა დაცული. მცენარის ფესვების სისტემა ადამიანში წარმოდგენილია ქვედა კიდურებით. მაგრამ ადამიანი, რომელიც ნიადაგს მოწყდა, სინამდვილეში მის არსს არ მოწყვეტია. ამჯერად იგი იძულებულია, რომ ნიადაგისგან კვება თავის შიგნით მოახდინოს და თან ატაროს „ნიადაგით სავსე ქოთანი“. ამ ქოთნის ფუნქციას კუჭი და ნაწლავები ასრულებენ. და ალბათ მიხვდით, რა არის „სასუქი“. ქვეკაფსულებს (თავს და სხეულს) აერთიანებს ყელის ღერო, რომელშიც ორი კაფსულათაშორისი კავშირი დამალულია საყლაპავი მილისა და ხორხის სახით. ერთის მეშვეობით ადამიანში მკვეთრად და წყვეტილად (კონტრარულად) აღწევს პოტენციური ენერგია საკვების სახით, ხოლო მეორეს მეშვეობით თანაბარზომიერად და უწყვეტად (კომპლემენტარულდ) ინტენციალური ენერგია – ჟანგბადის სახით.

ოთხი კიდური ქვემოთ (ორი ხელი და ორი ფეხი), ამასთან ფეხები – ესაა მცენარის ყოფილი ფესვები, ხოლო ხელები – მისი ტოტები. ოთხი კიდური ზემოთ – ორი ყური, ორი ყბის ძვალი. ჩვენ ვჭამთ და ვსვამთ, ანუ შეგვყავს სისტემაში (ცოცხალი ნივთიერების კაფსულაში) სახელწოდებით ადამიანი დღე-ღამეში სამი-ოთხი კგ პროდუქტი. და რამდენ კგ ჰაერს ვატარებთ ჩვენში იგივე დროის მანძილზე? 50, 70 ან ოცჯერ უფრო მეტსაც! სხვათაშორის, გავიხსენოთ, რომ მცენარე თავის ორგანიზმს ძირითადად აირებისა და მზის სინათლის ნაწილაკებისგან აშენებს. ადამიანი ლიანა და ადამიანი მუხა – რთული მეტაფორებია!

ჩავსვათ ფეხზე მდგომი ადამიანის ფიგურა მართკუთხედში. როცა მისი სიმაღლე ადამიანის სიმაღლეს შეესაბამება, ხოლო მართკუთხედის ფუძე – მის სისქეს. თუ მრავალ ადამიანს დავაკვირდებით, სიმაღლის მიხედვით ისინი იყოფიან მაღალ, საშუალო და დაბალ ადამიანებად. სწორედ ასევე დიდი, საშუალო და პატარა სისქის ადამიანებად. სიმაღლე და სისქე – ესაა ადამიანის სხეულის ანთროპომეტრიული ნიშნები. ამ ნიშნების მნიშვნელობა სტატისტიკურად თითქმის უწყვეტად იცვლება: დიდიდან მცირე სიმაღლემდე და დიდიდან მცირე სისქემდე. შეგვიძლია ასევე ავღნიშნოთ, რომ არსებობენ ძალიან მაღალი და ძალიან დაბალი ადამიანები. ესენი არიან გიგანტები და ჯუჯები. იგივე ეხება სისქესაც. ადამიანები ნიშნების უკიდურესობებით, უფრო მეტ ყურადღებას იპყრობენ. ისინი მკვეთრად გამოირჩევიან უმრავლესობისგან, და სწორედ ეს უკიდურესი გამოვლინებები უდევს საფუძვლად ადამიანი სპეციალური ტიპების გამოყოფას.

ახლა კი უფრო მეტი. ცხადია, რომ თუკი ძალიან გამხდარ ადამიანს სთხოვთ, რომ ბეღურა ასწიოს, იგი გაუმკლავდება ამ ამოცანას, მაგრამ მძიმე გირების აწევა – მისი დანიშნულება არაა. ადამიანის სხეულებრივი თავისებურებები და ფუნქციური შესაძლებლობები – ეს ორი პარალელური სამყაროა. თანაბრობაზე აქ ვერ ვილპარაკებთ. და სჭირდება კი ეს ბუნებას? ჩვენ განსხვავებულნი ვართ, და ამაში ვლინდება სამყაროს გონიერება. სხვადასხვაგვარ ადამიანებს უკეთესად შეუძლიათ სხვადასხვაგვარი ფუნქციები შესრულება – „ადამიანის“ სახეობის გადასარჩენად.

უკვე დროა მივიდეთ კითხვამდე, რა არის ადამიანის ფუნქციონალური ტიპები? ჰერმეს სამგზის დიდებული ვარაუდობდა, რომ ადამიანთა შორის ერთნი ჰგვანან ცეცხლს, მეორენი – წყალს, მესამენი – ჰაერს, მეოთხენი – მიწას, ზოგიერთი – ორს ან სამს ამ სტიქიებიდან, ზოგიერთი – ყველას ერთად. ქალდეველების საიდუმლო დოქტრინის თანახმად სამყარო გყოფილია ყოფიერები ოთხ მდგომარეობად: არქეტიპულდ, ინტელექტუალურად, ვარსკვლავურად და სტიქიურად, ამასთან არქეტიპული ყოველთვის ავლენს თავს იმ სახით, თუ როგორ იყო, არის და იქნება.

კიდევ უფრო რთულად მარტივის შესახებ…

ერთიანი სისტემის მოძებნა ნებისმიერი სიმრავლისთვის, ნებისმიერი რელობისთვის, სისტემათა სისტემის მოძებნა – ეს იდეა ყოველთვი იყო კაცობრიობის ოცნება. ჰერბრტ სპენსერი ამბობდა: „ღმერთი არის უსასრულო გონი, უსასრულო მრავალფეროვნება უსასრულო დროსა და სივრცეში, რომელიც თავს ავლენს ინდივიდუალობების უსასრულო რაოდენობით“.

ევოლუციური განვითარების შედეგად, ადამიანურმა გონმა კიდევ ერთი ხილი იგემა შემეცნების ხეზე. გენიალური იდეა ფორმულირებულ იქნა ჯერ კიდევ 1984 წელს, ვ. განზენის წიგნში „ სისტემური აღწერილობები ფსიქოლოგიაში“. (გამოცემული პეტერბურგის (მაშინდელი ლენინგრადის) უნივერსიტეტის მიერ, გვ. 44) აქ ჩვენ მოვახდენთ მის პერიფრზირებას ვ. განზენის კვარტოკომიური პოსტულატის სახით: „დაკვირვებადი სამყაროს ნებისმიერი სრული რეალობა აუცილებლად მოიცავს თავის თავში დროით, სივრცით, ინფორმაციულ და ენერგეტიკულ მახასიათებლებს.“ განზენის პოსტულატი საფუძვლად უდევს სისტემურ-ვექტორული ფსიქონალიზის სკოლას, და ჩვენ, ძვირფასო მკითხველებო, დავრწმუნდებით ამ ჭეშმარიტებაში, როდესაც მრავალ რეალურად დაკვირვებად ფაქტს განვიხილავთ.

თანამედროვე მეცნიერებაში არსებობს ოთხი ძირითადი საერთო-მეცნიერული ცნება: ენერგია, ინფორმაცია, სივრცე და დრო. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მეცნიერებების წიაღში დაბადებულმა ამ სიტყვებმა მოითხოვეს არა მხოლოდ ლინგვისტური, არამედ არსობრივი სისტემატიზაციაც. ძველი ბერძნების ოთხი პირველ-მიზეზი: წყალი, მიწა, ჰაერი და ცეცხლი, ასევე საერთო-მეცნიერული რიგი: დრო, სივრცე, ინფორმაცია და ენერგია – ეს რიგები პარალელურია და ეხმიანება ერთმანეთს.

ყოფით ცხოვრებაში არსებობს გამოთქმა: „ანალოგია – არ არის მტკიცებულების მეთოდი“ მართლაც, ანალოგია არ არის ნაწილობრივობი დამტკიცების მთოდი, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სამყაროს აზრობრივ გაგებას, ანალოგია, შესაძლოა ამისთვის ერთადერთი ინსტრუმენტიც კი იყოს…

ვ. განზენის ფორმულირებული პოსტულატიდან გამომდინარეობს შედეგი: დაკვირვებადი სამყაროს მთელი რეალობა, ადამიანის ტიპოლოგიის ჩათვლით, თავისი ატრიბუტული აღწერილობით ერთმანეთის მსგავსია, რადგანაც ყველანი ისინი აუცილებლად და საკმარისად შეიცავენ სივრცით, დროით, ინფორმაციულ და ენერგეტიკულ მახასიათებლებს.

ჰერაკლიტემ ზუსტად თქვა: „ყვლაფერი ერთია“. ოთხი „სტიქია“ – მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი – ანალოგიურია (და არა მხოლოდ მეტაფორულად) სივრცისა, დროისა, ინფორმაციისა და ენერგიისა.

ავტორი: ვიქტორ ტოლკაჩოვი