როგორ აისახება ადამიანზე მაღალი ტემპერამენტის გავლენა და რატომ გავს მაღალი ტემპერამენტი სმენის ვექტორს?

მაღალი ტემპერამენტი ვექტორში ნიშნავს საკუთარი ვექტორული სურვილების დიდ მასშტაბებამდე გატანას, განსაზღვრულ კომბინაციებში კი (განსაკუთრებით ურეთრალური ვექტორის, ან ანალ-კან-ორალის კომბინაცის არსებობის შემთხვევაში) ხალხის დიდი მასების აყოლიების უნარს. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ მთელი ნაცია აიყოლიონ, მათზე ამბობენ რომ აქვთ განსაკუთრებული ქარიზმა. მათი ქმედებები მასშტაბურია (მაშინაც კი თუ ეს ქმედებები არც ისე პოზიტიურია). თავისი მაღალი ტემპერამენტის წყალობით ამ ადამიანებს აქვთ არა მხოლოდ ადამიანთა აყოლიების და მასობრივად გავლენის მოხდენის უნარი, არამედ საკმაოდ მასშტაბური აზროვნება და შორს გათვლილი სამომავლო სტრატეგია. ამ უნარების გამო საკმაოდ ხშირად მათში შეცდომით ადიაგნოსტირებენ ხოლმე სმენის ვექტორს, თუმცა რეალურად მათში ეს ვექტორ არ არის. ამის საკმაოდ მკაფიო მაგალითად გამოდგება კუბის ყოფილი დიქტატორი ფიდელ კასტრო. მას აქვს მაღალი ტემპერამენტი სმენის ვექტორის გარეშე, თუმცა ეს ტემპერამენტი მას აძლევს რეალიზაციის იმხელა მასშტაბებს, რომ მისი დიაგნოსტიკისას ზოგჯერ გამოცდილი სვფ-ოლოგების ტყუვდებიან და შეცდომით მიაწერენ სმენის ვექტორს.

 

რას შევყავართ შეცდომაში?
საქმე იმაშია რომ სმენის ვექტორს, რომელსაც გააჩნია აბსტრაქტული აზროვნება, ახასიათებს ნებისმიერი სურვილის იდეად ქცევა და ნებისმიერი ქმედების დიდ მასშტაბებამდე გატანა. ამასთან სმენის ვექტორიანი ნებისმიერ იდეაში დებს უზარმაზარ ვნებას, რაც მის იდეებს ძენს უპრეცედნტო მასშტაბებს და აძლევს მას შესაძლებლობას, რომ ამ იდეით აანთოს ხალხის მასები. სმენის ვექტორიანი ფლობს აბსტრაქტულ ინტელექტს, მას შეუძლის ნებისმიერი ქმედება დაინახოს მომავლის პერსპექტივიდან და ამით დასახოს ჯგუფის შემდეგი მდგომარეობა. ის ბელადია, მაგრამ მისი ბელადობა ეხება არა ურეთრალივით ფიზიკურ ბელადობას, არამედ იდეურ და სულიერ მხარეებს. ის ქმნის იდეებს, ანთებს ჯგუფს ამ იდეით და თავადვე ხდება ამ იდეის დამნერგავი და გამტარებელი. მაგრამ იმისთვის, რომ მან შეძლოს ამ იდეის გატანა საზოგადოებაში, გარდა აბსტრაქტული ინტელექტისა ჭირდება განსაკუთრებული უნარები და მასშტაბები, რომელთა წყალობითაც არა მხოლოდ შექმნის იდეას, არამედ გახდება მისი საზოგადოებაში გატანა-დანერგვის გარანტი.
სმენის ვექტორიანის ეს მასშტაბურობა მართლა ძალიან გავს მაღალტემპერამენტიანი ადამიანის (სმენის ვექტორის გარეშე) მასშტაბურობას. ორივე მათგანს აქვს უნარი საკუთარ ქმედებას შესძინოს მასშტაბი, აიყოლიოს და ხალხთა დიდ ჯგუფზე გავრცელოს თავისი ნებისმიერი ქმედება. ამასთან მაღალი ტემპერამენტი თავის მატარებელს (ნორმალური განვითარების პირობებში), ძენს საკმაოთ სერიოზულ გააზრებას, ხოლო თუ მაღალტემპერამენტიან ადამიანს ერთვის ურეთრალური ვექტორი, ან ანალ-კან-ორალის კომბინაცია, მას აქვს თანდაყოლილი ქარიზმა, შეუძლია მასების წინამძღოლობა და ფლობს ჯგუფის მოხიბვლის არაჩვეულებრივ უნარებს. ეს უნარები კი მას კიდევ უფრო ამსგავსებს სმენის ვექტორიანს.

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე