როგორ არ გამოგვეპაროს გენია?

სმენის ვექტორიანი ბავშვების ზრდა განვითარება.

წყნარი, ჩაფიქრებული, საკუთარ თავში ჩაძირული – ასე აღიქვამენ გარშემომყოფები სმენის ვექტორიან ბავშვს. ის სხვებისგან თავისი არაბავშვური სერიოზულობით და თავის ასაკისთვის საკმაოდ გააზრებული კითხვებით გამოირჩევა. ის სულ რაღაცაზე ფიქრობს, არც თუ იშვიათად გაუცხოებულად უყურებს გარშემომყოფებს და თანატოლების ხმაურიან თამაშებსაც გაურბის.

ონავრობასა და ხულიგნობას ვერ დააბრალებ, მხოლოდ ჩაკეტილობისა და შენელებული რეაქციისთვის თუ უსაყვედურებ. არც სახლში საჭიროებს განსაკუთრებულ ზრუნვას. ბავშვი კი არა ანგელოზია. მართლაც ეს ნიჭირი ბავშვია განუზომელი ინტელექტუალური პოტენციალით. თუმცა თუ მისი დროული განვითარება გამოგვეპარა ეს მისთვის მძიმე ცხოვრებად იქცევა მომავალში.

 

მთავარი საფრთხე სმენის ვექტორიანი ბავშვის აღზრდისას.

პატარა სმენის აღზრდა და განათლება, მნიშვნლოვნად განსხვავდება სხვა ვექტორებიანი ბავშვების აღზრდისაგან. ყოველი მშობელი აღზრდას სიტყვიერად იწყებს – სიტყვებს ყურის გავლით, ბავშვის გონებაში, მისი სიცოცხლისთვის საჭირო აზრი მიაქვთ. არსებობს შეხედულება, რომ რაც უფრო ხმამღლა მივაწვდით ამ აზრებს მით უფრო სწრაფად აითვისებს მათ ბავშვი. ,,როგორც კი დაუყვირებ, მაშინვე გაიგებს”. თუკი სხვა ბავშვებისთვის ეს მეთოდები უბრალოდ არაეფექტურია, პატარა სმენისთვის ეს სულაც დამღუპველია. ყვირილზე მას მკაცრი უკუჩვენება აქვს. ყვირილი არათუ ცოდნის სწრაფად ათვისებაში უშლის ხელს, არამედ გეგმაზომიერად არღვევს ახალი ცოდნის მიღებაზე და ათვისებაზე პასუხისმგებელ ნეირონულ კავშირებს.

თუ გინდათ რომ პატარა სმენამ მოგისმინოთ მას წყნარი ხმით უნდა მიმართოთ. ამიტომ თუ გინდათ სმენა ბავშვი აღზარდოთ, აღზრდა-განათლების პროცესი, მიღებულისგან სრულიად განსხვავებულად უნდა აიგოს.

silent

სიჩუმე – ჯანმრთელობის საწინდარი

ადამიანის დაბადებამდე უყალიბდება სასმენი აპარატი. ის მუცლად ყოფნის დროსაც დაუცველია, იმ ხმამაღალი ბგერებისგან, რომლებიც ზემოქმედებენ დედაზე. პატარა სმენისთვის ეს შეიძლება თანდაყოლილი აუტიზმის ფორმირების მიზეზი გახდეს. იგივე გავლენა შეიძლება ქონდეთ ხმაურსა და ყვირილს 6 წლამდე – ეს ყველაფერი შეძენილი აუტიზმის ნიადაგს ქმნის. ამიტომ სასურველია ორსული ქალები ძალიან ხმურიან ადგილებს მოერიდონ, მშობლებმა კი შვილის საწოლთან არ გამოარკვიონ ურთიერთობები.

სვფ ამბობს, რომ პატარა სმენის ყური განსაკუთრებული მგრძნობიარობით გამოირჩევა. ასეთ ხალხს შეუძლია ბგერითი ტალღების სიხშირე და ინტენსივობა გაარჩიონ და სმენადობის დაბალი ბარიერი აქვთ. პატარა სმენებისთვის დამახასიათებელია ბგერის წყაროს მიმართულების სტერეოფონური დადგენა.

მათთვის დასაშვები ხმაურის დონეა – 20 დბ. ხმაურის სწორედ ასეთ დონეზე ადამიანს ეჩვენება რომ ის აბსოლუტურ სიჩუმეშია. შედარებისთვის ტელევიზორი საშუალოდ მუშაობს 80 დბ, ხმადაბალი საუბარი ადამიანებთან 60 დბ, საშუალოსტატისტიკურ ბინაში ხმაურის დონეა – 35დბ, სმენური ბავშვისთვის კი ასეთი არცთუ მაღალი მაჩვენებელიც კი ძალიან სახიფათოა.

სმენა და აზროვნება – ძირითადი კავშირი.

სვფ ამტკიცებს, რომ სწორედ სმენის ვექტორიანის განსაკუთრებულად მგრძნობიარე სასმენმა აპარატმა განსაზღვრა მისი დახვეწილი დამოკიდებულება ხმებისადმი. ამ უნარზე კი პირდაპირაა დამოკიდებული მისი აზროვნება. სწორი განვითარების შემთხვევაში, თანდაყოლილი აბსტრაქტული ინტელექტი, საშუალებას აძლევს სმენას სულ სხვა თანმიმდევრობის გონებრივი კავშირები დაამყაროს. ეს კავშირები აღქმითი და მეტაფიზიკური სახისაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი და იმავე მოვლენაზე მაგალითად კანის ვექტორიანი იკითხავს თუ რას მოუტანს ეს, ვიზუალი დანახულის ხატებითა და შთაბეჭდილებებით აივსება, სმენა კი მშვიდად იკითხავს ,,ვინ შექმნა ეს და ასე რატომ ხდება?” სურვილი გაერკვნენ საგნისა და მოვლენების არსში გაიგონ რატომ ხდება ასე – ეს პატარა სმენის ყველაზე ძლიერი ქვეცნობიერი სურვილია.

ბავშვობაში განვითარება მარტივად იწყება წყნარ ხმებს აყურადებს (ვიბრაციები, ბგერითი ტალღები). სწორედ ასეთი ვიბრციების შეგრძნებებზე ამახვილებს ყურადღებას სმენა.

რა თქმა უნდა, სმენის აპარატსაც ისევე როგორც ვიზუალურს, აქვს თავისი თვითგადარჩენის სისტემა. მოსალდნელ საფრთხეზე ადამიანს ქუთუთოები ეხუჭება და თვალები ეცრემლება – ასე იცავს თავს დაზიანებისგან. ყურის შემთხვევაში სულ სხვნაირადაა – გადაჭარბებული ხმაურის შემთხვევაში ბავშვი აღქმისა და ხმების ყურადღებით მოსმენის უნარს კარგავს. გამოდის რომ მას ესმის ხმები, მაგრამ უკვე როგორც ხარვეზები და სულაც აღარ ცდილობს ახალი და მხოლოდ მისთვის გასაგები აზრფორმები შექმნას.

როგორ შევუქმნათ კომფორტული პირობები

თანამედროვე ბავშვები დიდ პოტენციალს ფლობენ, მაგრამ ამასთან ერთად გაცილებით დაუცველებიც არიან გარემოს ნეგატიური ზეგავლენისგან, ამიტომ სმენური ეკოლოგიის შექმნას ფრთხილად უნდა მივუდგეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება აბსტრაქტული ინტელექტის განვითარება გამოგვეპაროს.

სვფ გვთავაზობს რეკომენდაცოებს, როგორ შევუქმნათ სახლში კომფორტული გარემო პატარა სმენას. თუ საშუალება გაქვთ, რემონტი ხმაგაუმტარი მასალით გააკეთეთ. ამოავსეთ ხვრელები და გააკეთეთ შუშაბანდები (რაც უფრო დიდია შუშებს შორის დაშორება მით უკეთესია) შიდა კარებზე ჯობს მკვრივი მასალა გამოვიყენოთ. ბავშვს ზედმეტი ხმაური არ უნდა აწუხებდეს, არც კარის ჭრიალი, არც ჭურჭლის წკრიალი სამზარეულოდან, არც მეზობლების ჩხუბის ხმები. ბავშვთანაც ჯობს ჩურჩულით ვილაპარაკოთ, ასე უფრო ადვილად შეძლებს თქვენს სიტყვებზე ყურადღების მიქცევას, თქვენ კი ზედმეტი ძალისხმევისთვის მიმართვა აღარ დაგჭირდებათ. ხმაურის საზომი უნდა აჩვენებდეს 20 დბ.

ყურადღება მიაქციეთ ყოველ სიტყვას, რომელსაც მას ეუბნებით. ის ხომ მათ არსს იკვლევს. განსაკუთრებით ისეთი სიტყვები, რომელიც მის საჭიროებას (,,ნეტავ სულაც არ გამეჩინე”) და გონებრივ შესაძლებლობებს ეჭვქვეშ დააყენებს. ეს ყველაფერი იმდენად ძლიერ დარტყმას აყენებს, რომ ფსიქიკა თვითგადარჩენის მიზნით ცდილობს თავდაცვით მექნიზმები გააქტიუროს და შეზღუდოს ბავშვის უნარი აღიქვას სიტყვების აზრი.

ამგვარად, ისედაც ჩაკეტილი ბავშვი, კიდევ უფრო ღრმად იკეტება საკუთარ თავში. კონტაქტი უკვე არჩევითი ხდება და უფრო რთულ შემთხვევებში შეიძლება სულაც უარი თქვას ურთიერთობებზე. აზროვნების უნარი სუსტდება, ეგოცენტრიზმი კი წლებთან ერთად იზრდება. ამგვარად 13-15 წლისთვის მშობლები იღებენ ჩაკეტილ, ჩამორჩენილ, საბაზისო საგნებში კი სიძნელეების მქონე, დეპრესიულ მოზარდს.

222

ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი აქტივობები. რით დავკავდეთ?

სვფ გვეუბნება, რომ არა მხოლოდ ხელი არ უნდა შევუშალოთ ბავშვს ბუნების ხმების მოსმენაში (ის განმარტოებისვის შეიძლება კარადაშიც შეძვრეს, ოთახშიც ჩაიკეტოს, ანდა სულაც კარავი გაიკეთოს ოთახში), არამედ მივეხმაროთ კიდევაც. უზრუნველყავით სიჩუმე ბავშვის ოთახში, ჩაურთეთ წყნარი კლასიკური მუსიკა. თუ დრო და დრო ასეთი მუსიკა სახლში ფონს შექმნის, ბავშვი მის ჟღერადობაში ჩაღრმავებას დაიწყებს. ამ დროს კი სმენისთვის ძალიან საჭირო ბუნების ხმებზე კონცენტრაციის უნარს გამოიმუშავებს. მოგვიანებით ეს უნარი სასკოლო მასალის ათვისებაშიც გამოადგება.

პატარა სმენისთვის საუკეთესო ჰობია მუსიკა. მუსიკალურ სკოლაში მეცადინეობა ხელს უწყობს პატარა სმენების განვითარებას. მაგრამ მაინც და მაინც ჰორნზე და დასარტყამ ინსტრუმენტებზე ნუ მიიყვანთ, მისთვის ვიოლინო და პიანინო საუკეთესოა. ეს სასურველია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომავალში არაფერში არ გამოადგება. მუსიკალური განათლება პატარა სმენისთვის დეპრესიული მდგომარეობების პროფილაქტიკაა. მუსიკალური ვიბრაციების წარმოსაქმნელად ბავშვი იძულებულია ექსტრავერტულობა გამოავლინოს, რაც გონების მუშაობის საჭირო უნარს სძენს.

სანამ ბავშვი 16 წლის გახდება, მშობლებმა უნდა უზრუნველყონ მისთვის სიწყნარე და ხელი შეუწყონ გონებრივ განვითარებაში. რა თქმა უნდა არც საბავშო ბაღში და არც სკოლაში სიჩუმის გარანტირება არ შეიძლება. მაგრამ აუცილებელია პატარა სმენისთვის თანატოლებს შორის რეალიზაცია. მას ხომ მათთან მოუწევს ცხოვრება. სახლში მიღებული სტრესის წყნარი მუსიკით კომპენსირება შეიძლება განმარტოებით, (ნუ გაგიკვირდებათ თუ ბავშვს უხარია როცა მშობლები მას მარტოს ტოვებენ), ვარსკვლევებიანი ცის ყურებით, ანდა სულაც მისი ანარეკლის ჭერზე.

ღამის ცა პატარა სმენისთვის საუკეთესო სანახაობაა. ასტრონომია მისთვის სასიამოვნო ჰობია. ხუთი წლიდან დაწყებული იწყებს კითხვების დასმას ვარსკვლავებსა და ცაზე, საიდან და რაც მთავარია რატომ გაჩნდა ყველაფერი. ეს ხშირად აქცევს მშობლებს ჩიხში რადგან ყოველთის საჭირო ცოდნას არ ფლობენ. საუკეთესო გამოსავალი წიგნებია. ბავშვის კითხვებისგან თავის დაღწევა ანდა რაიმეს გამოგონება არ ღირს. ასე შეიძლება მის თვალში ავტორიტეტი დაკარგოთ, მომავალი პატარა გენიოსისთვის კი ეს ძალიან ნიშვნელოვანია. წიგნი კი აუცილებელი პასუხების წყარო გახდება.

განმავითარებელი აქტივობები – წიგნი თუ კომპიუტერი?

თუ პატარა ვიზუალისთვის გრძნობებისა და თანაგრძნობის გასაღვივებელი წიგნების არჩევა ჯობს, პატარა სმენებისთვის შემეცნებითი უკეთესია. მაგალითად: საბავშვო ენციკლოპედია, რომელიც ვარსკვლავებიან ცაზე, ან ნებისმიერ სხვა რამეზე მოგვითხრობს უფრო დააინტერესებს სმენას. სასურველია, რომ დასაწყისისთვის ეს სწორედ წიგნები იყოს და არა გაჯეტები. თუმცა ყველაზე მეტად ბავშვს სწორედ პლანშეტი მიიზიდავს. წიგნებზე აქცენტირება თავის მხრივ კლიპური აზროვნებიდან, რასაც ასე კარგად აღვივებენ ახალი ტექნოლოგიები, ფოკუსის გადატანასაც ნიშნავს.

კლიპური აზროვნება ბავშვს არ აძლევს საშუალებას ერთ რომელიმე აზრზე ყურადღების გამახვილებისა, ერთი იდეიდან მეორისკენ მიჰყავს და შედეგად აზრები მაიმუნებივით დახტიან ტოტიდან ტოტზე. მაშინ როცა სწორედ ერთ კონკრეტულ აზრზე კონცენტრირებაა საბოლოოდ დასრულებული იდეის წარმოქმნის საფუძველი. იდეა და მისი განხორციელება კი სმენური ადამიანის მთავარი საციცოცხლო ამოცანაა.

ბავშვის წიგნით დაინტერესებაში იმის ახსნაც დაგეხმარებათ, რომ წიგნი ინტერნეტზე სარწმუნო წყაროა, სადაც (ინტერნეტში) თავის სიტყვებზე პასუხს არავინ აგებს. ბავშვის კითხვებს კი: ,,ცა ცისფერი რატომაა?” და “რა იქნება თუ დედამიწა აფეთქდება” – პასუხები სწორად უნდა გაეცეს.

პატარა სმენა ძალიან ადვილად იწყებს სიმღერას. სმენებს კითხვა უყვართ, განსაკუთრებით ღამით. სიცოცხლის აზრის ძიებაში ლიტერატურის უზარმაზარ მასას შთანთქავენ, სწრაფად გადადიან ფანტასტიკიდან ფილოსოფიაზე და ა.შ. ეს სმენის პუბერტატამდელი პერიოდი (11 წლამდე) განათლების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია.

ლიტერატურა სმენისთვისაც და ვიზუალისთვისაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეირჩეს. იყოს ეს ტოლკინი, როულინგი, ან უელსი, მაგრამ დაუშვებელია ძალადობრივ მოტივებზე შექმნილი ლიტერატურის მიწოდება. სმენისთვის ფანტასტი ავტორებიც საინტერესო იქნება. ფანტასტიკის დაძალება ასეთ ბავშვს არაფრით არ დასჭირდება. აი, სამეცნიერო ლიტერატურისკენ კი ჯობს უბიძგოთ. სწორედ იქ იპოვის ბავშვი პასუხებს თავის გლობალურ კითხვებზე, და მთელი სასკოლო და მოზარდობს პერიოდის ინტერესის მუხტს მიიღებს.

333

რა წავუკითხოთ?

3-4 წლიდან სასურველია სმენას ძილის წინ წავუკითხოთ ლიტერატურა ვარსკვლავებსა და პლანეტებზე, სამყაროზე და ა.შ. პატარა სმენას ილუსტრაციები დიდად არ ადარდებს (თუ ვიზუალიც არ ერთვის), მას უფრო ტექსტის აზრი აინტერესებს.

6 წლამდე სმენურ ბავშვებს გავაცნოთ მეცნიერების სხვა და სხვა სფეროები (ოღონდ მათთვის გასაგები ენით), ეს მათ დაეხმარება ზუსტი, ფილოლოგიური ანდა სამედიცინო მიმართულებების არჩევაში. შემდგომში ეს შესაბამის სასკოლო დისციპლინების უკეთ სწავლაში დაეხმარება. იმ დისციპლინებს, რომლებიც მის ინტერესებში არ შედიან, სმენა ხშირად იგნორირებას უკეთებს, ვითომდა ყურადღება რომ არ გაეფანტოს. თუმცა ხშირად გონებრივი პოტენციალი გაცილებით მეტი ცოდნის ათვისების საშუალებას აძლევს, ვიდრე მხოლოდ იმ მოცულობის, რომელსაც თავისი სურვილით სწავლობს. მეცნიერებების გაცნობა (განსაკუთრებით ხარისხიანი სამეცნიერო-პოპულარული გამოცემების) ბავშვის განვითარებას კონსტრუქციულ კალაპოტში აქცევს, მნიშვნელონად ამცირებს სექტებში, ფსევდო-ეზოთერულ მიმდინარეობებში მოხვედრის და სხვა დესტრუქციული ინტერესების გაჩენის რისკს (ექსტრემიზმი, ნარკოტიკები).

პატარა გენიოსების განვითარებისთვის საჭირო პრაქტიკული რჩევები.

პატარა გენიოსებისთვის განკუთვნილი მხოლოდ თანამედროვე გამოცემებით ნუ შემოვიფარგლებით. ისინი უფრო ვიზუალური (პაზლები, ლაბირინთები) და კანის (ლოგიკური თამაშები, კონსტრუქტორები) ვექტორების განვითარებას ემსახურებიან. სმენის აბსტრაქტულ ინტელექტს უფრო იაპონური კროსვორდი მოუხდება, სადაც რიცხვების მიხედვით სურათის აწყობაა საჭირო, ვიდრე სუდოკუ ან ,,იპოვეთ მსგავსებები”. ბანქოთი დაინეტერესებას სმენასთან უფრო მათემატიკური ხასიათი აქვს, თამაშის დასასრული ალბათობის თეორიის ამოცანების ამოხსნაზეა დამოკიდებული და არა გამართლებაზე როგორც ამას ბევრი კანი თვლის. ხშირად პოკერის მოთამაშეებს შორის სწორედ სმენები იკავებენ მთავარ ადგილებს, გაცნობიერებულად გამოჰყავთ რა საჭირო გამოთვლები.

პატარა სმენა პოტენციური გენიოსია და გახდება კიდეც მომავალში, თუ მშოლები შეძლებენ და მისი განვითარებისთვის კრიტიკულ მომენტებს გვერდს აუვლიენ. ერთ-ერთი ასეთი მომენტია მშობლის გაღიზიანება დღისით ბავშვის ძილიანობაზე და ღამით ძილზე კატეგორიულ უარზე. პატარა სმენა სწორედ გვიან საღამოსაა სრულიად ფხიზელი და გონებრივად აქტიური, ადრე დაწოლა მას მხოლოდ ჯანმრთელი გონებრივი დატვირთვის შემდეგ შეუძლია, ეს კი იმას ნიშნავს რომ შეგიძლიათ მას სიფხიზლის ერთი საათი “აჩუქოთ” სამეცნიერო ლიტერატურით დაკავების პირობით. როცა გონებისთვის საჭირო “საკვებს” მიიღებს, ბავშვი ადვილად დაიძინებს. დილით კი უფრო ადვილად გაიღვიძებს სკოლაში ან ბაღში წასასვლელად.

 

მთარგმნელი ეკატერინე სამხარაძე

წყარო: http://www.yburlan.ru/biblioteka/razvivajushhie-zanjatija-dlja-detej-so-zvukovym-vektorom-kak-ne-upustit-genialnost