როგორ აღვზარდოთ ანალური ფსიქოტიპის ბავშვი

 

საუკეთესო მოსწავლე თუ სკოლის მუხრუჭი, ანუ როგორ აღვზარდოთ ანალური ფსიქოტიპის ბავშვი.

არსებობენ სხვადასხვა ტიპის მოსწავლეები: აქტიური და დინჯი, მომთმენი და არც თუ ისე. მაგრამ ყოველ მათგანს ერთი ამოცანა გააჩნია – ისწავლოს სკოლაში და გამოიტანოს მისგან რაც შეიძლება მეტი ცოდნა. ბავშვებს ანალური ვექტორით უყვართ სწავლა და ეს კარგად შეუძლიათ. ანალური ფსიქოტიპის ადამიანის სახეობრივი როლი ასეთია – შეაგროვოს ინფორმაცია. ამ თვისების გამოსამუშავებლად საჭირო პირველ უნარ-ჩვევებს, ბავშვი სკოლაში ეუფლება. რამდენად ღრმად და მწიგნობრულად შესძლებს ამ თვისების გამოყენებას, დამოკიდებულია მისი განსწავლის ხარისხზე. ეს განსწავლა მხოლოდ ნიშნები კი არ არის. მოცემული თვისების განვითარება ბევრადაა დამოკიდებული მასწავლებელზე და ოჯახურ გარემოებაზე. თუ თქვენი პატარა ანალური ვექტორის მფლობელია, მისთვის სკოლა – კომფორტული გარემოა. რა თქმა უნდა ის ძნელად ადაპტირდება და ყოველ სასწავლო წელს დიდხანს ეჩვევა ,,ახალ” განრიგს, რადგან უძნელდება არდადაგებიდან გადაჩვევა.

ბოლო წერტილამდე…

დაბალი კლასები საძირკვლის ჩაყრაა მთლიანად სკოლის პერიოდში განვითარებისათვის. სწორედ ამ პერიოდში უნდა მოვასწროთ ბავშვში მისი თვისებების სწორი მიმართულებით განვითარება. ანალური ბავშვები მომავალში შეიძლება გახდნენ თავიანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალები, საუკეთელო სპეციალისტები. ამისათვის კი მათ უნდა განავითარონ უნარი, რომ დაწყებული საქმე მიიყვანონ ბოლომდე. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქმეების დამთავრების იმ გამოცდილებას, რომელსაც ის იღებს სკოლაში.

ამ ჩვევის განვითარებისათვის კარგი მაგალითებია – ხატვა და ამოცანები “მოაცილე ზედმეტი”. ისინი აღმზრდელობითი პროგრამის პრაქტიკაში ერთვებიან ჯერ კიდევ სკოლამდე. ფიგურების ხატვა და პირველი მონახაზები, კარგი დამხმარეებია ამ ბავშვში საჭირო უნარების განვითარებისათვის. ყველა შტრიხი, ხაზი, მრუდი უნდა გაივლოს ბოლომდე, მონდომებით და აკურატულად, კუთხეების ჩამოჭრის გარეშე და იმის არ დავიწყებით, რომ ფანქარი მიიყვანოს ბოლო წერტილამდე (სრული სიზუსტით).

ნახატების დათვალიერებისას მისი ყურადღება გაამახვილეთ შემდეგზე: აიღეთ ხელში მისი ხელი, რომელშიც ფანქარი უჭირავს და ასე მიიყვანეთ ბოლომდე, იმის ახსნით, რომ სამუშაო მხოლოდ ასე ითვლება დამთავრებულად და კარგად შესრულებულად. კანის ვექტორიან ბავშვს შეუძლია ფიგურების შემოხაზვა და ხუთ წუთში დამახსოვრება, ანალურ ბავშვს ჭირდება ეს პროცესი რამდენიმეჯერ ზუსტად გაიმეოროს.

ისეთი ტიპის ამოცანები, როგორიცაა ,,მოაცილე ზედმეტი” ასევე ახდენს ანალური ბავშვის თვისებების განვითარებას, რადგან ისინი, არსობრივადაც, წარმოადგენენ გასუფთავების პროცესს. სწორი ფიგურების არასწორი ფიგურებისგან, სწორი აზრების შეუსაბამოსაგან, არასწორისგან. გასუფთავების პროცესის სათანადო ფორმირება, როგორც ფიზიოლოგირის, ასევე ფსიქოლოგიურის, წარმოადგენს ძირითად ფაქტორს ანალური ბავშვის ფსიქიკის ფორმირების პროცესში. ეს ამოცანები შინაგანად გასაგებია ანალური ბავშვისათვის, ამიტომ ასე ნახევრადთამაშით, ამ ამოცანათა ბაზაზე, შეუძლიათ აღიქვან და დაიმახსოვრონ ინფორმაციის უზარმაზარი მოცულობა.

ძლიერი მეხსიერება ანალური ადამიანის უმნიშვნელოვანესი თვისებაა. ის იარაღია მისი ფუნქციური როლისათვის, რომელიც საშუალებას აძლევს დაიმახსოვროს და შეინახოს ინფორმაციის უზარმაზარი მოცულობა.

მეხსიერების განვითარება ბავშვს ეხმარება ლექსების შესწავლაში და წიგნებიდან ამოკითხული ინფორმაციის დამახსოვრებაში. ასეთი ბავშვისთვის, კითხვა ერთერთი უნიკალური საშუალებაა ახალი ცოდნის შესაძენად, ის სიამოვნებით კითხულობს და მშობლებისთვის აუცილებელია მონაწილეობა მიიღონ შვილის კითხვის შესწავლის პროცესში. ანალური ბავშვებისასთვის იმაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის, ვიდრე წიგნების კითხვა დედასთან ერთად, როცა ერთად იწყებენ სიტყვის კითხვას (ანალურ ბავშვს მუდამ უძნელდება დაწყება). ყოველ თავის წაკითხულ აბზაცს, დედის ქება უნდა მოჰყვეს. დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ და დამსახურებულ შექებას.

ასეთი მიდგომა უნდა შენარჩუნდეს დაბალ კლასებში. მშობლის მონაწილეობა დავალების შემოწმებაში ანალურ ბავშვს ეხმარება მისი თვისების განვითარებაში. კითხვა უნდა იყოს გასაგები, თანმიმდევრული. ასეთ მოთხოვნას დიდად შეესაბამებიან სავარჯიშო წიგნები სკოლის დისციპლინებზე, რომლებიც იმეორებენ სკოლის პროგრამას და ემატებიან მას. ამ ფსიქოტიპის ბავშვს, აქვს უნარი აითვისოს ინფორმაცია, მაგრამ საქმე იმაშია, თუ როგორი ინფორმაცია ხვდება მის ხელში. სწორედ ლიტერატურის ყურადღებით შერჩევისას ეკისრებათ მშობლებს უდიდესი პასუხისმგებლობა.

როგორ ავიცილოთ ,,გაჭედვა“

ანალური ბავშვის განსწავლის ერთერთ მნიშვლელოვან განსაკუთრებულობას წარმოადგენს დაჟინებულობა და თანმიმდევრულობა: მასალის განმეორება საჭიროა იმდენჯერ, რამდენსაც ბავშვის ფსიქიკა მოითხოვს დამახსოვრებისათვის. ცნობილი გამონათქვამის პერეფრაზირებით თუ ვიტყვით: ,,განმეორება ცოდნის დედაა“. არ დაიშუროთ ამისთვის დრო: ამ ქმედებების შედეგი მოითხოვს ხანგრძლივ დროს. ასეთი ბავშვი ხშირად იწყებს დამუხრუჭებას ახალ დავალებებზე თუ თემებზე. ამასთან ერთად ის სკამზე ჯდება, მისთვის დამახასიათებელ “ჩაკეტილ” პოზაში, თვალები მიპყრობილი აქვს ერთ წერტილში და დუმს. ყვირილით და ჯაჯგურით გამოფხიზლების მცდელობა არ გვეხმარება. ის უფრო იკეტება, თავის ფიქრში, სწორედ იმაში, რომელიც მას “არ ესმის”. იმისთვის, რომ ამის საშუალება არ მივცეთ, საჭიროა გამუდმებით ვკითხოთ, ესმის თუ არა მას, და თუ არა, ზედმეტი სიტყვების გარეშე ვეუბნებით, რომ დაიწყოს თავიდან. თუ თავიდან დაწყებას დიდი ხანი სჭირდება, მაშინ უნდა კითხოთ, სახელდობრ რა არის მისთვის გაუგებარი, გამოხატეთ ეს კეთილგანწყობით, არ ეჩხუბოთ და არც აიძულოთ. ვიდრე თავს არ დაგიქნევთ, არ გადახვიდეთ მომდევნო საკითხზე. ხდება ისეც, რომ ბავშვამდე მშობელს, ან მასწავლებელს ევსება მოთმინების ფიალა, მაშინ უმჯობესია გაკეთდეს შესვენება და ბავშვი დავტოვოთ მარტო ამ დავალებასთან. ხშირად, დაბრუნებულზე, შეიძლება დავინახოთ მომღიმარი ბავშვი, რომელიც სრულიად გაცნობიერებული იმეორებს იმას, რაც მას 15 წუთის წინ აუხსნეს.

ყოველ დავალების პროცესში საკმარისია 2-3 მაგალითის განხილვა. მეტი ანალურ ბავშვს არ სჭირდება, შემდეგ ის თავისით გაართმევს თავს. რაც მთავარია: აქ არ არის საჭირო აჩქარება, საჭიროა ხშირი განმეორება, ბავშვთან კონტაქტი და შექება დამოუკიდებლად შესრულებული დავალებისთვის. არ არის საჭირო ხშირად სხვადასხვა რამეზე გადართვა. სხვადასხვა დისციპლინებზე მეცადინეობის დასრულება შეიძლება მხოლოდ იმ ფაქტით, რომ ყოველივე რაც გვქონდა დღეისათვის დაგეგმილი ჩვენ გავაკეთეთ (სამუშაო დასრულებულია). ასეთ ბავშვს აქვს უნარი ჩაუჯდეს 45 წუთი ერთი ტიპის სამუშაოს, ოპტიმალური ერთი საათია.

ერთ ერთ დაბალ კლასში მშობელთა კრების საუბრიდან: ,,თქვენი ბავშვი მუდამ იყო ისეთი დამჯერი, ხელი მუდამ აწეული ჰქონდა, სუცხოოდ იქცეოდა, ახლა კი რამდენადმე არააქტიური გახდა… ახლა მთლიანად გაჩერდა: ის მუდმივად ჯიუტობს და დუმს! მას სჭირდება რაღაც ბიძგი, რომ გამოცოცხლდეს, შეიყვანეთ სპორტულ სექციაში, ის დაიწყებს ფიზიკურად მოძრაობას და გონებრივად უფრო გააქტიურდება!” მაგრამ, ვაი, რომ ანალური ბავშვის შემთხვევაში ეს ხერხი არ ჭრის.

ნუ შესთავაზებთ ამოცანებს სისწრაფეზე და მოხერხებულობაზე

ანალური ბავშვი არ ფლობს იმის უნარს, რომ ამოცანები სწრაფად და ლოგიკურად გადაწყვიტოს. ის არ ისწრაფვის იყოს პირველი, მას უნდა იყოს საუკეთესო. მეტიც, თუ მას ააჩქარებთ, შეიძლება საერთოდ ერთ ადგილას გაშეშდეს: ის არ იჩქარებს, საერთოდ თავს მიანებებს რაღაცის კეთებას. არც თუ იშვიათად ამას შეიძლება დავაკვირდეთ დაფასთან: გაკვირვებლი მასწავლებელი აჩქარებს უნარიან ბავშვს, შეუცაცხანებს, ის კი ჯიუტად და ჩუმად დგას ცარცით ხელში. ასეთი სიტუაცია იწვევს თანაკლასელებისაგან დაცინვას, გაოცებას დაჯინებით მომთხოვნ მასწავლებლისაგან და წყენას ანალური ბავშვის მხრიდან. მსგავს შემთხვევაში, როცა მასწავლებელი წარუმატებლად აჩქარებს ბავშვს, ყველაზე უკეთესი გამოსავალია დააჯინოს ის თავის ადგილას და უთხრას, რომ სხვა დროს გამოკითხავს. როგორც სახლში ასევე სკოლაშიც ასეთი მდგომარეობები გამოსწორებადია, თუ შევწყვეტთ დაძალებას და დავეხმარებით ბავშვს ყველაფერი დაიწყოს თავიდან: დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას და ჩვეულებრივად ამოხსნას იგი, ამასთან ერთად გაამხნევეთ, უთხარით რომ საშინელი არაფერი არ მომხდარა.

სხვებთან შედარებით ანალური ბავშვი ზოზინად გამოიყურება, ნაკლები ზომით -შეფერხებულად. ბევრ მასწავლებელს ეჩვენება, რომ მას სჭირდება “გამოღვიძება”, ეს ბავშვში ბადებს მასწავლებლისადმი წყენას იმ ზომამდე, რომ სურვილი უჩნდება საერთოდ არ უპასუხოს გაკვეთილზე. იმ შემთხვევაში, როცა ხდება “დამუხრუჭება“, ბავშვს არა აქვს იმის უნარი, რომ უპასუხოს მასწავლებელს კლასის წინაშე, და მას ჰკიცხავენ, მასაც ეუფლება დამცირების გრძნობა, ეს მისთვის დიდი სტრესია. ამ შემთხვევის შემდეგ, მიღებული სტრესის სიმძიმისაგან, ასეთი ბავშვი არ ისურვებს გაიმეოროს მტკივნეული და დამამცირებელი გამოცდილება, და მისი იძულება: მოყვეს გაკვეთილი კლასის წინაშე, იქნება ძალიან ძნელი, ხოლო მოგვიანებით (თუ ეს გამოცდილება გამყარდება მასში) საერთოდ შეუძლებელი. აქ გასაკვირი არაფერია. მთავარია გავიგოთ, თუ როგორ დავეხმაროთ მას გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან (გაშეშებიდან).

 

გონების ანალიტიკური წყობა, ანუ როგორ გავუკეთოთ ინფორმაციას სისტემატიზირება

ყოველი ფსიქოტიპისთვის დამახასიათებელია აზროვნების საკუთარი მექანიზმი. ბავშვი ანალური ვექტორით, ფლობს გონების ანალიტიკურ წყობას. ინფორმაციის ანალიზს, მის შემადგენელ ნაწილებად დაშლას, შემდეგ მეხსიერებაში დახარისხებას საკუთარი წესრიგით – ანალური ბავშვი ახდენს ახალი მონაცემების მიღებისთანავე. ეს განაპირობებს აღქმის ზოგიერთ განსაკუთრებულობებს. პირველ რიგში, ინფორმაციის ათვისება ხდება უფრო მეტ ხანს, ვიდრე სხვა ბავშვებთან, და ისიც მოითხოვს ხშირად განმეორებებს, რადგან უცებ ხდება ანალიზი და სისტემატიზირება, ხოლო ეს მოითხოვს დროს და გულმოდგინე გადამოწმებებს, მაგრამ ასეთი დამახსოვრების რეზულტატი ხანგრძლივია.

მეორე მხვრივ, ინფორმაციის პირველადი დამახსოვრება ანალური ბავშვისთვის ხდება ერთი და იგივე თარგით. სწავლობს რა ერთი სახის ინფორმაციის აღქმას განსაზღვრული სახით, ის ცდილობს გადაამუშავოს სხვა მიღებული მონაცემებიც. ახალი ინფორმაცია და მისი გადამუშავებისთვის თარგის არარსებობა ანალურ ბავშვში იწვევს დამუხრუჭებას. ეს კარგად ჩანს ჩვეულებრივი მათემატიკური ამოცანების მაგალითზე, როცა მასწავლებლის მიერ, გაკვეთილზე ახსნილი გადაწყვეტილება მიიღება მოსწავლის მიერ, ხოლო ახალი დავალებები, რომელთა გადაწყვეტისათვის სხვა მეთოდებია საჭირო, მოსწავლის მიერ, უკვე არ მიიღება და შესაბამისად არ ამოიხსნება. ყველანაირი ტიპის ამოცანის ამოხსნა გაკვეთილზე არ ესწრება, ხოლო დაისწავლო ამოხსნა მხოლოდ ერთი ტიპის მიხედვით შეუძლებელია. იმ შემთხვევაში თუ ადგილი აქვს მათემატიკური ამოცანის ამოხსნას სხვა მეთოდით და ვერ ხერხდება, მაშინ უნდა შეიცვალოს სწავლების მიდგომაც.

ანალიზირება ნიშნავს მივიდეთ ზოგადიდან კერძომდე (სინთეზისაგან განსხვავებით)

ანალური ბავშვი მასზე მიცემულ ინფორმაციას ალაგებს რაღაც თანმიმდევრობით, სისტემის შექმნით. ნებისმიერი ერთხელ გაანილიზირებული მასალა მას ამახსოვრდება და ყველაფერი რაც შეადგენს ამ ინფორმაციის ნაწილს, მას შეუძლია გამიყენოს სხვადასხვა ვარიანტისათვის: ოდესღაც ერთხელ შემოწყობილი თაროზე შეიძლება კვლავ აღადგინოს ცალკეული ელემენტების სახით. მაგრამ როცა ანალურ ბავშვს ეძლევა მხოლოდ დეტალი მთლიანიდან, მაშინ მას სხვა დეტალთან დამოუკიდებლად მისვლა არ შეუძლია, ეს იწვევს სირთულეებს, ვინაიდან არ არის ერთიანი მიდგომა. ამგვარად, სასწავლო მიდგომამ უნდა გაითვალიწინოს ანალური ბავშვის განსაკუთრებულობები: თუ ის ყოფს დეტალზე, საჭიროა ვასწავლოთ უფრო ზოგადი, რომლის ჩარჩოშიც იცვლება კერძოც. ეს ნიშნავს იმას, რომ განსაზღვული თემის აღებისას, საჭიროა მას მისცეთ ზოგადი დახასიათება და უკვე ზოგადის ჩარჩოში ყველა შესაძლო გადაწყვეტის გზა. პრაქტიკად მივიროთ, დათვლა არ არის აუცილებელი, მაგრამ სხვადასხვა ფორმატით ჩვენება აუცილებელია. ვიმეორებთ რა ამ მიდგომას ყოველი ამოხსნისას ზეპირ ფორმაში, ბავშვი ერთი მეორეს მიყოლებით ალაგებს თავისთვის სურათს.

მაგალითად: 6-7 კლასის ამოცანებს ზოგადად ერთი ბაზა გააჩიათ: განტოლება, უტოლობა, ორ უცნობიანი ამოცანათა სისტემები. ამოცანები განტოლების შედგენაზე გულისხმობენ ზოგად პრინციპს მნიშვნელობის დაყოფას ორ ნაწილად, სადაც ნარჩუნდება ზოგიერთი თანადამოკიდებულება მათ შორის, და აუცილებელ პირობას წარმოადგენს ერთი ნახევრის შესაბამისობა მეორესთან. ამაზე მეტიც, ნებისმიერ შემთხვევაში, უცნობის მაგივრად უნდა ჩავსვათ რაღაც და ვიპოვოთ მისი მნიშვნელობა.

არ დაყაროთ ფარ-ხმალი დავალების წინ, მუდამ გაუმეორეთ ერთი და იგივე: “შენ გახსოვს ჩვენ ეს უკვე გავიარეთ”. მრავალი სასწავლო სახელმძღვნელო სკოლის დისციპლინისათვის დაწერილია ასეთი აქცენტით: ეს თავი ახალია, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ეს უკვე გავიარეთ. ასეთი მტკიცება უკვე სანახევროდ ხსნის დაძაბულობას ანალურ ბავშვში, სინამდვილეშიც ასეა: მათემატიკის საწყისები ეფუძნებიან ცოტაოდენ ლოგიკურ მტკიცებებს, რომლებიც გადასძახებენ ერთმანეთს სკოლის პროგრამის სხვადასხვა დარგში. ანალური ბავშვისთვის სახელმძღვანელო მუდამ უნდა იყოს შემდეგი ეპიგრაფებით და უკან დახევებით: “საჭიროა გავიხსენოთ წინა თავებიდან”, “საკითხები წინა თემებიდან”, “საინტერესოა ვიცოდეთ”. წიგნი იმუშავებს ადვილად და სახალისოდ, თუ მის გვერდებზე გამოსახული იქნება ანალური საკვანძო ღირებულებები: წიგნები და საწერი ნივთები.

ანალური ბავშვისთვის ხშირად პრობლემას წარმოადგენს მეხსიერების რიგიდულობა: ჩვენ ვიხსენებთ ყველაფერს იმავე თანმიმდევრობით, როგორც დავიმახსოვრეთ, ხშირად ქრონოლოგიით. თანამედროვე სამყაროში მისაღები ინფორმაციის გაზრდასთან ერთად ეს მიდგომა მოითხოვს დიდ დროს და ადრე თუ გვიან ამუხრუჭებს აზრობრივ პროცესს. იმისათვის, რომ ეს თავიდან ავიცილოთ, საჭიროა ბავშვი პატარაობიდან მივაჩვიოთ სხვადასხვა მიმართულებით მუსაობას: არა მხოლოდ ზოგადიდან კერძოსკენ, არამედ პირიქითაც. ინფორმაციის სისტემატიზირება შეიძლება სხვადასხვა ნიშნებით, და დრო აქ არ არის საკვანძო ფაქტორი. თუ პროეცირებას გავუკეთებთ ამას ბავშვის ფსიქიკურ თვისებაზე, მაშინ მიიღება ასე: საჭიროა განლაგდეს ცნობილი ინფორმაცია რიგის მიხედვით, მაგრამ როგორი წესრიგით? წესრიგი შეიძლება იყოს სხვადასხვა, ეს შეიძლება ვანახოთ ბავშვს ასოებსა და ციფრებზე, სხვადასხვა სავარჯიშოების დახმარებით. სახელმძღვანელოებში მუდამ არის მთელი რიგი დავალებები ციფრების რიგებსა და ფორმულებს შორის წესრიგის დადგენაზე, სადაც წესრიგი მოცემულია წინასწარ და მხოლოდ მისი პოვნაა საჭირო. რაც შეეხება ასოებს: ავიღოთ წინასწარ ცნობილი სიტყვა და მასში ასოები ავურიოთ. ანალ-სმენა ბავსვისთვის ასეთი დავალებები იქნება კომპლიმენტარული და განმანვითარებელი. არ აურიოთ ლოგიკა და წესრიგის დადგენა. არავითარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, მხოლოდ ინფორმაციის დაყოფა და მოწესრიგება: რა რას მიყვება არ აინტერესებს ანალური ბავშვის ფსიქიკას მხოლოდ ნაწილების სწორი განაწილება.

ბავშვი წყენის ტყვეობაში: არავითარი სკოლა

ანალური ბავშვები არიან არა მხოლოდ მზად ნებისმიერ მომენტში მხარი აუბან სასწავლო პროცესს და ისწავლონ, არამედ აჩვენონ კიდეც თავი გულჩათხრობილად, ნაწყენად. როგორ გამოიყურება ეს განსწავლის დროს? ჯიუტობით და გაშეშებით. ბავშვი არ აღიქვამს იმას რასაც ეუბნებიან, ხშირად ყველაფერს პირიქით აკეთებს, დავალებას კი საერთოდ არ ასრულებს. როცა მასწავლებელი მისთვის საყვედურების და წყენების წყაროა, მაშინ განიცდის მოლოდ წყენის გრძნობას, სურვილს, ყველაფერი გააკეტოს ჯიბრზე. სახლშიც ზუსტად იგივე ხდება. როგორ მოვექცეთ ასეთ ბავშვს?

ასეთი საქციელის მიზეზს ხსნის ს.ვ.ფ და იძლევა პასუხს, თუ როგორ გამოვასწოროთ იგი. განაწყენებულ ანალურ ბავშვს უკვე აღარა აქვს სწავლის თავი: ის ატოვებს კითხვას, სწავლას, აღქმას. ის ეწინაამღდეგება ყოველივეს, რასაც შეუძლია მისი განვითარება. იმის ცდით, რომ რაღაც ასწავლოთ ასეთ ბავშვს, ხშირად ეჯახებით უსიამოვნების ყრუ კედელს. ის არ დაგისვამთ დამაზუსტებელ კითხვებს, არ დაიწუწუნებს გაუგებრობაზე, უბრალოდ გაჯიუტდება და დადუმდება. მნიშვნელოვანია იმის გაგება, რა ხდება ბავშვთან, და მასთან მისვლა საწიროა გაღიზიანების გარეშე, თბილად, მაგრამ დაჟინებით.

პირველ რიგში უნდა დაველაპარაკოთ, გარკვეულად და გასაგებად. და ვანახოთ, რომ ის იქცევს თქვენს ყურადღებას. სასურველია გამოიყვანოთ ჩაკეტილი მდგომარეობიდან ხატვით ან ხმამაღალი კითხვით (რაც უფრო თანმიმდევრულად და გულისყურით დაიწყებს ის ხატვას, მით მეტია მისი გულის მონადირების შანსი). თუ მისი ყურადღების დაუფლება შესაძლებელია, მაშინ დავალების ხანგრძლივი დროით ახსნისას ბავშვისგან წამოვა საპასუხო რეაქცია. მისი ბუზღუნის მიხედვით შეიძლება გავარკვიოთ მისი მისი უარყოფითი განწყობა. მაგრამ საჭიროა მას მეგობრულად ვუპასუხოთ. ყველაზე უკეთ ანალურ ბავშვს ესმის კატეგორიები წესრიგისა და უწესრიგობის სუფთასი და ბინძურის. და მიღებული წინააღმგდეგობით და თქვენი მხარდაჭერით ის თანდათან მოვა თანხმობაში.

თუ ასეთი ურთიერთობის დროს ის დაგეთანხმათ რაიმეში, ჩათვალეთ, რომ ნახევარ გამარჯვებას უკვე მიაღწიეთ: ბავშვი მოდის კონტაქტზე და თქვენგან იღებს ინფორმაციას. ხშირად ამ მიმნდობ მომენტში, ბავშვმა შეიძლება წარმოთქვას, პირველი შეხედვით, რაიმე სისულელე, ან ის რასაც დავალებასთან საერთოდ არავითარი კავშირი არა აქვს. მიიღეთ ეს კეთილგანწყობით. ყველაზე ხშირად სწორედ ეს მისი ასოციაციაა მიღებულ ინფორმაციასთან. მაგალითად, თუ ის ამბობს, რომ ეს უკვე გაგონილი აქვს საძაგელი მასწავლებლისაგან, მას შეუძლია იბუზღუნოს, რომ ის (მასწავლებელი) ლაპარაკობდა ამ თემაზე ან რაც ხდებოდა იმ დროს კლასში. ისინი, რომლებიც საქმის კურსში არ არიან, ეს მოესმოედოთ იქნება როგორც ცარიელ გაუგებარ ბუზღუნად.

ამ ასოციაციებზე ყურის მიგდება ზოგჯერ სასარგებლოცაა. ბავშვი ადვილად ამბობს იმას, რაც მას აღაშფოთებს ან წყინს; ის გამოსცემს ყველაზე უტყუარ ასოციაციას იმის, რაც დევს ზედაპირზე, მიუხედავად ამისა, გააგრძელეთ დავალების ახსნა და მისი ამოხსნა, თავი დაუქნიეთ, დაეთანხმეთ, არ გაკიცხოთ, და ბავშვიც დაიწყებს ინფორმაციის ანალიზირებას. ნელ ნელა, შეიძლება შეცდომითაც კი, მაგრამ ის დაიწყებს ამის გაკეთებას. და ეს ძალისხმევაც ადეკვატურად შექებით უნდა იყოს დაჯილდოებული. ამოხსნის პროცესში ბავშვები ხშირად წაიბორძიკებენ, ამუხრუჭებენ. იყავით მომთმენნი, არ დააჩქაროთ და არც ლანძღოთ, ის მოძრაობს, ეს არის მთავარი, ხოლო აჩქარება მოვა გამოცდილებასთან ერთად.

ნაწყენი ბავშვი ხშირად წინასწარ არის დარწმუნებული, რომ მას არაფერი არ გამოუვა. ის უბრალოდ არ იწყებს გარკვევას და წინასწარ ყრის ფარ-ხმალს. ასე შეიძლება მასზე იმოქმედა კრიტიკამ, დამცირებამ, ან თვით უბრალოდ შესაბამისად შექების არ არსებობამ. როგორ გადავარწმუნოთ ის? ვთხოვოთ რაღაც გააკეთოს და, თანდათანობით გავიაროთ ამოხსნის მთელი გზა, ვანახოთ, რომ მას ყველაფერი გამოუვა. ის მაშინვე იპოვის გამართლებას: “ეს არ ვარ მარტო მე, ეს ჩვენ ერთად ვართ, თვითონ მე არ შემიძლია”. განაგრძნეთ ბავშვზე ასეთივე ერთტიპიური დავალებების მიცემა, თანდათანობით მონაწილეობა მიიღეთ სულ უფრო და უფრო ნაკლებად, მასზე დამოუკიდებლობის მიცემით. ბეჯითი ანალური ბავშვი შეძლებს. და როცა მეათეჯერ ეს მას გამოუვა, შეაქეთ, ხაზგასმით, რომ ყველაფერი ეს მან თვითონ გააკეთა. მივანიჭოთ ბავშვს ურყევი რწმენა საკუთარ ძალებში: ეს არის საქმე რომელიც მოითხოვს დროს. მაგრამ თუ ამას არ გავაკეთებთ, სწორედ მაშინ, როცა ის გახდება დიდი, ანალური ბავშვი დარჩება არა-ძლიერი, არამედ პასიური, მხართეძოზე წამოწოლილი ჩაქნეული ხელით, არა უნარიანი რეალიზირება გაუკეთოს საკუთარ თვს და მიიღოს სიამოვნება ცხოვრებიდან.

ძალიან მნიშველოვანია მხარი დავუჭიროთ მის რწმენას საკუთარი თავის მიმართ, ყურადღების აქცენტი დავაკეთებინოთ ამაზე. თუ ვერ ვაშოშმინებთ ბავშვის წყენას, რომელიც წარმოიქმნება მშობლებთან დამოკიდებულებაში, მაშინ ასეთი მიდგომა, სამწუხაროდ, მოგვცემს მოკლე დროიან შედეგებს. ნებისმიერ შემთხვევევაში ბავშვი კვლავ გადაერთვება ჩაკეტილ და წარბშეკრულ მდგომარეობაში და ბავშვის თამაშები წყენებთან ერთად შეიძლება მივიდნენ უკიდურესად სავალალო მდგომარეობამდე.

მთლიანობაში ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სწავლასთან, უნდა იყოს პოზიტიური და სასიკეთო დამოკიდებულებით, კონკრეტული ბავშვის ფსიქიკურ განსაკუთრებულობების გათვალისწინებით. ის რაც სასიკეთოა კონკრეტულად თქვენი ბავშვისათვის, ამის გარკვევაში გვეხმარება ს.ვ.ფ, ხოლო ეს სტატია ხსნის საბაზისო მომენტებს ყველაზე უკეთესი პოტენციალის მქონე მოსწავლეების განსწავლაში–ანალურ ვექტორიანი ბავშვების.

წყარო

მთარგმნელი: რუსლანი ლორჩოშვილი