როგორ აწყობს ურთიერთობებს სმენის ვექტორიანი

პრინციპში სმენის ვექტორი როგორც ასეთი მატერიაზე ორიენტირებული არ არის, ამიტომ ადამიანურ და ოჯახურ ურთიერთობებს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს. სმენის ვექტორის ფასეულობას არ წარმოადგენს ოჯახი, ფული, კარიერა, ემოციები, სხეული. ხშირად სმენა ადამიანურ ურთიერთობებს საერთოდ გაურბის. არარეალიზებული სმენები ხშირად თვლიან, რომ სექსი უთიერთობის დაბალვიბრაციული გამოატულებაა. ამიტომ როდესაც სმენის ვექტორიანი ურთიერთობას იწყებს სხვა ადამიანთან (ან ადამიანებთან), ის ყურადღებას ამახვილებს არა ამ ადამიანზე, არამედ მის მსოფლმხედველობაზე. შეიძლება ითქვას, რომ სმენის ვექტორიანი ურთიერთობს აზრებთან და არა პიროვნებებთან. სმენის ვექტორიანი უსმენს როგორი ნიშანდობლიობებით ვიბრირებს მისი თანამოსაუბრე. როდესაც პარტნიორულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ სმენის ვექტორიანი მეწყვილეს არ ირჩევს მხოლოდ ლიბიდოს კუთხით (როგორც ამას ქვედა ვექტორები აკეთებენ). სმენის ვექტორიანებს ხშირად სხავ დანარჩენებისაგან სრულიად განსხვავებული რეაქციები და დამოკიდებულებები აქვთ ნებისმიერ საკითხთან. მაგალითად: ვხედავთ ანალ-კან-ვიზუალ ქმარს და ანალ-კან-სმენა ცოლს. ქმარს მკვეთრად გამოხატული ვიზუალი აქვს და შესაბამისი ტერმინებითაც საუბრობს. ის წუწუნებს, რომ ცოლი მას არ უსმენს, არ თანაუგრძნობს, მხარში არ უდგას (ვიზუალის ვექტორიანები ხშირად ცდილობნ თავი მსხვერპლად წარმოაჩინონ, ხაზი გაუსვან საკუთარ ტანჯვას და ა.შ.). როგორ ხედავს ამ ყველაფერს სმენის ვექტორიანი მდედრი? ის ფიქრობს, რომ მისი ,,ხბოს თვალებით“ მომზირალ ქმარს რაღაც რიგზე ვერ აქვს, ამიტომ უბრალოდ მარტო ტოვებს, რომ მან საკუთარ თავში ჩაღრმავება შეძლოს (სმენის ვექტორიანს არ ესმის, რომ ვიზუალს მარტოობა უბრალოდ ემოციურად კლავს – მთარგმნელის შენისვნა). ერთი ვიზუალის ხედვით იყურება, მეორე – სმენის. ერთმანეთის განსხვავებულობის გაგება კი პრაქტიკულად არ აქვთ. როდესაც სმენის ვექტორიანი ცუდადაა, არავის დანახვა არ სურს, მას განმარტოება ჭირდება, რომ თავის თავში შეძლოს ყველაფრის გადახარშვა. შესაბამისად ის თვლის, რომ სხვებიც ასევე არიან (ამიტომ მოცემულ მაგალითში სმენა მდედრმა ქმრისადმი გვერდში დგომა იმით გამოხატა, რომ მარტო ემოციურად დაძაბულ სიტუაციაში დატოვა და თავისი აზრით თვითჩაღრმავების საშუალება მისცა). თუ შევხედავთ ცალკე აღებულ სმენის ვექტორს, ურთიერთობის კუთხით ის საერთოდ ასექსუალია (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ სმენის ვექტორიანის სექსუალობის ხარისხი დამოკიდებულია მასზე დართულ ქვედა ვექტორზე – მთარგმნელის შენიშვნა). სმენის ვექტორიანი ცდილობს იდეები გასცეს, ის ხშირად საერთოდ ვერ ხედავს ფიზიკური ურთიერთობების აზრს (განსაკუთრებით სმენა მამრები). სმენის ვექტორიან მდედრებთან ამ მხრივ საქმე ცოტა უფრო განსხვავებულად და რთულადაა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის განსაკუთრებით მაღალი ინტელექტის მატარებელი მდედრი (ეს კი ანალური ეპოქის გავლენით, მამრების დიდი ნაწილისთვის დამთრგუნველი ფაქტორია. განსაკუთრებით ეს ეხება ანალის ვექტორიან მამრებს, რომლებიც ქალს კაცზე დაბლა მდგომ არსებად თვლიან). ამიტომ არცთუ იშვიათად სმენის ვექტორიანი მდედრები მარტო რჩებიან, ხშირად კი ისინი თავს უძღვნიან სხვადასხვა მეცნიერებებს (არსებობდა ფილოსოფოსი ქალი, ჰიპათია ალექსანდრიელი. როდესაც მას ჰკითხეს აპირებდა თუ არა გათხოვებას, მან უპასუხა: ,,მე დაქორწინებული ვარ ფილოსოფიაზე“ – მთარგმნელის შენიშვნა).

 

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks