როგორ აწყობს ურთიერთობებს სმენის ვექტორიანი 2

როდესაც სმენის ვექტორიანების ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ რომელი ქვედა ვექტორი ერთვის მას (ან რომელი ვექტორია საყრდენი). კან-სმენები ხშირად ბევრად უფრო რადიკალურები და ფანატიკურები არიან, ამიტომ ძალზე ხშირად ხდება, როცა ისინი საერთოდ გაურბიან ადამიანურ ურთიერთობებს. მისდევენ ასკეზებს, მიდიან განდეგილებად, იწესებენ სხვადასხვა აკრძალვებს და მათი შესრულებით ტკბებიან (ფიქრობენ რომ თუ ორი კვირა ხორცს არ შეჭამენ, ან ერთი წელი სექსი არ ექნებათ, ამით გასხივოსნდებიან). ზოგჯერ საერთოდ ყველაფერზე უარს ამბობენ და მხოლოდ პურზე და წყალზე ცხოვრობენ. ამით ისინი იმდენად წყდებიან რეალობას, რომ ფიზიკურ სამყაროში ცხოვრებას ვეღარ ახერხებენ. ამას მთტვის მოაქვს ქვეცნობიერისა და ცნობიერის არევა, ეს ბადებს ილუზიებს, რომლებსაც კან-სმენები სულიერ გარღვევას უწოდებენ. ფიქრობენ, რომ ამით შემოქმედ არსს მიუახლოვდებიან, ყველა დანარჩენი კი ქვემოთ, ფიზიკურ სამყაროში გაჭედილი დარჩება. რაც პრობლემატურია, ასეთი კან-სმენები ცდილობენ საკუთარი დამოკიდებულებები სხვებსაც თავს მოახვიონ. აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ კანი პატარა ლიბიდოა, რომელიც კიდევ უფრო შემცირებულია სმენური გავლენით. თუმცა სექსთან დაკავსირებული იდეების უმრავლესობაც (მაგ: კამა-სუტრა), ასევე კან-სმენების შექმნილია. კან-სმენები ასევე ხშირად არიან ჟიგოლოები. აქ საქმე პირიქითაა, სმენა მთლიანად დაექვემდებარა კანს და მთლიანად კანური ,,სიახლის ფაქტორის“ სურვილს მიჰყავს. აქ ვაწყდებით ორ უკიდურესობას და მათ შორის არსებულ უამრავ გრადაციას. პირველი საერთოდ უარს ამბობს სექსზე და სექსი მისთვის ,,ცოდვა და გარყვნილებაა“, მეორე შემთხვავეში კი სმენამ იდეად აქცია კანური ცნება: ,,რაც მეტი მით უკეთესი“ და მთელი ცხოვრება ვიღაცის ,,მონადირებას“ ცდილობენ.

სულ სხვა საქმეა ანალ-სმენა. ანალური ვექტორი უზარმაზარი ლიბიდოა, ნამდვილი ,,ბუღა“. სმენის ვექტორი ამ ლიბიდოს ოდნავ ანეიტრალებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაინც საკმაოდ მძლავრი ლიბიდო რჩება. თუმცა სმენის ვექტორის გავლენით (თუ ანალ-სმენა, კან-სმენის იდეოლოგიას გაჰყვა), მანაც შეიძლება უარი თქვას სექსზე და მთელი ცხოვრება მარტოობაში გატაროს (თუმცა ეს მისთვის ძალზე ძნელი იქნება და მთელი სიცოცხლე დაიტანჯება წყვილში არარეალიზებულობის განცდით). ანალ-სმენები ხშირად არიან მწერლები, ზიან საათობით, აძლევენ გასაქანს სმენურ ფანტაზიებს და წერენ, მათ გონებაში იქმნება ჯადოსნური სამყარო, რომელიც შემდეგ ფურცლებზე იწყებს გაცოცხლებას. ცნობილი მეზღაპრეების აბსოლურური უმრავლესობა სწორედ ანალ-სმენაა (ვიზუალით).

რაც შეეხება ურეთრალ-სმენებს იცინი ცალკე ლექციის თემაა (როდესც ვსაუბრობთ ურთიერთობებზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ურეთრალური ვექტორის ეროგენული ზონა შარდ-სასქესო სისტემაა, ის სასქესო ვექტორია, ამიტომ თვით სმენაც კი სრულად ვერ ანელებს მის სექსუალურობას. გარდა იმ შემთხვევისა, როცა სმენა ცალსახა დომინაციას აკეთებს ურეთრაზე. ურეთრალ-სმენას რომ ესაუბროთ რაიმეს შეზღუდვაზე, ის უბრალოდ დაგცინებთ. მისი ფსიქიკა არ ცობს არავითარ აკრძალვებს, არავითარ შემოსაზღვრას. რაც შეეხება მის სექსუალობას და ურთიერთობებს, ამ მხრივ ურეთრალ-სმენა დაახლოებით იგივე გზას გაივლის, რასაც ნებისმიერი ურეთრალი. ერთადერთი სხვაობა იმაშია, რომ შესაძლოა მის ურთიერთობებს ერთგვარი ნახტომური ხასიათი ჰქონდეს. რაღაც ეტაპზე ურეთრა ,,აიწყვეტს“, იწყება მოუთოკავი და ვნებიანი ურთიერთობები, ყველაფრისწამლეკავი ვნებები, შემდეგ რაღაც ეტაპზე სრული აკრძალვა და სმენურად განდგომა, შემდეგ ისევ ურეთრალური აწყვეტილობა და ა.შ. – მთარგმნელის შენიშვნა).

 

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks