როგორ გავაღვიძოთ სმენა ქალის სექსუალობა.

ცივი, გაუცხოებული მაგრამ იდუმალებით მიმზიდველი ქალი მიღმიერი სამყაროდან. ის ერთდროულად გვერდითაცაა და ძალიან შორსაც. გელაპარაკება, გიღიმის კიდევაც მაგრამ გრძნობ რომ აქ არ არის, და არა თუ მხოლოდ სხვა რამეზე ფიქრობს ეს რამე თავისთავად რაღაც მიუწვდომელი და არაამქვეყნიურია. თითქოსდა შენ გიყურებს, მაგრამ სადაა? რომელ არამიწიერ სივრცეებში დაფრინავს მისი სული?  რომელ აბსტრაქტულ იდეას დასტრიალებს მისი გონება?

ის იღიმება და შენთან საუბარს განაგრძობს. მისი ღრმა და ჭკვიანი თვალები კი სადღაც შენს იქით იყურებიან. ძალიან გინდა ჩაიხუტო და მასთან ერთად სასიყვარულო თავგადასავალში ჩაიძირო, მაგრამ გრძნობ რომ ამ დახვეწილი, სასიამოვნო ქალის სულის სიღრმეში არის რაღაც მიუწვდომელი. ის ყინულის ქვეშ დამალულ ოკეანეს გავს.

გაქვს კი შანსი მასში ვნება გააღვივო, ნამდვილი, კაშკაშა, ცხელი და მჩქეფარე ცხოვრება აჩვენო? გაქვს. დღეს ჩვენ უკვე ვიცით სად ცხოვრობს მისი სული და როგორ ავავსოთ მისი გული სითბოთი, სხეული კი მიწიერი სურვილებით

 

სმენა ქალი.

სვფ ზუსტად აღწერს როგორ გავხადოთ ეს ქალი ბედნიერი, როგორ გავაბდნეროთ მთელი მისი ახლობლები, ამ ქალ-გამოცანასთან ცხოვრება სინამდვილეში მარტივი არაა. სმენის ვექტორი სმენა ქალს ისეთ სურვილებს აძლევს რომლებსაც მატერიალურ სამყაროსთან კავშირი არ აქვს. სმენური სურვილები ამოუცნობის ამოცნობას, ჯერ კიდევ შეუმეცნებლის შემეცნებას, ფარულის აღმოჩენას უკავშირდება. ეს ხალხი საკუთარ თავს ხშირად იქ პოულობს სადაც სულისა და გონების დაძაბვაა საჭირო, იქ სადაც ფარული აზრებია, ,,სადაც გალაქტიკათაშორის სივრცეებში კოსმოსური ხომალდები დალივივებენ.”თავად სიტყვაც კი სმენა ქალი, რაღაც დახვეწილის, ეფემერულის, მიუწვდომელის ასოციაციას აჩენს. მას ძალიან უჭირს ჩვენს მატერიალურ, წვრილმანი საზრუნავებით სავსე სამყაროს შეეგუოს. მისი გონება სხვაგვარდაა მოწყობილი. ის აბსტრაქტული ინტელექტის მფლობელია. მიუხედავათ ამისა თუ ის საკმარისად განვითარებული და რეალიზებულია საზოგადოებაში მას სავსებით შეუძლია სიცოცხლის ყოველგვარ გამოვლინებას სიხარულით შეხვდეს.

წარუმატებელი განვითარების ანდა ადექვატური სოციალური რეალიზაციის არ არსებობისას სმენა ქალი გამუდმებულ ძიებაშია, საკუარი თავისა არ ესმის,სულ უფრო მეტად იკეტება და გაურბის გარშემომყოფებს და მათ შორის წყვილში სრულფასოვანი ურთიერთობებიც აღარ გამოსდის.

 

ცივი გული.

ყოველგვარი ცხოვრებისეული სიკეთეებისგან განდგომა სმენა ქალს თავისი სურვილების შეუვსებლობა აიძულებს. მაგრამ რადგანაც ეს სურვილები არამატერიალურ სფეროში დევს და ხშირად მათი გაცნობიერებაც ჭირს, ამიტომ მათი რეალიზება ძალიან ძნელია. ადრე სმენები გაუცნობიერებლად ირჩევდნენ სმენურ პროფესიებს და რეალიზაციას შუალედურ სუბლიმანტებში პოეზიაში, მუსიკასა და მეცნიერებაში ნახულოდნენ.

ახლა როცა ფსიქიკის მოცულობა გაიზარდა სმენური თანდაყოლილი ნიჭის ისევ ძველებურად გამოყენება არასაკმარისია, რადგან უკვე ვერც რელიგია, ვერც ფილოსოფია და ვერც მეცნიერება ვეღარ სცემს ზუსტ და ამაომწურავ პასუხს სმენურ კითხვებზე ცხოვრების აზრისა და ადამიანის სულის საიდუმლოებების შესახებ, ვერ გვიხსნის საიდან გავჩნდით და სად მივდივართ. ამიტომ სმენის ვექტორის რეალიზება მისი თავისებურებების გაგების და შემეცნების გარეშე ძალიან ძნელია.

სმენის ვექტორი ეს დომინანტური სურვილების უზარმაზარი მოცულობაა სხვა ვექტორებთან შედარებით. თავის მფლობელს ის უდიდეს ეგოცენტრიზმს აძლევს. ეს ხალხი გაუცნობიერებლად გრძნობს თავვის აღმატებულებასა და გენიალობას, მაშინაც კი თუ ამას ქმედებებით არ ავლენენ. ადექვატური რეალიზაციისა და განვითარების შემთხვევაში ეს ხალხი მართლაც აკეთებს გარღვევებს, სამეცნიერო აღმოჩნებს,ბადებენ ახალ იდეება საზოგადოების საკეთილდღეოდ.

თუმცაღა ხშირად სწორედ ეგოცენტრიზმი უშლით ხელს სმენებს ბუნების მიერ დაკისრებული სამყაროს მოწყობის საიდუმლოს  ამოცანების შესრულებაში. იმიტომ რომ ის ადამიანს საკუთარ თავში კეტავს, იმისთვის კი რომ რაიმეს მნიშვნელობა გამოვავლინოთ აუცილებელია გარშემომყოფებზე და გარე სამყაროზე საკუთარ თავზე მეტი კონცენტრაცია.

ქალი სმენისთვის უფრო რთულია თავისი თვისებების რეალიზება იმიტომაც რომ საუკუნეების განმავლობაში ქალი მეორე ხარისხოვან როლს ასრულებდა. დღეს ქალი ცდილობს რომ სოციალურ რეალიზაციაში მამაკაცს გაუტოლდეს. თუკი ქალი სმენა თავისი

თავისი სმენური ფსიქიკის უზარმაზარი პოტენციალით ვერ გააცნობიერებს და ვერ რეალიზირებს თავის სურვილებს მაშინ ის კოლოსალურ ტანჯვას განიცდის და ხშირად ამის მიზეზსაც ვერ იგებს.

დომინანატური და თანაც შეუვესებლი სმენის ვექტორი ყველა სხვა სურვილს თრგუნავს, მათ შორის სექსუალურსაც. ის ამას რაციონალურ ახსნას უძებნს – ცელიბაის იდეები იზიდავს, იგონებს 1001 მიზეზს რატომ არ უნდა კონტაქტი მამაკაცებთან. სინამდვილეში კი …

 

როგორ გავალღოთ სმენური ყინული?

სმენა ქალს ჭკვიანური საუბრები და ისეთი წიგნები უყვარს რომელიც გონებრივ საზრდოს აწვდიან. როცა მისი გონება აქტიურია ის იდეებს პროეცირებს და სმენის ვეტორიც ივსება. რადგანაც სმენის ვექტორი დომინანტურია მხოლოდ თავისი რეალიზების შემთხვევაში ათავისუფლებს სხვა ვეტქორების სურილებს.

თანამედროვე დიდი ქალაქების მაცხოვრებლები საშუალოდ 3-4 ვექტორამდე ატარებენ. თუ სმენა ქალი ანალურ ვექტორსაც ატარებს ის უზარმაზრ ლიბიდოს ფლობს. მისი სექსუალობის გხსნით მამაკაცი სწორედ იმას იღებს რასაც ამ იდუმალ ქალში ეძებდა – სითბოს და ვნებას – რომელსაც თავად ქალიც კი ვერ წარმოიდგენს საკუთარი თავისგან. კან-სმენა ქალს ბალანსირებული სექსუალობა აქვს, მაგრამ მისი გაღვიძებაც შეიძლება.

ქალი სმენა მამაკაცისგან პირველ რიგში სულიერ, ინეტექტუალურ ზდას ელის. იმის გათვალისწინებით რომ მას თანდაყოლილი აბსტრაქტული ინეტელქტი აქვს, მას მხოლოდ ერთობლივი ცხოვრება ვერ მიიზიდავს. უფრო სწორად კი ეს მას საერთოდაც არ მიიზიდავს. რა თქმა უნდა ასეთ ქალს ისევ სმენის ვექტორიანი მამაკაცი გაუგებს. ერთად მათ დუმილიც კი  მოეწონებათ. რადგან მათ ერთმანეთის უსიტყვოდ გაგება შეუძლიათ. ის მაშინ იხსნება როცა გრძნობს რომ თავისი პარნიორის ესმის და პარტნიორსაც მისი, ამ დროს მათ შორის განსაკუთრებული, ღრმა კავშირი მყავრდება. როცა ორივე მათთვის გასაგებ ენაზე ლაპარაკობს.

წყნარი ჩურჩული ყურთან … ეს მას აფორიაქებს, ყურის ბარაბანზე – სმენის ეროგენულ ზონაზე ზემოქმედება. მას სიამოვნების მამაკაცის რბილი ხმის ტემბრი. ამიტომაც ირჩევს განსაკუთრებულ  მომღერლებს, განსაკუთრებულ მუსიკას, ხშირად სხვა ხალხსთვის სრულიად მოულოდნელად. უყვარს უცხო ენები – ესენიც პირვანდელ მნიშვნელობებს სულ სხვა ჟღერადობას ანიჭებენ. სმენა ქალი თავის მხრივ სრულიად ბუნებრივად იზიდავს ვიზუალ მამაკაცს. ეს უკანასკნელი მას მთელი თავისი ემოციურობით გააღმერთებს, ქალი კი მას შინაგან სიმშვიდესა და კომფორტს მისცემს. მაგრამ ვიზუალთან აბსრტაქტულ თემებზე გრძელი საუბრების გამართვა თითქმის შეუძლებელია.

თუმცა თუ ქალი სმენა გაიგებს რომ მას უვრალოდ არ შეუძლია სმენურ თემებზე დიდხანს საუბარი და ეს მის ინტერესების სფეროს სცილება და ისეთ რამეს არ მოსთხოვს რისი  მიცემაც მას არ შეუძლია, მამაკაცი კი მას სიჩუმეში დარჩენის საშუალებას მისცეს, რაც ნებისმიერი სმენისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, გაგებით მოეკიდება მის სმენურ ინტერესებს, მაშინ შეძლებენ სრულფასოვანი, ბედნიერი წყვილი გახდნენ. თუ ქალი ნამდვილად სასურველია ის მამაკაცს აქტიურობისკენ და წინსწრაფვისკენ უბიძგებს, ქალი სმენა კი სურვილების უზარმაზარი პოტენციალია, რაც მამაკაცს უდიდესი საქმეების, აღმოჩენების გაკეთებას შეაძლებინებს. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება როცა ქალსა და მამაკაცს შორის ნამდვილი ღრმა ემოციური და მერე უკვე სულიერი კავშირიც წარმოიქმნება.

სვფ ზუსტ წარმდგენას გვაძლევს საკუთარი თავისა და სხვა ხალხის შესახებ და მათთან კავშირების დამყარებაში ეხმარება. სისტემური აზროვნების მეშვეობით ისეთი კერკეტი კაკლის გატეხვაც კი შეიძლება როგორიც ქალი სმენაა. ის წარმოუდგენელ სიამოვნებას მოგიტანთ, თუ შეძლებთ და მის ნაჭუჭს დაამსხვრევთ.

 

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო: http://zvukofrenia.ru/on-i-ona-sekrety-otnoshenij/kak-razbudit-seksualnost-zvukovoj-zhenshhiny-ili-erotika-barabannoj-pereponki/