როგორ გვეხმარება იისფერი (ყნოსვის) ვექტორი მოვლენების მართვაში

 

ნაწილი 1

ყნოსვა ერადერთია რვა ვექტორიდან რომელიც თითეულ ადამიანში წინააღმდეგობრივ ასოციაცებს აღძრავს – სრულ მიღებასა და სიყვარულს და აბსოლუტურ ზიზღსა და სიძულვის შორის.

იგივე შეიძლება ითქვას საკუთარი ცხოვრების მოვლენების მართვაზეც – ზოგიერთი იისფერი ადვილად და სიამოვნებით მართავს მომავლის მოვლენებს (საკუთარსაც და სხვისასაც) მაშინ როცა სხვები გამუდმებულ ტანჯვაში ცხოვრობენ.

მოდით ის ძირითადი მოვლენები განვიხილოთ რომლების განკარგვაც შეგიძლიათ.

ინტუიცია – კარგი ყნოსვა თუ რაიმე სხვა?

ისე ნუ ვიფიქრებთ, რომ ყნოსვითი ფსიქოტიპი მხოლოდ სუნების მიმართაა მგრძნობიარე, ისევე როგორც ცსმენა, ისიც იღებს ინფორმაციას გარე სივრციდან მიმდინარე და მოსალოდნელ მოვლენებზე და მასთან ინფორმაციის ძირითადი ნაწილი სულაც არ მოდის არომატული მოლეკულების სახით, არამედ მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ აუხსნელი რაღაც მეთოდით.

აბა დაფიქრდით განა რა სუნი უნდა ჰქონდეს ორ მანქანას რომლებიც სულ რაღაც ათი წუთის შემდეგ ერთმანეთს შეასკდებიან? მაგრამ იისფერი მაინც გადაუხვევს ამ დროს სწორი გზიდან და შემოვლითზე გადავა მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა ასე მოეჩვენა უფრო მართებულად. თქვენ ვერასოდეს მიიღებთ მისგან ამის ლოგიკურ ახსნას, რადგან ეს თავადაც არ იცის. მან იცის მხოლოდ ის რომ მსგავს სიტუაციებში მის სხეულში ჩნდება ოდნავ შესამჩნევი შეგრძნება რომელსაც ის ენდობა.

შეიძლება ამ შეგრძნებას ვუწოდოთ შინაგანი ნიშანი რომელიც რაღაცაზე მიგვანიშნებს.

ამგავრად ჰარმონიული (მიღებული) იისფერი ვექტორი გამოირჩევა იმით, რომ გაუცნობიერებლად რეაგირებს ნიშებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ატარებს გონების ფილტრში – “სწორია – არასწორია”. სწორედ ამაშია მისი უპირატესობა!

როგორც გამოცდილი მძღოლი ოდნვ შესამჩნევი მოძრაობით აკავებს მანქანას გზის საჭირო ზოლში, ისე მიცურავს ჰარმონიული ყნოსვა სიცოცხლის ნაკადში და მინიმალური მოძრაობით არეგულირებს თავის გზას. მოვლენათა სამართავად ის ძალიან ცოტა ენერგიას იყენებს, მას ხომ ისევე როგორც ყველა ზედა ვექტორს არც ისე ბევრი ენერგია აქვს. ამიტომაც მფლანგველი ვერ იქნება.

მაგრამ აი როცა ყნოსვითი ფსიქოტიპი არაა ჰარმონიულად განვითარებული. წარმიქმნება შემდეგი ორი ვარიანტი:

  1. ადამიანი საერთოდ ვერ გრძნობს წინასწარ მოვლენებს, ვერ ამჩნევს ნიშნებს, ამიტომაც ცხოვრებას ბრმად მიუყვება და გამუდმებულ წინააღმეგობას აწყდება. ეს დამალობანას თამაშს გავს დახშული ყურებითა და ცხვირით, თქვენ არა მხოლოდ ყველაფერს ეჯახებით არამედ ისიც არ იცით ვინ დაგცინით ახლა.
  2. ადამიანი წინასწარ გრძნობს მოვლენებს (განსაკუთრებით ნეგატიურებს) და ეს მასში საშინელ შფოთვას იწვევს. ”სასწრაფოდ რაღაც უნდა ვიღონო, რომ ეს არ მოხდეს”, მაგრამ ასეთი “ჰიპერქტიურობა” ვერ წყვეტს ყნოსვის პრობლემას, არამედ უფრო აღრმავებს. სიტუაცია ავტოსკოლის იმ მოსწავლეს გვაგონებს, პირველად რომ მიუჯდა საჭეს, როგორც კი მანქანა ოდნავ მარცხნივ წავა ის მკვეთრად მარჯვნივ ატრილებს საჭეს და მერე ამჩნევს, რომ ახლა მარჯვნივ გადაიხარა და საჭის საწინააღმდეგო მხარეს ატრიალებს, საბოლოოდ კი თხრილში ვარდება. გარდა ამისა გადამეტებული აქტივობა სწრაფად წვავს იისფერის ისედაც მცირეენერგიას. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! დისჰარმონიულ ყნოსვას უბრალოდ არ შეუძლია სწორად მიუდგეს ინტუიციურ გამონათებებს.

მოცემული წესი ვრცელდება ზედა ვექტორებზე – ყნოსვა, სმენა, ვიზუალი – ნებისმიერი სიტუაციის გამოსწორება თქვენგან მინიმალურ წერტილოვან მოქმედებას ითხოვს, მაშინაც თუ პრობლემა სერიოზულია. ხოლო თუ გგონიათ, რომ სიტუაციის შესაცვლელად მთების გადალახვა გჭირდებათ, ეს თქვენი ვარიანტი არ ყოფილა, ეს ვერ დაგეხმარებათ.

შესაძლებელია ინტუიციასთან დამეგობრება თუ ისფერი ვექტორის ამ უპირატესობას ჯერ კიდევ არასაკმარისად იყენებთ? დარწმუნებული ვარ რომ კი. და ახლა არა მხოლოდ ამ ვექტორის საკუთარ თავში მიღებაზეა საუბარი.

საქმე იმაშია რომ ყნოსვა ბუნებაში ყველაზე ადრეული შეგრძნებაა – მას მიკრობებიც კი ფლობენ, რომლებსაც არ აქვთ “ტვინი” და მხოლოდ “სხეულისგან” შედგებიან. გაცნობიერებულ დონეზე ხალხიც ხშირად ვერ ამჩნევს სუსტ სუნებს, მაგრამ ჩვენი სხეული მათზე რეაგირებს. მათ შორის სუნებზე და სხვა სიგნალებზე რომლებიც სერიოზულ საფრთხესა და დაბრკოლებაზე მიგვანიშნებენ. ამიტომაც ვიტყოდი, რომ ჩვენი სხეული უფრო მეტადაა მოსალოდნელი მოვლენების ,,საქმის კურსში”, ვიდრე ჩვენი გონება.

სცადეთ და ნებისმიერი გაუგებარი სიტუაციისას ჰკითხეთ თქვენს თავს “რას გრძნობს ახლა ჩემი სხეული? რამდენად კომფორტულადაა?”.

როდესაც რთული არჩევანის წინაშე დგახართ, ორივე ვარიანტი ცალცალკე წარმოდგინეთ და შეადარეთ თქვენი სხეულის შეგრძნებები ერთმანეთს ორივე შემთხვევაში. შესაძლოა თავიდან ვერც იგრძნოდ შესამჩნევი სხვაობა, მაგრამ ექსპერიმენტს ნუ შეწყვეტთ. ორიოდე კვირის შემდეგ აღმოაჩნეთ, რომ სხეული სავსებით სწორ სიგნალებს გაძლევთ “სად უნდა წახვიეთ და სად არა”.

ვიღაც აუცილებლად იკითხავს: “ნუთუ შეიძლება ბრმად ვენდოთ სხულის შეგრძნებებს? იქნებ რამე ისეთი შევჭამე ანდა უბრალოდ ცუდი ამინდია.”

არცაა საჭირო ბრმად მინდობა. უბრალოდ დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ. ხოლო იმოქმედეთ ისე როგორც მიჩვეული ხართ “გონების კარნახით”. მერე კი შედეგი შეაფასეთ. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული დროის შემდეგ თქვენ ცოტა მეტად ენდობით თქვენს ინტუიციას.

და ყველაზე საინტერესო იცით რა არის? ცოტა ხანში შეამჩნევთ, რომ უფრო კარგად აღიქვამთ სუნებს, ეს კი იმას ნიშნავს რომ იისფერი ვექტორის მიღებაც გაუმჯობესდა.

 

ნაწილი 2

სამყარო – მეგობარია თუ მტერი?

ჩვენ უკვე ვიცით, რომ ადრეული ბავშვობიდან, ყნოსვითი ფსიქოტიპი სიცოცხლესთან განსაკურებული დამოკიდებულებით გამოირჩევა. ეს სიფრთხილისა და უნდობლობის გარკვეული ნაზავია, რაც უკიდურეს შემთხვევაში ზიზღში გადადის.

ამ შეგრძნებათა საფუძველში უცნაური დებულება დევს – “სამყარო ჩემს მიმართ კეთილი ვერ იქნება”. სწორედ ამიტომ გამოირჩევიან ყნოსვები დიდი შინაგანი სიფრთხილით და მთელი მათი მანიპულაციები და ინტრიგები – მხოლოდ სახიფათო სამყაროსგან თავის დაცვაა.

მოდით გავერკვეთ როგორაა მოწყობილი “სიცოცხლის მექსნიკა” ამ სფეროში და როგორ დავეხმაროთ ჩვენს იისფერ ვექტორს, რომ ჰარმონიულად იგრძნოს თავი.

თუ მოვლენებს ყურადღებით დავუკვირდებით ერთ საინტერესო დეტალს შევამჩნევთ. სიცოცხლეს “არ აწყობს” ჩვენი ეკლიანი გზაზე და წინააღმდეგობების გადალახვით სიარული, ასეთ შემთხვევაში სამყარო ჩვენზე ენერგიის გადამეტებულ დოზას ხარჯავს. და პირიქით სიცოცხლეს აწყობს, რომ წინ საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან სრულ ჰარმონიაში მივიწევთ, ასე ხომ სასურველის მიღწევა მინიმალური დანახარჯებით შეიძლება.

მაშინ რატომ არ გვეხმარება სამყარო ენერგიის ეკონომიაში? რატომ ხვდება ადამინების უმრავლესობას უამრავი ხანდახან გადაულაავი წინააღმდეგობები? ხომ არავინ შემედავება იმაში, რომ დედამიწაზე უბედური ადამიანების რიცხვი ბედნიერებზე გაცილებით დიდია?

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ამის მიზეზი დისჰარმონიული ყნოსვის ვექტორია.

ცნობილია, რომ ჩვენს ცხვირს ასეულობით სხვა და სხვა სასიამოვნო სუნის აღქმა შეუძლია. ხოლო უსიამოვნო სუნების ანდა მათი კომბინაციების რიცხვი რომლებსაც ცხვირი ღიქვამს ათასეულებია. გამოდის, რომ ჩვენი ცხვირი სამყაროდან მომავალი უსიამოვნო სიგნალების მიღებისკენ  გაცილებით უფროა მომართული ვიდრე სასიამოვნოსი? სწორედ ასეა – ასე იყო საჭირო ევოლუციის ადრეულ ეტაპზე, რათა მკაცრ პირობებში სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. გადარჩებოდა ის, ვინც სხვებზე ადრე შემჩნევდა საფრთხეს და არა ის ვიც უფრო ძლიერ ორგაზმს განიცდიდა.

გახსოვდეთ ძველი შეგონება

ორი მგზავრი მიდის ჯუნგლებში და უცებ ვეფხვი გამოეკიდებათ. როდესაც ერთი სირბილით უშველის თავს, მეორე ეტყვის “შენ ვეფხვზე სწრაფად ვერ გაიქცევი” რაზეც მეორე უპასუხებს “არცაა საჭირო, რომ ვეფხვზე სწრაფად ვირბინო, ისიც საკმარისია თუ შენ გაგისწრებ.”

ამაშია იისფერის მთელი აზრი – გაექცეს საფრთხეს ყველაზე სწრაფად. ამიტომაც დღევანდელობის “ჯუნგლებში” მისი ბადალი არაა. მაგრამ სამყაროს მიმართ ასეთი დამოკიდებულება ყნოსვით ფსიქოტიპს სრულიად დაუცველს ხდის მაშინ, როცა არანაირი რეალური საფრხე არაა და უბრალოდ ჰარმონიულად ცხოვრება უნდა.

რა გამოდის – ის ვინც ჯოგს მოსალოდნელი საფრთხისაგან იცავს, თავად იძულებულია მუდმივ დაძაბულობაში იცხოვროს? სამწუხაროდ ბევრი ყნოსვისთვის ეს უდავო ფაქტია.

“აბა რა ფუჭდება?” – ცნობილი მულტფილმის ,,მესმე პლანეტის საიდუმლოს” პერსონაჟის  ფრაზა სულაც არაა შავი იუმორი არამედ იისფერის დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ.

მოდით ვცადოთ ამის შეცვლა ვექტორული ფსიქოლოგიის ძირითადი პოსტულატით.

თუ ჩვენ ვაკმაყოფილებთ (ვავსებთ) ვექტორს მაშინ ის მშვიდდება და გვაცლის ვიმოძრაოთ იმ მიმართულებით რომლითაც გვინდა. ეს განსაკუთრებით დისჰარმონიულ (ვერ მიღებულ) ვექტორს ეხება.

როგორც ნებისმიერ სხვას, იისფერსაც აქვს მოთხოვნილებათა ორი ძირითადი ჯგუფი – პირდაპირი (ფიზიოლოგიური) – სასიამოვნო სუნები და ირიბი (ფსიქოლოგიური) – უსაფრთხოების შეგრძნება. პირველი მარტივია – მოძებნეთ სასიამოვნო სუნები და დაამატეთ ისინი თქვენს ყოველდღიურობას. ესაა ყნოსვის ვექტორისთვის სტრესის 30% მოხსნის გამოცდილი საშუალება (რეალურად ეს მხოლოდ მაშინ იმუსავებს, თუ ყნოსვას ერთვის ვიზუალიც, სხვა შემთხვევაში ყნოსვისთვის, უბრალოდ ყველა სუნი ,,ყარს“ – ს.ღ). მეორე შემთხვევაში საქმე ცოტა რთულადაა – თუ თქვენ უკვე წლები გაატარეთ შფოთვაში უსაფრთხოების შეგრძნება ერთ დღეში ვერ დადგება. აქ საჭიროა განსაკუთრებული ალგორითმი რომელიც ამ პრობლემას სიღრმისეულად გადაჭრის.

რა სჭირდება ყნოსვით ფსიქოტიპს, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს? იცოდეს რომ სათადარიგო ვარიანტიც აქვს.

მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ყნოსვა ხშირად სათადარიგო ვარიანის შექმნას გადაყვება ხოლმე, მერე სათადარიგოს სათადარიგოსი და ა.შ. როგორ დავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე?

  1. გამოყავით ყოველდღე რამოდნიმე წუთი, როცა ამ სავარჯიშოს გააკეთებთ და ხელს არავინ შეგიშლით. ეს შეიძლება დღე-ღამის ნებისმიერი მონაკვეთი იყოს და პარალელურად ყოველდღიური საქმეებითაც დაკავდეთ.
  2. ამოარჩიეთ ის შეგრძნებები რომლებიც თქვენთის დღეს უფრო აქტუალურია – მოვლენათა განვითარების როგორი სცენარის გეშინიათ ყველაზე მეტად?
  3. ამოიჩიეთ თქვენი ნებისმიერი ვექტორი (ერთ-ერთი) და 3 წუთის განმავლობაში  წარმოიდგინეთ როგორ დაიტანჯება ის, თუ მოვლენები სწორედ ამ ნეგატიური სცენარით განვითრადება. მაგალითად უმუშევრობისა და ფინანსური კრიზისის შიშისთვის აირჩიეთ მწვანე (ვიზუალის) ვექტორი.
    “მე ყვავილებისა და სხეულის გასალამაზებელი ნივთების ფული აღარ მექნება, რა საშინელებაა!”
    მხოლოდ სამი წუთი!..
  1. მეორე დღეს სხვა ვექტორი აირჩიეთ და წარმოიდგინეთ როგორ დაიტანჯება ის ასეთ შემთხვევაში.
    მაგალითად იგივე ყნოსვა
    “ისევ მშობლებთან დაბრუნება მომიწევს და იქ კი ის საშინელი სუნია” – 3 წუთი საკმარისია.
  2. მესამე დღეს ორალის ვექტორისთვის
    ,,საყვარელ პროდუქტებს ვეღარ ვიყიდი”…

შეასრულეთ ეს სავარჯიშოები მსუბუქად, თამაშ-თამაშით, თითქოს ერთობით, თქვენ ხომ ურალოდ თქვენს წარმოსახვას ავარჯიშებთ. სცადეთ თანდათან გაიაროთ ყველა ვექტორი ისინიც კი რომელიც განსაკუთრებით გამოკვეთილი არაა. შედეგი გაგაოცებთ.

 

როგორ მუშაობს ეს?

პირველ რიგში თქვენ ადგილი დაუთმეთ იმ შიშებსა და შფოთვას, რაც გაწუხებთ და რაშიც უნებურად ვარდება ყნოსვის ვექტორი. ის რასაც გაცნობიერებულად უთმობთ ადგილს გაცილებით ნაკლებ გავლენას ახდენს თქვენს სიცოცხლეზე.

მეორე – თქვენ ამაზე მაშინ კი არ ფიქრობთ როცა მღელვარება მოგაწვებათ, არამედ იმ დროს რომელიც თქვენ თავად განსაზღვრეთ ამისთვის. ის, რასაც საკუთარი სურვილით ვაკეთებთ, ვერ გვმართავს – პირიქით ჩვენ ვაკონტროლებთ მას.

მესამე – ჩვენ ბუნდოვანი იისფერი წარმოდგენა საფრხეზე ნაწილებად დავყავით ანუ ყნოსვური არასტრუქტურირებული მსჯელობისთვის გარკვეული სტრუქტურა დავაწესეთ. ამით თქვენ საბოლოოდ დააკარგვინეთ მას ძალა და გავლენს თქვენს ცხოვრებაზე.

წყარო

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე