როგორ გვეხმარება კუნთის ვექტორი ცხოვრებისეული მოვლენების მართვაში

ჩვენი მომავლის მართვაში კუნთის ვექტორს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ “კუნთის ვექტორიანები”- ის ადამიანები არიან, რომლებიც ყველაზე ნაკლებ ცდილობენ მართონ თავისი ცხოვრება. ისინი დამყოლები და ავტორიტეტებზე ძლიერ დამოკიდებულნი არიან, ამიტომ საკვანძო საკითხების გადაწყვეტას ხშირად ანდობენ სხვებს. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ მთლიანადაც არა.

თუ ადამიანს განვიხილავთ მთლიანობაში – მთელ მის ვექტორულ კომპლექსში, მაშინ დავინახავთ, რომ კუნთის ვექტორს ძალიან მნიშვნელოვანი როლი გააჩნია მოვლენათა მართვაში. მაშ ასე მივყვეთ ყოველივე ამას თავისი წესისა და რიგის მიხედვით.

  1. კონტაქტი სხეულთან.
    კუნთის ვექტორიანი ადამიანი (რა თქმა უნდა მაშინ, როცა ვექტორი კარგად არის მიღებული) საკუთარ სხეულთან ფლობს შესანიშნავ კონტაქტს. ხოლო სხეული – ეს არა მხოლოდ გარეგან სამყაროზე ზემოქმედების ინსტრუმენტია, არამედ უნატიფესი მგრძნობიარე აპარატიც, რომელიც სიცოცხლეს აღიქვამს პიდაპირ(!) ტვინისგან განსხვავებით, რომელიც სამყაროს განიხილავს გრძნობის ორგანოებზე გავლით.

საიდუმლო არ არის, რომ ჩვენს დასავლურ კულტურაში უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში სხეული საგძნობლად შესუსტდა. სხეულებრივი (ფიზიკური) სამუშაო ბევრისთვის გახდა დაბალი ღირსების და დაბალი სოციალური ფენის ექვივალენტი, ამან კი მიგვიყვანა მთლიან კულტურაში კუნთის ვექტორის მიუღებლობასთან. შედეგად ჩვენ მოგვაკლდა გარემომცველ სამყაროზე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. და არავითარ გრძნობის ორგანოებს, ერთად აღებულსაც, არ შეუძლია ამის კომპენსირება – ისინი უბრალოდ “სხვა დიაპაზონში” მუშაობენ.

მაშასადამე, კუნთის ვექტორი ადამიანს ნებას რთავს ორიენტირდეს სივრცეში (და სიტუაციებში) ყნოსვით ინტუიციაზე არანაკლებ, მას აქვს უნარი გააძლიეროს ვიზუალის ნათელმჭვრეტელობა და სმენის “ნათელსმენა” (ტერმინი დანერგილ იქნა ვ.ტოლკაჩოვის მიერ). ისწავლოს საკუთარ სხეულზე მინდობა, იგივეა, რაც ისწავლო მიენდო საკუთარ ინტუიციას. ეს არც ისე უბრალო, მაგრამ გადაწყვეტადი ამოცანაა.

მომავლის მართვის ტრენინგზე, მე ვაძლევ მონაწილეებს სპეციალურ სავარჯიშოს, რომელიც ნებას იძლევა საკმაოდ სწრაფად გაავარჯიშოს ეს სხეულებრივი მგრძნობელობა, მიუხედავად კუნთის ვექტორის სიცხადისა. თვით დასაშვები 2-3 ვარიანტიდან სწორი მიმართულების არჩევა შეიძლება მივანდოთ საკუთარ სხეულს, აკი ის ცდება საგრძნობლად ნაკლებ, ვიდრე ჩვენი გონება, რომელიც მუდამ ილუზიაშია, გრძნობათა ორგანოების ჭარბი ინფორმაციის წყალობით.

წარმოიდგინეთ,რომ გინდათ გააკეთოთ რაღაც არჩევანი თქვენს სამუშაოსთან მიმართებაში, პირად დამოკიდებულებებთან ან შვებულების ვარიანტში. რამდენ დროს დაკარგავთ იმაზე, რომ შეაგროვოთ აუცილებელი ინფორმაცია, განიხილოთ საკითხი დაინტერესებულ ადამიანებთან, და აწონ დაწონოთ ყველა პლიუსი თუ მინუსი? რამდენ დროს კარგავთ თქვენ ჩვეულებრივად ყოველივე ამაზე?

ახლა კი წარმოიდგინეთ, ჰარმონიული კუნთის ვექტორის მქონე ადამიანს (ანუ გავარჯიშებული ადამიანს) ამის გაკეთება შეუძლია რამოდენიმე წუთში, უბრალოდ თუ მიენდობა თავისი საკუთარი სხეულის შეგრძნებებს, და 99%-ით ეს არჩევანიც აღმოჩნდება ყველაზე სწორი, უახლოეს და სამომავლო პერსპექტივაშიც.

  1. კონტაქტი გენთან

როგორ ფიქრობთ რა ენერგიას ვიყენებთ ჩვენ, როცა მივისწრაფვით ჩვენი მიზნებისაკენ, ვუმკლავდებით სიძნელეებს, გადავლახავთ წინაამღდეგობებს? უწინარეს ყოვლისა ეს ჩვენი საკუთარი ორგანიზმის ენერგიაა, რომელსაც ვითვისებთ საკვებიდან. მაგრამ საიდუმლო არ არის, რომ ყოველი ადამიანი ფლობს განსხვავებულ ენერგეტიკულ პოტენციალს, თვით ისინიც კი რომელთა კვების რაციონი პრაქტიკულად იგივეა.

გარდა საკვებისაგან მიღებული ენერგიისა ჩვენ ენერგიას ვიღებთ გენიდან. ის ჩვენთან ხვდება ჩვენი გენეტიკური მშობლებისაგან (მიუხედავად იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება გაგვაჩნია მათთან. და თვით იმ შემთხვევაშიც კი ცოცხალნი არიან თუ არა ისინი). ეს საოცარი ფენომენი ცნობილი იყო დიდი ხნის უკან, მაგრამ უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში ის მეცნიერულად დასაბუთდა (დაწვრილებით ამის შესახებ თქვენ შეიძლება იხილოთ პორტალში “расстановщик”, რომელსაც მე ოდესღაც შევალიე ბევრი დრო და ძალა). კუნთის ვექტორი ფლობს ყველა ვექტორთა შორის ყველაზე საუკეთესო კონტაქტს თავის გენთან. ეს შეიძლება წარმოვიგინოთ სიმბოლურად ასე: ხის ფესვები, რომლებიც არ ჩანან გარეთ, მაგრამ უზრუნველყოფენ ხის სიძლიერესა და სიმტკიცეს ნებისმიერ სტრესულ ვარიანტში, როგორც ქარბუქში და გვალვის დროს, ასევე წყალდიდობის დროსაც.

ეს სრულებითაც არ ნიშავს იმას, რომ კუნთის ვექტორის მქონე ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგი დამოკიდებულება მშობლებთან. აღწერილი კავშირი მოქმედებს არა გონებრივ დონეზე: დამოკიდებულებები ზემოქმედებენ მასზეც, მაგრამ არა მნიშნელოვანი დოზით.

სწორედ მოდგმასთან ეს კავშირი ხდის ვექტორს დაუჯერებლად მტკიცეს და ამტანს. ის ნებას აძლევს მას ბედისწერის ყველაზე უსაშინლესი დარტყმების შემდეგ ადგეს და იმოძრაოს წინ (რა თქმა უნდა თუ ვინმე ავტორიტეტი მიუთითებს მას გზას). ეს კავშირი ხდის მას ყველა ვექტორთა შორის უძლიერესს. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს ჰკიდებს კუნთის ვექტორის მქონე, აღვსილი იქნება ისეთი ენერგიით, რომელზეც ბევრ სხვა ვექტორს ამაზე ოცნებაც კი არ შეუძლია.

  1. სტაბილურობა.

სტაბილურობის შკალაზე კუნთის ვექტორს პირველი ადგილი უკავია. ტყუილუბრალოდ კი არ არის მისი საყვარელი ფიგურა მართკუთხედი (უფრო ზუსტად, პარალილეპიპედი ან უბრალოდ “აგური”), რომელიც დევს. ყველა სხვა გეომეტრიულ ფიგურას შორის, რომელიც დაკავშირებულია ვექტორებთან, არ არის არც ერთი, რომელსაც ასევე ძნელად გადავაბრუნებთ ან დავძრავთ ადგილიდან.
ის მრავალი წვრილმანი წარუმატებლობა, რომელიც ურეთრალს გამოიყვანდა წყობილებიდან, უმცირეს გავლენასაც ვერ ახდენს კუნთის ვექტორის მქონე ადამიანზე. ხატოვნად რომ გამოვთქვათ, ის უბრალოდ ვერ ასწრებს მასზე რეაგირებას. კუნთური ადამიანი მშვიდად აგრძელებს თავის გზაზე სიარულს, იმის ცოდნით (ან გრძნობით), რომ არჩეული კურსისაკენ შეუცვლელი მიყოლა ნაღდია და საიმედო, ვიდრე საჭის მუდმივი ბრუნვა ხან მარჯვნი და ხან მარცხნივ.

ასეთივე მიზანმიმართულ გავლენას ახდენს კუნთის ვექტორი გუნდის მუშაობაზე. თვით მაშინაც კი მისი მისი ფუნქციონალი მიეკუთნება იერარქიის ქვედა დონეს, მისი კოლექტივში არსებობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს: ის ასტაბილურებს სისტემას უბრალოდ თავისი მონაწილეობით.

  1. მოთმინება.

მოთმინების დონით კუნთის ვექტორს შეუძლია გაეჯიბროს ანალის ვექტორიანსაც კი. შესაძლოა ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ კუნთის ვექტორიანი ადამიანები არც ისე კარგად გრძნობენ დროს: მათთვის ეს რთული გასაგებია.

დაე მაპატიონ კუნთის ვექტორიანებმა, თუ კი ამჯერადაც დავუბრუნდები მეტაფორას ხეზე. როცა დიდი ხნის განმავლობაში უყურებ საუკუნოვან ხეებს, გებადება შეგრძნება დროის პირობითობაზე. ის როგორღაც იყინება და თითქმის მთლიანად ჩერდება. და აი, თქვენც უკვე არსად გინდათ გაქცევა და გულის სიღრმეში გრძნობთ, ხუთი წუთი (საათი ან დღე) არაფერს ნიშნავს თქვენს ცხოვრებაში. თქვენ ამ დროს ისიც კი შეგიძლიათ შეიგრძნოთ, რომ დრო – ეს უდიდესი ილუზიაა, იმათ შორის, რომლებსაც ჩვენ ბავშვობიდან შევეჩვიეთ დაჯერებას და ვიღებთ მას არსებობის უმნიშვნელოვანეს და განუყოფელ ნაწილად.

და აი ასე, არაჩვეულებრივივი მოთმინება კუნთის ვექტორს ნებას აძლევს, რომ გაუძლოს ცხოვრებისეულ პაუზებს – იმ პერიოდებს, როცა მნიშვნელოვანი არაფერი არ ხდება.

მომავლის მართვისათვის არსებობს მნიშვნელოვანი პოსტულატი: რაც უფრო ნაკლებად გრძნობ შენი სურვილის ან ოცნების რეალიზაციას, მით უფრო რეალიზდება. ამიტომ, თუ კი მტანჯველია მოლოდინი თქვენი გონების ჩვეული მდგომარეობაა, რომელიც ბლოკირებას უკეთებს უმნიშვნელოვანეს მიღწევებს, კარგად დაფიქრდით თქვენი კუნთის ვექტორის აღიარებაზე. ის თქვენ დაგეხმარებათ ამ საკითხის გადაწყვეტისას ყველაზე უდიდეს დონეზე.

 

წყარო: https://www.psy8.ru/apc__37d11c8e59/articles/kak-chernyi-vektor-pomogaet-i-meshaet-nam-upravlyat-sobytiyami-svoei-zhizni

მთარგმნელი: Ruslani Lorchoshvili