როგორ გვზღუდავს ჩვენ ჩვენი გონება.

რა ემართება ადამიანს, რატომ ვერ ახერხებს გონების სწორად გამოყენებას? მისი ძირითადი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გარედან მოსულმა დაშენებებმა და საკუთარმა სტანდარტებმა, მისი გონება ლაბირინთს დაამსგავსა. ამიტომ ის ვერ აცნობიერებს, რომ მიზნის მისაღწევად საჭიროა კონკრეტული ქმედება. ვთქვათ მას სურს სახლში ააშენოს ბუხარი, მაგრამ ამაზე მხოლოდ ოცნებობს. ნახევარი წლის წინაც ოცნებობდა და დღესაც წევს დივანზე წამოგორებული და აგრძელებს ოცნებას. მისი მიზანი გონებისგან ფორმირებულ ლაბირინთში დაიკარგა, მან ვერ დაინახა კონკრეტული ქმედებები, ამიტომ არ დადგა საჭირო შედეგი. და რაც მთავარია, მისი აზრით ამაში ყველა დამნაშავეა, თავად მის გარდა. რეალურად კი ეს უმეტესწილად სწორედ მისი უმოქმედობის ბრალია. როგორ მოხდა, რომ ჩვენ სხვა რამე გვინდოდა, მაგრამ შედეგი სრულიად სხვა დადგა? თუ შევხედავთ ამ პროცესის მსვლელობას, ის საკმაოდ სასაცილოა. ეს გავს ერთი რუსული ზღაპრის პასაჟს, სადაც პესონაჟს აძლევენ დავალებას: ,,წადი იქ! არ ვიცი სად… მოიტანე ის! არ ვიცი რა…“. ჩვენში ჩნდება სურვილი, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ჩვენ ამ სურვილით ბოლომდე განვიმსჭვალოთ, რამოდენიმე წუთში გვინდება სრულიად სხვა რამ, მერე კიდევ სხვა და ა.შ. რას ვიღებთ შედეგად? შედეგად ჩვენი გონება ემსგავსება იმ კომპიუტერს, რომელსაც ერთდროულად ზედმეტად ბევრი ბრძანება მისცეს, მან ვერ მოასწრო მათი სათითაოდ გადამუშავება და ამიტომ უბრალოდ ,,გაჭედა“. გონებას არ მიეწოდა მკაფიო სიგნალი კონკრეტული მიზნის შესახებ, ვერ გაიგო რა თანმიმდევრობით შეასრულოს მიწოდებული ბრძანებები (სურვილები). შედეგად გონებამ დაწერა Error. გონებაში იწყება ქაოსი, რადგან არის ათი გენერალი და ერთი რიგითი რომელმაც აღარ იცის რომელ ბრძანებას მოუსმინოს. შედეგად დგება ან უაზრო და ქაოსური ქმედებები, ან საერთოდ უმოქმედობა და დივანზე კოტრიალი.


სრული ვერსია იხილეთ ფასიან ჯგუფში:https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks