როგორ გვზღუდავს ჩვენ ჩვენი გონება? (2)

დავსვათ მარტივი კითხვა: როგორ მუშაობს ჩვენი გონება? პირველი რაც უნდა გავიგოთ, არის ის ძირითადი წესი, რომლითაც გონება მუშაობს. გონება კი მუშაობს ძალზე უბრალოდ, როგორც Google. როგორ მუშაობს Google? იმისთვის რომ მან მოგცეთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია, თქვენ ჯერ უნდა გახსნათ ის და შეიყვანოთ მასში საჭირო მოთხოვნა, დასვათ კითხვა. თუ თქვენ კითხვას არ დასვამთ და უბრალოდ ელოდებით როდის მიხვდება Google თავისით იმას რაც თქვენ გაინტერესებთ, მაშინ ლოდინი მეტისმეტად დიდხანს მოგიწევთ, თქვენ ვერანაირ პასუხს ვერ ეღირსებით! თქვენ შეიძლება ილოცოთ, იმდიტიროთ რომ Google მიახვედროთ რა გსურთ, დაემუქროთ მას, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება. იმისთვის რომ Google-სგან მიიღოთ პასუხი, უნდა ჩაწეროთ კითხვა. იგივე ხდება გონებასთან მიმართებაშიც, ჩვენი გონება მუდმივად მზადყოფნის რეჟიმშია. მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ განვაგოთ საკუთარი ,,ბედი“ და დავუსახოთ გონებას საჭირო მიზნები, მივახვედროთ რა გვსურს, ჯერ აუცილებელია, რომ გონებას დავუსვათ კითხვები. არის მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხიც: არ შეიძლება გონებას დავუსვათ შემთხვევითი კითხვები, რადგან თუ ჩვენ დავსვამთ სულელურ კითხვებს, ჭკვიანურ პასუხებს არ უნდა ველოდეთ. ჩვენ გვჭირდება იმის გააზრება, კონკრეტულად რა გავაკეთოთ, რომ გავიუმჯობესოთ არსებული მდგომარეობა. მოკლედ რომ ვთქვათ, როგორი კითხვაც გვიჩნდება, ისეთივეა მასზე მიღებული პასუხიც. ამიტომ საჭიროა ჩვენს გონებას ძალზე ფრთხილად და გააზრებულად დავუსვათ კითხვები. როდესაც ვსაუბრობთ რომ გონებას შეუძლია პასუხების პოვნა, სულაც არ ვგულისხმობთ, რომ აზროვნების პროცესში ის გადის ,,ასტრალში“, იქ ,,უმაღლეს გონთან“, ან ,,მისტიურ ზეარსებებთან“ ამყარებს კავშირს და საიდუმლო არხებით მოეწოდება პასუხი. ეს ასე არ მუშაობს. უბრალოდ გონება ყურადღებას ამახვილებს გამოცდილებაზე და მასში ეძებს საჭირო პასუხს. აქ მთავარი ისაა, რომ ამ დროს თქვენ იწყებთ რეალურ მუშაობას საკუთარი პრობლემის გამოსწორებაზე. თქვენ უნდა ისარგებლოთ საკუტარი გონების შესაძლებლობებით, ის მუდამ მზადყოფნის რეჟიმშია და თქვენგან საჭირო კითხვებს ელის. მხოლოდ თქვენი ქმედებაა საჭირო, რომ ის მთელი დატვირთვით ამუშავდეს. გონება არის დამხმარე ხელსაწყო იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს საკუთარი ფუნქციის გააზრება და უკეთ შესრულება. თუ თქვენ მას არასწორად იყენებთ, ან საერთოდ არ იყენებთ, ის ემსგავსება თანამშრომელს, რომელსაც საქმე არ აქვს და სამუშაო საათებში კომპიუტერში პასეანსს თამაშობს.

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks