როგორ გვზღუდავს ჩვენ ჩვენი გონება? (4)

თუ ჩვენს გონებას კითხვებს ჩვენ არ დავუსვავთ, მაშინ ის ამას დამოუკიდებლად გააკეთებს და თავად შექმნის თვითდარწმუნებების სისტემას. მაგრამ ის პასუხები, რომელსაც თავად მიიღებს, არ გადის კრიტიკულ შემოწმებას, ამ დროს გონება კარგავს კრიტიკულ აღქმას საკუთარი დასკვნებისადმი და ვეღარ აანალიზებს სწორია თუ არა მისი დასკვნები. მთავარი ხდება ის, რომ ამ დროს ირთვება ბუნებრივი ინსტიქტები და კონკრეტულ სიტუაციაში ეს დასკვნები ჩვენ გვეხმარება თვითგადარჩენაში და ე.წ. კომფორტული უმოქმედობის ჩამოყალიბებაში. დივანზე კოტრიალი ხომ უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ბარვა, ან თოხნა. მაგრამ თუ რეალურად შევხედავთ, ეს დასკვნები ჩვენს წინაღმდეგაა, რადგან პასიურობა გვართმევს რეალიზების შესაძლებლობას. პასიურობა, გაქცევაა. პასიურმა გონებამ შექმნა ისეთი რეალობა, როგორიც შეეძლო მინიმალური მუშაობის რეჟიმისას. ამ თვითდარწმუნებების სისტემის კვანძი, მდგომარეობს იმაში, რომ ეს დასკვნები ერთმანეთთან მუდმივად წინააღმდეგობაში მოდიან. შედეგად გვიჩნდება სხვადასხვა, ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთსაწინაღმდეგო აზრები. ზოგჯერ კი ეს იქამდე მიდის, რომ ჩვენ საერთოდ ვწყდებით რეალობას და მას ვეწინაღმდეგებით კიდეც. ჩვენ ერთი მხრივ გვინდა რაღაც, მაგრამ მეორე მხრივ გვინდა გავაგრძელოთ დივანზე კოტრიალი. ის რომ ჩვენ გვინდა ესა და ეს, ეს თავის მხრივ ჩვენგან მოითხოვს კონკრეტულ ქმედებებს. ეს ქმედებები კი უკვე გვაშინებს. გონება ბადებს ეჭვებს: გამოგვივა? რომ ვერ შევძლოთ? ამაზე ცუდად რომ გავხდეთ? ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ეს უსიამოვნო შეგრძნებები ჩვენივე პასიურობითაა გამოწვეული. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. არის კიდევ ერთი საკითხი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ფიქრების უმეტესობას ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ. არ ვართ საქმის კურსში იმის შესახებ, თუ როგორი პრინციპით მუშაობს ჩვენი გონება. ჩვენ ვერ ვიაზრებთ კავშირს მიზნებსა და ქმედებებს შორის. ეს მაშინ როცა ზოგადად მაინც გვაქვს წარმოდგენა მიზნებზე, ხშირ შემთხვევაში კი ისიც არ ვიცით რა გვინდა, ან საერთოდ გვინდა თუ არა რამე. რა თქმა უნდა აქვთ ოცნებები, აქვთ სურვილი იყვნენ მდიდრები და წარმატებულები, მაგრამ ამის უკან ვერ ხედავენ თავის როლს, ვერ ხედავენ ქმედებას.

ამ ყველაფრიდან ვიღებთ ორ მნიშვნელოვან დასკვნას: 1. ჩვენი აზრების უმეტესობა ურთიერთ წინაღმდეგობრივია. ისინი ან ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, ან ეწინააღმდეგებიან სამყაროს ბუნებრივი მოწყობის მექანიზმს. 2. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ჩვენივე აზრების უმრავლესობას. არ გვაქვს გაცნობიერებული საკუთარი ბუნებრივი სურვილები, რომ არაფერი ვთქვათ წარმატების მიღწევის სტრატეგიაზე.

ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ორი რამის გაკეთება: 1. ვიპოვოთ წინააღმდეგობა. როდესაც თქვენ გრძნობთ რაღაც დისკომფორტს, ძალზე მნიშვნელოვანია დაინახოთ სად არის წინააღმდეგობის წერტილი. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა სწორად გამოიყენოთ საკუთარი გონება. 2. მთავარია შევძლოთ გონებისთვის კითხვების დასმის დაწყება, შემდეგ კი ამ კრიტიკული კითხვების წყალობით, აღმოვაჩინოთ წინააღმდეგობის წერტილი.