როგორ გვზღუდავს ჩვენ ჩვენი გონება? (5)

ნებისმიერი მეცნიერება იწყება დაკვირვებიდან. დაკვირვება საკუთარ თავზე, პირველი ნაბიჯია თვითგამოსწორებისკენ. მაგრამ პრინციპში მუშაობა გონებასთან ამით მხოლოდ იწყება და ეს საკმაოდ დიდი პროცესია. თვითდაკვირვება მხოლოდ პირველი ნაბიჯია ამ გზაზე. თქვენ ნელნელა უნდა ააწყოთ საკუთარი გონების ,,რუკა“. ჩვენი ლექციების მიმდინარეობის პროცესში ჩვენ პერიოდულად მივუბრუნდებით ხოლმე ამ თემას და თანდათან მოგაწვდით სისტემური მიდგომის მექანიზმებს. სისტემური მიდგომა ის მოვლენაა, რომელიც თანმიმდევრულად ხსნის გონების მექანიკას. ხსნის მთელ წინაღმდეგობებს და გვეხმარება შევიტანოთ სინათლე ამ გაურკვევლობაში. ამჯერად კი შევეცდებით მოკლედ აგიხსნათ გონებასთან მუშაობისთვის საჭირო რამოდენიმე ნაბიჯს:

  1. თუ თქვენ გინდათ სწორად ისარგებლოთ თქვენი გონებით და შეძლოთ მისი ,,მოთვინიერება“, პირველ რიგში უნდა გავიგოთ რას ნიშნავს თვითდარწმუნება და როგორი პრინციპით მუშაობს ის. ესენია ის აზრები, რომლებიც ჩვენში ჩაიჭედა და ჩვენ აღარ შეგვიძლია მათი კრიტიკულად შეფასება. თუ გავიგებთ როგორ მუშაობს ის, მაშინ ჩვენ სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი გონების მუშაობის მექანიზმის გაგებისკენ.
  2. იმის შემდეგ, რაც გავიაზებთ რა არის თვითდარწმუნებები და როგორ მუშაობენ ისინი, ვიგებთ, რომ ჩვენ გვჭირდება გამოვიმუშაოთ საჭირო უნარ-ჩვევები. როდესაც გამოვიმუშავებთ სწორი კითხვების დასმისთვის საჭირო უნარებს, ჩვენ ვიქნებით ისინი, ვისაც შეუძლია საკუთარ გონებასთან სწორად მუშაობა. ამის შემდეგ უკვე ,,მუსიკას ჩვენ ვუკვეთავთ“, ჩვენ ვკარნახობთ გონებას თამაშის წესებს. ჩვენ ვაძლევთ მას მიმართულებას და ის ემორჩილება ჩვენს ნაჩვენებ გზას. რა თქმა უნდა ეს ადვილი არ არის, არის მთელი რიგი ნიუანსები, მაგრამ მთავარი ისა, რომ ეს შესაძლებელია.
  3. შემდეგი ნაბიჯია ვისწავლოთ როგორ ვიპოვნოთ ჩვენ გონებაში ჩამალული თვითდარწმუნებები. თქვენ ამ დროისთვის უკვე იცით, რა არის თვითდარწმუნება და იცით, რომ გონებაში ბევრი ასეთი რამ გაქვთ, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცით, კონკრეტულად რა სახით თვითდარწმუნებულობებია თქვენში. პირველი ორი ნაბიჯის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ თქვენს გონებაში მიმალული თვითდარწმუნებები. შედეგად თქვენ მიიღებთ იმის რუკას რაც ხდება თქვენს გონებაში. რუკა კი დაგეხმარებათ შეძლოთ ორიენტირება.
  4. როდესაც ჩვენ ვიპოვნით იმ თვითდარწმუნებულობებს, რომლებიც ჩვენშია გამჯდარი, დაგვჭირდება ვიპოვოთ წინააღმდეგობის წერტილი, ის გადაკვეთა, სადაც ეს თვითდარწმუნებულობები, წინააღმდეგობაში მოდიან ჩვენს რეალურ სურვილებთან. ამ ყველაფრის აღმოჩენა ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს შევცვალოთ ჩვენი გონების რუკა და ჩვენვე მოვხაზოთ მისი ნამდვილი კონტურები. (სამწუხაროდ ეს ფორმატი არ იძლევა საშუალებას მოცემულ ლექციაშივე განვმარტოთ ამ ყველაფრის მუშაობისთვის საჭირო მექანიზმები, რადგან ეს ყოველივე მოითხოვს საკითხისადმი ბევრად მეტ ჩაღრმავებას).
  5. ჩვენ ვიპოვეთ ეს თვითდარწმუნებები, მაგრამ აქ უკვე ჩნდება კითხვა: ,,თუ თვითდარწმუნებების სისტემა გვაძლევს ფიქსირებულ შაბლონს სამყაროს, ან თავად ჩვენი მოწყობის შესახებ, შეიძლება თუ არა, რომ ის სიმართლეს შეესაბამებოდეს?“. რეალურად არა. შეიძლება მასში იყოს სიმართლის მარცვალი, ან გამართლებული იყოს რაღაც კონკრეტული ხედვის წერტილიდან, მაგრამ ის არ არის უტყუარი ჭეშმარიტება. მაგალითად: როდესაც ორ მხარეს აქვს კონფლიქტი, თითოეული მათგანი თავდაჯერებულია იმაში, რომ მოწინააღმდეგე ბოროტია, მაგრამ სინამდვილეში, ეს ჩვენივე ფანტაზიის შედეგია, რომლითაც ჩვენთვის არასასურველი პირის, ან პირების დემონიზაციას ვახდენთ. ამიტომ შემდეგი ნაბიჯი მდგომარეობს იმის გაგებაში, რომ ცხოვრებას ვყოფთ დიდ მონაკვეთებად და ბლოკებად, ამიტომ ჩვენი მიზანია დავდგეთ ამ ვიწრო ჩარჩოების ზემოთ და შევძლოთ ამ ყოველივეს ზემოდან შევხედოთ. დავინახოთ ჩვენი ცხოვრება ზემოდან. შევძლოთ ერთიანობაში აღვიქვათ წარსული, აწმყო და მომავალი. ძირითადი წესი, რომლითაც ჩვენი ცხოვრება მუშაობს, არის ,,ტკივილისა და ტკბობის“ წესი. სწორედ ეს წესია ადამიანის მთავარი მამოძრავებელიც. ამ ყველაფრით, ჩვენ შევძლებთ აღვწეროთ თვითდარწმუნებების ნაკრები. და გავასხვავოთ დაშენებული თვითდარწმუნებები, იმათგან, რომლებიც არ ეწინაღმდეგებიან რეალობას. შემდეგ კი ვისწავლოთ როგორ გამოვიყენოთ ,,ტკივილისა და ტკბობის“, იგივე ,,მათრახისა და ნამცხვრის“ წესი. ეს კი გახდება ფუნდამენტი, რომელზეც შევძლებთ ყველაფერ დანარჩენის აშენებას და დაშენებული თვითდარწმუნებულებების ნაცვლად, გაზრებული თავდაჯერებულობის მიღებას.