როგორ გვზღუდავს ჩვენ ჩვენი გონება?

ამ ლექციაში შევეხებით საკითხს თუ როგორ გვზღუდავს ჩვენ ჩვენივე გონება. ამ ლექციას დავიწყებთ მარტივი მაგალითით: წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ფიზიკურად ჯანმრთელია, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ მთელი ცხოვრება ორის მაგიერ მხოლოდ ერთი ხელი გამოიყენოს და შემდეგ კი მთელი ცხოვრება წუწუნებს, რომ მას მძიმე ცხოვრება აქვს. რას იტყოდით ასეთ ადამიანზე? რბილად რომ ვთქვათ უმეტესობა იტყოდა, რომ ის არც ისე გონიერი ადამიანია. ჩვენი ლექცია ამ მაგალითით უმიზეზოდ არ დაგვიწყია. სამწუხაროდ ადამიანების უმეტესობა თავის ცხოვრებას სწორედ ასე ატარებს (ისე, რომ ამას თვითონაც ვერ ხვდება). ჩვენ გვაქვს ხელსაწყო (ჩვენი გონება), რომლის დახმარებითაც შეგვიძლია შევასრულოთ ჩვენი დავალება, მაგრამ ხდება ისე, რომ რატომღაც ადამიანთა უმეტესობა ვერ იყენებს საკუთარ პოტენციალს. რაც კიდევ უფრო უარესია, ჩვენ არა თუ არ ვიყენებთ სწორად ჩვენს შესაძლებლობებს, არამედ ჩვენი არასწორი ქმედებების გამო, ეს შესაძლებლობები ხშირად ჩვენივე წინააღმდეგ მუშაობენ. არა იმიტომ, რომ ბუნება ბოროტია, ან შემთხვევით ასეთი სულელური შეცდომა მოუვიდა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენივე ხელსაწყოს არასწორად ვიყენებთ. ალბათ ყველას გინახავთ ცხოვრებაზე განაწყენებული ადამიანი, რომელიც დაბღვერილი დადის, მუდამ ფიქრობს, რომ ცხოვრებაში არ გაუმართლა, რომ ადმიანები ბოროტები არიან, დადის ქუჩაში და თავის ამ ნაწყენ მდგომარეობას ყველგან აფრქვევს. ყველა, ვინც მას ხედავს გრძნობს, რომ ეს ადამიანი იტანჯება და ეს თვითონაც იცის. მაგრამ სხვები მისგან განსხვავებით იმასაც ხვდებიან, რომ მას წყენის მდგომარეობა აქვს და ის ცხოვრებამ გატეხა, ამას კი თავად შეიძლება ვერც ხვდებოდეს. ის, რომ თვითონ თავის მთავარ პრობლემას ვერ ხედავს, მის გზაზე მთავარი შემაკავებელი ფაქტორი ხდება. მაგალითად: იმისთვის, რომ ადამიანი ალკოჰოლიზმისგან განიკურნოს, პირველი და უმთავრესი ნაბიჯი, არის, ამ ადამიანმა ჯერ აღიაროს და გაიგოს, რომ თვითონ ალკოჰოლიკია. ანუ ადამიანმა უნდა შეძლოს და თავის თავს გვერდიდან შეხედოს. პრობლემის სხვებში დანახვა ადვილია, ადვილია მიუთითო სხვას, მაგრამ დაინახო პრობლემა საკუთარ თავში, ეს უკვე ბევრად რთულია. ძნელია ნაწყენ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს გააგებინოთ, რომ მისი პრობლემა სწორედ ეს წყენის მდგომარეობაა და სწორედ ამის გამო ვერ ახერხებს რეალიზებას. ჩვენ ვიტანჯებით, ვიფორმირებთ ჩვენში ამ ტანჯვით გამოწვეულ აზრებს და ეს კიდევ უფრო გვტანჯავს და რაც მთავარია, არაფერს ვაკეთებთ, რომ გამოვსწორდეთ. მაგალითად: ადამიანს ეკითხები რა მიზანი აქვს. ის გპასუხობთ რომ უნდა იყოს მდიდარი და ჰქონდეს იახტა. კარგი მიზანია, ვერაფერს იტყვით, მაგრამ არსი ერთი მაგრამ… რას აკეთებს ამ მიზნის მისაღწევად? არაფერს. უბრალოდ დადის ყოველდღიურ სამუშაოზე და ხანდახან ოცნებობს. ამასთან მან კარგად იცის, რომ ასე ვერასოდეს გამდიდრდება. აქ მთავარი ის არის, რომ მის ქცევაში არ დევს ქმედება. ჩვენ არც კი ვფიქრობთ იმაზე, თუ რა გვინდა რეალურად, ზოგჯერ არც კი განვასხვავებთ ჩვენს სურვილებს სხების სურვილებისგან, ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ სხვა გვასწავლის რა უნდა გვინდოდეს. ჩვენ არც კი ვიყენებთ ჩვენს გონებას, რომ დავფიქრდეთ რა გვინდა და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ, უბრალოდ ვნებდებით, ვცხოვრობთ ყოველდღიური ცხოვრებით. ამასობაში კი ცხოვრება გადის და ჩვენ იმავე ტალახში ვრჩებით, რომელშიც ვიყავით.

თუ ჩვენ სწორად ვუსვამთ გონებას კითხვებს, მაშინ ის ამ კითხვებს გადაამუშავებს და აფორმირებს შესაძლო პასუხების, შესაძლო გამოსავლების ვერსიებს. თუ კითხვას არასწორად ვირჩევთ – პასუხიც შესაბამისია. მაგალითად: თუ ჩვენ გონებას ვუსვამთ დესტრუქციულ კითხვას, რატომაა ყველაფერი ასე საშინლად? არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ პასუხი იქნება შესაბამისი: იმიტომ რომ სამყარო ნაგავია, ან იმიტომ რომ ჩვენ უვარგისები ვართ. რეალურად ეს არის ჩვენივე კითხვისგან გამოწვეული შედეგი. ჩვენი გონება ჩვენს კითხვას სვამს რაღაც სისტემაში, ალაგებს შესაბამის თანმიმდევრობებში და შედეგად ვიღებთ შესაბამის პასუხს რწმენამდე აყვანილ ფორმაში (დაუსვა გონებას სულელური კითხვა და ელოდე ჭკვიანურ პასუხს, ეს იგივეა Google-ში ჩაწეროთ უხამსი სიტყვა და ელოდეთ ინფორმაციას ლამაზი პეპლების შესახებ). რწმენა არის რაღაც აზრი, რომელიც იმდენად ჩაიჭედა ჩვენს ტვინში, რომ ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია ამ აზრს კრიტიკულად შევხედოთ. მაგალითად ადამიანს ჩაებეჭდა აზრი, რომ ყავა კარგია თუ ეს აზრი მან რწმენამდე აიყვანა, მნიშვნელობა არ აქვს არის თუ არა ეს მართლა ასე, ეს ნიშნავს, რომ ის მთელი ცხოვრება ასე იფიქრებს. თუმცა არის ერთი საფრთხე: ჩვენ შეიძლება ვირწმუნოთ ისეთი რამეც, რაც რეალურად არ შეესაბამება სიმართლეს. მაგალითად დავიჯეროთ, რომ ჩვენ ტანჯვისთვის გავჩნდით, ან რაიმე მსგავსი ნეგატივი. ეს ძალზე ცუდი სიტუაციაა, რადგან ის რწმენის სახით ილექება ჩვენს გონებაში და ამის გამო ჩვენ ვწყვეტთ ამ აზრის შესახებ კრიტიკულად ფიქრს. მას აპრიორი ვიღებთ უდავო ჭეშმარიტებად და ამით ჩვენვე ვიფორმირებთ ნეგატიური ცხოვრების სცენარს. ამ დროს ჩვენი გონება აკეთებს შემდეგს: ის აფორმირებს დარწმუნების განსაზღვრულ სისტემას და მას ხდის სტანდარტად ჩვენთვის. სტანდარტი, ეს სერიოზული სიტყვაა. ცხოვრებაში ჩვენ ერთი მხრივ გვაქვს მიზნები, ხოლო მეორე მხრივ სტანდარტები. რაშია მათ შორის სხვაობა? ამის გაგება საკმაოდ მნიშვნელოვანია. მიზნი, არის ის, რასაც ჩვენ მომავალ მდგომარეობად, ეს არის ჩვენთვის სასურველი მომავალი, თუმცა მეორე მხრივ არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მცდელობა, მიზნის მისაღწევად (მიზნის დაფორმირება მოცულობითი თემაა და მას სვფ-ს მესამე დონეზე განვიხილავთ). თუ ჩვენ გამოვიჩენთ საკმაო ძალისხმევას, წარმატების შანსი იზრდება და თუ ჩვენს ძალისხმევას სწორი მიმართულება აქვს, ხშირ შემთხვევაში დგება სასურველი რეზულტატი. სტანდარტი სრულიად სხვა მოვლენაა. სტანდარტი არის ცნება, რომლეიც მუშაობს აქ და ახლა. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ ის თავის რეზულტატს იძლევა აქ და ახლა. ის რაც თქვენ ახლა გაქვთ, არის არა მხოლოდ თქვენი წინა მიზნების რეზულტატი. არამედ ძირითადად არის თქვენს მიერ დაფორმირებული სტანდარტების შედეგი. თუ თქვენი სტანდარტი არის ლამაზი და დაკუნთული სხეული, მთელ თქვენ დროს ამას უთმობთ და პრინციპში შედეგსაც აღწევთ, თუმცა ამასთან შეიძლება მის ფონზე აღარ დაგრჩეთ დრო მიზნების განსახორციელებლად. მაგალითად არიან ქალები, რომლებსაც არ შეუძლიათ სახლიდან გავიდნენ მაკიაჟის გარეშე, თუნდაც ნაგვის გადასაყრელად. ასეთია მათი სტანდარტი. ყოველ ჩვენგანს აქვს საკუთარი სტანდარტები. სტანდარტი ეს არის ერთგვარი მითითება, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე. მაგალითად: არის სტანდარტი, რომ სამსახურში უნდა გეცვათ კოტუმი და გეკეთოთ ჰალსტუხი. ამიტომ თქვენ არ მდიხართ სამსახურში ტრუსებში გამოწყობილი. იმიტომ რომ ასეთია იმ სამსახურის სტანდარტი. როგორც გარემოებებისგან, ისე ჩვენს მიერ დაფორმირებული სტანდარტები, თავის მხრივ განაპირობებს ჩვენს ცხოვრებას. რა თქმა უნდა მიზნები უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ რეალურად ადამიანთა უმეტესობა უარს ამბობს მიზნებზე, არსებული სტანდარტების გამო. უფრო ზუსტად ისინი თვლიან, რომ მათი მიზნები არ შეესაბამება დაწესებულ სტანდარტს. სწორედ ამიტომ ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრება მიზნებით კი არა, სტანდარტებითაა განპირობებული. ერთი მხრივ სტანდარტი უდრის შესაბამის რეზულტატს. მაგალითად: თუ თქვენ გაქვთ სტანდარტი, რომ დილა-საღამოს კბილები უნდა იხეხოთ, თქვენ ასეც იქცევით და დგება შესაბამისი შედეგი სუფთა კბილების სახით. თუმცა მეორე მხრივ ძნელია სტანდარტებზე გადაბიჯება და ზოგი სტანდარტი ვლინდება შემზღუდავ ფაქტორად მიზნისკენ მიმავალ გზაზე. თუ ჩვენ გვსურს მივაღწიოთ დიდ მიზნებს, საჭიროა გავზარდოთ სტანდარტების ხარისხი. საიდან იღებს სათავეს ეს სტანდარტები? არსებობს სხვადასხვა სახის სტანდარტები, მოქმედების, მდგომარეობის, აზროვნების. დაფიქრებულხართ იმაზე, რომ თქვენ გაქვთ მდგომარეობებთან დაკავშირებული სტანდარტები. მაგალითად: თქვენ გყავთ ბავშვი. მასთან მიმართებაში თქვენ მშობელი ხართ. გიფიქრიათ, რომ გაქვთ რაღაც სტანდარტები, რომლებსაც იყენებთ შვილთან ურთიერთობისას? შეიძლება თქვენ მასთან მიმართებაში თავი აღმზრდელად მიგაჩნიათ, შეიძლება მშობლობას ტვირთად თვლით, ან თქვენს თავს მისი სიცოცხლის შემოქმედად მიიჩნევთ. მაგრამ არსებობს რაღაც გზავნილი რომელსაც თქვენ საკუთარ ტვინს გადასცემთ, ის გიფორმირებთ გარკვეულ შეგრძნებისა და ურთიერთობის ტიპებს და ეს განაპირობებს იმას, თუ როგორ იქცევით შვილთან. ეს ყველაფერი ჩვენი გონებიდან მოდის. სტანდარტები იწყება თვითდარწმუნებიდან. სწორედ თვითდარწმუნებაა სტანდარტის პირველი ტიპი. შესაბამისად ჩვენ ვიღებთ საკმაოდ მარტივ კანონზომიერებას. თუ ჩვენ სწორი დასკვნები გვაქვს (ანუ ჩვენი დასკვნები რეალურად, ან რეალურთან მიახლოებულად ასახავს ჩვენი და სამყაროს მოწყობის ფორმებს), მაშინ ჩვენ შეგვიძლია დავისახოთ მიზნები, რომლებიც რეალურად გამომდინარეობს ჩვენი შინაგანი სურვილებიდან, მივიღოთ ტკბობა ამ მიზნისკენ სვლით და მათი მიღწევით. ხოლო თუ ჩვენი დასკვნები და ხედვები არასწორია, მაშინ ტკბობის ნაცვლად, ვიღებთ ტანჯვას. სწორედ ესაა თვითდარწმუნება და სტანდარტები.
ჩვენ გვაქვს ხელსაწყო – გონება, ის მუშაობს კითხვა-პასუხის რეჟიმში. გონებიდან მიღებული პასუხები ქმნის დასკვნებს, ხოლო დასკვნების ნაკრები ჩვენში აყალიბებს თვითდარწმუნებების სისტემას, რომლისგანაც ჩვენ ვიღებთ სტანდარტებს (აზროვნებას სტანდარტებით). თუ ჩვენ ვისწავლით ამის სწორ გამოყენებას, მაშინ ჩვენი აზროვნება გახდება დაზიანებებისგან თავისუფალი და გამჭვირვალე. შედეგად ვიღებთ რეალური მიზნების გაგების უნარს და ამ მიზნებისკენ სწორად სვლის შესაძლებლობას. არის მიზანი, შესაბამისად არის არსებული რესუსების შეფასება, არის ქმედების დაგეგმვა და შემდეგ თავად ქმედება. ასე მუშაობს ჯანსაღი გონება. მაგალითად თქვენ გსურთ სამსახურში დაწინაურება. თქვენმა გონებამ იცის, რომ ერთი მხრივ ეს მხოლოდ თქვენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ ძირითადი ფაქტორი მაინც თქვენ ხართ. თქვენ უნდა შეაფასოთ რა კონკრეტული მიზნები დგას თქვენს წინ, რა ქმედებებია ამისთვის საჭირო და რამდენად კარგად ასრულებთ თქვენ ამ ქმედებებს. აზრების ასეთი კომბინაცია თქვენ მიგიყვანთ იქამდე, რომ თქვენ დაგაწინაურონ. აქ მთავარია გავიგოთ, რომ გონება ჩვენი მტერი კი არ არის, არამედ ჩვენი დამხმარე ხელსაწყოა. ხდება თუ არა ასე? სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევებში არა. რატომ? რა ემართება ადამიანს, რატომ ვერ ახერხებს გონების სწორად გამოყენებას? მისი ძირითადი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გარედან მოსულმა დაშენებებმა და საკუთარმა სტანდარტებმა, მისი გონება ლაბირინთს დაამსგავსა. ამიტომ ის ვერ აცნობიერებს, რომ მიზნის მისაღწევად საჭიროა კონკრეტული ქმედება. ვთქვათ მას სურს სახლში ააშენოს ბუხარი, მაგრამ ამაზე მხოლოდ ოცნებობს. ნახევარი წლის წინაც ოცნებობდა და დღესაც წევს დივანზე წამოგორებული და აგრძელებს ოცნებას. მისი მიზანი გონებისგან ფორმირებულ ლაბირინთში დაიკარგა, მან ვერ დაინახა კონკრეტული ქმედებები, ამიტომ არ დადგა საჭირო შედეგი. და რაც მთავარია, მისი აზრით ამაში ყველა დამნაშავეა, თავად მის გარდა. რეალურად კი ეს უმეტესწილად სწორედ მისი უმოქმედობის ბრალია. როგორ მოხდა, რომ ჩვენ სხვა რამე გვინდოდა, მაგრამ შედეგი სრულიად სხვა დადგა? თუ შევხედავთ ამ პროცესის მსვლელობას, ის საკმაოდ სასაცილოა. ეს გავს ერთი რუსული ზღაპრის პასაჟს, სადაც პესონაჟს აძლევენ დავალებას: ,,წადი იქ! არ ვიცი სად… მოიტანე ის! არ ვიცი რა…“. ჩვენში ჩნდება სურვილი, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ჩვენ ამ სურვილით ბოლომდე განვიმსჭვალოთ, რამოდენიმე წუთში გვინდება სრულიად სხვა რამ, მერე კიდევ სხვა და ა.შ. რას ვიღებთ შედეგად? შედეგად ჩვენი გონება ემსგავსება იმ კომპიუტერს, რომელსაც ერთდროულად ზედმეტად ბევრი ბრძანება მისცეს, მან ვერ მოასწრო მათი სათითაოდ გადამუშავება და ამიტომ უბრალოდ ,,გაჭედა“. გონებას არ მიეწოდა მკაფიო სიგნალი კონკრეტული მიზნის შესახებ, ვერ გაიგო რა თანმიმდევრობით შეასრულოს მიწოდებული ბრძანებები (სურვილები). შედეგად გონებამ დაწერა Error. გონებაში იწყება ქაოსი, რადგან არის ათი გენერალი და ერთი რიგითი რომელმაც აღარ იცის რომელ ბრძანებას მოუსმინოს. შედეგად დგება ან უაზრო, ქაოსური და უმნიშვნელო ქმედებები, ან საერთოდ უმოქმედობა და დივანზე კოტრიალი.
სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/