როგორ ვასწავლოთ ბავშვებს კითხვა

 

როგორ ვასწავლოთ ბავშვს კითხვა ისე, რომ არ შევაძულოთ წიგნები? როგორ არ გადავაქციოთ კითხვის პროცესი მოსაწყენ საქმიანობად? ჩვენ მოგიყვებით იმ მნიშვნელოვან ფისქოლოგიურ დეტალებზე, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ბავშვისათვის კითხვის სასწავლებლად.  ისინი სასარგებლო იქნება არამხოლოდ მშობლების, არამედ აღმზრდელებისთვისაც.

თუმცა, მანამ სანამ დავიწყებდეთ კითხვის სწავლებზე საუბარს, უნდა განვიხილოთ რა შეიძლება წაიკითხონ და რა – არავითარ შემთხვევაში.

 

რა უნდა წაიკითხონ ბავშვებმა?

  ბავშვის წიგნების სამყაროსთან დაახლოება იწყება მშობლებთან ერთად, გაცილებით ადრე, ვიდრე პატარა ასოებს ისწავლის. როგორ შევარჩიოთ საუკეთესო წიგნები საკითხავად?

ბავშვის ტვინი სუფთა ფურცელივითაა. ამავდროულად ის ურთულესი ნეიტრონული ბადეა და მის ჩამოყალიბებაში ბავშვობა უმნიშვნელოვანესი დროა. ჩვენ ვნერვიულობთ, რომ პატრამ არ მოიწყინოს, და გვრჩება ისეთი მნიშვნელოვანი დეტალი, თუ რა ინფორმაციულ გარემოს ვუქმნით მას გარშემო, რა წიგნებს ვკითხულობთ მათთვის. წიგნების საშუალებით ბავშვების გონებაში ყალიბდება ისეთი მთავარი კატეგორიები, როგორიცაა სიკეთე და ბოროტება, კეთილშობილება და სამართლიანობა. ამ შეგრძნებებს კი კლასიკური საბავშვო ლიტერატურა იწვევს.

მაშ ასე, მნიშვნელოვანი მომენტი – ვარჩევთ წიგნებს.

 

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი – ბავშვს კითხვა უნდა ვასწავლოთ სწორ დროს

ბავშვებისათვის კითხვა არაა მხოლოდ ზღაპრების ჯადოსნური სამყარო, ასევე რაღაც ნიშნების უცნაური შიფრიცაა. თავიდან მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ სურათების მიხედვით ვყვებით ისტორიებს, მხოლოდ მოგვიანებით იწყებენ გააზრებას, რა ხდება სინამდვილეში.

არასდროს უნდა ვიჩქაროთ კითხვაზე გადასვლა – აუცილებელია, რომ ბავშვმა ძალიან კარგად იცოდეს ანბანი. ეს განსაკუთრებული მომენტია. ბავშვი ხომ ყველაფერს შეგრძნებებით აღიქვამს, ასოები კი ჯერჯერობით აბსტრაქტული რამაა.

საუკეთესო შემთხვევაა, როდესაც ბავშვმა სამი-ოთხი წლის ასაკში უკვე იცის ასოები. ამ დროს უკვე შეიძლება, ვასწავლოთ მარტივი მარცვლების წაკითხვა (ეს შესაძლებელია მაშინაც კი, როცა ბავშვმა მხოლოდ რამდენიმე ასო-ბგერა იცის).  ასეთ შემთხვევაში, ბავშვი დასაწყისიდანვე იაზრებს, რისთვისაა საჭირო ასოები და სტიმული ეძლევა, კითხვა შეძლოს. უნდა გვახსოვდეს რომ წამყვანი საქმიანობა ამ ასაკისათვის თამაშია, ამიტომ კითხვის სწავლის პროცესიც აუცილებლად თამაში უნდა იყოს, თან საინტერესო სურათებით გაფორმებული.

თუ მშობელი მაშინ გამოიღვიძებს, როდესაც ბავშვი 6 წლის გახდა და ჯერ კიდევ არ იცის კითხვა, მაშინ, დიდი ალბათობით, სწავლების კი არა, ტანჯვის პროცესი დაიწყება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გამოვტოვოთ ბავშვის განვითარების ეტაპები. გამოტოვებულის ამოქაჩვა ყოველთვის უფრო ძნელია. ასე რომ, კითხვა უნდა ვასწავლოთ სწორ დროს. თანამედროვე პატარებს დიდი პოტენციალი აქვთ. ისინი თითქოს პლანშეტით ხელში იბადებიან და უნდათ ისწავლონ კითხვა გაცილებით ადრე, ვიდრე მშობლებმა.

 

  ბავშვებს კითხვა შეიძლება ვასწავლოთ სწრაფად და სახლის პირობებში, თუმცა საჭიროა განსაკუთრებული მიდგომები.

  ბავშვის ყველაზე დიდი სურვილია – გაიზარდოს და განვითარდეს. ეს ბუნებით არის მასში ჩადებული. კითხვის სურვილის შემთხვევაშიც ასეა. მას სურს რომ ასწავლონ კითხვა და თუ ეს ასე არაა, ე.ი. მშობელმა სადღაც უკვე დაუშვა შეცდომა.

აუცილებელია, გვესმოდეს და გავითვალისწინოთ ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებები. მაგალითად, ბავშვები ვიზუალის, სმენისა და ანალის ვექტორებით ყველაზე „მკითხველი“ ბავშვები არიან. თუმცა, თქვენი შვილი შეიძლება იყოს სხვა ვექტორების მატარებელი, მაგ. კანის, რომელიც მას მოუსვენრად აქცევს. როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი აქტიურია და მისი ერთ ადგილას გაჩერება სირთულეს წარმოადგენს?

რა თქმა  უნდა, კანის ვექტორიან პატარასაც შეიძლება ვასწავლოთ კითხვა, უბრალოდ მიდგომაა განსხვავებული. მას არ უნდა მოვთხოვოთ დიდხანს დაჯდომა და იმის კეთება, რაც უჭირს, არამედ თამაშ-თამაშით „შევიტყუოთ“. ეს შეიძლება სულაც მოძრაობასთან დაკავშირებული თამაშები იყოს – საფეხურები, ოთახში დამალული ასოების პოვნა, მაგნიტურ დაფაზე მარტივი მარცვლებისა და სიტყვების აწყობა და ა.შ.

არ შეშინდეთ, თუ ბავშვს თავიდანვე სწორად კითხვა არ გამოუვა. აუხსენით რამდენჯერმე, დაიწყეთ ხელახლა – ბავშვისათვის ეს ყველაფერი უცხოა და შეჩვევა სჭირდება.

 

როგორ ვასწავლოთ კითხვა სწორად – რამდენიმე საიდუმლო.

ყველა წიგნს აქვს სამი შემადგენელი ნაწილი – მთავარი გმირი (გმირები), სიუჟეტი და მთხრობელის ხმა. ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ ვირჩევთ კლასიკურ საბავშვო ლიტერატურას – დროში გამოცდილ ცოდნას, გმირებსა და შინაარსს. ახლა დროა, სწორად წავუკითხოთ ბავშვებს და მაშინ მათ უნებურად გაუჩნდებათ სურვილი, თავისით წაიკითხონ. გადამწყვეტი მომენტია, რომ ბავშვები მაქსიმალურად დავაინტერესოთ პროცესით და იძულება აღარ დაგვჭირდება.

ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ კითხვის პროცესი უნდა იყოს სასიამოვნო – მშობელიცა და ბავშვიც სიამოვნებას უნდა იღებდნენ, ერთად უნდა უხაროდეთ ახალი ასოს გამოყვანა, დამარცვლა, ახალი სიტყვის წაკითხვა. ბავშვს ბუნებრივად უნდა, რომ ისწავლოს, განვითარდეს და მშობელი გაახაროს თავისი მიღწევებით – მამა და დედა ამაყობდნენ მისით.

მშობლის ეგოისტური სურვილი, რომ ბავშვმა სწრაფად ისწავლოს კითხვა, ხშირად ტოვებს თავად პატარას სურვილებს გაუთვალისწინებლად და მას ექსპერიმენტის ობიექტად გადააქცევს. რისთვის გინდათ, რომ ბავშვმა კითხვა ისწავლოს, იმისათვის, რომ მას მოსწონდეს და კარგად იყოს, თუ გსურთ წარმოაჩინოთ, რა კარგი მამა ან დედა ხართ?
ასევე, როგორც კი თქვენ იწყებთ ბავშვის შეფასებას შედარებითობის პრინციპით – გიოსთან, თამთასთან თუ პეტრესთან, იცოდეთ, შვილს უკარგავთ კითხვის სურვილს.

სწორედ ამიტომ, სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია ყოველთვის აქცევს ყურადღებას გარემოსა და სურვილებს, სადაც და რის საფუძველზეც ასწავლიან ბავშვს კითხვას.

 

სწავლება სიამოვნების პრინციპით

სწავლების პროცესის უმთავრესი  პრინციპია მხიარული და თბილი გარემო. კატეგორიულად აკრძალულია იძულება და ჩხუბი. გარდა ამისა, კითხვა საჭიროა სწორად. ეს არამარტო სიტყვების სწორად და გარკვევით წარმოთქმას, არამედ სწორი ემოციის გამოხატვასაც გულისხმობს. ემოციები ეხმარება პატარას გრძნობებით ჩაერთოს პროცეში და მიიღოს სიამოვნება.

კითხვის სწავლების პროცესში აუცილებელია, მთლიანად ბავშვზე ვიყოთ კონცენტრირებული, მის ემოციებსა და შეგრძნებებზე.  ჩავეხუტოთ, მასთან ერთად ვიტიროთ და ვიცინოთ.

ცვალეთ ინტონაცია, წაიმღერეთ, ტემპი შეანელეთ, ხმას აუწიეთ, დაუწიეთ – იგრძენით და გაიაზრეთ, რასაც კითხულობთ. ასე ბავშვი კითხვას გაცილებით ადრე და ადვილად ისწავლის, ის ხომ დაინტერესებული და შესაბამისად მთლიანად კითხვაზე იქნება კონცენტრირებული.

 

როგორ ვასწავლოთ ბავშვს კითხვა – რეკომენდაციები:

  • ვაჩვენოთ მკითხველი უფროსის მაგალითი. თანაც, კითხვაში გართული უფროსის.
  • ბავშვები ხშირად ბაძავენ უფროსებს და უნდათ ზუსტად იმის კეთება, რასაც მამა/დედა აკეთებს. თუ თქვენ გიყვართ კითხვა და პატარა ხშირად ხედავს, როგორი გიტაცებთ ეგ პროცესი, თვითონაც დაინტერესდება და მოგბაძავთ.
  • ძალიან კარგი იქნება თუ ძილის წინ კითხვა იქნება რეგულარული, ტრადიციული და ზღაპრული – ისეთი, რასაც ბავშვი სიამოვნებით დაელოდება. ამ დროს მშობელი უნდა იყოს მხოლოდ ბავშვთან. გააფრთხილეთ ყველა, რომ არ ჩაგერთოდ, არ დაგიძახონ, არ შეგიშალონ ხელი. ეს დრო მთლიანად ბავშვისათვის უნდა იყოს.
  • ყველაზე მთავარი მომენტი – მის შესახებ ჯერ კიდევ პრინცესა შეჰერაზადმა გვითხრა – დაასრულეთ ყოველთვის ყველაზე საინტერესო მომენტზე, ამასთან პოზიტიურსა და ნათელზე.
  • იკითხეთ ნელა, დაბალი ხმით და მგრძნობიარედ. თუ პატარას ბედნიერს ჩაეძინება კითხვისას, ე.ი. ყველაფერი სწორად გააკეთეთ.

 

უფროსების ემოციური ჩართულობა კითხვის პროცესში ბავშვს უქმნის მყარ ემოციურ კავშირს, რომელსაც შემდეგ მშობელი და შვილი წლების განმავლობაში ატარებენ. ერთად გადატანილი ემოციები აერთიანებს, აახლოვებს ადამიანებს. კითხვის დროს წარმოშობილი ასოციაციები, გრძნობები და ემოციები გადაიქცევა თქვენი მომავალი ურთიერთობის ფუნდამენტად.  როცა ბავშვი გაიზრდება, ამ ემოციების სახით ყოველთვის გექნებათ „ჯადოსნური ჯოხი“ მარაგში  და ნოტაციებსა და დაგირებებს კი არ წაუკითხავთ თქვენს შვილს, არამედ რომელიმე წანაკითხ ისტორიას დაუბრუნდებით – სათქვენოდ შემოატრიალებთ.

 

როგორ ვასწავლოთ ბავშვს თანაგრძნობა

ადამიანის ფსიქიკა ყალიბდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობებით მიღებული შთაბეჭდილებებით.  კითხვისას მიღებული შთაბეჭდილებები ასევე რეალურია ბავშვისათვის. ვიზუალი პატარა კი მათ აცოცხლებს და გმირებთან ერთად განიცდის ყველაფერს.

პატარასთვის კლასიკური ლიტერატურის ემოციებით კითხვა მათში თანაგრძნობის გრძნობას აღვიძებს და ავითარებს.

ბავშვებმა უნდა იტირონ, განიცადონ და უთანაგრძნონ პერსონაჟებს. ეს ნორმალური და სწორია. არ აქვს მნიშვნელობა თქვენი შვილი ბიჭია თუ გოგო. ყველას ერთნაირად სჭირდება გრძნობების განვითარება.

 

როგორ დავაინტერესოთ და ვასწავლოთ კითხვა? ანუ როგორ გავაჩინოთ მოთხოვნილება:

  • საიტერესო წიგნი წავუკითხოთ არა ყოველდღე, არამედ კვირაში რამდენჯერმე, გრაფიკით კი არა, დაუგეგმავად და ამასთან ისე, თითქოს სპექტაკლს დგამდეთ. აზრი არ აქვს დაღლილი დედისა და ლამის ჩაძინებული მამის მოსმენას. ბავშვს უნდა გაუჩნდეს ერთად კითხვის მოლოდინი, უნდა უნდოდეს, რომ „აი, თვითონ რომ იცოდეს კითხვა, არ მოუწევდა მთელი ერთი დღის გამოტოვება, მამას არ დაელოდებოდა და თვითონვე წაიკითხავდა!“
  • თუ ბავშვს ეს აზრი თავისით არ უჩნდება, შეგვიძლია ჩვენ შევაპაროთ, მსუბუქად და ნელა.
  • თუ ბავშვი თავისით გთხოვთ, რომ ასწავლოთ კითხვა, ნუ გააკეთებთ ამას მაშინვე, უთხარით, რომ ახლა ვერა, მაგრამ რამდენიმე დღეში, მაგალითად კვირას დაიწყებენ. რამდენიმე დღეში კი შეახსენეთ, რომ „სულ რაღაც ორი დღე დარჩა და კითხვის სწავლას დაიწყებთ“ – შექმენით მოლოდინი თქვენით.
  • კარგი სცენარით, ვიზუალ ბავშვს კითხვა შეიძლება საკმაოდ სწრაფად ვასწავლოთ. რა თქმა უნდა ბავშვი ვერ შეძლებს თავიდანვე სწორად – სწრაფად და გაცნობიერებულად – კითხვას, ეს დროსა და პრაქტიკას მოითხოვს.
  • აუცილებელია, რომ ყურადღებითა და გააზრებით შევარჩიოთ წიგნები პირველი დამოუკიდებელი წაკითხვისათვის. მნიშვნელობა აქვს როგორც მოცულობას, ისე სიუჟეტსა და ემოციების მასშტაბსაც. რა თქმა უნდა, საკითხავი ნელ-ნელა უნდა გართულდეს.
  • სთხოვეთ ბავშვს, მოგიყვეთ წაკითხული – მამას, დედას, ბებიას, ძმას, მეგობრებს. ამ დროს ბავშვი თავს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებლად იგრძნობს, შეძლებს მოექცეს სხვების ყურადღების ცენტრში და გამოავლინოს არტისტიზმი.
  • კარგი იქნება თუ სკოლაში შესვლამდე ბავშვი ახერხებს სწორად კითხვას, და იგებს წაკითხულის მინიმუმ 80%-ს.

ბავშვისათვის საკითხავის შერჩევისას აუცილებელია, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ კლასიკური ლიტერატურა – გაცილებით ადვილია წავიყვანოთ ისინი ამ მიმართულებით 6 წლამდე. შემდეგ დაიწყება სკოლა, ახალი გარემო და თუ მანამდე არ მივაწვდით ბავშვს ყველაზე მთავარს, მოგვიანებით მან შეიძლება აისრუტოს არასაჭირო ან საზიანოც კი.

 

ბავშვის ბედი კითხვის უნარებზეა დამოკიდებული

კითხვის უნარი არამარტო თანამედროვეობის მოთხოვნა, არამედ ბავშვისათვის საბედისწერო უნარია. მისი საშუალებით ბავშვში ვდებთ კარგია და ცუდის, სიკეთისა და ბოროტები ემოციურ დონეზე გარჩევის უნარს. კლასიკური ლიტერატურა კი, ამ მხრივ, საუკეთესოა. სკოლაში მისვლისას ბავშვს უკვე ეძლევა არჩევანის თავისუფლება – ვის გვერდით დაჯდეს, ვისთან იმეგობროს. ის აირჩევს იმა, ვინც უფრო განვითარებულია.

როდესაც ბავშვი პირველად მოხვდება ახალ გარემოში, მას უკვე  აქვს ცუდის „გამოცდილება“. მარაგში აქვს შემონახული კარი ნარნიისაკენ –  წიგნების საშუალებით შემოიკრიბოს ყველაზე ჭკვიანები, კეთილშობილი, მამაცი და პატიოსანი ადამიანები.

თანამედროვე ცხოვრების რიტმსა და უამრავ საქმეში ძნელია, გამოვნახოთ დრო ბავშვისათვის კითხვის სწორად სასწავლებლად და ხშირად მიგვყავს ბავშვი განვითარების ცენტრებში. ასეთ შემხვევაში, მშობელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ  პატარას ემოციური კავშირები არა მამასთან და დედასთან, არამედ აღმზრდელსა თუ მასწავლებელთან გაუჩნდება.

თუ ექვს წლამდე ამ ყველაფერს ვერ მოვახერხებთ, მაშინ, დიდი ალბათობით ბავშვი კი არ აირჩევს თავის გარემოს, არამედ გარემო აირჩევს მას. ხშირად შეიქმნება სიტუაცია : საითაც ქარი, იქითაც ფოთლები. ბავშვი უფრო მეტად მოექცევა სხვების გავლენის ქვეშ და ეს გავლენა შეიძლება სულაც არ იყოს კარგი. ბავშვს უნდა ჰქონდეს საკუთარი ორიენტირები, საკუთარი გადაწყვეტილების მიღების უნარი. ეს კი ოჯახში, ყალიბდება, მშობლებთან და სწორად შერჩეული საკითხავით.

 

წყარო:  https://www.yburlan.ru/biblioteka/kak-pravilno-nauchit-rebenka-chitat-s-udovolstviem-legko-i-bystro

 

მთარგმნელი: ნუცა ნიკოლიშვილი