როგორ იქცევიან ვექტორები ,,მარშუტკაში”

ავტორი: იოანე შენგელია

კანის ვექტორი ადის მარშუტკაში, სწრაფად შეავლებს თვალს იქაურობას, მოძებნის თავისუფალ ადგილს და სხარტად ჯდება, რათა სხვამ არ დაასწროს. მოკალათდება, მოერგება სკამს, და ჯიბეებს ხელს შეავლებს, ხო ყველაფერი ადგილზე არის, რაიმე შემთხვევით ხომ არ ამოვარდნია ან ვინმემ ხომ არ გაქურდა, გადაამოწმებს. მარშუტკაში ხალხს აკვირდება, ვინმე ნაცნობი ხომ არ არის იქ (განსაკუთრებით კი ანალური ვექტორის ნაცნობებს), რომ გამოელაპარაკოს და მერე იმას გადაახდევინოს თავისი მგზავრობის საფასური. სამწუხაროა, არავის იცნობს. ამიტომაც, სასარგებლოა ბევრი ნაცნობის ყოლა. ის იღებს თავის მინი-ტექნიკას და მარშუტკაში იწყებს მუშაობას. აბა, რატომ უნდა გაატაროს მგზავრობის 40 წუთი ქუჩების და ხალხის უაზრო თვალიერებაში, როცა შეუძლია ამ დროს რაიმე სასარგებლო გააკეთოს. 40 წუთი არაა სახუმარო თემა.

ანალური ვექტორი აჩერებს მარშუტკას, აღებს კარს და დინჯად აბაჯბაჯდება. კარს საფუძვლიანად დახურავს და ერთს კარგად ამოიოხრავს. მარშუტკა დაიძრება და ანალურ ვექტორს კინაღამ წააქცევს ინერცია. ის დინჯად დადის მარშუტკაში ადგილის საპოვნელად, და თუ თავისუფალია სადმე, ჩასკუპდება გემრიელად, თუ არადა მოუწევს გაიტანჯოს მთელი მგზავრობა, თუმცა მას აქვს იმის ნებისყოფა, რომ 40 საათი გაუჩერებლად იდგეს ერთ ადგილას, როგორც სპილო. რა კარგია მარშუტკაში დიდ ხანს ყოფნა. რა აზრები აღარ მოგივა თავში. მაგალითად, გაიხსენებ ბავშვობის წყენებს, ან იფიქრებ იმაზე, რომ დრო და დრო ყველაფერი ფუჭდება. იმ დღეს მაგალითად ბორჯომი დალია ანალმა, და დაადასტურა მოსაზრება, რომ ძველი ბორჯობი უკეთესი იყო, ვიდრე ახლანდელი. ეჰჰ.. რა დრო იყო ადრე..

ურეთრალური ვექტორი აჩერებს მარშუტკას, ადის ღიმილით სავსე სახით. შედის მარშუტკაში და ხალხის ყურადღებას მიიპრყობს მისი დადებითი და ცეცხლოვანი შარმი. არის მასში რაღაც მიმზიდველი. ქალები უბრალოდ სველდებიან მის ღიმილზეც კი. ამას ამჩნევს კანის ვექტორი, და ღიზიანდება. რატომ მისით არ აღფრთოვანდნენ ქალები? ეტყობა საკმარისად ვერ მოინდომა ქარიზმატულობა. მაგრამ, ამ ურეთრალში მართლაც არის რაღაც ბუნებრივად ქარიზმატული, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ეს უბრალოდ ჩანს და მორჩა.

ორალური ვექტორი მეგობართან ერთად ადის მარშუტკაში. ყველა ადამიანი ამჩნევს მის ამოსვლას, რადგან მისი ხმა მარშუტკის ბოლოში ისმის. ორალი მძღოლთან ახლოს დგება, მისი მეგობარი კი იქვე ჯდება. ორალი აგრძელებს მეგობართან საუბარს. იდეაში, ეს დიალოგია, მაგრამ, სინამდვილეში მონოლოგია – ძირითადად ორალი საუბრობს. შიგადაშიგ ჩაურთავს ხოლმე ანეკდოტებს და თვითონვე ხარხარებს ისე გულიანად, რომ მთელს მარშუტკას იყოლიებს. მძღოლი სიცილისგან თავს ვერ იკავებს და რამდენიმე საავარიო სიტუაციასაც კი ძლივსძლიობით აიცილებს თავიდან. მაგრამ, აბა ხომ ვერ ეტყვის ამ კაცს მარშუტკიდან ჩადიო. ისეთ კარგ ხასიათზეა ყველა, რომ ეს არ გამოვა.

ვიზუალური ვექტორი მარშუტკაში კატასტან ერთად ამოდის დემონსტრაციულად. გაპრანჭული, ტუჩებდაბერილი, თვალებდაპრუწული, და ა.შ. გაუმართლა. მარშუტკაში სხვა ვიზუალი დახვდება პატარა ცუგით. ისინი დამეგობრდებიან და პატარა ცხოველებსაც დაამეგობრებენ. ახლა უკვე ერთად ზიან და საუბრობენ იმაზე, რომ იდეალური სიყვარული არსებობს, თუ არ არსებობს. მოკლედ, ბოლომდე ვერ გავიგე რაზე საუბრობენ. მერე სელფს იღებენ ერთად, სოციალურ ქსელში დებენ. მერე კატასაც და ცუგასაც უღებენ ვიდეოს და აზიარებენ ასე: ვუამე ჩავყლაპავ <33.

ყნოსვის ვექტორი მარშუტკაში მოყუჩებულში დაჯდება, შეუმჩეველ ადგილას. ზიზღით უყურებს ადამიანებს. ეს საცოდავი არსებები. აი კანი მაგალითად, თვალებს რომ აცეცებს, გამორჩენას ეძებს. და ეს ანალი რომ დამდგარა აქ და წარსულზე გლოვობს. ეს სულელი ვიზუალი კიდე ზღაპრებში ცხოვრობს. და ორალი? ყურადღება რომ არ მიაქციო ალბათ გაგიჟდება. არა რა.. უნდა მივხედო აქაურობას. ყველას აქვს გარკვეული უნარები, ხოდა საჭიროა მათი დალაგება და კალაპოტში მოთავსება, თორემ ასე წაილეკება მთელი კაცობრიობა. ჭკვიანი მასონები, იციან რა როგორ გააკეთონ, რათა კაცობრიობა გადარჩეს. მხოლოდ მე შემიძლია მათი ფარული გაკონტროლება და რანჟირება.

სმენის ვექტორი ყნოსვასთან ერთად მოყუჩებულში დაჯდება. თუმცა, ეშმაკმა უწყის რაზე ფიქრობს. ფანჯარაში იყურება გაცრეცილი მზერით, თავის სამყაროშია. რაღაც ფანტასტიკური იდეები აქვს. მაინც რაზე ფიქრობს ასე გამალებით? სხვა და სხვა უცნაურობებზე. მაგალითად, უცხოპლანეტელები დედამიწელების წინააღმდეგ ბრძოლას გამართავენ და ვინ გაიმარჯვებს? ან როგორ ზემოქმედებს ადამიანის ცნობიერება მატერიაზე, ან რავიცი კიდე.. გააჩნია სმენასაც. ფაქტია, რომ მოწყვეტილია რეალობას. იქ სადღაც ორალი ქაქანებს და ტვინს ბურღავს თავისი სიცილით, და არ აცლის ამ საწყალ სმენას ფიქრს. ოხ როგორ მკვახედ ხვდება მის ყურს ორალის მაღალ ამპლიტუდური ხმა. და აი, როგორც იქნა ვიღაცამ შეანჯღრია და უთხრა: თქვენ აქ არ უნდა ჩასულიყავით?. და სმენა პასუხობს: ჰა? მე მითხარით რამე?

ეს ყველაფერი ხუმრობით და, ისე კი სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია მართლაც გამოჰყოფს რვა ფსიქოტიპს (იგივე ვექტორს) – კუნთი, ანალი, კანი, ურეთრალი, ორალი, ვიზუალი, ყნოსვა, სმენა – რომლიდანაც თითოეულ ადამიანს შეიძლება რამდენიმე ვექტორი ჰქონდეს (საშუალოდ 3-4). არიან ერთვექტორიანი ადამიანებიც და არიან რვავექტორიანი ადამიანებიც. ასევე, ვექტორები იყოფიან ქვედა ოთხ და ზედა ოთხ ვექტორებად, და არ არსებობს ადამიანი ერთ მაინც ქვედა ვექტორის გარეშე (ზედა ვექტორი შეიძლება არ ჰქონდეს). ასევე, ადამიანის ვექტორებში შეიძლება გამოიყოს ერთი (მხოლოდ ქვედა ვექტორების არსებობის შემთხვევაში) ან ორი (ორივე ტიპის ვექტორების არსებობის შემთხვევაში) ვექტორი, რომლებსაც მიჰყავთ ძირითადი სცენარი ადამიანში. ასევე, არსებობს ტემპერამენტის და განვითარების პარამეტრები, არსებობს თითოეული ვექტორისთვის დადებითი რეალიზაციის და ასევე სტრესების შემთხვევები, და სტრესების გადალახვის მეთოდები. და სხვა მრავალი. მოკლედ, ეს ყველაფერი უკვე დეტალებია, და თუ გადაწყვეტთ ამაში გარკვევას, ეწვიეთ საიტს svp.ge, ასევე არსებობს facebook გვერდები და ჯგუფები, რომლებშიც აქტიურად მიმდინარეობს ამ თემატიკასთან დაკავშირებული სტატიების გაზიარება. მოკლედ, გაეცანით, აღმოაჩინეთ საკუთარი თავი, გაერკვიეთ საკუთარი ჭეშმარიტი სურვილების მიმართულებებში (ვექტორებში), და ა.შ.