როგორ მუშაობს აბსტრაქტული ინტელექტი.

საერთო იდეით აზროვნება

აბსტრაქტული ინტელექტი — ესაა სმენის ვექტორიან ადამიანთა უნარი, გონებამახვილურად ააწყონ სამყაროს მთლიანი მოდელი. რაც არ უნდა საოცარი იყოს, ასეთი უნარი უნიკალურია ვექტორული თვალსაზრისით — მხოლოდ სმენის ვექტორის მფლობელებს გააჩნიათ აბსტრაქტული აზროვნება. მიზეზი იმყოფება სმენური ზომის საფუძველში — სინთეზისადმი მის მისწრაფებასა და უნარში. სწორედ ამიტომ ცდილობენ სმენის ვექტორანები სამყაროს რაღაც საერთო, უნივერსალური მოდელის შექმნას, რომელიც მის ყველა სხვადასხვა ასპექტს ერთგვარი საერთო იდეით გააერთიანებს. და ამისკენ მიისწრაფვის სმენური ზომა ყველაზე გლობალურ მასშტაბში.

რაშია პროცესის არსი?

სმენის ვექტორის მფლობელ ნებისმიერ ადამიანს სამყაროს თავისი მოდელი აქვს აწყობილი. მის საფუძველში დევს გაგება: როგორ ვხედავ სამყაროს ან როგორ ვხედავ შესასწავლ ობიექტს. ესაა ერთგვარი პრიზმა, რომლის გავლითაც განიხილება ნებიმიერი საგანი ან მოვლენა.

მაგალითად, სმენის ვექტორის მატარებელმა ადამიანმა (მოდით, შესამოკლებლად ამ სტატიის ფარგლებში დავარქვათ მათ „სმენები“) გადაწყვიტა განვითარდეს თავისთვის ახალი პროფესიონალური ან სულიერი მიმართულებით. თუ იგი იყენებს თავის აბსტრაქტულ ინტელექტს, მაშინ მანამ, სანამ ახალ მასალებს გაეცნობა, იგი თვითონ, თავისი წარმოდგენიდან (სამყაროს მოწყობის თავისი მოდელიდან) გამომდინარე მოახდენს შესასწავლ მოვლენაზე თავისი ხედვის ფორმულირებას. ამიტომ, როდესაც სმენის ვექტორიანი ახალი ცოდნის ათვისებას აპირებს, იგი თეორიულად უნდა დაჯდეს და ჩამოეწეროს, თუ როგორ ხედავს ამას: რა საკითხები უნდა გაშუქდეს, რა თემები იქნება მთავარი, და რა — მეორადი. ანუ მისი სამყაროს მოდელი იქნება განმსაზღვრელი რეალობის ნებისმიერი მოვლენისადმი — სახელდობრ, შექმნის არსთა იერარქიას ნაწილობრივ მოვლენებში, მათ შორის შესწავლის პროცესშიც.

სხვათაშორის, ახალი ცოდნაც „ზედ დაედება“ სამყაროს მისეულ მოდელს — თუ ისინი უფრო ფართოა, მაშინ მოდელი ფართოვდება, ხოლო თუ ვიწროა, მაშინ ასიმილირდება მის მიერ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი ცოდნა ამ მოდელს დეტალებით, კონკრეტიკით, ინფორმაციით ავსებს.

რა ხდება, როცა მოდელი ფართოვდება? როგორ იცვლება იგი? უპირველეს ყოვლისა, იგი განიცდის განახლებას — ხდება მისი „აპგრეიდი“, თუკი „აიტიშნიკურ“ ტერმინს გამოვიყნებთ. მოდელი ხდება უფრო ღრმა. იგი აღწერს და ერთ მთლიანობად აკავშირებს მოვლენათა დიდ ნაკრებს. ამ შემთხვევაში სმენას, მუდმივად „მოაზროვნე მოდელით“, გადააქვს განახლებული მოდელი ცოდნის ნებისმიერ სხვა სფეროზე და იქიდან კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას ისრუტავს.

რაშია მთავარი სიტკბო?

შესანიშნავი მაგალითი — სისტემურ-ვექტორული ფსიქოანალიზი. სმენის ვექტორიანი ადამიანი სვფ-ს საფუძვლების შესწავლისას ყველა ცხოვრებისეულ მოვლენას სვფ-ს პრიზმაში გადახედავს, ამასთან, როგორც მიკრო-დონეზე (საკუთარი „მე“), ასევე მაკრო-დონეზე (სისტემური ურთიერთობა სამყაროს ობიექტებს შორის).

თუკი ახალი ცოდნა სამყაროს უკვე აწყობილ მოდელზე უფრო ღარიბი აღმოჩნდა, იგი მაინც მიიღებს სარგებელს: დაინახავს შეცდომებს და უზუსტობებს თავის მოდელში და მოახდენს კორექტირებას დეტალების დონეზე.

ამრიგად, მხოლოდ სმენებს შეუძლიათ, რომ „ნარჩენების გარეშე“ აითვისონ ინფორმაცია: იგი გამოყენებას მოუძებნის მას მიუხედავად მასშტაბებისა — ინფორმაცია, რომელიც სამყაროს მისეულ მოდელს აფართოებს, მის „აპგრეიდს“ გამოიწვევს, ხოლო ინფორმაცია, რომელიც მასში ჯდება, შეავსებს ნაკლულ კავშირებს ამ მოდელის ობიექტებს შორის და ამგვარად გააღრმავებს მას. ასე ჩნდება აბსტრაქტული აზროვნების უნარი, ანუ აბსტრაქტული ინტელექტი.

 

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში:  https://www.facebook.com/groups/571353209673619/permalink/689918824483723/