როგორ მუშაობს კანური და ანალური ვექტორების აზროვნება

ავიღოთ მანდარინი და წარმოვიდგინოთ როგორ აღიქვამს მას კანი და როგორ ანალი. ერთვექტორიან ანალს რომ დაავალოთ აღწეროს მანდარინი, ის გეტყვით: მანდარინი არის მცენარე, განეკუთვნება ციტრუსოვან ხილს და ასე დეტალურად აღწერს რა არის მანდარინი, დაიწყებს ზოგადად და ჩამოვა წვრილმან დეტალებამდე, საერთოდან ნაწილებამდე (ცოტათი წინ გავუსწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ ჯგუფში არსებობენ ადამიანები რომლებიც აზროვნებენ პირიქით, ნაწილობრივიდან მთლიანობამდე, ესენი სმენის ვექტორიანები არიან, მათ აქვთ ის რასაც აბსტრაქტული ინტელექტი ეწოდება). რაც შეეხება კანის ვექტორიანებს, შეიძლება მათაც იციან, რომ მანდარინი ციტრუსია, მაგრამ დანარჩენის ცოდნისთვის თავს არ გაიცხელებენ, ისინი მანდარინს აღწერენ სასარგებლოობის კუთხით, ამიტომ კანის ვექტორიანი იტყვის, რომ მანდარინი საჭმელად ვარგისია, ანუ განსაზღვრავს მანდარინს მისი გამოსადეგობის მიხედვით. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ კანის ვექტორი აწმყოა, დროის მოცემული მომენტი, ის კი ყოველ წამს იცვლება, ვინაიდან კანის ვექტორის არსი მატერიისთვის ფორმის მიცემაა, მატერია კი იცვლება ყოველ წამს, ამიტომ ყოველ წამს საჭირო ხდება ახალი ტიპის ფორმა მატერიისთვის, შესაბამისად კანის ვექტორიანებს მობილური ფსიქიკა აქვთ, რომელსაც შეუძლია სწრაფად შეეგუოს ცვლილებებს და შეიცვალოს ლანდშაფტის შეცვლისთანავე, ამიტომაცაა, რომ ნებისმიერი რაოდენობრივი პარამეტრი მუდმივ ცვლილებას განიცდის. ხარისხი კი პირიქით ის შედარებით მუდმივი სიდიდეა, იდეალში ანალის ვექტორიანი ფასეულობებს მთელი ცხოვრება უცვლელად ინარჩუნებს, ყველაფერი მთელი ცხოვრების მანძილზე, იქნება ეს მეგობარი, მეუღლე, სამსახური, სახლი, თუ მანქანა.

ახლა ვნახოთ როგორ ვლინდება ეს ყველაფერი აზროვნებაში. წარმოიდგინეთ, რომ მთელ დედამიწაზე მანდარინებს რაღაც დაემართათ და პლანეტაზე მანდარინის მხოლოდ 10 ხე დარჩა. მანდარინის ფასი მილიონჯერ გაიზარდა, ხელახლა რომ მიხვიდე კანთან და ანალთან და კითხო ამ შემთხვევაში რა არის მანდარინი, ანალის ვექტორიანი ზუსტად ისე გიპასუხებთ, როგორც წინა შემთხვევაში, ეს არის მცენარე, განეკუთვნება ციტრუსებს და ა.შ. წინა პასუხთან სხვაობა არ იქნება, თითქოს არაფერი შეცვლილა, ანალის აზროვნებაში როგორც ჩაიწერა მანდარინი და რომელ ,,განყოფილებაშიც განთავსდა, იქვე დარჩა. აი კანის ვექტორიანის პასუხი კი რადიკალურად განსხვავებული იქნება წინასგან, ამჯერად ის გიპასუხებთ, რომ მანდარინი ეს სიმდიდრეა, ყველაზე ძვირფასი რამაა მსოფლიოში, ამიტომ მანდარინი უბრალოდ საჭმლად გამოსადეგი ციტრუსი კი აღარ იქნება, არამედ დიდძალი შემოსავლის მიღების საშუალება. როცა რაღაც ცვლილება ხდება, კანის ვექტორიანი ამ ცვლილებას მაშინვე უკეთებს შეფასებას და ამის მიხედვით იცვლის შეხედულებას, სწორედ ამ პრინციპით მუშაობს კანური ეკონომიკა, ამიტომ ერთია როცა კილო მანდარინი 1 ლარი ღირს და სულ სხვაა როცა 1 ცალი ღირს 100000 ლარი.