როგორ უთანაბრდება ანალის ვექტორიანი ლანდშაფტს

ჩვენ ახლა გიჩვენებთ, თუ როგორ უთანაბრდება ანალის ვექტორიანი ლანდშაფტს, როგორ მუშაობს ეს თანაბრობა მის გონებაში, როცა ის ამყარებს ურთიერთობას ერთი – ერთთან. მაგალითად ვიღაც ადამიანმა, ანალის ვექტორიანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ანუ ლანდშაფტიდან ამ ანალის მისამართით განხორციელდა ნეგატიური ქმედება, ვიღაცამ მას უწოდა დოყლაპია, რას აკეთებს ამ დროს ანალის ვექტორიანი ადამიანი? მანამდე მის გონებაში არსებობდა ბალანსი, მაგრამ ლანდშაფტიდან წამოვიდა ნეგატივი, მას დოყლაპია უწოდეს, ბალანსი დაირღვა, ანლის ვექტორიანი დაუყოვნებლივ პასუხობს: დოყლაპია თვითონ ხარ. უპასუხა და ყველაფერი ისევ გათანაბრდა, წამოვიდა ნეგატივი მის მიმართ, მანაც იგივე ოდენობის ნეგატივი გასცა და ბალანსი აღდგა. ახლა ეს გავართულოთ, ვთქვათ ვიღაცამ ანალს მოწერა წერილი, რომელშიც მას ასევე დოყლაპიას უწოდებენ, მაგრამ წერილის ბოლოში არ არის მითითებული გამომგზავნის მისამართი. რა ხდება ამ დროს? ლანდშაფტიდან წამოვიდა გარკვეული ნეგატივი მისი მისამართით, მაგრამ ამჯერად რადიკალურად სხვა სიტუაციაა, ანალს არ შეუძლია უპასუხოს, არ შეუძლია, რომ გაუთანაბროს, არ შეუძლია მიწეროს საპასუხო წერილი რომელშიც დაწერს დოყლაპია თვითონ ხარო, რადგან მისამართი არ იცის. მის გონებაში ხდება დაუყოვნებლივი დისბალანსი, მან მიიღო რაღაც ცუდი, მაგრამ დაბრუნება არ შეუძლია, ასეთ დისბალანსს ანალის გონებაში ეწოდება წყენა. თქვენ მას აწყენინეთ, მან კითქვენ ვერ გაწყენინათ, ამიტომ ის დარჩა ნაწყენი. როდესაც ანალის ვექტორიანს უვითარდება წყენა, მასში ავტომატურად წარმოიშობა შურისძიების სურვილი, უნდა რომ ეს წყენა უკან დაუბრუნოს ადრესატს და ამით აღიდგინოს დარღვეული ბალანსი. თუ გგონიათ, რომ დრო გავა და მას ეს წყენა დაავიწყდება, ძალიან ცდებით, ანალის ვექტორიანებს შესანიშნავი მეხსიერება აქვთ. მას აწყენინეს და დოყლაპია უწოდეს, მან კი პასუხის გაცემა ვერ შეძლო, გადის დრო, ანალს ყველაფერი ახსოვს, მას შეიძლება ღამეები აქვს ნათენები იმაზე ფიქრით როგორ უნდა უპასუხოს თავის შეურაცხმყოფელს. ანალის ვექტორიანის გონებაში ნებისმიერი დისბალანსი (იქნება ეს ნეგატიური, თუ პოზიტიური), დროის გასვლასთან ერთად იზრდება, რაც მეტს ფიქრობს ამ თემაზე, მით მეტად უღრმავდება ,,ჭრილობა“.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ანალი თავის შეურაცხმყოფელს ერთი კვირის შემდეგ შეხვდება, მისთვის ბალანსის აღსადგენად აღარ იქნება საკმარისი, შეურაცხმყოფელს მხოლოდ დოყლაპია დაუძახოს, ის კიდევ რაღაც საწყენ სიტყვას დაუმატებს, ვთქვათ ეტყვის დოყლაპიაც ხარ და კრეტინიცო, ამ დამატებაში ის თავის დროში დაგროვილ წყენას აქსოვს. ანალისთვის გათანაბრება ძალზე მნიშვნელოვანია, ეს თვით ანალურ რელიგიაში არსებულ გამონათქვამშიც კი ჩანს: ,,თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ!“ თუ თქვენ მას ერთი კბილი ჩამოუღეთ და მან მაშინვე ვერ შეძლო ამის გათანაბრება, რაც დრო გადის მისი წყენა იზრდება, ამიტომ ერთი კვირის შემდეგ, მისთვის საკმარისი არ იქნება თქვენ მხოლოდ ერთი კბილი რომ ჩაგიმტვრიოთ, მინიმუმ ორი. თუ ერთი თვე გავიდა, მაშინ სამი კბილი, ხოლო თუ ერთმა წელმა გაიარა, მაშინ უკვე სურვილი ექნება, რომ საერთოდ მთელი ყბა მოგინგრიოთ. ამიტომ ,,ოქროს წესია“, თუ ღმერთმა ნუ ქნას და შემთხვევით ანალის ვექტორიანს აწყენინეთ, დაუყოვნებლივ მოუბოდიშეთ, სანამ წყენის გააზრებას მოასწრებს, იმიტომ რომ რაც დრო გავა, მასში ამ წყენით გამოწვეული დისბალანსი მხოლოდ მოიმატებს, მასში ბრაზი იზრდება და რაც დრო გავა ამ წყენის საკომპენსაციოდ მისი პასუხი თქვენს მიმართ უფრო მეტად არაპროპორციული იქნება. ამიტომ სასურველია, თუ ანალის ვექტორიანს აწყენინეთ ბოდიში მაშინვე მოუხადოთ, ოღონდ ისე, რომ თვალთმაქცობა არ შეგამჩნიოთ, იმიტომ რომ თვალთმაქცობას ახალ შეურაცხყოფად მიიღებს, მას აწყენინეთ და კიდევ ატყუებთ, ეს მისთვის ორმაგად საწყენია. თუ ანალის ვექტორიანმა შეძლო და შეურაცხმყოფელს სამაგიერო გადაუხადა, მაშინ მისი დარღვეული ბალანსი აღდგება და უკვე ყველაფერი რიგზე აქვს, ხასიათიც მაშინვე გამოუკეთდება. სამაგიეროს გადახდის შემდეგ შეიძლება შეურაცხმყოფელს კიდეც შეურიგდეს. მაგრამ თუ იგრძნეს, რომ შურისძიებისას ზედმეტი მოუვიდათ, მაშინ ასევე დისბალანსი აქვთ იმის გამო, რომ იმაზე მეტი დააშავეს, ვიდრე დაუშავდათ, ამიტომ რცხვენიათ, სინდისი ქეჯნით. თუ ძალიან გადაამეტეს შურისძიებისას, მაშინ ძალიან რცხვენიათ და არ მოისვენებენ სანამ ამ გადამეტების გამო ბოდიშს არ მოიხდიან. ნებიმიერ დონეზე, ნებისმიერი ურთიერთობისას, ნებისმიერ ადამიანთან, ანალის ვექტორიანებს უნდათ იყვნენ თანაბრები.

ბალანს დარღვეულ ანალის ვექტორიანს ძალიან გაახარებთ, თუ აჩუქებთ ტუალეტის ქაღალდს მისი შეურაცხმყოფელის გამოსახულებით, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორი სიამოვნებით გამოიყენებს ის ამ ქაღალდს დანიშნულებისამებრ. ის თვლის, რომ ასეთი მოქმედებით შეურაცხმყოფელს ამცირებს. თუმცა ყველა ზემოთჩამოთვლილი, პრინციპში პატარა, უმნიშვნელო წყენებია. აი როდესაც ანალის ვექტორიანის წყენა უფრო დიდია, მას ყელში ბურთივით ეჩხირება ბოღმა, პირდაპირ შეკავებული ,,ბოღმისგან იგუდებიან“. ეს უკვე სულ სხვა დონის წყენისას ხდება, მაგალითად თუ მისი კანის ვექტორიანი ამხანაგი, მის ცოლთან იწვა. კანის ვექტორიანისთვის ასეთი რამ ჩვეულებრივი მოვლენაა, მან უბრალოდ თავისი პარტნიორების სიას კიდევ ერთი ქალი მიამატა, მან სხვისი ცოლით უფასოდ ისარგებლა. მაგრამ არ იცის რომ ამით ანალის ვექტორიანს ცხოვრება დაუნგრია, რადგან ანალის ვექტორიანის თვალში, საკუთარმა ცოლმა ხარისხი დაკარგა და ,,სუფთა ქალის“ განყოფილებიდან, ,,ბინძური კახპას“ განყოფილებაში გადაინაცვლა, ანალის ვექტორიანი ,,ვაჟკაცი“ შეარცხვინეს. ასეთი რამ ანალის ვექტორიანში იმდენად დიდ დისბალანსს იწვევს, რომ ამ ბალანსს ზოგჯერ მთელი სიცოცხლის მანძილზე ვეღარ აღიდგენს. მასში ფორმირდება ,,წყენა ცხოვრებაზე“, წყენა ყველა ქალზე, წყენა ყველა მეგობარზე. ეს წყენა იმდენად ძლიერია, რომ მთელი მისი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე გადევს. ისეთი გაბრაზებულია, რომ ეს ,,ბოზი“ შეიძლება საკუთარი ხელით ,,ჩააძაღლოს“ და ეს ნაძირალა საყვარელიც მიაყოლოს. ეს ანალის ვექტორიანისთვის იმდენად ძლიერი წყენაა, რომ არ შეუძლია რაიმეთი მისი გათანაბრება. თვითონაც რომ უღალატოს, მაშინ ისე თვითონ იქნება ,,ჭუჭყიანი“, რადგან ღალატი ერთვექტორიანი ანალის ფსიქიკაში არ დევს. ღალატი საშინელი იმითაც არის, რომ ის უკვე მომხდარი ფაქტია, ესაა ტალახიანი ლაქა მის ,,სუფთა“ წარსულზე და ამის გამოსწორება შეუძლებელია, ამას ვერ ეშველება მობოდიშებით, ნებისმიერი ამდაგვარი ფაქტი, ანალის ვექტორიანს მთელი ცხოვრება ნაწყენს ტოვებს. მაშინაც კი თუ ცოლი მოუბოდიშებს და დაარწმუნებს რომ ,,უნებურად მოუვიდა“, შეიძლება ეს ცოლი არც მოკლას და არც გააგდოს, მაგრამ მთელი ცხოვრება ,,ბინძურ კახპას“ დაუძახებს, მუდმივად ახსენებს ღალატს და ეუბნება უნდა მომეკალიო, შეიძლება პერიოდულად ცემოს კიდეც. ასე ფორმირდება ნამდვილი ანალური საყვედურით სავსე მზერა, დაბლა დაშვებული ნიკაპი, ტუჩის კუთხეები ქვემოთ იწვს, წყენა სახეზე ნიღაბივითაა შეყინული, რაღაცით სახე ბულდოგის ჯიშის ძაღლს უგავს.