როგორ ურთიერთობს საპირისპირო სქესთან კანის ვექტორიანი მამრი.

კანის ვექტორიანი მამრის ქალებთან დამოკიდებულება, მათი დაახლოვების პროცესში დამოკიდებულია მისი განვითარების დონეზე (რომელიც ფორმირდება აღზრდის შედეგად). განვითარების განსხვავებული დონეები იძლევა აზროვნების განსხვავებულ უნარებს, მსოფლმხედველობას, წარმოდგენას საკუთარ თავზე.

გოგონებისადმი საკუთარ სიმპათიას ის ფულით და ფასიანი საჩუქრებით გამოხატავს. მისი ცხოვრებისეული ხედვა რაოდენობრივია, ამიტომ მისი აზროვნება მუშაობს ნებისმიერი მოვლენის აწონვა-შედარების პრინციპით. სანამ რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე ის აუცილებლად დაფიქრდება იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს მას ეს ქმედება. რესტორნები, მოგზაურობები, ძვირფასი საჩუქრები – ყველა ეს ქმედება მიმართულია სასურველი მდედრის მონადირება-დაპყრობისკენ. გოგონა კანი მამრისთვის – არის გარკვეულწილად საკუთრება, რესურსი, რომელსაც ის ფლობს. შეიძლება ითქვას, რომ თავის მდედრს ის ყიდულობს (თვითონ ასე თვლის), რადგან კანის ვექტორიანის მთავარი საზომი სოციუმთან ურთიერთობისას – ფულია.

კანური მამრი თავისი ბუნებით რომანტიკოსი არ არის. მას არ აქვს შინაგანი მოთხოვნილება, გოგონას ყვავილები უყიდოს. მისი რაციონალური გონებისთვის ეს წყალში გადაყრილი ფულია. თუმცა, რადგან ის ფლობს ფსიქიკური მოქნილობის თვისებას, მას შეუძლია შეეწყოს სასურველი მდედრის სურვილებს, მანამ, სანამ ეს მდედრი მისთვის საინტერესოა. ის სასურველი მდედრის ,,მოქრთამვას“ მანამ აგრძელებს, სანამ მასში ხედავს ,,სიახლის ფაქტორს“. როდესაც ამ მდედრთან ურთიერთობა გახდება რუტინული კანი მამრი კარგავს მის მიმართ ლტოლვას. იქმნება შთაბეჭდილება ,,გადაუყვარდა“. კანური ფსიქოტიპის ფსიქიკის საფუძველი არის – ფორმა. როგორც სხეულს აძლევს კანი ფორმას, ასევე კანური ფსიქოტიპი ფორმას აძლევს ნებისმიერ მოვლენას, მათ შორის წყვილში ურთიერთობასაც. ეს ვრცელდება საკუთარი ვნებების კონტროლზეც. ბუნებამ კანის ვექტორიანს მიანიწა ეკონომიის თვისება. ეს მახასიათებელი ვლინდება მისი ცხოვრების ყველა სფეროში, ათ შორის გრძნობათა ეკონომიურად გამოხატვაშიც. კანის ვექტორიანი ძუნწია როგორც ქებაში, ისე გრძნობების გამოხატვაშიც, ამასთან რაც ნაკლებადაა განვითარებული, მით უფრო ძუნწია.